,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.259
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №387
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის თაობაზე“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.03.05, №32, მუხ.306) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების საკითხს სწავლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად შემოსავლების სამსახურს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა გადამხდელის ქონების შესახებ;
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ე) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან;
ვ) დოკუმენტაცია გადამხდელის მიმართ გატარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები.
3. გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ცნობა პირის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა ქონების შესახებ;
დ) დოკუმენტი ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ.
4. შემოსავლების სამსახური საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხი შემოსავლების სამსახურიდან დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილება ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას“.
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია ამზადებს დასკვნას და ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს უიმედო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი