„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2026 წლის 29 ოქტომბერი ქ. სამტრედია |
2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“:
ა) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით, დიაბეტით, დაუნის სინდრომის და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება
1. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით.
2. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
3. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
4. დიაბეტით დაავადებულ ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
5. ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები, ჰიპერალანინემია და სხვა იშვიათი (საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №199/ნ 2001 წლის 14 მაისი, იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ) (18 წლამდე) დაავადებების ფინანსური დახმარება ითვალისწინებს აღნიშნული დაავადებით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით.
6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. ყოველთვიური დახმარება 100-100 ლარი მიეცემათ 18 წლამდე ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებს.
7. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვთა ყოველთვიური ფინანსური დახმარების სახით, 18 წლამდე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ თითოეულ ბავშვს მიეცემა ყოველთვიური ფინანსური დახმარება 300 ლარი.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარები საახალწლოდ მიიღებენ ერთჯერად დახმარებას. თითოეული ბენეფიციარი საახალწლოდ მიიღებს ერთჯერად დახმარებას 300 ლარს.
9. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (მშობლების, მეურვის ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
10. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“
ბ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მცირეწლოვანი ბავშვები და სრულწლოვანი პირები, რომლებიც მკურნალობენ საზღვარგარეთ, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებებით – ლიმფომა, გლიომა, ლეიკემია, მელანომა; თავის ქალის პროგრესირებადი დეფორმაცია; ქვედა კიდურების ატროფია; სქოლიოზი – გამოხატული ნეკნოვანი კუზით; ავარიის შედეგად მიღებული ტრამვების რეაბილიტაცია; შვილოსნობასთან შეუთავსებელი დარღვევები – დაავადებები, ქალისა და მამაკაცის დაქვეითებული ფერტილობა, რომლებიც საჭიროებენ გინეკოლოგიურ ან რეპროდუქტოლოგიურ მკურნალობას, ატოპიური დერმატიტი, ალერგია, სხვა მძიმე დაავადებები – გაეწევათ გარკვეული თანხით დახმარება, არაუმეტეს 5 000 ლარისა. მოქალაქემ მკურნალობის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს მერიის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენების ანგარიში. სავალდებულოა ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს 200000-ს ან უნდა წარმოადგინოს მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა მოქალაქის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.“
გ) მე-20 მუხლის:
გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარება“.
გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამა ითვალისწინებს 2025 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით ქალაქ სამტრედიაში რეგისტრირებული და მცხოვრები 2-18 წლის ჩათვლით ბავშვების, რომელთა ძირითადი დიაგნოზია (ICD-10) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები (F84.0-F84.9), ყოველთვიურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით და საახალწლოდ ერთჯერად დახმარებას თითოეულს 300 ლარის ოდენობით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.10.2026. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.120.016562.
- სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №29, 29.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016562 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7032022/