# გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ“

- ტიპი: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
- მიმღები ორგანო: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №1833 UNTS 3
- მიღების თარიღი: 10.12.1982
- კონსოლიდირებული რედაქცია: 10.12.1982
- სარეგისტრაციო კოდი: 480610000.03.030.016880
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/7034431
- წყარო: https://legali.ge/law/7034431/

> ეს არის 10.12.1982 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 8. XVII ნაწილის გამოყენება

პრეამბულა

წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები,

ამოძრავებთ რა სურვილი, საზღვაო სამართალთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოაგვარონ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით, და აცნობიერებენ რა წინამდებარე კონვენციის ისტორიულ მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის მშვიდობის შენარჩუნებაში, სამართლიანობასა და პროგრესში,

მხედველობაში იღებენ რა, რომ 1958 და 1960 წლებში ჟენევაში გამართული საზღვაო სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა საზღვაო სამართლის შესახებ ახალი და ზოგადად მისაღები კონვენციის საჭიროებას,

აცნობიერებენ რა, რომ ოკეანის სივრცის პრობლემები მჭიდროდაა დაკავშირებული და განხილულ უნდა იქნეს მთლიანობაში,

აღიარებენ რა წინამდებარე კონვენციის მეშვეობით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტის სათანადო პატივისცემით, ზღვებისა და ოკეანეებისთვის ისეთი სამართლებრივი წესრიგის დამყარების მიზანშეწონილობას, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო კომუნიკაციას და ხელს შეუწყობს ზღვებისა და ოკეანეების მშვიდობიან გამოყენებას, მათი რესურსების სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას, მათი ცოცხალი რესურსების შენარჩუნებას და ზღვის გარემოს შესწავლას, დაცვასა და შენარჩუნებას,

ითვალისწინებენ რა, რომ ამ მიზნების მიღწევა ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის რეალიზაციას, რომელიც ითვალისწინებს მთელი კაცობრიობის ინტერესებსა და საჭიროებებს, და, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების განსაკუთრებულ ინტერესებსა და საჭიროებებს, იქნება ეს სანაპირო თუ ზღვაზე გასასვლელის არმქონე,

სურთ რა, რომ წინამდებარე კონვენციით განავითარონ 1970 წლის 17 დეკემბრის 2749 (XXV) რეზოლუციაში ასახული პრინციპები, რომლითაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ განაცხადა, inter alia, რომ ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს მიღმა ზღვისა და ოკეანის ფსკერის რაიონი და მათი წიაღისეული, ასევე მისი რესურსები არის კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობა, რომლის დაზვერვა და ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ, სახელმწიფოთა გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად,

სწამთ რა, რომ საზღვაო სამართლის წინამდებარე კონვენციით მიღწეული კოდიფიკაცია და პროგრესული განვითარება ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოების, თანამშრომლობისა და ყველა ერს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას სამართლიანობისა და თანასწორი უფლებების პრინციპების შესაბამისად, და ხელს შეუწყობს მსოფლიოს ყველა ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, როგორც ეს მოცემულია ქარტიაში,

ადასტურებენ რა, რომ წინამდებარე კონვენციით მოუწესრიგებელი საკითხები კვლავ წესრიგდება ზოგადი საერთაშორისო სამართლის წესებითა და პრინციპებით,

შეთანხმდნენ  შემდეგზე:

[https://legali.ge/law/7034431/muxli-8-7/](https://legali.ge/law/7034431/muxli-8-7/)

---

## მუხლი 1. ტერმინთა განმარტება და ფარგლები

1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის:

(1) „რაიონი“ ნიშნავს ზღვისა და ოკეანის ფსკერს და მათ წიაღისეულს ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს მიღმა;

(2) „ორგანო“ ნიშნავს ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს;

(3) „რაიონში საქმიანობა“ ნიშნავს რაიონის რესურსების დაზვერვისა და ექსპლუატაციის ყველა საქმიანობას;

(4) „ზღვის გარემოს დაბინძურება“ ნიშნავს ადამიანის მიერ, პირდაპირ ან ირიბად, ნივთიერებების ან ენერგიის შეტანას ზღვის გარემოში, მათ შორის ესტუარებში, რაც იწვევს ან სავარაუდოდ გამოიწვევს ისეთ დამაზიანებელ შედეგებს, როგორიცაა ცოცხალი რესურსებისთვის და ზღვის სიცოცხლისთვის ზიანის მიყენება, საფრთხის შექმნა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, საზღვაო საქმიანობისთვის, მათ შორის, თევზჭერისა და ზღვის სხვა ლეგიტიმური გამოყენებისთვის ხელის შეშლა, ხარისხის გაუარესება ზღვის წყლის გამოყენებისთვის და რეკრეაციული პირობების გაუარესება;

(5) (a) „ჩამარხვა“ ნიშნავს:

(i) ნარჩენების ან სხვა ნივთიერებების ნებისმიერ განზრახ გადაყრას გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაზე არსებული სხვა ხელოვნური ნაგებობებიდან;

(ii) გემების, საფრენი აპარატების, პლატფორმების ან ზღვაზე არსებული სხვა ხელოვნური ნაგებობების ნებისმიერ განზრახ გადაყრას;

(b) „ჩამარხვა“ არ მოიცავს:

(i) ნარჩენების ან სხვა ნივთიერებების გადაყრას, რომლებიც თან ახლავს ან წარმოიქმნება გემების, საფრენი აპარატების, პლატფორმების ან ზღვაზე არსებული სხვა ხელოვნური ნაგებობების და მათი აღჭურვილობის ჩვეულებრივი ფუნქციონირებიდან, გარდა ნარჩენებისა ან სხვა ნივთიერებებისა, რომელთა ტრანსპორტირება ხორციელდება გემების, საფრენი აპარატების, პლატფორმების ან ზღვაზე არსებული სხვა ხელოვნური ნაგებობების მიერ ან მათი მიმართულებით, რომლებიც მოქმედებენ ასეთი ნივთიერებების გადაყრის მიზნით, ან რომლებიც წარმოიქმნება ასეთი ნარჩენებისა ან სხვა ნივთიერებების დამუშავებით ასეთ გემებზე, საფრენ აპარატებზე, პლატფორმებზე ან ნაგებობებზე;

(ii) ნივთიერების განთავსებას მისი უბრალო გადაყრისგან განსხვავებული მიზნით, იმ პირობით, რომ ასეთი განთავსება არ ეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციის მიზნებს.

2. (1) „მხარე სახელმწიფოები“ ნიშნავს სახელმწიფოებს, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს წინამდებარე კონვენციის სავალდებულოდ აღიარებაზე და რომლებისთვისაც წინამდებარე კონვენცია ძალაშია.

(2) წინამდებარე კონვენცია mutatis mutandis გამოიყენება 305-ე მუხლის პირველი პუნქტის (b), (c), (d), (e) და (f) ქვეპუნქტებში მითითებულ სუბიექტებზე, რომლებიც ხდებიან წინამდებარე კონვენციის მხარეები თითოეულისთვის შესაბამისი პირობების დაცვით და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც „მხარე სახელმწიფოები“ გულისხმობს ამ სუბიექტებს.

ნაწილი II. ტერიტორიული ზღვა და მიმდებარე ზონა

განყოფილება 1. ზოგადი დებულებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-1-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-1-10/)

---

## მუხლი 2. ტერიტორიული ზღვის, ტერიტორიული ზღვის თავზე საჰაერო სივრცისა და მისი ფსკერისა და წიაღისეულის სამართლებრივი სტატუსი

1. სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტი ვრცელდება მისი სახმელეთო ტერიტორიისა და შიდა წყლების, ხოლო არქიპელაგური სახელმწიფოს შემთხვევაში – მისი არქიპელაგური წყლების მიღმა, ზღვის მომიჯნავე ზოლზე, რომელსაც ეწოდება ტერიტორიული ზღვა.

2. ეს სუვერენიტეტი ვრცელდება ტერიტორიული ზღვის თავზე საჰაერო სივრცეზე, ასევე მის ფსკერსა და წიაღისეულზე.

3. ტერიტორიულ ზღვაზე სუვერენიტეტი ხორციელდება წინამდებარე კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის სხვა წესების შესაბამისად.

განყოფილება 2. ტერიტორიული ზღვის ფარგლები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-2-9/](https://legali.ge/law/7034431/muxli-2-9/)

---

## მუხლი 5. ჩვეულებრივი საწყისი ხაზი

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე კონვენციით სხვაგვარად არის გათვალისწინებული, ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელად გამოყენებული ჩვეულებრივი საწყისი ხაზი არის სანაპიროს გარშემო უკიდურესი მიქცევის ხაზი, როგორც ეს დატანილია სანაპირო სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარებულ მსხვილმასშტაბიან რუკებზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-5-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-5-10/)

---

## მუხლი 6. რიფები

ატოლებზე განლაგებული კუნძულების ან ნაპირისპირა რიფების მქონე კუნძულების შემთხვევაში ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელი საწყისი ხაზია რიფიდან ზღვისკენ მიმართული უკიდურესი მიქცევის ხაზი, როგორც ეს შესაბამისი სიმბოლოთი ნაჩვენებია სანაპირო სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარებულ რუკებზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-6-8/](https://legali.ge/law/7034431/muxli-6-8/)

---

## მუხლი 7. სწორი საწყისი ხაზები

1. იმ ადგილებში, სადაც სანაპირო ხაზი ღრმად დაწახნაგებული და შეჭრილია, ან თუ სანაპიროს გასწვრივ მის უშუალო სიახლოვეს კუნძულთა ზოლია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი წერტილების დამაკავშირებელი სწორი საწყისი ხაზების მეთოდი, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.

2. იმ შემთხვევაში, თუ დელტის და სხვა ბუნებრივი პირობების არსებობის გამო სანაპირო ხაზი ძლიერ არასტაბილურია, შესაბამისი წერტილები შეიძლება შერჩეულ იქნეს უკიდურესი მიქცევის ხაზის ზღვის მიმართულებით განლაგებული უკიდურესი მონაკვეთის გასწვრივ და, უკიდურესი მიქცევის ხაზის შემდგომი რეგრესიის მიუხედავად, სწორი საწყისი ხაზები ძალაში დარჩება მანამ, სანამ სანაპირო სახელმწიფო არ შეცვლის მათ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.

3. სწორი საწყისი ხაზების გავლებამ რაიმე ფორმით საგრძნობლად არ უნდა გადაუხვიოს სანაპირო ხაზის ზოგადი მიმართულებიდან, ხოლო ხაზების შიგნით მდებარე ზღვის არეალები საკმარისად მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული სახმელეთო ტერიტორიასთან, რათა დაექვემდებაროს შიდა წყლების რეჟიმს.

4. სწორი საწყისი ხაზები არ უნდა გაივლოს უკიდურესი მიქცევის ამაღლებებამდე და ასეთი ამაღლებებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათზე აშენებულია შუქურები ან მუდმივად ზღვის დონის მაღლა მყოფი მსგავსი ნაგებობები, ან გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთ ამაღლებებამდე და ასეთი ამაღლებებიდან საწყისი ხაზების გავლებას მოპოვებული აქვს საყოველთაო საერთაშორისო აღიარება.

5. იმ შემთხვევაში, თუ პირველი პუნქტის შესაბამისად გამოიყენება სწორი საწყისი ხაზების მეთოდი, კონკრეტული საბაზისო ხაზების დადგენისას შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი რეგიონისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური ინტერესები, რომელთა რეალურობა და მნიშვნელობა აშკარად დასტურდება ხანგრძლივი გამოყენებით.

6. სახელმწიფოს არ შეუძლია სწორი საწყისი ხაზების სისტემის გამოყენება ისეთი ფორმით, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვა მოწყვიტოს ღია ზღვისგან ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისგან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-7-9/](https://legali.ge/law/7034431/muxli-7-9/)

---

## მუხლი 8. შიდა წყლები

1. გარდა IV ნაწილში გათვალისწინებული შემთხვევებისა, ტერიტორიული ზღვის საწყისი ხაზიდან ხმელეთის მიმართულებით არსებული წყლები წარმოადგენს სახელმწიფოს შიდა წყლების ნაწილს.

2. იმ შემთხვევაში, თუ მე-7 მუხლში მოცემული მეთოდის შესაბამისად სწორი საწყისი ხაზის გავლება იწვევს შიდა წყლებად ისეთი არეალების შემოსაზღვრას, რომლებიც ადრე ასეთად არ ითვლებოდა, ამ წყლებში იმოქმედებს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მშვიდობიანი გავლის უფლება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-8-8/](https://legali.ge/law/7034431/muxli-8-8/)

---

## მუხლი 10. ყურეები

1. წინამდებარე მუხლი ეხება მხოლოდ ყურეებს, რომელთა სანაპიროებიც ეკუთვნის ერთ სახელმწიფოს.

2. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის, ყურე არის მკაფიოდ გამოხატული ჩაღრმავება, რომლის შეღწევადობა მისი შესასვლელის სიგანის პროპორციულია იმგვარად, რომ შემოსაზღვრავს ხმელეთით ჩაკეტილ წყლებს და წარმოადგენს სანაპირო ხაზის უბრალო გამრუდებაზე მეტს. თუმცა ჩაღრმავება არ ჩაითვლება ყურედ, თუ მისი ფართობი არ არის იმ ნახევარწრის ფართობის ტოლი ან უფრო დიდი, რომლის დიამეტრიცაა ამ ჩაღრმავების შესასვლელზე გავლებული ხაზი.

3. ათვლის მიზნისთვის, ჩაღრმავების ფართობი არის ის ფართობი, რაც მდებარეობს ჩაღრმავების სანაპიროს გარშემო არსებული უკიდურესი მიქცევის წერტილსა და მისი ბუნებრივი შესასვლელი წერტილების უკიდურესი მიქცევის წერტილის შემაერთებელ ხაზს შორის. იმ შემთხვევაში, თუ კუნძულების არსებობის გამო ჩაღრმავებას ერთზე მეტი შესასვლელი აქვს, ხაზზე უნდა დაიხაზოს ნახევარწრე, რომლის სიგრძე ტოლია სხვადასხვა შესასვლელზე გავლებული ხაზების სიგრძეების ჯამის. ჩაღრმავების შიგნით მდებარე კუნძულები განიხილება აღნიშნული ჩაღრმავების წყლის არეალის ნაწილად.

4. თუ ყურის ბუნებრივი შესასვლელი წერტილების უკიდურესი მიქცევის წერტილებს შორის მანძილი არ აღემატება 24 საზღვაო მილს, უკიდურესი მიქცევის ამ ორ წერტილს შორის შეიძლება გაივლოს ჩამკეტი ხაზი და მათ მიერ შემოსაზღვრული წყლები უნდა ჩაითვალოს შიდა წყლებად.

5. იმ შემთხვევაში, თუ ყურის ბუნებრივი შესასვლელი წერტილების უკიდურესი მიქცევის წერტილებს შორის მანძილი 24 საზღვაო მილს აღემატება, ყურის შიგნით უნდა გაივლოს 24 საზღვაო მილის სწორი საწყისი ხაზი ისე, რომ შემოისაზღვროს წყლის მაქსიმალური ფართობი, რომლის შემოსაზღვრაც შესაძლებელია ამავე სიგრძის ხაზით.

6. ზემოაღნიშნული დებულებები არ ვრცელდება ე.წ. „ისტორიულ“ ყურეებზე ან ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება მე-7 მუხლით გათვალისწინებული სწორი საწყისი ხაზების სისტემა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-10-7/](https://legali.ge/law/7034431/muxli-10-7/)

---

## მუხლი 11. ნავსადგურები

ტერიტორიული ზღვის დელიმიტაციის მიზნით, მუდმივმოქმედი ნავსადგურის სისტემის უკიდურესი ნაგებობები, რომლებიც ნავსადგურის სისტემის განუყოფელი ნაწილია, ჩაითლება სანაპიროს ნაწილად. ოფშორული დანადგარები და ხელოვნური კუნძულები არ ჩაითვლება მუდმივმოქმედი ნავსადგურის ნაგებობებად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-11-7/](https://legali.ge/law/7034431/muxli-11-7/)

---

## მუხლი 12. რეიდები

რეიდები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება გემების ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და ღუზაზე დგომისთვის და რომლებიც, სხვა შემთხვევაში, მთლიანად ან ნაწილობრივ განლაგებული იქნებოდა ტერიტორიული ზღვის უკიდურესი საზღვრის მიღმა, შედის ტერიტორიულ ზღვაში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-12-7/](https://legali.ge/law/7034431/muxli-12-7/)

---

## მუხლი 13. უკიდურესი მიქცევის ამაღლებები

1. უკიდურესი მიქცევის ამაღლება არის ხმელეთის ბუნებრივად წარმოქმნილი არეალი, რომელიც უკიდურესი მიქცევისას გარშემორტყმულია წყლით და წყლის ზემოთაა, ხოლო მოქცევისას იფარება წყლით. როდესაც უკიდურესი მიქცევის ამაღლება მატერიკიდან ან კუნძულიდან მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს იმ მანძილზე, რომელიც არ აღემატება ტერიტორიული ზღვის სიგანეს, ამ ამაღლებაზე არსებული უკიდურესი მიქცევის ხაზი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელ საწყის ხაზად.

2. როდესაც უკიდურესი მიქცევის ამაღლება მატერიკიდან ან კუნძულიდან მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს იმ მანძილზე, რომელიც აღემატება ტერიტორიული ზღვის სიგანეს, მას არ აქვს საკუთარი ტერიტორიული ზღვა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-13-7/](https://legali.ge/law/7034431/muxli-13-7/)

---

## მუხლი 15. ტერიტორიული ზღვის დელიმიტაცია მოპირდაპირე ან მომიჯნავე სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის

როდესაც ორი სახელმწიფოს სანაპიროები ერთმანეთის მოპირდაპირე ან მომიჯნავეა, ამ ორი სახელმწიფოდან არცერთს აქვს უფლება, თუ მათ შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არის მიღწეული, გააფართოოს თავისი ტერიტორიული ზღვა შუახაზის მიღმა, რომლის ყოველი წერტილი თანაბრად არის დაშორებული იმ საწყისი ხაზების უახლოესი წერტილებისგან, საიდანაც აითვლება ამ ორი სახელმწიფოდან თითოეულის ტერიტორიული ზღვის სიგანე. თუმცა ზემოაღნიშნული დებულება არ გამოიყენება, როდესაც, ისტორიული უფლების ან სხვა განსაკუთრებული გარემოებების გამო, საჭიროა ორი სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვების დელიმიტაცია წინამდებარე წესისგან განსხვავებულად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-15-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-15-4/)

---

## მუხლი 16. გეოგრაფიული კოორდინატების რუკები და სიები

1. ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელად დადგენილი საწყისი ხაზები, რომლებიც განსაზღვრულია მე-7, მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად, ან მათგან გამომდინარე ლიმიტები და მე-12 და მე-15 მუხლების შესაბამისად გავლებული დელიმიტაციის ხაზები უნდა აისახოს მათი მდებარეობის დადგენისთვის საკმარისი მასშტაბის ან მასშტაბების რუკებზე. ალტერნატიულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერტილების გეოგრაფიული კოორდინატების სია, რომელიც აზუსტებს გეოდეზიურ მონაცემებს.

2. სანაპირო სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გამოაქვეყნოს ასეთი რუკები ან გეოგრაფიული კოორდინატების სიები და თითოეული ასეთი რუკის ან სიის ასლის დეპონირება უნდა მოახდინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

განყოფილება 3. მშვიდობიანი გავლა ტერიტორიულ ზღვაში

ქვეგანყოფილება A. ნორმები, რომლებიც მოქმედებს ყველა გემის მიმართ

[https://legali.ge/law/7034431/muxli-16-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-16-4/)

---

## მუხლი 18. გავლის შინაარსი

1. გავლა გულისხმობს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობას შემდეგი მიზნებისთვის:

(a) ამ ზღვის გადაკვეთა შიდა წყლებში შესვლის ან შიდა წყლების გარეთ მდებარე რეიდზე ან ნავსადგურის ობიექტზე გაჩერების გარეშე; ან

(b) შიდა წყლებში შესვლა ან იქედან გამოსვლა ან ასეთ რეიდზე ან ნავსადგურის ობიექტზე გაჩერება.

2. გავლა უნდა იყოს უწყვეტი და სწრაფი. თუმცა გავლა მოიცავს გაჩერებას და ღუზაზე დგომას, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ინციდენტურია ჩვეულებრივი ნაოსნობისთვის ან აუცილებელი გახდა დაუძლეველი ძალის ან განსაცდელის გამო, ან საფრთხეში ან განსაცდელში მყოფი პირებისთვის, გემებისთვის ან საფრენი აპარატებისთვის დახმარების გაწევის მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-18-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-18-4/)

---

## მუხლი 19. მშვიდობიანი გავლის შინაარსი

1. გავლა მშვიდობიანია, თუ ის საფრთხეს არ უქმნის სანაპირო სახელმწიფოს მშვიდობას, მართლწესრიგს ან უსაფრთხოებას. ასეთი გავლა უნდა განხორციელდეს წინამდებარე კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის სხვა წესების შესაბამისად.

2. უცხოური გემის გავლა ჩაითვლება სანაპირო სახელმწიფოს მშვიდობის, წესრიგის ან უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელად, თუ ტერიტორიულ ზღვაში ის ჩაერთვება შემდეგ საქმიანობებში:

(a) ნებისმიერი მუქარა ან ძალის გამოყენება სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში ასახულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს;

(b) ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენებით ნებისმიერი წვრთნა ან სწავლება;

(c) ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის შეგროვებას სანაპირო სახელმწიფოს თავდაცვის ან უსაფრთხოების საზიანოდ;

(d) პროპაგანდის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სანაპირო სახელმწიფოს თავდაცვაზე ან უსაფრთხოებაზე ზემოქმედებას;

(e) ნებისმიერი საფრენი აპარატის გაშვება, დაშვება ან ბორტზე მიღება;

(f) ნებისმიერი სამხედრო მოწყობილობის გაშვება, დაშვება ან ბორტზე მიღება;

(g) ნებისმიერი საქონლის, ვალუტის ჩატვირთვა ან გადმოტვირთვა, ან ნებისმიერი პირის ასვლა ან გადმოსვლა, რომელიც ეწინააღმდეგება სანაპირო სახელმწიფოს საბაჟო, ფისკალურ, საიმიგრაციო ან სანიტარიულ კანონებსა და წესებს;

(h) წინამდებარე კონვენციის საწინააღმდეგო განზრახ და სერიოზული დაბინძურების ნებისმიერი ქმედება;

(i) ნებისმიერი თევზჭერის საქმიანობა;

(j) კვლევითი ან გამოკვლევითი საქმიანობის განხორციელება;

(k) ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სანაპირო სახელმწიფოს ნებისმიერი საკომუნიკაციო სისტემის ან სხვა ობიექტების ან დანადგარების მუშაობაში ჩარევას;

(l) ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი არ აქვს გავლასთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-19-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-19-4/)

---

## მუხლი 21. სანაპირო სახელმწიფოს კანონები და წესები მშვიდობიანი გავლის შესახებ

1. სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია, წინამდებარე კონვენციის დებულებებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა წესების შესაბამისად, მიიღოს კანონები და ნორმები, რომლებიც ეხება ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიან გავლას, ქვემოთ მოცემულ ყველა ან რომელიმე საკითხთან დაკავშირებით:

(a) ნაოსნობის უსაფრთხოება და საზღვაო მოძრაობის მოწესრიგება;

(b) სანაოსნო დამხმარე საშუალებებისა და ობიექტების, ასევე სხვა ობიექტების ან დანადგარების დაცვა;

(c) კაბელებისა და მილსადენების დაცვა;

(d) ზღვის ცოცხალი რესურსების შენარჩუნება;

(e) სანაპირო სახელმწიფოს თევზჭერის კანონებისა და წესების დარღვევის თავიდან აცილება;

(f) სანაპირო სახელმწიფოს გარემოს შენარჩუნება და მისი დაბინძურების თავიდან აცილება, შემცირება და კონტროლი;

(g) საზღვაო სამეცნიერო კვლევები და ჰიდროგრაფიული გამოკვლევები;

(h) სანაპირო სახელმწიფოს საბაჟო, ფისკალური, საიმიგრაციო ან სანიტარიული კანონებისა და წესების დარღვევის თავიდან აცილება.

2. ასეთი კანონები და წესები არ უნდა გავრცელდეს უცხოური გემების დიზაინზე, მშენებლობაზე, ეკიპაჟის დაკომპლექტებაზე ან აღჭურვაზე, თუ ისინი არ ახორციელებენ ზოგადად მიღებულ საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს.

3. სანაპირო სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გამოქვეყნოს ყველა ასეთ კანონი და წესი.

4. ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის განმახორციელებელმა უცხოურმა გემებმა უნდა დაიცვან ყველა ასეთი კანონი და წესი, ასევე ზღვაში შეჯახების თავიდან აცილებასთან დაკავშირებული ყველა ზოგადად მიღებული საერთაშორისო წესი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-21-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-21-4/)

---

## მუხლი 22. საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები ტერიტორიულ ზღვაში

1. სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, ნაოსნობის უსაფრთხოების გათვალისწინებით, თავის ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის განმახორციელებელ უცხოურ გემებს მოსთხოვოს, გამოიყენონ ისეთი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები, რომლებიც შეიძლება მან განსაზღვროს ან დაადგინოს გემების გავლის მოწესრიგებისთვის.

2. განსაკუთრებით, ტანკერებს, ბირთვულძრავიან გემებს და ბირთვული ან სხვა თანდაყოლილად სახიფათო ან მომწამვლელი ნივთიერებების ან მასალების გადამტან გემებს შეიძლება მოეთხოვოთ მათი გავლის ასეთი საზღვაო დერეფნებით შეზღუდვა.

3. წინამდებარე მუხლის შესაბამისად საზღვაო დერეფნების და მოძრაობის გამყოფი სქემების დადგენისას, სანაპირო სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს:

(a) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები;

(b) ნებისმიერ არხი, რომელიც ჩვეულებითად გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისთვის;

(c) კონკრეტული გემებისა და არხების განსაკუთრებული მახასიათებლები; და

(d) მოძრაობის სიმჭიდროვე.

4. სანაპირო სახელმწიფომ ასეთი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები მკაფიოდ უნდა მიუთითოს რუკებზე, რომლებიც სათანადოდ უნდა გამოქვეყნდეს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-22-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-22-4/)

---

## მუხლი 23. უცხოური ბირთვულძრავიანი გემები და ბირთვული ან სხვა თანდაყოლილად სახიფათო ან მომწამვლელი ნივთიერებების გადამტანი გემები

უცხოურმა ბირთვულძრავიანმა გემებმა და ბირთვული ან სხვა თანდაყოლილად სახიფათო ან მომწამვლელი ნივთიერებების გადამტანმა გემებმა, ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლების განხორციელებისას, თან უნდა იქონიონ დოკუმენტები და დაიცვან ასეთი გემებისთვის საერთაშორისო შეთანხმებებით დადგენილი სპეციალური სიფრთხილის ზომები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-23-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-23-3/)

---

## მუხლი 24. სანაპირო სახელმწიფოს მოვალეობები

1. სანაპირო სახელმწიფომ არ უნდა შეაფერხოს ტერიტორიულ ზღვაში უცხოური გემების მშვიდობიანი გავლა, გარდა წინამდებარე კონვენციის შესაბამისი შემთხვევებისა. განსაკუთრებით, წინამდებარე კონვენციის ან წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი კანონის ან წესის გამოყენებისას, სანაპირო სახელმწიფომ არ უნდა:

(a) დაუწესოს უცხოურ გემებს მოთხოვნები, რომლებიც პრაქტიკულად უარყოფენ ან ზღუდავენ მშვიდობიანი გავლის უფლებას; ან

(b) განახორციელოს ფორმალური ან ფაქტობრივი დისკრიმინაცია ნებისმიერი სახელმწიფოს გემების ან იმ გემების მიმართ, რომლებსაც გადააქვთ ტვირთი ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართულებით, ნებისმიერი სახელმწიფოდან ან ნებისმიერი სახელმწიფოს სახელით.

2. სანაპირო სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია თავის ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხის შესახებ, რომლის შესახებაც მას აქვს ინფორმაცია.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-24-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-24-3/)

---

## მუხლი 25. სანაპირო სახელმწიფოს დაცვის უფლებები

1. სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს აუცილებელი ზომები თავის ტერიტორიულ ზღვაში, რათა თავიდან აიცილოს გავლა, რომელიც არ არის მშვიდობიანი.

2. იმ შემთხვევაში, თუ გემები მიემართებიან შიდა წყლებში ან ჩერდებიან შიდა წყლების გარეთ მდებარე ნავსადგურის ობიექტში, სანაპირო სახელმწიფოს ასევე აქვს უფლება, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს იმ პირობების დარღვევა, რომლებსაც ექვემდებარება ამ გემების შიდა წყლებში დაშვება ან ასეთი გაჩერება.

3. სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია უცხოურ გემებს შორის ფორმალური ან ფაქტობრივი დისკრიმინაციის გარეშე, დროებით შეაჩეროს უცხოური გემების მშვიდობიანი გავლა თავისი ტერიტორიული ზღვის კონკრეტულ რაიონებში, თუ ასეთი შეჩერება აუცილებელია თავისი უსაფრთხოების, მათ შორის, იარაღის გამოყენებით წვრთნების ჩატარების, დასაცავად. ასეთი შეჩერება ძალაში შედის მხოლოდ სათანადოდ გამოქვეყნების შემდეგ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-25-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-25-3/)

---

## მუხლი 26. მოსაკრებლები, რომლებიც შეიძლება დაუწესდეს უცხოურ გემებს

1. უცხოურ გემებს არ შეიძლება დაუწესდეს რაიმე მოსაკრებელი მხოლოდ ტერიტორიულ ზღვაში მათი გავლის გამო.

2. ტერიტორიულ ზღვაში გამავალ უცხოურ გემს შეიძლება დაუწესდეს მოსაკრებელი მხოლოდ გემისთვის გაწეული კონკრეტული მომსახურების საფასურის სახით. ეს მოსაკრებლები უნდა დაწესდეს დისკრიმინაციის გარეშე.

ქვეგანყოფილება B. ნორმები, რომლებიც გამოიყენება სავაჭრო გემებისა და კომერციული მიზნებისთვის ოპერირებული სამთავრობო გემების მიმართ

[https://legali.ge/law/7034431/muxli-26-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-26-3/)

---

## მუხლი 27. სისხლის სამართლის იურისდიქცია უცხოური გემის ბორტზე

1. სანაპირო სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქცია არ უნდა განხორციელდეს ტერიტორიულ ზღვაში გამავალი უცხოური გემის ბორტზე ნებისმიერი პირის დაპატიმრების ან გემის ბორტზე მისი გავლის დროს ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებული გამოძიების ჩასატარებლად, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

(a) თუ დანაშაულის შედეგები სანაპირო სახელმწიფოზე ვრცელდება;

(b) თუ დანაშაული ისეთი ხასიათისაა, რომელიც არღვევს ქვეყნის სიმშვიდეს ან წესრიგს ტერიტორიულ ზღვაში;

(c) თუ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება მოთხოვნილია გემის კაპიტნის ან დროშის სახელმწიფოს დიპლომატიური აგენტის ან საკონსულო ოფიცრის მიერ; ან

(d) თუ ასეთი ზომები აუცილებელია ნარკოტიკული საშუალებებით ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად.

2. ზემოაღნიშნული დებულებები არ გავლენას არ ახდენს სანაპირო სახელმწიფოს უფლებაზე, გადადგას თავისი კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი ნაბიჯი შიდა წყლების დატოვების შემდეგ ტერიტორიულ ზღვაში გამვლელი უცხოური გემის დაპატიმრების ან ბორტზე გამოძიების ჩატარების მიზნით.

3. პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სანაპირო სახელმწიფომ, თუ კაპიტანი ამგვარად მოითხოვს, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე ამის შესახებ უნდა აცნობოს დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ აგენტს ან საკონსულო ოფიცერს და ხელი შეუწყოს კონტაქტს ასეთ აგენტს ან ოფიცერსა და გემის ეკიპაჟს შორის. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ეს შეტყობინება შეიძლება გადაცემულ იქნეს ზომების მიღების პროცესში.

4. დაპატიმრების საკითხის ან მისი ფორმის განხილვისას, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს ნაოსნობის ინტერესები.

5. გარდა XII ნაწილით გათვალისწინებული ან V ნაწილის შესაბამისად მიღებული კანონებისა და წესების დარღვევის შემთხვევებისა, სანაპირო სახელმწიფოს არ შეუძლია რაიმე ნაბიჯების გადადგმა ტერიტორიულ ზღვაში გამავალი უცხოური გემის ბორტზე ნებისმიერი პირის დაკავების ან ტერიტორიულ ზღვაში გემის შესვლამდე ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით რაიმე გამოძიების ჩატარების მიზნით, თუ გემი, რომელიც უცხოური ნავსადგურიდან გამოდის, მხოლოდ გადის ტერიტორიულ ზღვაში შიდა წყლებში შესვლის გარეშე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-27-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-27-3/)

---

## მუხლი 28. სამოქალაქო იურისდიქცია უცხოურ გემებთან დაკავშირებით

1. სანაპირო სახელმწიფომ არ უნდა გააჩეროს ან მიმართულება შეუცვალოს ტერიტორიულ ზღვაში გამავალ უცხოურ გემს გემის ბორტზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო იურისდიქციის განხორციელების მიზნით.

2. სანაპირო სახელმწიფოს არ შეუძლია გემის წინააღმდეგ აღსრულების ზომების მიღება ან მისი დაპატიმრება ნებისმიერი სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნით, გარდა იმ ვალდებულებებთან ან პასუხიმგებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად გემმა აიღო ან იკისრა სანაპირო სახელმწიფოს წყლებში მოგზაურობის პროცესში ან ამ მიზნებისთვის.

3. მე-2 პუნქტი არ ზღუდავს სანაპირო სახელმწიფოს უფლებას, ნებისმიერი სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნით, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს აღსრულების ზომები ან დააპატიმროს უცხოური გემი, რომელიც იმყოფება ტერიტორიულ ზღვაში ან გადის ტერიტორიულ ზღვაში შიდა წყლების დატოვების შემდეგ.

ქვეგანყოფილება C. ნორმები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო გემებისა და არაკომერციული მიზნებისთვის ოპერირებული სხვა სამთავრობო გემების მიმართ

[https://legali.ge/law/7034431/muxli-28-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-28-3/)

---

## მუხლი 29. სამხედრო გემების განმარტება

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის, „სამხედრო გემი“ ნიშნავს სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების კუთვნილ გემს, რომელიც ატარებს მისი ეროვნების გემების განმასხვავებელ გარეგნულ ნიშნებს, ექვემდებარება სახელმწიფოს მთავრობის მიერ სათანადოდ დანიშნულ ოფიცერს, რომლის სახელიც მითითებულია შესაბამის საშტატო ან მის ეკვივალენტურ ნუსხაში, და რომელიც დაკომპლექტებულია რეგულარული შეიარაღებული ძალების დისციპლინას დაქვემდებარებული ეკიპაჟით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-29-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-29-3/)

---

## მუხლი 30. სამხედრო გემების მიერ სანაპირო სახელმწიფოს კანონებისა და წესების შეუსრულებლობა

თუ რომელიმე სამხედრო გემი არ იცავს ტერიტორიულ ზღვაში გავლის შესახებ სანაპირო სახელმწიფოს კანონებსა და წესებს და უგულებელყოფს მის მიმართ წაყენებულ ნებისმიერ მოთხოვნას მათი დაცვის შესახებ, სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია მოსთხოვოს მას ტერიტორიული ზღვის დაუყოვნებლივ დატოვება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-30-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-30-3/)

---

## მუხლი 31. დროშის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სამხედრო გემის ან არაკომერციული მიზნებისთვის გამოყენებული სხვა სამთავრობო გემის მიერ მიყენებული ზიანისთვის

დროშის სახელმწიფოს ეკისრება საერთაშორისო პასუხისმგებლობას სანაპირო სახელმწიფოსთვის მიყენებულ ნებისმიერ დანაკარგზე ან ზიანზე, რომელიც გამოწვეულია სამხედრო გემის ან არაკომერციული მიზნებისთვის ოპერირებული სხვა სამთავრობო გემის მიერ ტერიტორიულ ზღვაში გავლის შესახებ სანაპირო სახელმწიფოს კანონებისა და წესების ან წინამდებარე კონვენციის დებულებების ან საერთაშორისო სამართლის სხვა წესების შეუსრულებლობით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-31-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-31-3/)

---

## მუხლი 32. სამხედრო ან არაკომერციული მიზნებისთვის ოპერირებული სხვა სამთავრობო გემების იმუნიტეტები

A ქვეგანყოფილებასა და 30-ე და 31-ე მუხლებში მოცემული გამონაკლისების გარდა, წინამდებარე კონვენციის რომელიმე დებულება გავლენას არ ახდენს სამხედრო გემებისა და არაკომერციული მიზნებისთვის ოპერირებული სხვა სამთავრობო გემების იმუნიტეტებზე.

განყოფილება 4. მიმდებარე ზონა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-32-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-32-3/)

---

## მუხლი 33. მიმდებარე ზონა

1. სანაპირო სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონაში, რომელსაც ეწოდება მიმდებარე ზონა, სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს კონტროლი, რომელიც აუცილებელია:

(a) თავის ტერიტორიაზე ან ტერიტორიულ ზღვაში თავისი საბაჟო, ფისკალური, საიმიგრაციო ან სანიტარიული კანონებისა და წესების დარღვევის თავიდან ასაცილებლად;

(b) თავის ტერიტორიაზე ან ტერიტორიულ ზღვაში ჩადენილი ზემოაღნიშნული კანონებისა და წესების დარღვევის დასასჯელად.

2. მიმდებარე ზონა არ შეიძლება აღემატებოდეს 24 საზღვაო მილს ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელი საწყისი ხაზებიდან.

ნაწილი III. საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებული სრუტეები

განყოფილება 1. ზოგადი დებულებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-33-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-33-3/)

---

## მუხლი 34. საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებული სრუტეების შემადგენელი წყლების სამართლებრივი სტატუსი

1. საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებულ სრუტეებში გავლის წინამდებარე ნაწილში დადგენილი რეჟიმი სხვა მხრივ გავლენას არ ახდენს ასეთი სრუტეების შემადგენელი წყლების სამართლებრივ სტატუსზე ან სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოების მიერ ამ წყლებზე და თავიანთ საჰაერო სივრცეზე, ფსკერსა და წიაღისეულზე მათი სუვერენიტეტის ან იურისდიქციის განხორციელებაზე.

2. სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოების სუვერენიტეტი ან იურისდიქცია ხორციელდება წინამდებარე ნაწილისა და საერთაშორისო სამართლის სხვა წესების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-34-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-34-3/)

---

## მუხლი 35. წინამდებარე ნაწილის მოქმედების ფარგლები

წინამდებარე ნაწილში არაფერი ახდენს გავლენას:

(a) სრუტის შიგნით არსებული შიდა წყლების ნებისმიერ რაიონზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მე-7 მუხლში მოცემული მეთოდის შესაბამისად სწორი საწყისი ხაზის დადგენა იწვევს შიდა წყლებად ისეთი რაიონების შემოსაზღვრას, რომლებიც ადრე ასეთად არ ითვლებოდა;

(b) სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოების ტერიტორიული ზღვის მიღმა არსებული წყლების სამართლებრივ სტატუსზე, როგორიცაა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები ან ღია ზღვა; ან

(c) იმ სრუტეებში არსებულ სამართლებრივ რეჟიმზე, რომლებშიც გავლა მთლიანად ან ნაწილობრივ წესრიგდება ასეთ სრუტეებთან დაკავშირებული დიდი ხნის განმავლობაში ძალაში მყოფი საერთაშორისო კონვენციებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-35-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-35-3/)

---

## მუხლი 36. ღია ზღვის მარშრუტები ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების მარშრუტები, რომლებიც გადის საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებულ სრუტეებში

წინამდებარე ნაწილი არ ვრცელდება საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებულ სრუტეზე, თუ ამ სრუტეში არსებობს მარშრუტი, რომელიც ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გავლით გადის, და რომელიც ხასიათდება მსგავსი ხელსაყრელი პირობებით ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიული მახასიათებლების თვალსაზრისით; ასეთ მარშრუტებზე გამოიყენება წინამდებარე კონვენციის სხვა შესაბამისი ნაწილები, მათ შორის დებულებები ნაოსნობისა და გადაფრენის თავისუფლების შესახებ.

განყოფილება 2. ტრანზიტული გავლა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-36-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-36-3/)

---

## მუხლი 37. წინამდებარე განყოფილების მოქმედების ფარგლები

წინამდებარე განყოფილება ვრცელდება სრუტეებზე, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისთვის ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ერთ ნაწილსა და ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მეორე ნაწილს შორის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-37-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-37-3/)

---

## მუხლი 38. ტრანზიტული გავლის უფლება

1. 37-ე მუხლში მითითებულ სრუტეებში ყველა გემი და საფრენი აპარატი სარგებლობს ტრანზიტული გავლის უფლებით, რომელიც არ უნდა შეფერხდეს გარდა იმ შემთხვევისა, თუ სრუტე წარმოიქმნება სრუტის მოსაზღვრე სახელმწიფოს კუნძულისა და მისი მატერიკის მიერ, ტრანზიტული გავლა არ მოქმედებს, თუ კუნძულიდან ზღვის მიმართულებით არსებობს ღია ზღვაში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში გავლის მარშრუტი, რომელიც ხასიათდება მსგავსი ხელსაყრელი პირობებით სანაოსნო და ჰიდროგრაფიული მახასიათებლების თვალსაზრისით.

2. ტრანზიტული გავლა ნიშნავს ნაოსნობისა და გადაფრენის თავისუფლების განხორციელებას წინამდებარე ნაწილის შესაბამისად, სრუტეში მხოლოდ უწყვეტი და სწრაფი ტრანზიტის მიზნით ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ერთ ნაწილსა და ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მეორე ნაწილს შორის. თუმცა, უწყვეტი და სწრაფი ტრანზიტის მოთხოვნა არ გამორიცხავს სრუტის გავლას სრუტის მოსაზღვრე სახელმწიფოში შესვლის, მისი დატოვების ან იქედან დაბრუნების მიზნით, ამ სახელმწიფოში შესვლის პირობების გათვალისწინებით.

3. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის სრუტეში ტრანზიტული გავლის უფლების განხორციელება, კვლავ ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის სხვა შესაბამისი დებულებების მოქმედებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-38-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-38-3/)

---

## მუხლი 39. გემებისა და საფრენი აპარატების მოვალეობები ტრანზიტული გავლის დროს

1. გემები და საფრენი აპარატები, ტრანზიტული გავლის უფლების განხორციელებისას ვალდებულნი არიან:

(a) დაუყოვნებლივ გადაადგილდნენ სრუტის გავლით ან მის თავზე;

(b) თავი შეიკავონ ნებისმიერი მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან სრუტის მოსაზღვრე სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან სხვა ნებისმიერი ფორმით, რომელიც არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში ასახულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს;

(c) თავი შეიკავონ ნებისმიერი საქმიანობისგან, გარდა იმ ქმედებებისა, რომლებიც თანმდევია მათი უწყვეტი და სწრაფი ტრანზიტის ნორმალური რეჟიმებისთვის, თუ ეს აუცილებელი არ არის დაუძლეველი ძალის ან საგანგებო სიტუაციის გამო;

(d) დაიცვან წინამდებარე ნაწილის სხვა შესაბამისი დებულებები.

2. ტრანზიტულ გავლაში მყოფი გემები ვალდებულნი არიან:

(a) დაიცვან ზღვაში უსაფრთხოების შესახებ ზოგადად მიღებული საერთაშორისო ნორმები, პროცედურები და პრაქტიკა, მათ შორის, „საერთაშორისო წესები ზღვაში შეჯახების თავიდან აცილების შესახებ“;

(b) დაიცვან გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის შესახებ ზოგადად მიღებული საერთაშორისო ნორმები, პროცედურები და პრაქტიკა.

3. ტრანზიტულ რეჟიმში მყოფი საფრენი აპარატები ვალდებულნი არიან:

(a) დაიცვან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი „საჰაერო მოძრაობის წესები“, როგორც ეს გამოიყენება სამოქალაქო საფრენი აპარატების მიმართ; სახელმწიფო საფრენი აპარატები, როგორც წესი, დაიცავენ უსაფრთხოების ასეთ ზომებს და ყოველთვის იფრენენ ნაოსნობის უსაფრთხოების სათანადო გათვალისწინებით;

(b) მუდმივად აკონტროლონ საჰაერო მოძრაობის კონტროლის საერთაშორისოდ დანიშნული კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრული რადიოსიხშირე ან შესაბამისი საერთაშორისო საავარიო რადიოსიხშირე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-39-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-39-3/)

---

## მუხლი 40. კვლევითი და გამოკვლევითი საქმიანობა

ტრანზიტული გავლის დროს უცხოურ გემებს, მათ შორის, საზღვაო სამეცნიერო-კვლევით და ჰიდროგრაფიული გამოკვლევის გემებს არ შეუძლიათ რაიმე კვლევითი ან გამოკვლევითი საქმიანობის განხორციელება სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოების წინასწარი ნებართვის გარეშე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-40-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-40-3/)

---

## მუხლი 41. საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებულ სრუტეებში

1. წინამდებარე ნაწილის შესაბამისად, სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოებს შეუძლიათ დაადგინონ საზღვაო დერეფნები და დაადგინონ მოძრაობის გამყოფი სქემები სრუტეებში ნაოსნობისთვის, სადაც ეს აუცილებელია გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად.

2. ასეთ სახელმწიფოებს, როდესაც გარემოებები ამას მოითხოვს, სათანადო ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, მათ მიერ ადრე განსაზღვრული ან დადგენილი ნებისმიერი საზღვაო დერეფანი ან მოძრაობის გამყოფი სქემები შეუძლიათ ჩაანაცვლონ სხვა საზღვაო დერეფნებით ან მოძრაობის გამყოფი სქემებით.

3. ასეთი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები უნდა შეესაბამებოდეს ზოგადად მიღებულ საერთაშორისო წესებს.

4. საზღვაო დერეფნების დადგენამდე ან ჩანაცვლებამდე ან მოძრაობის გამყოფი სქემების დადგენამდე ან ჩანაცვლებამდე, სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოებმა წინადადებები, მათი დამტკიცების მიზნით, უნდა წარუდგინოს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას. ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ ისეთი საზღვაო დერეფნებისა და მოძრაობის გამყოფი სქემების დამტკიცება, რომლებიც შეიძლება შეთანხმდეს სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოებთან, რის შემდეგაც სახელმწიფოებს შეუძლიათ მათი განსაზღვრა, დადგენა ან ჩანაცვლება.

5. სრუტესთან დაკავშირებით, როდესაც საზღვაო დერეფნების ან მოძრაობის გამყოფი სქემების დადგენა დაგეგმილია სრუტის მოსაზღვრე ორი ან მეტი სახელმწიფოს წყლების გავლით, დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ წინადადებების შემუშავებაზე, კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციასთან კონსულტაციით.

6. სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოებმა მათ მიერ განსაზღვრული ან დადგენილი ყველა საზღვაო დერეფანი და მოძრაობის გამყოფი სქემა მკაფიოდ უნდა მიუთითონ რუკებზე, რომლებიც სათანადოდ უნდა გამოქვეყნდეს.

7. ტრანზიტულ გავლაში მყოფმა გემებმა უნდა დაიცვან წინამდებარე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული შესაბამისი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-41-3/](https://legali.ge/law/7034431/muxli-41-3/)

---

## მუხლი 42. სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოების კანონები და წესები ტრანზიტული გავლის შესახებ

1. წინამდებარე განყოფილების დებულებების გათვალისწინებით, სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ კანონები და წესები სრუტეებში ტრანზიტულ გავლასთან დაკავშირებით, ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა ან რომელიმე საკითხთან დაკავშირებით:

(a) ნაოსნობის უსაფრთხოება და საზღვაო მოძრაობის მოწესრიგება, როგორც ეს გათვალისწინებულია 41-ე მუხლით;

(b) დაბინძურების თავიდან აცილება, შემცირება და კონტროლი, სრუტეში ნავთობის, ნავთობის შემცველი ნარჩენების და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების ჩაყრის შესახებ მოქმედი საერთაშორისო წესების განხორციელების გზით;

(c) თევზსაჭერ გემებთან დაკავშირებით, თევზჭერის პრევენცია, მათ შორის, სათევზაო აღჭურვილობის განთავსება.

(d) სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოების საბაჟო, ფისკალური, საიმიგრაციო ან სანიტარიული კანონებისა და წესების დარღვევით ნებისმიერი საქონლის, ვალუტის ჩატვირთვა ან გადმოტვირთვა, ან პირის ასვლა და გადმოსვლა.

2. ასეთი კანონები და წესები არ უნდა ახდენდეს უცხო გემებს შორის ფორმალურ ან ფაქტობრივ დისკრიმინაციას, ან მათ გამოყენებას არ უნდა ჰქონდეს წინამდებარე განყოფილებით გათვალისწინებული ტრანზიტული გავლის უფლების უარყოფის, შეფერხების ან ხელშეშლის პრაქტიკული შედეგი.

3. სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოებმა სათანადოდ უნდა გამოაქვეყნონ ყველა ასეთი კანონი და წესი.

4. ტრანზიტული გავლის უფლების მქონე უცხოურმა გემებმა უნდა დაიცვან ასეთი კანონები და წესები.

5. სუვერენული იმუნიტეტით მოსარგებლე გემის ან საფრენი აპარატის მიერ ასეთი კანონებისა და წესების ან წინამდებარე ნაწილის სხვა დებულებების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოწვეული ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც მიადგა სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოებს, საერთაშორისო პასუხისმგებლობა ეკისრება გემის დროშის ან საფრენი აპარატის რეგისტრაციის სახელმწიფოს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-42-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-42-2/)

---

## მუხლი 43. სანაოსნო და უსაფრთხოების დამხმარე საშუალებები და სხვა გაუმჯობესებები და დაბინძურების თავიდან აცილება, შემცირება და კონტროლი

მომხმარებელი სახელმწიფოები და სრუტის მოსაზღვრე სახელმწიფოები შეთანხმებით თანამშრომლობენ:

(a) სრუტეში საჭირო სანაოსნო და უსაფრთხოების დამხმარე საშუალებების ან საერთაშორისო ნაოსნობის დამხმარე სხვა გაუმჯობესებების შექმნასა და შენარჩუნებაში; და

(b) გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-43-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-43-2/)

---

## მუხლი 44. სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოების მოვალეობები

სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოებმა არ უნდა შეაფერხონ ტრანზიტული გავლა და სათანადოდ უნდა გამოაქვეყნონ ინფორმაცია სრუტეში ნაოსნობასთან ან მის თავზე გადაფრენასთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხის შესახებ, რომლის შესახებაც მათთვის ცნობილია. ტრანზიტული გავლა არ უნდა შეჩერდეს.

განყოფილება 3. მშვიდობიანი გავლა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-44-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-44-2/)

---

## მუხლი 45. მშვიდობიანი გავლა

1. მშვიდობიანი გავლის რეჟიმი, II ნაწილის მე-3 განყოფილების შესაბამისად, გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებულ სრუტეებში:

(a) რომლებზეც არ ვრცელდება 38-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანზიტო გავლის რეჟიმის მოქმედება;

(b) ღია ზღვის ნაწილს ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვას შორის.

2. ასეთ სრუტეებში არ უნდა შეჩერდეს მშვიდობიანი გავლა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-45-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-45-2/)

---

## მუხლი 46. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

(a) „არქიპელაგიური სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც მთლიანად შედგება ერთი ან რამდენიმე არქიპელაგისგან და შეიძლება მოიცავდეს სხვა კუნძულებსაც;

(b) „არქიპელაგი“ ნიშნავს კუნძულების ჯგუფს, მათ შორის, კუნძულების ნაწილებს, ურთიერთდაკავშირებულ წყლებს და სხვა ბუნებრივ წარმონაქმნებს, რომლებიც იმდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ასეთი კუნძულები, წყლები და სხვა ბუნებრივი წარმონაქმნები ქმნის ერთიან ორგანულ გეოგრაფიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ერთეულს, ან რომლებიც ისტორიულად ასეთად იყო მიჩნეული.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-46-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-46-2/)

---

## მუხლი 47. არქიპელაგური საწყისი ხაზები

1. არქიპელაგურ სახელმწიფოს შეუძლია გაავლოს სწორი არქიპელაგური საწყისი ხაზები, რომლებიც აკავშირებს უკიდურესი კუნძულების უკიდურეს წერტილებს და არქიპელაგის დაშრობად რიფებს იმ პირობით, რომ ასეთი საწყისი ხაზები მოიცავს ძირითად კუნძულებს და რაიონს, სადაც წყლის ფართობის თანაფარდობა ხმელეთის ფართობთან, ატოლების ჩათვლით, 1:1-დან 9:1-მდეა.

2. ასეთი საწყისი ხაზების სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 100 საზღვაო მილს, თუმცა, ნებისმიერი არქიპელაგის შემომსაზღვრელი საწყისი ხაზების საერთო რაოდენობის მაქსიმუმ 3 პროცენტი შეიძლება აღემატებოდეს ამ სიგრძეს, მაქსიმუმ 125 საზღვაო მილის სიგრძემდე.

3. ასეთი საწყისი ხაზების გავლებამ შესამჩნევად არ უნდა გადაუხვიოს არქიპელაგის ზოგადი კონფიგურაციიდან.

4. ასეთი საწყისი ხაზები არ უნდა გაივლოს უკიდურესი მიქცევის ამაღლებებამდე და ამ ამაღლებებიდან, თუ მათზე არ არის აშენებული შუქურები ან მსგავსი ნაგებობები, რომლებიც მუდმივად ზღვის დონის ზემოთ მდებარეობს, ან თუ უკიდურესი მიქცევის ამაღლება მთლიანად ან ნაწილობრივ არ მდებარეობს უახლოესი კუნძულიდან ტერიტორიული ზღვის სიგანეზე არაუმეტეს მანძილზე.

5. არქიპელაგური სახელმწიფოს მიერ ასეთი საწყისი ხაზების სისტემა არ უნდა იქნეს იმგვარად გამოყენებული, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვა მოწყდეს ღია ზღვიდან ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონიდან.

6. თუ არქიპელაგური სახელმწიფოს არქიპელაგური წყლების ნაწილი მდებარეობს უშუალოდ მოსაზღვრე მეზობელი სახელმწიფოს ორ ნაწილს შორის, არსებული უფლებები და ყველა სხვა ლეგიტიმური ინტერესი, რომელსაც ეს უკანასკნელი სახელმწიფო ტრადიციულად ახორციელებდა ასეთ წყლებში, და ამ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა უფლება, რჩება ძალაში და უნდა სცენ პატივი.

7. პირველი პუნქტის შესაბამისად ხმელეთთან წყლის თანაფარდობის გამოთვლის მიზნით, ხმელეთის არეალები შეიძლება მოიცავდეს კუნძულების ნაპირისპირა რიფებსა და ატოლებს შორის არსებულ წყლებს, მათ შორის ციცაბოფერდობიანი ოკეანური პლატოს იმ ნაწილს, რომელიც შემოსაზღვრულია ან თითქმის შემოსაზღვრულია კირქვის კუნძულებისა და პლატოს პერიმეტრზე განლაგებული დაშრობადი რიფების ჯაჭვით.

8. წინამდებარე მუხლის შესაბამისად გავლებული საწყისი ხაზები უნდა აისახოს მათი მდებარეობის დადგენისთვის საკმარისი მასშტაბის ან მასშტაბების რუკებზე. ალტერნატიულად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერტილების გეოგრაფიული კოორდინატების სია, რომელიც აზუსტებს გეოდეზიურ მონაცემებს.

9. არქიპელაგურმა სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გამოაქვეყნოს ასეთი რუკები ან გეოგრაფიული კოორდინატების სიები და თითოეული ასეთი რუკის ან სიის ასლის დეპონირება უნდა მოახდინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-47-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-47-2/)

---

## მუხლი 49. არქიპელაგური წყლების, არქიპელაგური წყლების თავზე არსებული საჰაერო სივრცის და მათი ფსკერისა და წიაღისეულის სამართლებრივი სტატუსი

1. არქიპელაგური სახელმწიფოს სუვერენიტეტი ვრცელდება 47-ე მუხლის შესაბამისად გავლებული არქიპელაგური საწყისი ხაზებით შემოსაზღვრულ წყლებზე, რომელსაც ეწოდება არქიპელაგური წყლები, მათი სიღრმის ან სანაპიროდან დაშორების მიუხედავად.

2. ეს სუვერენიტეტი ვრცელდება არქიპელაგური წყლების თავზე არსებულ საჰაერო სივრცეზე, ასევე მათ ფსკერსა და წიაღისეულზე, და იქ არსებულ რესურსებზე.

3. ეს სუვერენიტეტი ხორციელდება წინამდებარე ნაწილის შესაბამისად.

4. არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გავლის წინამდებარე ნაწილით დადგენილი რეჟიმი სხვა მხრივ გავლენას არ ახდენს არქიპელაგური წყლების, მათ შორის, საზღვაო დერეფნების სტატუსზე ან ასეთ წყლებზე, მათ საჰაერო სივრცეზე, ფსკერსა და წიაღისეულზე და იქ არსებულ რესურსებზე არქიპელაგური სახელმწიფოს მიერ სუვერენიტეტის განხორციელებაზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-49-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-49-2/)

---

## მუხლი 51. არსებული შეთანხმებები, ტრადიციული თევზჭერის უფლებები და არსებული წყალქვეშა კაბელები

1. 49-ე მუხლის შეუზღუდავად, არქიპელაგურმა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოებთან არსებულ შეთანხმებებს და აღიაროს უშუალოდ მოსაზღვრე მეზობელი სახელმწიფოების ტრადიციული თევზჭერის უფლებები და სხვა ლეგიტიმური საქმიანობა არქიპელაგურ წყლებში მდებარე გარკვეულ არეალებში. ასეთი უფლებებისა და საქმიანობის განხორციელების პირობები, მათ შორის, მათი ხასიათი, ფარგლები და არეალები, რომლებზეც ისინი ვრცელდება, ნებისმიერი შესაბამისი სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მოწესრიგდეს მათ შორის ორმხრივი შეთანხმებებით. ასეთი უფლებები არ უნდა გადაეცეს მესამე სახელმწიფოებს ან მათ მოქალაქეებს, ან გაზიარდეს მათთან.

2. არქიპელაგურმა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოების მიერ გაყვანილ, არსებულ წყალქვეშა კაბელებს, რომლებიც გადის თავის წყლებში და არ გამოდის ხმელეთზე. არქიპელაგურმა სახელმწიფომ უნდა გასცეს ასეთი კაბელების მოვლისა და შეცვლის ნებართვა, მათი ადგილმდებარეობისა და მათი შეკეთების ან შეცვლის განზრახვის შესახებ სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-51-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-51-2/)

---

## მუხლი 52. მშვიდობიანი გავლის უფლება

1. 53-ე მუხლის გათვალისწინებით და 50-ე მუხლის შეუზღუდავად, ყველა სახელმწიფოს გემები სარგებლობენ არქიპელაგურ წყლებში მშვიდობიანი გავლის უფლებით, II ნაწილის მე-3 განყოფილების შესაბამისად.

2. არქიპელაგურ სახელმწიფოს შეუძლია, უცხოურ გემებს შორის ფორმით ან ფაქტობრივი დისკრიმინაციის გარეშე, დროებით შეაჩეროს თავისი არქიპელაგური წყლების განსაზღვრულ რაიონებში უცხოური გემების მშვიდობიანი გავლა, თუ ასეთი შეჩერება აუცილებელია თავისი უსაფრთხოების დასაცავად. ასეთი შეჩერება ძალაში შევა მხოლოდ სათანადოდ გამოქვეყნების შემდეგ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-52-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-52-2/)

---

## მუხლი 53. არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გავლის უფლება

1. არქიპელაგურ სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს საზღვაო დერეფნები და საჰაერო მარშრუტები მათ თავზე, რომლებიც გამოსადეგია უცხოური გემებისა და საფრენი აპარატების თავის არქიპელაგურ წყლებში და მომიჯნავე ტერიტორიულ ზღვაში უწყვეტი და სწრაფი გავლისთვის ან მათ თავზე გადაფრენისთვის.

2. ყველა გემი და საფრენი აპარატი სარგებლობს არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გავლის უფლებით ასეთ საზღვაო დერეფნებსა და საჰაერო მარშრუტებში.

3. არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გავლა ნიშნავს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ნაოსნობისა და გადაფრენის უფლებების ნორმალურ რეჟიმში განხორციელებას ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ერთ ნაწილსა და ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მეორე ნაწილს შორის მხოლოდ უწყვეტი, სწრაფი და შეუფერხებელი ტრანზიტის მიზნით.

4. ასეთმა საზღვაო დერეფნებმა და საჰაერო მარშრუტებმა უნდა გადაკვეთოს არქიპელაგური წყლები და მომიჯნავე ტერიტორიული ზღვა და უნდა მოიცავდეს ყველა ჩვეულებრივი გავლის მარშრუტს, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობის ან არქიპელაგურ წყლებში ან მათ თავზე გადაფრენის მარშრუტებად და, ამ მარშრუტების ფარგლებში, რამდენადაც ეს ეხება გემებს, ყველა ჩვეულებრივ სანაოსნო არხს, იმ პირობით, რომ იმავე შესვლისა და გასვლის წერტილებს შორის მსგავსი ხელსაყრელი მარშრუტების დუბლირება არ იქნება საჭირო.

5. ასეთი საზღვაო და საჰაერო მარშრუტები უნდა განისაზღვროს უწყვეტი ღერძული ხაზების ერთობლიობით გავლის მარშრუტების შესვლის წერტილებიდან გასვლის წერტილებამდე. არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გამვლელმა გემებმა და საფრენმა აპარატებმა გავლის დროს ასეთი ღერძული ხაზებიდან არ უნდა გადაუხვიონ 25 საზღვაო მილზე მეტით რომელიმე მხარეს, იმ პირობით, რომ ასეთი გემები და საფრენი აპარატები სანაპიროებს არ უნდა მიუახლოვდნენ საზღვაო დერეფნების მოსაზღვრე კუნძულებზე არსებულ უახლოეს წერტილებს შორის მანძილის 10 პროცენტზე უფრო ახლოს.

6. არქიპელაგურ სახელმწიფოს, რომელიც წინამდებარე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს საზღვაო დერეფნებს, შეუძლია, ასევე დაადგინოს მოძრაობის გამყოფი სქემები ასეთ საზღვაო დერეფნებში მდებარე ვიწრო არხებში გემების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

7. არქიპელაგურ სახელმწიფოს შეუძლია, გარემოებების გათვალისწინებით, სათანადო გამოქვეყნების შემდეგ, მის მიერ ადრე განსაზღვრული ან დადგენილი ნებისმიერი საზღვაო დერეფანი ან მოძრაობის გამყოფი სქემები ჩაანაცვლოს სხვა საზღვაო დერეფნებით ან მოძრაობის გამყოფი სქემებით.

8. ასეთი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები უნდა შეესაბამებოდეს ზოგადად მიღებულ საერთაშორისო წესებს.

9. საზღვაო დერეფნების ან მოძრაობის გამყოფი სქემების დადგენის ან შეცვლისას, არქიპელაგურმა სახელმწიფომ წინადადებები, მათი დამტკიცების მიზნით, უნდა წარუდგინოს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას. ორგანიზაციას შეუძლია დაამტკიცოს მხოლოდ ისეთი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები, როგორც ეს შეთანხმდება არქიპელაგურ სახელმწიფოსთან, რის შემდეგაც არქიპელაგურ სახელმწიფოს შეუძლია მათი განსაზღვრა, დადგენა ან შეცვლა.

10. არქიპელაგურმა სახელმწიფომ მის მიერ განსაზღვრული საზღვაო დერეფნების ღერძები და მის მიერ დადგენილი მოძრაობის გამყოფი სქემები მკაფიოდ უნდა მიუთითოს რუკებზე, რომლებიც სათანადოდ უნდა გამოქვეყნდეს.

11. არქიპელაგურ საზღვაო დერეფნებში გამვლელმა გემებმა უნდა დაიცვან წინამდებარე მუხლის შესაბამისად დადგენილი შესაბამისი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები.

12. თუ არქიპელაგური სახელმწიფო არ განსაზღვრავს საზღვაო დერეფნებს ან საჰაერო მარშრუტებს, არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გავლის უფლება შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო ნაოსნობისთვის ჩვეულებრივ გამოყენებული მარშრუტებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-53-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-53-2/)

---

## მუხლი 55. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სპეციფიკური სამართლებრივი რეჟიმი

განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არის ტერიტორიული ზღვის მიღმა და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე ნაწილში დადგენილ სპეციფიკურ სამართლებრივ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც სანაპირო სახელმწიფოს უფლებები და იურისდიქცია და სხვა სახელმწიფოების უფლებები და თავისუფლებები მოწესრიგებულია წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-55-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-55-2/)

---

## მუხლი 56. სანაპირო სახელმწიფოს უფლებები, იურისდიქცია და მოვალეობები განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში

1. განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში სანაპირო სახელმწიფოს აქვს:

(a) სუვერენული უფლებები ზღვის ფსკერის თავზე მდებარე წყლების, ზღვის ფსკერისა და მისი წიაღისეულის ბუნებრივი რესურსების, ცოცხალის თუ არაცოცხალის, დაზვერვისა და ექსპლუატაციის, შენარჩუნებისა და მართვის მიზნით, ასევე ზონის ეკონომიკური ექსპლუატაციისა და დაზვერვის სხვა საქმიანობებთან დაკავშირებით, როგორიცაა ენერგიის წარმოება წყლიდან, დინებებიდან და ქარებიდან;

(b) იურისდიქცია, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებებით:

(i) ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და ნაგებობების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით;

(ii) საზღვაო სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებით;

(iii) ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით;

(c) წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სხვა უფლებები და მოვალეობები.

2. განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას, სანაპირო სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს სხვა სახელმწიფოების უფლებები და მოვალეობები და უნდა იმოქმედოს წინამდებარე კონვენციის დებულებების დაცვით.

3. წინამდებარე მუხლში გათვალისწინებული უფლებები ზღვის ფსკერსა და წიაღისეულთან დაკავშირებით ხორციელდება VI ნაწილის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-56-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-56-2/)

---

## მუხლი 58. სხვა სახელმწიფოების უფლებები და მოვალეობები განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში

1. განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ყველა სახელმწიფო, სანაპირო თუ ზღვაზე გასასვლელის არმქონე, წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, სარგებლობს ნაოსნობის და გადაფრენის, წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების გაყვანის 87-ე მუხლში მითითებული თავისუფლებებით და ზღვის სხვა საერთაშორისოდ მართლზომიერი ისეთი გამოყენებით, როგორიცაა გემების, საფრენი აპარატების და წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების ექსპლუატაციასთან ასოცირებული თავისუფლებები, და რომელიც და თავსებადია წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებთან.

2. 88-ე – 115-ე მუხლები და საერთაშორისო სამართლის სხვა შესაბამისი წესები განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაზე ვრცელდება იმდენად, რამდენადაც ისინი არათავსებადი არ არის წინამდებარე ნაწილთან.

3. განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფოებმა სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ სანაპირო სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობები და უნდა დაიცვან სანაპირო სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა წესების შესაბამისად მიღებული კანონები და ნორმები, რამდენადაც ისინი არათავსებადი არ არის წინამდებარე ნაწილთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-58-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-58-2/)

---

## მუხლი 59. განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში უფლებებისა და იურისდიქციის მინიჭებასთან დაკავშირებული კონფლიქტების გადაწყვეტის საფუძველი

იმ შემთხვევებში, როდესაც წინამდებარე კონვენცია სანაპირო სახელმწიფოს ან სხვა სახელმწიფოებს არ ანიჭებს უფლებებს ან იურისდიქციას განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და წარმოიქმნება კონფლიქტი სანაპირო სახელმწიფოსა და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოების ინტერესებს შორის, კონფლიქტი უნდა გადაწყდეს სამართლიანობის საფუძველზე და ყველა შესაბამისი გარემოების ჭრილში, მხარეებთან, აგრეთვე, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობასთან დაკავშირებული ინტერესების შესაბამისი მნიშვნელობის გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-59-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-59-2/)

---

## მუხლი 60. ხელოვნური კუნძულები, დანადგარები და ნაგებობები განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში

1. განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში სანაპირო სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლება ააშენოს, ნება დართოს და მოაწესრიგოს შემდეგი ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და გამოყენება:

(a) ხელოვნური კუნძულები;

(b) დანადგარები და ნაგებობები 56-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნებისა და სხვა ეკონომიკური მიზნებისთვის;

(c) დანადგარები და ნაგებობები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ზონაში სანაპირო სახელმწიფოს უფლებების განხორციელებას.

2. სანაპირო სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური იურისდიქცია ასეთ ხელოვნურ კუნძულებზე, დანადგარებსა და ნაგებობებზე, მათ შორის, იურისდიქცია საბაჟო, ფისკალური, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და იმიგრაციის კანონებსა და წესებთან დაკავშირებით.

3. ასეთი ხელოვნური კუნძულების, დანადგარების ან ნაგებობების მშენებლობის შესახებ უნდა გაკეთდეს სათანადო შეტყობინება და უნდა შენარჩუნდეს გაფრთხილების მუდმივი საშუალებები მათი არსებობის შესახებ. ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს მიტოვებული ან გამოუყენებელი ნებისმიერი დანადგარის ან ნაგებობის დემონტაჟი, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ზოგადად მიღებული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ასეთმა დემონტაჟმა ასევე სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს თევზჭერა, ზღვის გარემოს დაცვა და სხვა სახელმწიფოების უფლებები და მოვალეობები. სათანადოდ უნდა გამოქვეყნდეს იმ ნებისმიერი დანადგარის ან ნაგებობის სიღრმე, მდებარეობა და ზომები, რომელთა სრული დემონტაჟი არ განხორციელებულა.

4. სანაპირო სახელმწიფოს, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და ნაგებობების გარშემო შეუძლია შექმნას გონივრული უსაფრთხოების ზონები, სადაც მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები როგორც ნაოსნობის, ასევე ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

5. უსაფრთხოების ზონების სიგანეს განსაზღვრავს სანაპირო სახელმწიფო, მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ასეთი ზონები უნდა შეიქმნას იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი გონივრული კავშირი ხელოვნური კუნძულების, დანადგარების ან ნაგებობების ხასიათსა და ფუნქციასთან და არ უნდა აღემატებოდეს 500 მეტრის მანძილს მათ გარშემო, რომელიც აითვლება მათი უკიდურესი გარე კიდის თითოეული წერტილიდან, გარდა ზოგადად მიღებული საერთაშორისო სტანდარტებით ნებადართული ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული შემთხვევებისა. უსაფრთხოების ზონების მასშტაბის შესახებ უნდა გაკეთდეს სათანადო შეტყობინება.

6. ყველა გემმა პატივი უნდა სცეს ამ უსაფრთხოების ზონებს და უნდა დაიცვას ხელოვნური კუნძულების, დანადგარების, ნაგებობებისა და უსაფრთხოების ზონების მიმდებარედ ნაოსნობის შესახებ ზოგადად მიღებული საერთაშორისო სტანდარტები.

7. ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და ნაგებობების, ასევე მათ გარშემო უსაფრთხოების ზონების შექმნა დაუშვებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს აღიარებული საზღვაო დერეფნების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო ნაოსნობისთვის.

8. ხელოვნურ კუნძულებს, დანადგარებსა და ნაგებობებს არ აქვთ კუნძულების სტატუსი. მათ არ აქვთ საკუთარი ტერიტორიული ზღვა და მათი არსებობა გავლენას არ ახდენს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის დელიმიტაციაზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-60-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-60-2/)

---

## მუხლი 61. ცოცხალი რესურსების შენარჩუნება

1. სანაპირო სახელმწიფო განსაზღვრავს ცოცხალი რესურსების დასაშვებ ჭერას თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

2. სანაპირო სახელმწიფომ მისთვის ხელმისაწვდომი საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინებით, შენარჩუნებისა და მართვის სათანადო ზომების გამოყენებით უნდა უზრუნველყოს, რომ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში გადაჭარბებული ექსპლუატაციის გამო საფრთხე არ შეექმნას ცოცხალი რესურსების შენარჩუნებას. შესაბამის შემთხვევებში, სანაპირო სახელმწიფომ და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, იქნება ეს სუბრეგიონული, რეგიონული თუ გლობალური, უნდა ითანამშრომლონ ამ მიზნით.

3. ასეთი ზომები ასევე მიმართული უნდა იყოს რეწვის შედეგად მოპოვებული სახეობების პოპულაციების ისეთ დონეზე შენარჩუნებისა ან აღდგენისთვის, რომელსაც შეუძლია მაქსიმალური მდგრადი მოპოვების დონის უზრუნველყოფა, შესაბამისი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის, ნაპირზე მცხოვრებ მეთევზეთა თემების ეკონომიკური საჭიროებების და განვითარებადი სახელმწიფოების განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით, და თევზჭერის მეთოდების, მარაგების ურთიერთდამოკიდებულების და ზოგადად რეკომენდებული საერთაშორისო მინიმალური სტანდარტების გათვალისწინებით, იქნება ეს სუბრეგიონული, რეგიონული თუ გლობალური.

4. ასეთი ზომების მიღებისას სანაპირო სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მოპოვებულ სახეობებთან დაკავშირებულ ან მათზე დამოკიდებულ სახეობებზე ზემოქმედების შედეგები, რათა შეინარჩუნოს ან აღადგინოს ასეთი დაკავშირებული ან დამოკიდებული სახეობების პოპულაციები იმ დონეებზე მაღალ დონეზე, რომლებზეც მათ რეპროდუქციას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას.

5. ხელმისაწვდომი სამეცნიერო ინფორმაცია, დაჭერისა და თევზჭერის ძალისხმევის სტატისტიკა და თევზის მარაგების შენარჩუნებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები რეგულარულად უნდა გადაიცეს და საჭიროების შემთხვევაში, გაიცვალოს, სუბრეგიონული, რეგიონული ან გლობალური კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით და ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს, მათ შორის, იმ სახელმწიფოების მონაწილეობით, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერის უფლება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-61-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-61-2/)

---

## მუხლი 62. ცოცხალი რესურსების გამოყენება

1. სანაპირო სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზანს, 61-ე მუხლის შეუზღუდავად.

2. სანაპირო სახელმწიფო განსაზღვრავს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცოცხალი რესურსების რეწვის საკუთარ შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ სანაპირო სახელმწიფოს არ აქვს მთლიანი ნებადართული რაოდენობის რეწვის შესაძლებლობა, მან, შეთანხმებების ან სხვა გარიგებების საფუძველზე და მე-4 პუნქტში მითითებული წესებისა და პირობების, კანონებისა და წესების შესაბამისად, სხვა სახელმწიფოებს უნდა მისცეს წვდომა რეწვის ნებადართული მოცულობის აუთვისებელ ნაწილზე, განსაკუთრებით 69-ე და 70-ე მუხლების დებულებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ამ დებულებებში ნახსენებ განვითარებად სახელმწიფოებთან მიმართებით.

3. სხვა სახელმწიფოებისთვის თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში წინამდებარე მუხლის შესაბამისად წვდომის მიცემისას, სანაპირო სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაბამისი ფაქტორი, რაც მოიცავს, inter alia, შესაბამისი სანაპირო სახელმწიფოს ეკონომიკისა და მისი სხვა ეროვნული ინტერესებისთვის ამ არეალის ცოცხალი რესურსების მნიშვნელობას, 69-ე და 70-ე მუხლების დებულებებს, სუბრეგიონში ან რეგიონში განვითარებადი სახელმწიფოების მიერ რესურსების აუთვისებელი ნაწილის რეწვის მოთხოვნებს და ეკონომიკის დაზიანების მინიმიზაციის აუცილებლობას იმ სახელმწიფოებში, რომელთა მოქალაქეებიც ჩვეულებითად თევზაობდნენ ამ ზონაში ან რომლებმაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს მარაგების კვლევისა და იდენტიფიცირებისთვის.

4. სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებმა, რომლებიც ახორციელებენ თევზჭერას განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, უნდა დაიცვან სანაპირო სახელმწიფოს კანონმდებლობითა და წესებით დადგენილი შენარჩუნებული ზომები და სხვა პირობები. ეს კანონები და წესები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარეს კონვენციას და შეიძლება ეხებოდეს, inter alia, შემდეგ საკითხებს:

(a) მეთევზეების, თევზსაჭერი გემებისა და აღჭურვილობის ლიცენზირებას, მათ შორის საფასურისა და ანაზღაურების სხვა ფორმების გადახდას, რომელიც განვითარებადი სანაპირო სახელმწიფოების შემთხვევაში შეიძლება მოიცავდეს ადეკვატურ კომპენსაციას თევზჭერის ინდუსტრიასთან დაკავშირებული დაფინანსების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების სფეროში;

(b) რეწვას დაქვემდებარებული სახეობების განსაზღვრას და რეწვის კვოტების დადგენას, იქნება ეს კონკრეტული მარაგების თუ მარაგების ჯგუფების, თითოეული გემისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნებადართული რეწვის თუ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ნებადართული რეწვის მიმართ;

(c) თევზჭერის სეზონებისა და არეალების, აღჭურვილობის ტიპების, ზომებისა და რაოდენობის, ასევე გამოსაყენებელი თევზსაჭერი გემების ტიპების, ზომებისა და რაოდენობის მოწესრიგებას;

(d) რეწვას დაქვემდებარებული თევზისა და სხვა სახეობების ასაკისა და ზომის დადგენას;

(e) თევზსაჭერი გემებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის დაზუსტებას, მათ შორის, მოპოვებისა და ძალისხმევის სტატისტიკას და გემის პოზიციის შესახებ ანგარიშებს;

(f) სანაპირო სახელმწიფოს ნებართვითა და კონტროლის ქვეშ, თევზჭერის კონკრეტული კვლევითი პროგრამების ჩატარების მოთხოვნას და ასეთი კვლევის ჩატარების მოწესრიგებას, მათ შორის, რეწვის ნიმუშების აღებას, ნიმუშების განკარგვას და დაკავშირებული სამეცნიერო მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

(g) სანაპირო სახელმწიფოს მიერ ასეთ გემებზე დამკვირვებლების ან სტაჟიორების განთავსებას;

(h) ასეთი გემების მიერ სანაპირო სახელმწიფოს ნავსადგურებში დაჭერილი თევზის მთლიანად ან ნაწილობრივ განთავსებას;

(i) ერთობლივ საწარმოებთან ან სხვა თანამშრომლობით ღონისძიებებთან დაკავშირებულ პირობებს;

(j) მოთხოვნებს პერსონალის მომზადებისა და თევზჭერის ტექნოლოგიების გადაცემისთვის, მათ შორის, სანაპირო სახელმწიფოს მიერ თევზჭერასთან დაკავშირებული კვლევის ჩატარების შესაძლებლობების გაძლიერებას;

(k) აღსრულების პროცედურებს.

5. სანაპირო სახელმწიფოებმა უნდა გააკეთონ სათანადო შეტყობინება შენარჩუნებასა და მართვასთან დაკავშირებული კანონებისა და წესების შესახებ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-62-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-62-2/)

---

## მუხლი 63. ორი ან მეტი სანაპირო სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში ან როგორც განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე მის გარეთ და მომიჯნავედ მდებარე არეალში გავრცელებული მარაგები

1. თუ ერთი და იგივე მარაგი ან ასოცირებული სახეობების მარაგი გავრცელებულია ორი ან მეტი სანაპირო სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში, ამ სახელმწიფოებმა, უშუალოდ ან შესაბამისი სუბრეგიონული თუ რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით, უნდა ეცადონ შეთანხმებას ამ მარაგების შენარჩუნებისა და განვითარების კოორდინაციისა და უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ზომებზე, წინამდებარე ნაწილის სხვა დებულებების შეუზღუდავად.

2. თუ ერთი და იგივე მარაგი ან ასოცირებული სახეობების მარაგი გავრცელებულია როგორც განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ზონის გარეთ და მომიჯნავე რაიონში, სანაპირო სახელმწიფომ და სახელმწიფოებმა, რომლებიც ახორციელებენ ასეთი მარაგების რეწვას მომიჯნავე რაიონში, უშუალოდ ან შესაბამისი სუბრეგიონული თუ რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით, უნდა ეცადონ შეთანხმებას მომიჯნავე რაიონში ამ მარაგების შენარჩუნებისთვის აუცილებელ ზომებზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-63-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-63-2/)

---

## მუხლი 64. შორს მიგრირებადი სახეობები

1. სანაპირო სახელმწიფომ და სხვა სახელმწიფოებმა, რომელთა მოქალაქეებიც რეგიონში ახორციელებენ I დანართში ჩამოთვლილ შორს მიგრირებადი სახეობების რეწვას, უნდა ითანამშრომლონ უშუალოდ ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, რათა უზრუნველყონ ასეთი სახეობების შენარჩუნება და ხელი შეუწყონ ოპტიმალურ გამოყენებას მთელ რეგიონში, როგორც განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იმ რეგიონებში, რომლისთვისაც არ არსებობს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია, სანაპირო სახელმწიფომ და სხვა სახელმწიფოებმა, რომელთა მოქალაქეებიც რეგიონში ახორციელებენ ამ სახეობების რეწვას, უნდა ითანამშრომლონ ასეთი ორგანიზაციის შესაქმნელად და მიიღონ მონაწილეობა მის საქმიანობაში.

2. პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება ამ ნაწილის სხვა დებულებებზე დამატებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-64-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-64-2/)

---

## მუხლი 65. ზღვის ძუძუმწოვრები

წინამდებარე ნაწილში არაფერი ზღუდავს სანაპირო სახელმწიფოს უფლებას ან, შესაბამის შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენციას, უფრო მკაცრად აკრძალოს, შეზღუდოს ან მოაწესრიგოს ზღვის ძუძუმწოვრების ექსპლუატაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია წინამდებარე ნაწილში. სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ზღვის ძუძუმწოვრების შენარჩუნების მიზნით და ვეშაპისებრთა შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა იმუშავონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მათი შენარჩუნების, მართვისა და შესწავლისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-65-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-65-2/)

---

## მუხლი 66. ანადრომული სახეობები

1. სახელმწიფოებს, რომელთა მდინარეებშიც წარმოიშობა ანადრომული სახეობები, აქვთ პირველადი ინტერესი და პასუხისმგებლობა ამ სახეობების მიმართ.

2. ანადრომული სახეობების წარმოშობის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი შენარჩუნება თავისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვრებიდან ხმელეთის მიმართულებით მდებარე ყველა წყალში თევზჭერისა და მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული თევზჭერის შესაბამისი მომწესრიგებელი ზომების მიღებით. წარმოშობის სახელმწიფოს შეუძლია მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ სხვა სახელმწიფოებთან კონსულტაციების შემდეგ, რომლებიც ახორციელებენ ამ სახეობების რეწვას, დაადგინოს მის მდინარეებში წარმოშობილი მარაგების დასაშვები რეწვის საერთო რაოდენობა.

3. (a) ანადრომული სახეობების რეწვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების გარე საზღვრებიდან ხმელეთის მიმართულებით მდებარე წყლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე დებულება გამოიწვევს ეკონომიკის დაზიანებას წარმოშობის სახელმწიფოსგან განსხვავებულ სხვა სახელმწიფოში. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვრებს მიღმა ასეთ თევზჭერასთან დაკავშირებით, დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ კონსულტაციები ასეთი თევზჭერის პირობებზე შეთანხმების მისაღწევად, შენარჩუნების მოთხოვნებისა და ამ სახეობებთან დაკავშირებით წარმოშობის სახელმწიფოს საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინებით.

(b) წარმოშობის სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს იმ სხვა სახელმწიფოების ეკონომიკის დაზიანების მინიმიზაციის მიზნით, რომლებიც ახორციელებენ ამ სახეობების რეწვას, ამ სახელმწიფოების ჩვეულებრივი რეწვისა და საქმიანობის რეჟიმის, ასევე, ყველა იმ არეალის გათვალისწინებით, სადაც ასეთი თევზჭერა განხორციელდა.

(c) (b) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოშობის სახელმწიფოსთან შეთანხმებით მონაწილეობენ ანადრომული სახეობების განახლების ღონისძიებებში, განსაკუთრებით, ამ მიზნით ხარჯების გაწევით, წარმოშობის სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თავის მდინარეებში წარმოშობილი მარაგების რეწვისას.

(d) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მიღმა ანადრომულ სახეობებთან დაკავშირებული წესების აღსრულება ხორციელდება წარმოშობის სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც ანადრომული სახეობები მიგრირებენ წარმოშობის სახელმწიფოსგან განსხვავებული სხვა სახელმწიფოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვრების მიმართულებით მდებარე წყლებში ან მათი გავლით, ასეთმა სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს წარმოშობის სახელმწიფოსთან ასეთი სახეობების შენარჩუნებისა და მართვის მიზნით.

5. ანადრომული სახეობების წარმოშობის სახელმწიფომ და სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც ახორციელებენ ამ სახეობების რეწვას, უნდა უზრუნველყონ წინამდებარე მუხლის დებულებების განხორციელება, შესაბამის შემთხვევაში, რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-66-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-66-2/)

---

## მუხლი 67. კატადრომული სახეობები

1. სანაპირო სახელმწიფო, რომლის წყლებშიც კატადრომული სახეობები ატარებენ თავიანთი სასიცოცხლო ციკლის უმეტეს ნაწილს, პასუხისმგებელია ამ სახეობების მართვაზე და უნდა უზრუნველყოს მიგრირებადი თევზების შესვლა და გასვლა.

2. კატადრომული სახეობების რეწვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების გარე საზღვრებიდან ხმელეთის მიმართულებით მდებარე წყლებში. განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში თევზჭერა ექვემდებარება წინამდებარე მუხლს და წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებს, რომლებიც ეხება აღნიშნულ ზონებში თევზჭერას.

3. იმ შემთხვევებში, როდესაც კატადრომული თევზები მიგრირებენ სხვა სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში როგორც ახალგაზრდა, ისე მომწიფების სტადიაში მყოფი თევზების სახით, ასეთი თევზების მართვა, მათ შორის, რეწვა, წესრიგდება პირველ პუნქტში მითითებულ სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს შორის შეთანხმებით. ასეთმა შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს სახეობების რაციონალური მართვა და გაითვალისწინოს პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობები ამ სახეობების შენარჩუნებაზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-67-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-67-2/)

---

## მუხლი 69. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების უფლებები

1. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უფლება აქვთ, თანასწორუფლებიან საფუძველზე, მონაწილეობა მიიღონ იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების აუთვისებელი ცოცხალი რესურსების შესაბამისი ნაწილის ექსპლუატაციაში, ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს შესაბამისი ეკონომიკური და გეოგრაფიული გარემოებების გათვალისწინებით და წინამდებარე მუხლისა და 61-ე და 62-ე მუხლების დებულებების შესაბამისად.

2. ასეთი მონაწილეობის პირობები და პროცედურები დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ ორმხრივი, სუბრეგიონული ან რეგიონული შეთანხმებების მეშვეობით, inter alia, შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:

(a) სანაპირო სახელმწიფოს მეთევზეთა თემებისთვის ან თევზმჭერი ინდუსტრიებისთვის საზიანო ზემოქმედების თავიდან აცილების აუცილებლობა;

(b) ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო, წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად, რამდენად მონაწილეობს ან აქვს მონაწილეობის უფლება, არსებული ორმხრივი, სუბრეგიონული ან რეგიონული შეთანხმებების შესაბამისად, სხვა სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში;

(c) რამდენად მონაწილეობენ ზღვაზე გასასვლელის არმქონე სხვა სახელმწიფოები და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოები სანაპირო სახელმწიფოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში და, აქედან გამომდინარე, საჭიროება, რომ თავიდან იქნეს აცილებული არათანაზომიერი ტვირთის დაკისრება ნებისმიერი ცალკეული სანაპირო სახელმწიფოსთვის ან მისი ნაწილისთვის;

(d) შესაბამისი სახელმწიფოების მოსახლეობის კვებითი საჭიროებები.

3. როდესაც სანაპირო სახელმწიფოს რეწვის პოტენციალი უახლოვდება იმ წერტილს, რაც მას საშუალებას მისცემს, თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მოიპოვოს ცოცხალი რესურსების მთელი ნებადართული რაოდენობა, სანაპირო სახელმწიფომ და სხვა დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა, ორმხრივ, სუბრეგიონულ ან რეგიონულ საფუძველზე, უნდა ითანამშრომლონ სამართლიანი გარიგებების დადებაში, რათა უზრუნველყონ იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი სახელმწიფოების მონაწილეობა სუბრეგიონის ან რეგიონის სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში, როგორც ეს შეიძლება მიზანშეწონილი იყოს გარემოებების გათვალისწინებით და ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით. წინამდებარე დებულების განხორციელებისას ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტორები.

4. ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებულ სახელმწიფოებს, წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად, აქვთ ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის განვითარებული სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იღებს მხედველობაში სანაპირო სახელმწიფო, სხვა სახელმწიფოებისთვის თავისი განსაკუთრებული ზონის ცოცხალ რესურსებზე წვდომის მინიჭებისას, მეთევზეთა თემებზე უარყოფითი ზემოქმედებისა და იმ სახელმწიფოებში ეკონომიკის დაზიანების მინიმიზაციის აუცილებლობას, რომელთა მოქალაქეებიც ტრადიციულად თევზაობდნენ ამ ზონაში.

5. ზემოაღნიშნული დებულებები არ ზღუდავს იმ სუბრეგიონებში ან რეგიონებში დადებულ გარიგებებს, სადაც სანაპირო სახელმწიფოებმა იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს შეიძლება მიანიჭონ თანაბარი ან უპირატესი უფლებები განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-69-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-69-2/)

---

## მუხლი 70. გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოების უფლებები

1. გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებს უფლება აქვთ, თანასწორუფლებიან საფუძველზე მონაწილეობა მიიღონ იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების აუთვისებელი ნაწილის ექსპლუატაციაში, ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს შესაბამისი ეკონომიკური და გეოგრაფიული გარემოებების გათვალისწინებით და წინამდებარე მუხლისა და 61-ე და 62-ე მუხლების დებულებების შესაბამისად.

2. წინამდებარე ნაწილის მიზნებისათვის „გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოები“ ნიშნავს სანაპირო სახელმწიფოებს, მათ შორის, ჩაკეტილი ან ნახევრადჩაკეტილი ზღვების მოსაზღვრე სახელმწიფოებს, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობა მათ დამოკიდებულს ხდის სუბრეგიონის ან რეგიონის სხვა სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაზე მათი მოსახლეობების ან მათი ნაწილების გამოკვების მიზნებისთვის თევზის ადეკვატური მარაგების უზრუნველსაყოფად, და სანაპირო სახელმწიფოებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების მოთხოვნა.

3. ასეთი მონაწილეობის პირობები და პროცედურები დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ ორმხრივი, სუბრეგიონული ან რეგიონული შეთანხმებების მეშვეობით, inter alia, შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:

(a) სანაპირო სახელმწიფოს მეთევზეთა თემებისთვის ან მეთევზეთა ინდუსტრიებისთვის საზიანო შედეგების თავიდან აცილების აუცილებლობა;

(b) რამდენად მონაწილეობს, ან აქვს მონაწილეობის უფლება, გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოს, წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად, არსებული ორმხრივი, სუბრეგიონული ან რეგიონული შეთანხმებების ფარგლებში, სხვა სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში;

(c) რამდენად მონაწილეობენ სხვა გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოები და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები სანაპირო სახელმწიფოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში, და ერთი რომელიმე სანაპირო სახელმწიფოსთვის ან მისი ნაწილისთვის ამით გამოწვეული არათანაზომიერი ტვირთის თავიდან აცილების საჭიროება;

(d) შესაბამისი სახელმწიფოების მოსახლეობების კვებითი საჭიროებები.

4. როდესაც სანაპირო სახელმწიფოს რეწვის პოტენციალი უახლოვდება იმ წერტილს, რაც მას საშუალებას მისცემს, თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მოიპოვოს ცოცხალი რესურსების მთელი ნებადართული რაოდენობა, სანაპირო სახელმწიფომ და სხვა დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა, ორმხრივ, სუბრეგიონულ ან რეგიონულ საფუძველზე, უნდა ითანამშრომლონ სამართლიანი გარიგებების დადებაში, რათა უზრუნველყონ იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე განვითარებადი სახელმწიფოების მონაწილეობა სუბრეგიონის ან რეგიონის სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში, როგორც ეს შეიძლება მიზანშეწონილი იყოს გარემოებების გათვალისწინებით და ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით. წინამდებარე დებულების განხორციელებისას ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მე-3 პუნქტში მითითებული ფაქტორები.

5. გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე განვითარებულ სახელმწიფოებს, წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად, აქვთ ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის განვითარებული სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იღებს მხედველობაში სანაპირო სახელმწიფო, სხვა სახელმწიფოებისთვის თავისი განსაკუთრებული ზონის ცოცხალ რესურსებზე წვდომის მინიჭებისას, მეთევზეთა თემებზე უარყოფითი ზემოქმედებისა და იმ სახელმწიფოებში ეკონომიკის დაზიანების მინიმიზაციის აუცილებლობას, რომელთა მოქალაქეებიც ტრადიციულად თევზაობდნენ ამ ზონაში.

6. ზემოაღნიშნული დებულებები არ ზღუდავს სუბრეგიონებში ან რეგიონებში შეთანხმებულ გარიგებებს, რომელთა მიხედვითაც სანაპირო სახელმწიფოებმა იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებს შეიძლება მიანიჭონ თანაბარი ან უპირატესი უფლებები განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-70-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-70-2/)

---

## მუხლი 71. 69-ე და 70-ე მუხლების გამოუყენებლობა

69-ე და 70-ე მუხლების დებულებები არ გამოიყენება იმ სანაპირო სახელმწიფოს შემთხვევაში, რომლის ეკონომიკა მომეტებულად არის დამოკიდებული საკუთარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-71-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-71-2/)

---

## მუხლი 72. შეზღუდვები უფლებათა გადაცემაზე

1. 69-ე და 70-ე მუხლებით გათვალისწინებული ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციის უფლებები არ შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გადაეცეს მესამე სახელმწიფოებს ან მათ მოქალაქეებს იჯარით ან ლიცენზიით, ერთობლივი საწარმოების შექმნით ან ასეთი გადაცემის შედეგის გამომწვევი სხვა ნებისმიერი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებული სახელმწიფოები სხვაგვარად შეთანხმდნენ.

2. ზემოაღნიშნული დებულება არ უშლის ხელს შესაბამის სახელმწიფოებს, მესამე სახელმწიფოებისგან ან საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღონ ტექნიკური ან ფინანსური დახმარება, რათა ხელი შეუწყონ უფლებების განხორციელებას 69-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს არ იწვევს პირველ პუნქტში მითითებულ შედეგს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-72-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-72-2/)

---

## მუხლი 73. სანაპირო სახელმწიფოს კანონებისა და წესების აღსრულება

1. სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების დაზვერვის, ექსპლუატაციის, შენარჩუნებისა და მართვის სუვერენული უფლებების განხორციელებისას, მიიღოს ისეთი ზომები, მათ შორის, ბორტზე ასვლა, შემოწმება, დაპატიმრება და სასამართლო წარმოება, რომლებიც შეიძლება აუცილებელი იყოს მის მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული კანონებისა და წესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

2. დაპატიმრებული გემები და მათი ეკიპაჟები დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ გონივრული გირაოს ან სხვა უზრუნველყოფის გადახდისთანავე.

3. სანაპირო სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერის კანონებისა და წესების დარღვევისთვის დაკისრებული სასჯელები არ შეიძლება მოიცავდეს თავისუფლების აღკვეთას, თუ არ არსებობს სხვაგვარი შეთანხმებები შესაბამის სახელმწიფოებს შორის, ან სხეულებრივი დასჯის ნებისმიერ სხვა ფორმას.

4. უცხოური გემების დაპატიმრების ან დაკავების შემთხვევაში, სანაპირო სახელმწიფომ, შესაბამისი არხებით, დროშის სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მიღებული ზომებისა და შემდგომში დაკისრებული ნებისმიერი სასჯელის შესახებ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-73-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-73-2/)

---

## მუხლი 74. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დელიმიტაცია მოპირდაპირე ან მომიჯნავე სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის

1. მოპირდაპირე ან მომიჯნავე სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს შეთანხმებით, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, როგორც ეს მითითებულია მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების 38-ე მუხლში, რათა მიღწეული იყოს სამართლიანი გადაწყვეტა.

2. თუ შეთანხმება გონივრულ ვადაში ვერ იქნება მიღწეული, შესაბამისმა სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ XV ნაწილით გათვალისწინებულ პროცედურებს.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევამდე, შესაბამისმა სახელმწიფოებმა, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით, უნდა იხმარონ ყველა ღონე პრაქტიკული ხასიათის დროებითი გარიგებების დასადებად და ამ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში არ უნდა შეუშალონ ხელი ან არ უნდა შეუქმნან საფრთხე საბოლოო შეთანხმების მიღწევას. ასეთი გარიგებები გავლენას არ ახდენს საბოლოო დელიმიტაციაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სახელმწიფოებს შორის ძალაშია შეთანხმება, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განისაზღვროს ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-74-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-74-2/)

---

## მუხლი 75. გეოგრაფიული კოორდინატების რუკები და სიები

1. წინამდებარე ნაწილის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე სასაზღვრო ხაზები და 74-ე მუხლის შესაბამისად გავლებული დელიმიტაციის ხაზები უნდა აისახოს მათი მდებარეობის დადგენისთვის საკმარისი მასშტაბის ან მასშტაბების რუკებზე. შესაბამის შემთხვევაში, ასეთი გარე სასაზღვრო ხაზების ან დელიმიტაციის ხაზების ალტერნატიულად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერტილების გეოგრაფიული კოორდინატების სია, რომელიც აზუსტებს გეოდეზიურ მონაცემებს.

2. სანაპირო სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გამოაქვეყნოს ასეთი რუკები ან გეოგრაფიული კოორდინატების სიები და თითოეული ასეთი რუკის ან სიის ასლის დეპონირება უნდა მოახდინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-75-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-75-2/)

---

## მუხლი 76. კონტინენტური შელფის განსაზღვრება

1. სანაპირო სახელმწიფოს კონტინენტური შელფი მოიცავს ზღვის ფსკერსა და წიაღისეულს იმ წყალქვეშა რაიონებისა, რომლებიც ვრცელდება მისი ტერიტორიული ზღვის მიღმა მისი სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების მთელ სიგრძეზე კონტინენტური კიდის გარე საზღვრამდე, ან 200 საზღვაო მილის მანძილზე იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე, როდესაც კონტინენტური კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე.

2. სანაპირო სახელმწიფოს კონტინენტური შელფი არ უნდა გასცდეს მე-4 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საზღვრებს.

3. კონტინენტური კიდე მოიცავს სანაპირო სახელმწიფოს ხმელეთის მასივის წყალქვეშა გაგრძელებას და შედგება შელფის, ფერდობისა და აღმართის ზღვის ფსკერისა და წიაღისეულისგან, იგი არ მოიცავს ღრმა ოკეანის ფსკერს თავისი ოკეანური ქედებით ან მის წიაღისეულს.

4. (a) წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის, სანაპირო სახელმწიფო განსაზღვრავს კონტინენტური კიდის გარე საზღვარს ყველგან, სადაც ეს კიდე ვრცელდება ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელი საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილის მიღმა,

(i) ან მე-7 პუნქტის შესაბამისად გავლებული ხაზით, იმ უკიდურეს ფიქსირებულ წერტილებზე მითითებით, რომელთაგან თითოეულზე დანალექი ქანების სისქე არის ასეთი წერტილიდან კონტინენტური ფერდობის ფუძემდე უმოკლესი მანძილის სულ მცირე 1 პროცენტი; ან

(ii) მე-7 პუნქტის შესაბამისად გავლებული ხაზით, იმ ფიქსირებულ წერტილებზე მითითებით, რომლებიც მდებარეობს კონტინენტური ფერდობის ფუძიდან არაუმეტეს 60 საზღვაო მილის მანძილზე.

(b) საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობისას, კონტინენტური ფერდობის ფუძე განისაზღვრება, როგორც მის ფუძესთან დახრილობის მაქსიმალური ცვლილების წერტილი.

5. კონტინენტური შელფის გარე საზღვრების მე-4 პუნქტის (a) ქვეპუნქტის (i) და (ii) ქვეპუნქტების შესაბამისად ზღვის ფსკერზე გავლებული ხაზის შემადგენელი ფიქსირებული წერტილები ან არ უნდა აღემატებოდეს 350 საზღვაო მილს იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე, ან არ უნდა აღემატებოდეს 100 საზღვაო მილს 2500-მეტრიანი იზობათიდან, რომელიც წარმოადგენს 2500-მეტრიანი სიღრმის დამაკავშირებელ ხაზს.

6. მე-5 პუნქტის დებულებების მიუხედავად, წყალქვეშა ქედებზე კონტინენტური შელფის გარე საზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 350 საზღვაო მილს იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე. წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წყალქვეშა ამაღლებებზე, რომლებიც კონტინენტური კიდის ბუნებრივი კომპონენტებია, როგორიცაა მისი პლატოები, აღმართები, ქედები, წყალქვეშა სერები და შვერილები.

7. სანაპირო სახელმწიფომ თავისი კონტინენტური შელფის გარე საზღვრები, როდესაც ეს შელფი ვრცელდება ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელი საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილის მიღმა, უნდა განსაზღვროს არაუმეტეს 60 საზღვაო მილის სიგრძის სწორი ხაზებით, რომელიც აკავშირებს განედისა და გრძედის კოორდინატებით განსაზღვრულ ფიქსირებულ წერტილებს.

8. ინფორმაცია იმ კონტინენტური შელფის საზღვრების შესახებ, რომლებიც მდებარეობს ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელი საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილის მიღმა, სანაპირო სახელმწიფომ უნდა წარუდგინოს კონტინენტური შელფის საზღვრების კომისიას, რომელიც შექმნილია II დანართის შესაბამისად, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საფუძველზე. კომისიამ სანაპირო სახელმწიფოებს უნდა მისცეს რეკომენდაციები მათი კონტინენტური შელფის გარე საზღვრების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სანაპირო სახელმწიფოს მიერ ამ რეკომენდაციების საფუძველზე დადგენილი შელფის საზღვრები საბოლოო და სავალდებულოა.

9. სანაპირო სახელმწიფომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უნდა წარუდგინოს რუკები და შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის გეოდეზიური მონაცემები, რომლებიც მუდმივად აღწერენ მისი კონტინენტური შელფის გარე საზღვრებს. გენერალურმა მდივანმა სათანადოდ უნდა გამოაქვეყნოს ისინი.

10. წინამდებარე მუხლის დებულებები გავლენას არ ახდენს საპირისპირო ან მომიჯნავე სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის კონტინენტური შელფის დელიმიტაციის საკითხზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-76-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-76-2/)

---

## მუხლი 77. სანაპირო სახელმწიფოს უფლებები კონტინენტურ შელფზე

1. სანაპირო სახელმწიფო კონტინენტურ შელფზე ახორციელებს სუვერენულ უფლებებს მისი დაზვერვისა და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის მიზნით.

2. პირველ პუნქტში მითითებული უფლებები ექსკლუზიურია იმ გაგებით, რომ თუ სანაპირო სახელმწიფო არ ზვერავს კონტინენტურ შელფს ან არ ეწევა მისი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას, არავის შეუძლია ამ საქმიანობის განხორციელება სანაპირო სახელმწიფოს მკაფიო თანხმობის გარეშე.

3. სანაპირო სახელმწიფოს უფლებები კონტინენტურ შელფზე დამოკიდებული არ არის ეფექტურ თუ ნომინალურ ოკუპაციაზე ან აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პირდაპირ განცხადებაზე.

4. წინამდებარე ნაწილში მითითებული ბუნებრივი რესურსები შედგება ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის მინერალური და სხვა არაცოცხალი რესურსებისგან, ასევე – მჯდომარე სახეობებს მიკუთვნებული ცოცხალი ორგანიზმებისგან, ანუ ორგანიზმებისგან, რომლებიც იმ პერიოდში, როცა მათი რეწვა შესაძლებელია, ან უმოძრაოდ არიან ზღვის ფსკერზე ან მის ქვეშ, ან არ შეუძლიათ მოძრაობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუდმივ ფიზიკურ კონტაქტში არიან ზღვის ფსკერთან ან მის წიაღისეულთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-77-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-77-2/)

---

## მუხლი 78. ზედაპირული წყლებისა და საჰაერო სივრცის სამართლებრივი სტატუსი და სხვა სახელმწიფოების უფლებები და თავისუფლებები

1. სანაპირო სახელმწიფოს უფლებები კონტინენტურ შელფზე გავლენას არ ახდენს მის ზემოთ მდებარე წყლების ან ამ წყლების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცის სამართლებრივ სტატუსზე.

2. კონტინენტურ შელფზე სანაპირო სახელმწიფოს უფლებების განხორციელება არ უნდა არღვევდეს ან არ უნდა იწვევდეს რაიმე გაუმართლებელ ჩარევას ნაოსნობაში და სხვა სახელმწიფოების წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ სხვა უფლებებსა და თავისუფლებებში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-78-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-78-2/)

---

## მუხლი 79. კონტინენტურ შელფზე განთავსებული წყალქვეშა კაბელები და მილსადენები

1. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად, კონტინენტურ შელფზე გაიყვანოს წყალქვეშა კაბელები და მილსადენები.

2. კონტინენტური შელფის დაზვერვის მიზნით გონივრული ზომების მიღების, მისი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციისა და მილსადენებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის უფლების გათვალისწინებით, სანაპირო სახელმწიფოს არ შეუძლია ხელი შეუშალოს ასეთი კაბელების ან მილსადენების გაყვანას ან მოვლას.

3. კონტინენტურ შელფზე ასეთი მილსადენების გაყვანის მარშრუტის განსაზღვრა ექვემდებარება სანაპირო სახელმწიფოს თანხმობას.

4. წინამდებარე ნაწილში არაფერი ზღუდავს სანაპირო სახელმწიფოს უფლებას, დაადგინოს პირობები მის ტერიტორიაზე ან ტერიტორიულ ზღვაში შემსვლელი კაბელების ან მილსადენების მიმართ, ან მის იურისდიქციას მისი კონტინენტური შელფის დაზვერვასთან ან მისი რესურსების ექსპლუატაციასთან ან მისი იურისდიქციის ქვეშ არსებული ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და ნაგებობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით აგებულ ან გამოყენებულ კაბელებსა და მილსადენებზე.

5. წყალქვეშა კაბელების ან მილსადენების გაყვანისას, სახელმწიფოებმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ უკვე არსებულ კაბელებს ან მილსადენებს. განსაკუთრებით, არ უნდა შეილახოს არსებული კაბელების ან მილსადენების შეკეთების შესაძლებლობები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-79-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-79-2/)

---

## მუხლი 82. 200 საზღვაო მილის მიღმა კონტინენტური შელფის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გადახდები და შენატანები

1. სანაპირო სახელმწიფომ უნდა განახორციელოს გადახდები ან ნატურით შენატანები ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელი საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილის მიღმა კონტინენტური შელფის არაცოცხალი რესურსების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

2. გადახდები და შენატანები უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად ადგილზე წარმოების მიმართ ამ ადგილზე წარმოების პირველი ხუთი წლის შემდეგ. მეექვსე წლისთვის გადახდის ან შენატანის განაკვეთი უნდა იყოს ადგილზე წარმოების ღირებულების ან მოცულობის 1 პროცენტი. განაკვეთი უნდა გაიზარდოს 1 პროცენტით ყოველი მომდევნო წლისთვის მეთორმეტე წლამდე და ამის შემდეგ უნდა დარჩეს 7 პროცენტი. წარმოება არ მოიცავს ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამოყენებულ რესურსებს.

3. განვითარებადი სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს მის კონტინენტურ შელფზე მოპოვებული მინერალური რესურსის წმინდა იმპორტიორს, თავისუფლდება ასეთ მინერალურ რესურსთან დაკავშირებული ასეთი გადახდების ან შენატანების განხორციელებისგან.

4. გადახდები ან შენატანები უნდა განხორციელდეს ორგანოს მეშვეობით, რომელიც მან უნდა გაანაწილოს წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოებს შორის სამართლიანი განაწილების კრიტერიუმების საფუძველზე, განვითარებადი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი მათ შორის ყველაზე ნაკლებად განვითარებული და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-82-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-82-2/)

---

## მუხლი 83. კონტინენტური შელფის დელიმიტაცია მოპირდაპირე ან მომიჯნავე სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის

1. კონტინენტური შელფის დელიმიტაცია მოპირდაპირე ან მომიჯნავე სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის ხორციელდება შეთანხმებით, რომლის საფუძველია საერთაშორისო სამართალი, როგორც ეს მითითებულია მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 38-ე მუხლში, რათა მიღწეულ იქნეს სამართლიანი გადაწყვეტა.

2. თუ შეთანხმება გონივრულ დროში ვერ იქნება მიღწეული, შესაბამისმა სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ XV ნაწილში გათვალისწინებულ პროცედურებს.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების მოლოდინში, შესაბამისმა სახელმწიფოებმა, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით, ყველაფერი უნდა იღონოს პრაქტიკული ხასიათის დროებითი გარიგებების დასადებად და ამ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საფრთხე არ უნდა შეუქმნან ან ხელი არ უნდა შეუშალონ საბოლოო შეთანხმების მიღწევას. ასეთი ზომები გავლენას არ ახდენს საბოლოო დელიმიტაციაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სახელმწიფოებს შორის ძალაშია შეთანხმება, კონტინენტური შელფის დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გადაწყდეს ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-83-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-83-2/)

---

## მუხლი 84. გეოგრაფიული კოორდინატების რუკები და სიები

1. წინამდებარე ნაწილის გათვალისწინებით, კონტინენტური შელფის გარე საზღვრის ხაზები და 83-ე მუხლის შესაბამისად გავლებული დელიმიტაციის ხაზები უნდა აისახოს მათი მდებარეობის დადგენისთვის საკმარისი მასშტაბის ან მასშტაბების რუკებზე. შესაბამის შემთხვევაში, ასეთი გარე სასაზღვრო ხაზების ან დელიმიტაციის ხაზების ალტერნატიულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერტილების გეოგრაფიული კოორდინატების სია, რომელიც აზუსტებს გეოდეზიურ მონაცემებს.

2. სანაპირო სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გამოაქვეყნოს ასეთი რუკები ან გეოგრაფიული კოორდინატების სიები და თითოეული ასეთი რუკის ან სიის ასლის დეპონირება უნდა მოახდინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ხოლო კონტინენტური შელფის გარე საზღვრის ხაზების ამსახველი რუკების შემთხვევაში – ორგანოს გენერალურ მდივანთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-84-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-84-2/)

---

## მუხლი 85. გვირაბის გაყვანა

წინამდებარე ნაწილი არ ზღუდავს სანაპირო სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს წიაღისეულის ექსპლუატაცია გვირაბების გაყვანის გზით, წიაღისეულის ზემოთ არსებული წყლის სიღრმის მიუხედავად.

ნაწილი VII. ღია ზღვა

განყოფილება 1. ზოგადი დებულებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-85-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-85-2/)

---

## მუხლი 86. წინამდებარე ნაწილის დებულებების გამოყენება

წინამდებარე ნაწილის დებულებები ვრცელდება ზღვის ყველა იმ ნაწილზე, რომელიც არ შედის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა წყლებში, ან არქიპელაგური სახელმწიფოს არქიპელაგურ წყლებში. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს იმ თავისუფლებებს, რომლებითაც ყველა სახელმწიფო, 58-ე მუხლის შესაბამისად, სარგებლობს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-86-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-86-2/)

---

## მუხლი 87. ღია ზღვის თავისუფლება

1. ღია ზღვა ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის, იქნება ეს სანაპირო თუ ზღვაზე გასასვლელის არმქონე. ღია ზღვის თავისუფლება ხორციელდება წინამდებარე კონვენციითა და საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით დადგენილი პირობებით. ეს, როგორც სანაპირო, ასევე ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებისთვის, inter alia, მოიცავს:

(a) ნაოსნობის თავისუფლებას;

(b) გადაფრენის თავისუფლებას;

(c) წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების გაყვანის თავისუფლებას, VI ნაწილის შესაბამისად;

(d) ხელოვნური კუნძულებისა და საერთაშორისო სამართლით დაშვებული სხვა დანადგარების მშენებლობის თავისუფლებას, VI ნაწილის შესაბამისად;

(e) თევზჭერის თავისუფლებას, მე-2 ნაწილში მითითებული პირობების დაცვით;

(f) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას, VI და XIII ნაწილების შესაბამისად.

2. ეს თავისუფლებები ყველა სახელმწიფოს მიერ უნდა განხორციელდეს ღია ზღვის თავისუფლების განხორციელების მიმართ სხვა სახელმწიფოების მხრიდან არსებული ინტერესების სათანადო გათვალისწინებით, ასევე – რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული უფლებების სათანადო გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-87-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-87-2/)

---

## მუხლი 91. გემების ეროვნება

1. თითოეულმა სახელმწიფომ უნდა დაადგინოს გემებისთვის თავისი ეროვნების მინიჭების, თავის ტერიტორიაზე გემების რეგისტრაციისა და მისი დროშით ცურვის უფლების პირობები. გემებს აქვთ იმ სახელმწიფოს ეროვნება, რომლის დროშით ცურვის უფლებაც მათ აქვთ. სახელმწიფოსა და გემს შორის უნდა არსებობდეს რეალური კავშირი.

2. თითოეულმა სახელმწიფომ იმ გემების მიმართ, რომლებსაც მან მიანიჭა თავისი დროშით ცურვის უფლება, უნდა გასცეს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-91-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-91-2/)

---

## მუხლი 92. გემების სტატუსი

1. გემებმა უნდა იცურონ მხოლოდ ერთი სახელმწიფოს დროშით და, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან წინამდებარე კონვენციით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ღია ზღვაში ექვემდებარებიან მის ექსკლუზიურ იურისდიქციას. გემს არ შეუძლია დროშის შეცვლა რეისის დროს ან ნავსადგურში ყოფნისას, გარდა საკუთრების რეალური გადაცემის ან რეესტრის შეცვლის შემთხვევებისა.

2. გემი, რომელიც ორი ან მეტი სახელმწიფოს დროშით დაცურავს და რომელიც იყენებს მათ საჭიროების შესაბამისად, არ შეუძლია სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან მიმართებით მიუთითოს აღნიშნული ეროვნებებიდან რომელიმეზე, და შეიძლება გათანაბრდეს ეროვნების არმქონე გემთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-92-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-92-2/)

---

## მუხლი 93. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მისი სპეციალიზებული სააგენტოებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დროშით მცურავი გემები

ზემოთ მოცემული მუხლები გავლენას არ ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მისი სპეციალიზებული სააგენტოების ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალურ სამსახურში მყოფი გემების საკითხზე, რომლებიც ორგანიზაციის დროშით დაცურავენ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-93-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-93-2/)

---

## მუხლი 94. დროშის სახელმწიფოს მოვალეობები

1. თითოეულმა სახელმწიფომ თავისი დროშით მცურავ გემებზე ეფექტურად უნდა განახორციელოს თავისი იურისდიქცია და კონტროლი ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სოციალურ საკითხებში.

2. განსაკუთრებით, თითოეულმა სახელმწიფომ:

(a) უნდა აწარმოოს გემების რეესტრი, რომელიც შეიცავს თავისი დროშით მცურავი გემების სახელწოდებებსა და მონაცემებს, გარდა იმ გემებისა, რომლებიც, მათი მცირე ზომების გამო, გამორიცხულია ზოგადად მიღებული საერთაშორისო წესებიდან; და

(b) თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა განახორციელოს იურისდიქცია თავისი დროშით მცურავ თითოეულ გემზე და მის კაპიტანზე, ოფიცრებსა და ეკიპაჟზე გემთან დაკავშირებული ადმინისტრაციული, ტექნიკური და სოციალური საკითხების მიმართ.

3. თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთ ზომები თავისი დროშით მცურავი გემებისთვის, რომლებიც აუცილებელია ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, inter alia:

(a) გემების კონსტრუქციის, აღჭურვილობის და ზღვაოსნობაუნარიანობის მიმართ;

(b) გემების ეკიპაჟით დაკომპლექტების, შრომის პირობებისა და ეკიპაჟების მომზადების მიმართ, მოქმედი საერთაშორისო ინსტრუმენტების გათვალისწინებით;

(c) სიგნალების გამოყენების, კომუნიკაციების შენარჩუნების და შეჯახებების თავიდან აცილების მიმართ.

4. ასეთი ზომები უნდა მოიცავდეს შემდეგ ზომებს, რაც საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ:

(a) თითოეული გემი, რეგისტრაციამდე და შემდგომში შესაბამისი ინტერვალებით, შემოწმდეს გემების კვალიფიციური სურვეირის მიერ და ბორტზე ჰქონდეს ისეთი რუკები, საზღვაო პუბლიკაციები და სანაოსნო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები, რომლებიც შესაფერისია გემის უსაფრთხო ნაოსნობისთვის;

(b) თითოეულ გემს მართავდეს კაპიტანი და ოფიცრები, რომლებიც ფლობენ შესაბამის კვალიფიკაციას, განსაკუთებით, საზღვაო საქმეებში, ნაოსნობაში, კომუნიკაციებსა და საზღვაო ინჟინერიაში, და რომ ეკიპაჟის წევრები კვალიფიკაციითა და რაოდენობით შეესაბამებოდეს გემის ტიპს, ზომას, მანქანებსა და აღჭურვილობას;

(c) კაპიტანი, ოფიცრები და, რამდენადაც საჭიროა, ეკიპაჟი სრულად იცნობდნენ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის, შეჯახებების თავიდან აცილების, ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის, და რადიოკავშირის შენარჩუნების შესახებ მოქმედ საერთაშორისო ნორმებს და მოეთხოვებათ, რომ დაიცვან ისინი.

5. მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ზომების მიღებისას თითოეულ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ დაიცვას ზოგადად მიღებული საერთაშორისო ნორმები, პროცედურები და პრაქტიკა და გადადგას ნებისმიერი ის ნაბიჯი, რაც შეიძლება საჭირო იყოს მათი დაცვის უზრუნველსაყოფად.

6. სახელმწიფოს, რომელსაც აქვს მკაფიო საფუძველი ვარაუდისთვის, რომ გემთან დაკავშირებით სათანადო იურისდიქცია და კონტროლი არ განხორციელებულა, შეუძლია, რომ ფაქტების შესახებ აცნობოს დროშის სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე, დროშის სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს საკითხი და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ნებისმიერი საჭირო ზომა სიტუაციის გამოსასწორებლად.

7. თითოეულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამოძიების ჩატარება სათანადოდ კვალიფიციური პირის ან პირების მიერ ან მათ წინაშე ღია ზღვაში მომხდარი თითოეული საზღვაო ავარიის ან ნაოსნობის ინციდენტის შესახებ, რომელშიც ფიგურირებს თავისი დროშით მცურავი გემი და რომელიც იწვევს მეორე სახელმწიფოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას ან მათ სერიოზულ დაზიანებას ან სერიოზულ ზიანს აყენებს მეორე სახელმწიფოს გემებს ან დანადგარებს ან ზღვის გარემოს. დროშის სახელმწიფომ და მეორე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლონ ამ მეორე სახელმწიფოს მიერ ასეთი საზღვაო ავარიასთან ან ნაოსნობის ინციდენტთან დაკავშირებით ჩატარებულ ნებისმიერ გამოძიებაში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-94-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-94-2/)

---

## მუხლი 96. მხოლოდ სამთავრობო არაკომერციული მომსახურებისთვის გამოყენებული გემების იმუნიტეტი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ან მის მიერ ოპერირებულ და მხოლოდ სამთავრობო არაკომერციული მომსახურებისთვის გამოყენებულ გემებს, ღია ზღვაში აქვთ სრული იმუნიტეტი ნებისმიერი სახელმწიფოს, გარდა დროშის სახელმწიფოს, იურისდიქციისგან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-96-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-96-2/)

---

## მუხლი 97. სისხლის სამართლის იურისდიქცია შეჯახების ან ნაოსნობის სხვა ინციდენტის საკითხებში

1. ღია ზღვაში შეჯახების ან გემთან დაკავშირებული ნაოსნობის ნებისმიერი სხვა ინციდენტის შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს კაპიტნის ან გემზე მომსახურე ნებისმიერი სხვა პირის სისხლისსამართლებრივ ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ასეთი პირის მიმართ არ შეიძლება დაიწყოს სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური სამართალწარმოება, გარდა დროშის სახელმწიფოს ან იმ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე, რომლის მოქალაქეც არის ეს პირი.

2. დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ კაპიტნის სერტიფიკატის, კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან ლიცენზიის გამცემი სახელმწიფოა უფლებამოსილი, სათანადო სამართლებრივი პროცესის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მათი გაუქმების შესახებ, მაშინაც კი, თუ მფლობელი არ არის მათი გამცემი სახელმწიფოს მოქალაქე.

3. გემის დაპატიმრება ან დაკავება, თუნდაც საგამოძიებო ღონისძიების სახით, არ შეიძლება განხორციელდეს დროშის სახელმწიფოს ორგანოებისგან განსხვავებული რომელიმე ორგანოს ბრძანებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-97-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-97-2/)

---

## მუხლი 98. დახმარების გაწევის მოვალეობა

1. თითოეულმა სახელმწიფომ თავისი დროშით მცურავი გემის კაპიტანისგან უნდა მოითხოვოს, რამდენადაც მას შეუძლია ამის გაკეთება გემის, ეკიპაჟის ან მგზავრებისთვის სერიოზული საფრთხის გარეშე:

(a) დახმარება გაუწიოს ზღვაზე აღმოჩენილ ნებისმიერ პირს, რომელიც დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას;

(b) მაქსიმალური სისწრაფით გაემართოს გასაჭირში მყოფი პირების გადასარჩენად, თუ მას ეცნობება მათი დახმარების საჭიროების შესახებ, რამდენადაც ასეთი ქმედება მისგან გონივრულად მოსალოდნელია;

(c) შეჯახების შემდეგ დახმარება გაუწიოს სხვა გემს, მის ეკიპაჟს და მის მგზავრებს და, როდესაც შესაძლებელია, მეორე გემს აცნობოს თავისი გემის სახელწოდება, მისი მიწერის ნავსადგური და უახლოესი ნავსადგური, რომელშიც ის შევა.

2. თითოეულმა სანაპირო სახელმწიფომ, ზღვაზე და ზღვის ზემოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხელი უნდა შეუწყოს ადეკვატური და ეფექტური სამაშველო სამსახურის შექმნას, ფუნქციონირებას და შენარჩუნებას და, როდესაც გარემოებები ამას მოითხოვს, ამ მიზნით მეზობელ სახელმწიფოებთან ითანამშრომლოს რეგიონული ორმხრივი ღონისძიებების მეშვეობით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-98-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-98-2/)

---

## მუხლი 99. მონების გადაყვანის აკრძალვა

თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეფექტური ზომები თავისი დროშით ცურვის უფლების მქონე გემებით მონების გადაყვანის თავიდან ასაცილებლად და დასასჯელად და ამ მიზნით თავისი დროშის უკანონო გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ნებისმიერი მონა, რომელიც თავშესაფარს პოულობს ნებისმიერ გემზე, მიუხედავად მისი დროშისა, ipso facto თავისუფალია.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-99-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-99-2/)

---

## მუხლი 101. მეკობრეობის განმარტება

მეკობრეობა მოიცავს ნებისმიერ აქტს შემდეგი აქტებიდან:

(a) ძალადობის ან დაკავების ნებისმიერ უკანონო აქტს, ან ძარცვის ნებისმიერ აქტს, რომელიც ჩადენილია პირადი მიზნებისთვის კერძო გემის ან კერძო საფრენი აპარატის ეკიპაჟის ან მგზავრების მიერ და რომელიც მიმართულია:

(i) ღია ზღვაში – სხვა გემის ან საფრენი აპარატის წინააღმდეგ, ან ასეთ გემზე ან საფრენ აპარატში მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ;

(ii) ნებისმიერი სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა მყოფი გემის, საფრენი აპარატის, პირების ან ქონების წინააღმდეგ;

(b) გემის ან საფრენი აპარატის ექსპლუატაციაში ნებაყოფლობითი მონაწილეობის ნებისმიერ აქტს იმ ფაქტების ცოდნით, რომლებიც მას მეკობრულ გემად ან საფრენ აპარატად აქცევს;

(c) ნებისმიერ აქტს, რომელიც იწვევს (a) ან (b) ქვეპუნქტში მოცემული აქტის წაქეზებას ან განზრახ ხელშეწყობას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-101-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-101-2/)

---

## მუხლი 102. მეკობრეობა სამხედრო გემის, სამთავრობო გემის ან სამთავრობო საფრენი აპარატის მიერ, რომელთა ეკიპაჟიც აჯანყდა

101-ე მუხლით განსაზღვრული მეკობრეობის აქტები, რომლებიც ჩადენილია სამხედრო გემის, სამთავრობო გემის ან სამთავრობო საფრენი აპარატის მიერ, რომელთა ეკიპაჟიც აჯანყდა და კონტროლი დაამყარა გემზე ან საფრენ აპარატზე, უთანაბრდება კერძო გემის ან საფრენი აპარატის მიერ ჩადენილ აქტებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-102-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-102-2/)

---

## მუხლი 103. მეკობრული გემის ან საფრენი აპარატის განმარტება

გემი ან საფრენი აპარატი ითვლება მეკობრულ გემად ან საფრენ აპარატად, თუ დომინანტური კონტროლის პოზიციაში მყოფი პირების მიერ მისი გამოყენება განზრახულია 101-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი აქტის ჩასადენად. იგივე ეხება იმ შემთხვევასაც, თუ გემი ან საფრენი აპარატი გამოყენებულ იქნა ასეთი აქტის ჩასადენად, სანამ ის რჩება ამ აქტის ჩამდენი პირების კონტროლის ქვეშ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-103-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-103-2/)

---

## მუხლი 104. მეკობრული გემის ან საფრენი აპარატის ეროვნების შენარჩუნება ან დაკარგვა

გემს ან საფრენ აპარატს შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ეროვნებამ მიუხედავად იმისა, რომ ის მეკობრულ გემად ან საფრენ აპარატად იქცა. ეროვნების შენარჩუნება ან დაკარგვა განისაზღვრება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელიც საფუძვლად უდევს ასეთ ეროვნებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-104-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-104-2/)

---

## მუხლი 105. მეკობრული გემის ან საფრენი აპარატის დაკავება

ღია ზღვაში ან ნებისმიერი სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა ნებისმიერ სხვა ადგილას, ყოველ სახელმწიფოს შეუძლია მეკობრული გემის ან საფრენი აპარატის, ან მეკობრეობის შედეგად ხელში ჩაგდებული და მეკობრეების კონტროლის ქვეშ მყოფი გემის ან საფრენი აპარატის დაკავება, პირების დაპატიმრება და ბორტზე არსებული ქონების ჩამორთმევა. დაკავების განმახორციელებელი სახელმწიფოს სასამართლოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება დასაკისრებელი სასჯელების შესახებ და ასევე შეუძლიათ განსაზღვრონ გემების, საფრენი აპარატის ან ქონების მიმართ განსახორციელებელი მოქმედება, კეთილსინდისიერად მოქმედი მესამე მხარეების უფლებების გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-105-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-105-2/)

---

## მუხლი 106. პასუხისმგებლობა ადეკვატური საფუძვლის გარეშე დაკავებისთვის

თუ გემის ან საფრენი აპარატის დაკავება მეკობრეობის ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ადეკვატური საფუძვლის გარეშე, დამკავებელი სახელმწიფო დაკავებით გამოწვეული ნებისმიერი დანაკარგისთვის ან ზიანისთვის პასუხისმგებელია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომლის ეროვნებასაც ფლობს გემი ან საფრენი აპარატი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-106-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-106-2/)

---

## მუხლი 107. გემები და საფრენი აპარატები, რომლებსა შეუძლიათ დაკავება მეკობრეობის საფუძველზე

მეკობრეობის საფუძველზე დაკავება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სამხედრო გემების ან სამხედრო საფრენი აპარატების, ან სხვა გემების ან საფრენი აპარატების მიერ, რომლებიც მკაფიოდ აღნიშნული და იდენტიფიცირებადია, როგორც სამთავრობო სამსახურში მყოფები, და უფლებამოსილნი არიან ამ მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-107-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-107-2/)

---

## მუხლი 108. ნარკოტიკული საშუალებებით ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა

1. ყველა სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს ღია ზღვაში გემების მიერ საერთაშორისო კონვენციების საწინააღმდეგოდ ნარკოტიკული საშუალებებით და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთაში.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თავისი დროშით მცურავი გემი ჩართულია ნარკოტიკული საშუალებებით ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობაში, შეუძლია მოითხოვოს სხვა სახელმწიფოების თანამშრომლობა ასეთი ვაჭრობის აღკვეთის მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-108-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-108-2/)

---

## მუხლი 109. ღია ზღვიდან უნებართვო მაუწყებლობა

1. ყველა სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს ღია ზღვიდან უნებართვო მაუწყებლობის აღკვეთაში.

2. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის „უნებართვო მაუწყებლობა“ ნიშნავს ღია ზღვაში მყოფი გემიდან ან დანადგარიდან ფართო საზოგადოების მიერ მისაღებად გამიზნული ხმოვანი რადიო ან სატელევიზიო სიგნალების საერთაშორისო წესების საწინააღმდეგოდ გადაცემას, რაც არ მოიცავს საფრთხის შესახებ სიგნალების გადაცემას.

3. ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობს უნებართვო მაუწყებლობის განხორციელებაში, შეიძლება წარედგინოს:

(a) გემის დროშის სახელმწიფოს სასამართლოს;

(b) დანადგარის რეგისტრაციის სახელმწიფოს სასამართლოს;

(c) იმ სახელმწიფოს სასამართლოს, რომლის მოქალაქეც არის ეს პირი;

(d) ნებისმიერი სახელმწიფოს სასამართლოს, სადაც შესაძლებელია გადაცემების მიღება; ან

(e) ნებისმიერი სახელმწიფოს სასამართლოს, სადაც ნებადართული რადიოკავშირი განიცდის ჩარევას.

4. ღია ზღვაში, სახელმწიფოს, რომელსაც აქვს იურისდიქცია მე-3 პუნქტის შესაბამისად, 110-ე მუხლის დაცვით, შეუძლია დააპატიმროს უნებართვო მაუწყებლობაში მონაწილე ნებისმიერი პირი ან გემი, და ჩამოართვას მაუწყებლობის აპარატურა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-109-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-109-2/)

---

## მუხლი 110. შემოწმების უფლება

1. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩარევის აქტები გამომდინარეობს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებიდან, სამხედრო გემი, რომელიც ღია ზღვაში შეხვდება უცხო გემს, გარდა იმ გემისა, რომელიც სარგებლობს სრული იმუნიტეტით 95-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად, არ აქვს მისი შემოწმების უფლება, თუ არ არსებობს ეჭვის გონივრული საფუძველი, რომ:

(a) გემი ჩართულია მეკობრეობაში;

(b) გემი ჩართულია მონებით ვაჭრობაში;

(c) გემი ჩართულია უნებართვო მაუწყებლობაში და სამხედრო გემის დროშის სახელმწიფოს აქვს იურისდიქცია 109-ე მუხლის შესაბამისად;

(d) გემს არ აქვს ეროვნება; ან

(e) მიუხედავად იმისა, რომ ის დაცურავს უცხო ქვეყნის დროშით ან უარს ამბობს თავისი დროშის აღმართვაზე, გემი სინამდვილეში იმავე ეროვნებისაა, რა ეროვნებისაც არის სამხედრო გემი.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო გემს შეუძლია გადაამოწმოს გემის უფლება, იცუროს თავისი დროშით. ამ მიზნით, მას შეუძლია ოფიცრის მეთაურობით გაგზავნოს ნავი საეჭვო გემთან. თუ ეჭვი დოკუმენტების შემოწმების შემდეგაც რჩება, მას შეუძლია განაგრძოს დამატებითი შემოწმება გემის ბორტზე, რომელიც უნდა ჩატარდეს მაქსიმალური ყურადღებით.

3. თუ ეჭვები უსაფუძვლო აღმოჩნდება და, იმ პირობით, რომ ბორტზე ასვლის გზით შემოწმებულ გემს არ ჩაუდენია რაიმე ქმედება, რომელიც მათ გაამართლებდა, მას უნდა აუნაზღაურდეს ნებისმიერი დანაკარგი ან ზიანი, რომელიც შეიძლება მას განეცადა.

4. ეს დებულებები mutatis mutandis გამოიყენება სამხედრო საფრენი აპარატების მიმართ.

5. ეს დებულებები ასევე გამოიყენება ნებისმიერი სხვა სათანადოდ უფლებამოსილი გემების ან საფრენი აპარატების მიმართ, რომლებიც მკაფიოდ აღნიშნულია და იდენტიფიცირებადია, როგორც სამთავრობო სამსახურში მყოფები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-110-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-110-2/)

---

## მუხლი 111. ცხელ კვალზე დევნის უფლება

1. უცხო გემის ცხელ კვალზე დევნა შეიძლება განხორციელდეს მაშინ, როდესაც სანაპირო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ საფუძვლიანი მიზეზი ვარაუდისთვის, რომ გემმა დაარღვია ამ სახელმწიფოს კანონები და წესები. ასეთი დევნა უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც უცხოური გემი ან მისი ერთ-ერთი ნავი იმყოფება დევნის განმახორციელებელი სახელმწიფოს შიდა წყლებში, არქიპელაგურ წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში ან მიმდებარე ზონაში, და ტერიტორიული ზღვის ან მიმდებარე ზონის გარეთ შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დევნა არ შეწყვეტილა. არ არის აუცილებელი, რომ იმ დროს, როდესაც ტერიტორიულ ზღვაში ან მიმდებარე ზონაში მყოფი უცხო გემი მიიღებს გაჩერების ბრძანებას, ბრძანების გამცემი გემი ასევე იმყოფებოდეს ტერიტორიულ ზღვაში ან მიმდებარე ზონაში. თუ უცხო გემი იმყოფება 33-ე მუხლით განსაზღვრულ მიმდებარე ზონაში, დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა ის უფლებები, რომელთა დაცვისთვისაც შეიქმნა ეს ზონა.

2. ცხელ კვალზე დევნის უფლება mutatis mutandis გამოიყენება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე, მათ შორის, კონტინენტური შელფის დანადგარების გარშემო უსაფრთხოების ზონებში ჩადენილი სანაპირო სახელმწიფოს იმ კანონებისა და წესების დარღვევების მიმართ, რომლებიც წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მოქმედებს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე, მათ შორის, ასეთ უსაფრთხოების ზონებში.

3. ცხელ კვალზე დევნის უფლება წყდება მაშინვე, როგორც კი დევნის ქვეშ მყოფი გემი შევა თავისივე სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში.

4. ცხელ კვალზე დევნა არ ითვლება დაწყებულად, თუ დევნის განმახორციელებელი გემი ხელმისაწვდომი პრაქტიკული საშუალებებით არ დარწმუნდება, რომ დევნას დაქვემდებარებული გემი ან მისი ერთ-ერთი ნავი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად და დევნას დაქვემდებარებულ გემს იყენებენ მცურავ ბაზად, იმყოფება ტერიტორიული ზღვის ფარგლებში ან, შესაბამის შემთხვევაში, მიმდებარე ზონაში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტური შელფის ზემოთ. დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩერების შესახებ განხორციელდება ვიზუალური ან ხმოვანი სიგნალი ისეთ მანძილზე, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ უცხო გემმა დაინახოს ან გაიგოს იგი.

5. ცხელ კვალზე დევნის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სამხედრო გემების ან სამხედრო საფრენი აპარატების, ან სხვა გემების ან საფრენი აპარატების მიერ, რომლებიც მკაფიოდ აღნიშნულია და იდენტიფიცირებადია, როგორც სამთავრობო სამსახურში მყოფები და უფლებამოსილნი არიან ამ მიზნით.

6. საფრენი აპარატის მიერ ცხელ კვალზე დევნის განხორციელების შემთხვევაში:

(a) mutatis mutandis გამოიყენება პირველი – მე-4 პუნქტების დებულებები;

(b) გაჩერების ბრძანების გამცემმა საფრენმა აპარატმა თავად უნდა განახორციელოს გემის აქტიური დევნის პროცესი მანამ, სანამ დევნის გაგრძელების მიზნით არ მოვა ამ საფრენი აპარატის მიერ გამოძახებული სანაპირო სახელმწიფოს გემი ან სხვა საფრენი აპარატი, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საფრენ აპარატს თავად შეუძლია გემის დაპატიმრება. ტერიტორიული ზღვის გარეთ დაპატიმრების გამართლებისთვის საკმარისი არ არის, რომ საფრენმა აპარატმა უბრალოდ შენიშნა დარღვევის ჩამდენი ან დარღვევის სავარაუდოდ ჩამდენი გემი, თუ მის მიმართ არ გაიცა გაჩერების ბრძანება და არ დაედევნა თავად საფრენი აპარატი, ან სხვა საფრენი აპარატი, ან გემები, რომლებიც შეუფერხებლად აგრძელებენ დევნას.

7. სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში დაკავებული და კომპეტენტური ორგანოების წინაშე გამოძიების მიზნით ამ სახელმწიფოს ნავსადგურში ესკორტირებული გემის გათავისუფლება არ შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ გემი თავისი მოგზაურობის დროს ესკორტირებული იყო განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან ღია ზღვის ნაწილის გავლით, თუ გარემოებებმა ეს აუცილებელი გახადა.

8. თუ გემი გაჩერებულ ან დაპატიმრებულ იქნა ტერიტორიული ზღვის გარეთ ისეთ გარემოებებში, რომლებიც არ ამართლებს ცხელ კვალზე დევნის უფლების განხორციელებას, მას უნდა აუნაზღაურდეს ნებისმიერი დანაკარგი ან ზიანი, რომელიც შეიძლება ამით გამოწვეულიყო.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-111-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-111-2/)

---

## მუხლი 113. წყალქვეშა კაბელის ან მილსადენის გაწყვეტა ან დაზიანება

თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონები და ნორმები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავისი დროშით მცურავი გემის ან თავის იურისდიქციაში მყოფი პირის მიერ ღია ზღვის ქვეშ განთავსებული წყალქვეშა კაბელის განზრახ ან ბრალეული გაუფრთხილებლობით გაწყვეტა ან დაზიანება ისეთი ფორმით, რომელიც იწვევს ტელეგრაფიული ან სატელეფონო კომუნიკაციის შეწყვეტას ან შეფერხებას, და ანალოგიურად, წყალქვეშა მილსადენის ან მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაწყვეტა ან დაზიანება, არის დასჯადი სამართალდარღვევა. ეს დებულება ასევე ვრცელდება იმ ქმედებებზე, რომლებიც გათვლილია ასეთ გაწყვეტაზე ან დაზიანებაზე, ან სავარაუდოდ გამოიწვევს მათ. თუმცა, ის არ ვრცელდება იმ პირების მიერ გამოწვეულ ნებისმიერ გაწყვეტაზე ან დაზიანებაზე, რომლებიც მოქმედებდნენ მხოლოდ თავიანთი სიცოცხლის ან თავიანთი გემების გადარჩენის ლეგიტიმური მიზნით, მას შემდეგ, რაც მიიღეს ყველა საჭირო სიფრთხილის ზომა ასეთი გაწყვეტის ან დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-113-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-113-2/)

---

## მუხლი 114. წყალქვეშა კაბელის ან მილსადენის მესაკუთრეების მიერ სხვა წყალქვეშა კაბელის ან მილსადენის გაწყვეტა ან დაზიანება

თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონები და ნორმები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თუ თავის იურისდიქციაში მყოფი პირები, რომლებიც ღია ზღვის ქვეშ განთავსებული წყალქვეშა კაბელის ან მილსადენის მესაკუთრეები არიან, ამ კაბელის ან მილსადენის გაყვანის ან შეკეთებისას გამოიწვევს სხვა კაბელის ან მილსადენის გაწყვეტას ან დაზიანებას, ისინი დაფარავენ შეკეთების ხარჯებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-114-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-114-2/)

---

## მუხლი 115. წყალქვეშა კაბელის ან მილსადენის დაზიანების თავიდან აცილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონები და ნორმები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გემების მესაკუთრეები, რომლებსაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ წყალქვეშა კაბელის ან მილსადენის დაზიანების თავიდან ასაცილებლად შესწირეს ღუზა, ბადე ან სხვა სათევზაო აღჭურვილობა, კაბელის ან მილსადენის მესაკუთრის მიერ მიეცეთ ანაზღაურება იმ პირობით, რომ გემის მესაკუთრემ წინასწარ მიიღო სიფრთხილის ყველა გონივრული ზომა.

განყოფილება 2. ღია ზღვის ცოცხალი რესურსების შენარჩუნება და მართვა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-115-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-115-2/)

---

## მუხლი 116. ღია ზღვაში თევზჭერის უფლება

ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, თავიანთმა მოქალაქეებმა განახორციელონ ღია ზღვაში თევზჭერა:

(a) თავიანთი სახელშეკრულებო ვალდებულებების დაცვით;

(b) სანაპირო სახელმწიფოების უფლებების და მოვალეობების, ასევე, მათი ინტერესების დაცვით, რომლებიც გათვალისწინებულია, inter alia, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 64-ე – 67-ე მუხლებით; და

(c) წინამდებარე განყოფილების დებულებების დაცვით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-116-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-116-2/)

---

## მუხლი 117. სახელმწიფოების ვალდებულება, თავიანთი მოქალაქეების მიმართ მიიღონ ზომები ღია ზღვის ცოცხალი რესურსების შენარჩუნებისთვის

ყველა სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, თავიანთი შესაბამისი მოქალაქეებისთვის მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც შეიძლება აუცილებელი იყოს ღია ზღვის ცოცხალი რესურსების შენარჩუნებისთვის, ან სხვა სახელმწიფოებთან ითანამშრომლონ ასეთი ზომების მიღებაში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-117-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-117-2/)

---

## მუხლი 118. სახელმწიფოთა თანამშრომლობა ცოცხალი რესურსების შენარჩუნებისა და მართვის სფეროში

სახელმწიფოებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ ღია ზღვის არეალებში ცოცხალი რესურსების შენარჩუნებისა და მართვის საკითხებში. სახელმწიფოები, რომელთა მოქალაქეებიც ერთსა და იმავე არეალში ეწევიან იდენტური ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციას, ან სხვადასხვა ცოცხალ რესურსებს იმავე არეალში, უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები შესაბამისი ცოცხალი რესურსების შენარჩუნებისთვის საჭირო ზომების მიზნით. ამისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა ითანამშრომლონ სუბრეგიონალური ან რეგიონული თევზჭერის ორგანიზაციების დაფუძნების მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-118-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-118-2/)

---

## მუხლი 119. ღია ზღვების ცოცხალი რესურსების შენარჩუნება

1. ღია ზღვაში ცოცხალი რესურსების დასაშვები რეწვის განსაზღვრისა და სხვა შენარჩუნების ზომების დადგენისას, სახელმწიფოებმა უნდა:

(a) მიიღონ ზომები, რომლებიც, შესაბამისი სახელმწიფოებისთვის ხელმისაწვდომი საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე, მიზნად ისახავს მოპოვებული სახეობების პოპულაციების შენარჩუნებას ან აღდგენას ისეთ დონეზე, რომელსაც შეუძლია მაქსიმალურად მდგრადი მოსავლის წარმოება, შესაბამისი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, განვითარებადი სახელმწიფოების სპეციალური საჭიროებების ჩათვლით, და თევზჭერის სქემების, მარაგების ურთიერთდამოკიდებულებისა და ნებისმიერი ზოგადად რეკომენდებული საერთაშორისო მინიმალური სტანდარტის გათვალისწინებით, იქნება ეს სუბრეგიონული, რეგიონული თუ გლობალური;

(b) გაითვალისწინონ მოპოვებულ სახეობებთან ასოცირებულ ან მათზე დამოკიდებულ სახეობებზე ზემოქმედება, ასეთი ასოცირებული ან დამოკიდებული სახეობების პოპულაციების შენარჩუნების ან აღდგენის მიზნით იმ დონეებზე მაღლა, რომლებზეც მათ რეპროდუქციას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას.

2. ხელმისაწვდომი სამეცნიერო ინფორმაცია, რეწვისა და თევზჭერის ძალისხმევის სტატისტიკა და თევზის მარაგების შენარჩუნებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები რეგულარულად უნდა გადაიცეს და გაიცვალოს, საჭიროების შემთხვევაში, სუბრეგიონული, რეგიონული თუ გლობალური კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით და ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს მონაწილეობით.

3. დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შენარჩუნების ზომები და მათი განხორციელება არ იყოს ფორმალურად ან ფაქტობრივად დისკრიმინაციული რომელიმე სახელმწიფოს მეთევზეების მიმართ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-119-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-119-2/)

---

## მუხლი 121. კუნძულების რეჟიმი

1. კუნძული არის ხმელეთის ბუნებრივად წარმოქმნილი, წყლით გარშემორტყმული ტერიტორია, რომელიც მოქცევის დროს რჩება წყლის ზემოთ.

2. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კუნძულის ტერიტორიული ზღვა, მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი განისაზღვრება წინამდებარე კონვენციის დებულებებით, რომლებიც ვრცელდება სხვა სახმელეთო ტერიტორიაზე.

3. კლდეებს, რომლებსაც არ შეუძლია ადამიანთა დასახლების ან საკუთარი ეკონომიკური ცხოვრების შენარჩუნება, არ აქვს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა ან კონტინენტური შელფი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-121-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-121-2/)

---

## მუხლი 122. განმარტება

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის, „ჩაკეტილი ან ნახევრადჩაკეტილი ზღვა“ ნიშნავს ყურეს, აუზს ან ზღვას, რომელიც გარშემორტყმულია ორი ან მეტი სახელმწიფოთი და სხვა ზღვასთან ან ოკეანესთან დაკავშირებულია ვიწრო გასასვლელით ან რომელიც მთლიანად ან ძირითადად შედგება ორი ან მეტი სანაპირო სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვებისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონებისგან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-122-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-122-2/)

---

## მუხლი 123. ჩაკეტილი ან ნახევრადჩაკეტილი ზღვების მოსაზღვრე სახელმწიფოების თანამშრომლობა

ჩაკეტილი ან ნახევრადჩაკეტილი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული თავიანთი უფლებებით სარგებლობისა და თავიანთი მოვალეობების შესრულების საკითხებში. ამ მიზნით, პირდაპირ ან შესაბამისი რეგიონული ორგანიზაციის მეშვეობით, მათ უნდა ეცადონ:

(a) ზღვის ცოცხალი რესურსების მართვის, შენარჩუნების, დაზვერვისა და ექსპლუატაციის კოორდინაციას;

(b) ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების კოორდინაციას;

(c) თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკის კოორდინაციას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის არეალში სამეცნიერო-კვლევითი ერთობლივი პროგრამების განხორციელებას;

(d) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დაინტერესებული სახელმწიფოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვევას მათთან თანამშრომლობისთვის, წინამდებარე მუხლის დებულებების ხელშეწყობის მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-123-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-123-2/)

---

## მუხლი 124. ტერმინების გამოყენება

1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

(a) „ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელსაც არ აქვს ზღვის სანაპირო;

(b) „ტრანზიტის სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, ზღვის სანაპიროთი ან მის გარეშე, რომელიც მდებარეობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს და ზღვას შორის და რომლის ტერიტორიის გავლითაც გადის ტრანზიტული მოძრაობა;

(c) „ტრანზიტული მოძრაობა“ ნიშნავს პირთა, ბარგის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტს ერთი ან მეტი ტრანზიტის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც ასეთ ტერიტორიაზე გავლა, გადატვირთვის, დასაწყობების, ტვირთის პარტიების გაყოფის ან ტრანსპორტირების საშუალების შეცვლის ჩათვლით, ან მათ გარეშე, წარმოადგენს მხოლოდ ნაწილს იმ სრული მოგზაურობისა, რომელიც იწყება ან მთავრდება ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

(d) „სატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს:

(i) რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას, საზღვაო, ტბის და მდინარის სატრანსპორტო საშუალებებს და საგზაო სატრანსპორტო საშუალებებს;

(ii) როდესაც ადგილობრივი პირობები ამას მოითხოვს – მტვირთავებს და ტვირთის გადამზიდავ ცხოველებს.

2. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებსა და ტრანზიტის სახელმწიფოებს, მათ შორის შეთანხმებით, შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებებად ჩართონ მილსადენები და გაზსადენები, ასევე, პირველ პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებისგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-124-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-124-2/)

---

## მუხლი 125. ზღვაში ნაოსნობის უფლება და ტრანზიტის თავისუფლება

1. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს აქვთ ზღვაში ნაოსნობის უფლება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების, მათ შორის, ღია ზღვის თავისუფლებასთან და კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლებების, განხორციელების მიზნით. ამ მიზნით, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები ტრანზიტის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ყველა სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობენ ტრანზიტის თავისუფლებით.

2. ტრანზიტის თავისუფლების განხორციელების პირობები და წესები უნდა შეთანხმდეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებსა და შესაბამის ტრანზიტის სახელმწიფოებს შორის, ორმხრივი, სუბრეგიონული ან რეგიონული შეთანხმებების მეშვეობით.

3. ტრანზიტის სახელმწიფოებს თავიანთ ტერიტორიაზე თავიანთი სრული სუვერენიტეტის განხორციელებისას უფლება აქვთ მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებისთვის წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და შესაძლებლობები რაიმე ფორმით არ შელახავს თავიანთ ლეგიტიმურ ინტერესებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-125-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-125-2/)

---

## მუხლი 126. უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის დებულების გამოყენების გამორიცხვა

წინამდებარე კონვენციის დებულებები, აგრეთვე ზღვაში ნაოსნობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სპეციალური შეთანხმებები, რომლებიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ადგენენ უფლებებსა და შესაძლებლობებს, გამორიცხულია უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის დებულების მოქმედებიდან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-126-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-126-2/)

---

## მუხლი 127. იმპორტის გადასახდელები, გადასახადები და სხვა მოსაკრებლები

1. ტრანზიტული მოძრაობა არ ექვემდებარება რაიმე იმპორტის გადასახდელს, გადასახადს ან სხვა მოსაკრებლებს, გარდა ასეთ მოძრაობასთან დაკავშირებული კონკრეტული მომსახურებისთვის დაწესებული მოსაკრებლებისა.

2. ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალებები და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებისთვის განკუთვნილი და გამოყენებული სხვა საშუალებები არ ექვემდებარება გადასახადებს ან მოსაკრებლებს, რომლებიც აღემატება ტრანზიტის სახელმწიფოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისთვის დაწესებულ გადასახადებს ან მოსაკრებლებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-127-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-127-2/)

---

## მუხლი 128. თავისუფალი ზონები და სხვა საბაჟო შეღავათები

ტრანზიტული მოძრაობის ხელშეწყობისთვის ტრანზიტის სახელმწიფოების შესასვლელ და გასასვლელ ნავსადგურებში შეიძლება შეიქმნა თავისუფალი ზონები ან სხვა საბაჟო შეღავათები, ამ სახელმწიფოებსა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-128-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-128-2/)

---

## მუხლი 129. თანამშრომლობა სატრანსპორტო საშუალებების შექმნასა და გაუმჯობესებაში

იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის სახელმწიფოებში არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებები ტრანზიტის თავისუფლების განსახორციელებლად, ან თუ არსებული საშუალებები, მათ შორის, ნავსადგურის დანადგარები და აღჭურვილობა რაიმე თვალსაზრისით არაადეკვატურია, შესაბამის ტრანზიტის სახელმწიფოებსა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ ითანამშრომლონ მათ შექმნასა ან გაუმჯობესებაში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-129-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-129-2/)

---

## მუხლი 130. ზომები ტრანზიტული მოძრაობის დროს შეფერხებებისა და ტექნიკური ხასიათის სხვა სირთულეების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად

1. ტრანზიტის სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა ტრანზიტული მოძრაობის დროს თავიდან აიცილონ შეფერხებები ან ტექნიკური ხასიათის ან სხვა სირთულეები.

2. ასეთი შეფერხებების ან სირთულეების წარმოშობის შემთხვევაში ტრანზიტის სახელმწიფოების და ზღვაზე გასასვლელის არმქონე დაინტერესებული სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ მათი სწრაფად აღმოფხვრის მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-130-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-130-2/)

---

## მუხლი 132. უფრო მეტი სატრანზიტო შესაძლებლობების მინიჭება

წინამდებარე კონვენცია რაიმე ფორმით არ გულისხმობს სატრანზიტო შეღავათების გაუქმებას, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული, და რომლებიც შეთანხმებულია წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოებს შორის ან მინიჭებულია მხარე სახელმწიფოს მიერ. წინამდებარე კონვენცია ასევე არ გამორიცხავს მომავალში უფრო მეტი შეღავათების მინიჭებას.

ნაწილი XI. რაიონი

განყოფილება 1. ზოგადი დებულებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-132-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-132-2/)

---

## მუხლი 133. ტერმინთა გამოყენება

წინამდებარე ნაწილის მიზნებისათვის:

(a) „რესურსები“ ნიშნავს ყველა მყარ, თხევად ან აირისებრ მინერალურ რესურსს in situ რაიონში, ზღვის ფსკერზე ან მის ქვეშ, პოლიმეტალური კვანძების ჩათვლით;

(b) რაიონიდან ამოღებული რესურსები მოიხსენიება „მინერალებად“.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-133-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-133-2/)

---

## მუხლი 134. წინამდებარე ნაწილის მოქმედების სფერო

1. წინამდებარე ნაწილი ვრცელდება რაიონზე.

2. რაიონში საქმიანობა მოწესრიგებულია წინამდებარე ნაწილის დებულებებით.

3. პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული საზღვრების ამსახველი გეოგრაფიული კოორდინატების რუკების ან სიების წარდგენისა და საჯაროობის მოთხოვნები განსაზღვრულია VI ნაწილში.

4. წინამდებარე მუხლის რომელიმე დებულება არ მოქმედებს კონტინენტური შელფის გარე საზღვრების VI ნაწილის შესაბამისად დადგენაზე ან მოპირდაპირე ან მომიჯნავე სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებების ნამდვილობაზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-134-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-134-2/)

---

## მუხლი 135. რაიონის ზემოთ მდებარე წყლებისა და საჰაერო სივრცის სამართლებრივი სტატუსი

არც წინამდებარე ნაწილი და არც მის შესაბამისად მინიჭებული ან განხორციელებული უფლებები გავლენას არ ახდენს რაიონის ზემოთ მდებარე წყლების ან ამ წყლების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცის სამართლებრივ სტატუსზე.

განყოფილება 2. რაიონის მომწესრიგებელი პრინციპები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-135-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-135-2/)

---

## მუხლი 137. რაიონისა და მისი რესურსების სამართლებრივი სტატუსი

1. არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია პრეტენზიის გამოთქმა ან სუვერენიტეტის ან სუვერენული უფლებების განხორციელება რაიონის რომელიმე ნაწილზე ან მის რესურსებზე, და არცერთ სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არ შეუძლია მისი რომელიმე ნაწილის მითვისება. არცერთი ასეთი პრეტენზია ან სუვერენიტეტის ან სუვერენული უფლებების განხორციელება ან მითვისება არ იქნება აღიარებული.

2. რაიონის რესურსებზე ყველა უფლება ეკუთვნის მთელს კაცობრიობას, რომლის სახელითაც უნდა იმოქმედოს ორგანომ. ეს რესურსები არ ექვემდებარება გასხვისებას. თუმცა, რაიონიდან მოპოვებული მინერალების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე ნაწილისა და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

3. არცერთ სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არ აქვს უფლება განაცხადოს პრეტენზია, შეიძინოს ან განახორციელოს უფლებები რაიონში მოპოვებულ მინერალებთან დაკავშირებით, გარდა წინამდებარე ნაწილის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთი ასეთი პრეტენზია, შეძენა ან ასეთი უფლებების განხორციელება არ იქნება აღიარებული.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-137-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-137-2/)

---

## მუხლი 138. სახელმწიფოების ზოგადი ქცევა რაიონთან დაკავშირებით

სახელმწიფოების ზოგადი ქცევა რაიონთან დაკავშირებით უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე ნაწილის დებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში ასახულ პრინციპებს და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობის ინტერესებიდან გამომდინარე საერთაშორისო სამართლის სხვა წესებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-138-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-138-2/)

---

## მუხლი 139. შესრულების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ზიანისთვის

1. მხარე სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ, რომ რაიონში საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა მას მხარე სახელმწიფოები, სახელმწიფო საწარმოები ან ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ მხარე სახელმწიფოების მოქალაქეობა ან ეფექტურად კონტროლდებიან მათ ან მათი მოქალაქეების მიერ, განხორციელდეს წინამდებარე ნაწილის შესაბამისად. იგივე პასუხისმგებლობა ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებზე ამ ორგანიზაციების მიერ რაიონში განხორციელებულ საქმიანობაზე.

2. საერთაშორისო სამართლის წესებისა და III დანართის 22-ე მუხლისთვის ზიანის მიყენების გარეშე მხარე სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი იწვევს პასუხისმგებლობას. მხარე სახელმწიფოებს ან ერთობლივად მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეკისრებათ სოლიდარული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. თუმცა, მხარე სახელმწიფო არ იქნება პასუხისმგებელი წინამდებარე ნაწილის დაუცველობით გამოწვეული ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია იმ პირის მიერ, რომელიც მან დაასპონსორა 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ მხარე სახელმწიფომ მიიღო ყველა საჭირო და შესაბამისი ზომა ეფექტური შესრულების უზრუნველსაყოფად 153-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და III დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. საერთაშორისო ორგანიზაციების წევრმა მხარე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები წინამდებარე მუხლის ასეთი ორგანიზაციების მიმართ განხორციელების უზრუნველსაყოფად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-139-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-139-2/)

---

## მუხლი 140. კაცობრიობის სარგებელი

1. რაიონში საქმიანობა, როგორც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული წინამდებარე ნაწილით, უნდა განხორციელდეს მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ, სახელმწიფოების გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, იქნება ეს სანაპირო თუ ზღვაზე გასასვლელის არმქონე, და განვითარებადი სახელმწიფოების და იმ ხალხების ინტერესებისა და საჭიროებების განსაკუთრებით გათვალისწინებით, რომლებმაც არ მოუპოვებიათ სრული დამოუკიდებლობა ან სხვა თვითმმართველი სტატუსი, რომელიც აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციისა და გენერალური ასამბლეის სხვა შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად.

2. ორგანომ უნდა უზრუნველყოს რაიონში საქმიანობიდან მიღებული ფინანსური და სხვა ეკონომიკური სარგებლის სამართლიანი განაწილება ნებისმიერი შესაბამისი მექანიზმის მეშვეობით, არადისკრიმინაციულ საფუძველზე, 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-140-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-140-2/)

---

## მუხლი 141. რაიონის გამოყენება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის

რაიონი ღიაა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებისთვის ყველა სახელმწიფოს მიერ, იქნება ეს სანაპირო თუ ზღვაზე გასასვლელის არმქონე, დისკრიმინაციის გარეშე და წინამდებარე ნაწილის სხვა დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-141-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-141-2/)

---

## მუხლი 142. სანაპირო სახელმწიფოების უფლებები და ლეგიტიმური ინტერესები

1. რაიონში საქმიანობა რაიონში არსებული, ეროვნული იურისდიქციის საზღვრებს გარეთ მდებარე რესურსების საბადოებთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს ნებისმიერი სანაპირო სახელმწიფოს უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების სათანადო გათვალისწინებით, რომლის იურისდიქციაშიც მდებარეობს ასეთი საბადოები.

2. კონსულტაციები, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების სისტემა, უნდა შენარჩუნდეს შესაბამის სახელმწიფოსთან, ასეთი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით. იმ შემთხვევებში, როდესაც რაიონში საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ეროვნული იურისდიქციის ფარგლებში არსებული რესურსების ექსპლუატაცია, საჭიროა შესაბამისი სანაპირო სახელმწიფოს წინასწარი თანხმობა.

3. არც წინამდებარე ნაწილი და არც მის შესაბამისად მინიჭებული ან განხორციელებული უფლებები გავლენას არ ახდენს სანაპირო სახელმწიფოების უფლებებზე, მიიღონ XII ნაწილის შესაბამისი დებულებების თანმხვედრი ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს მათი სანაპირო ხაზის ან მასთან დაკავშირებული ინტერესებისათვის მძიმე და გარდაუვალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, როდესაც ეს გამოწვეულია დაბინძურებით ან მისი წარმოშობის საფრთხით, ან სხვა სახიფათო მოვლენებით, რომლებიც გამომდინარეობს რაიონში განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობიდან ან მის მიერ არის გამოწვეული.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-142-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-142-2/)

---

## მუხლი 143. საზღვაო სამეცნიერო კვლევა

1. რაიონში საზღვაო სამეცნიერო კვლევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის და მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ, XIII ნაწილის შესაბამისად.

2. ორგანოს შეუძლია, განახორციელოს საზღვაო სამეცნიერო კვლევა რაიონთან და მის რესურსებთან დაკავშირებით, და ამ მიზნით გააფორმოს ხელშეკრულებები. ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს და წაახალისოს საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარებას რაიონში და კოორდინაცია გაუწიოს და გაავრცელოს ასეთი კვლევისა და ანალიზის შედეგები, როდესაც ისინი ხელმისაწვდომია.

3. მხარე სახელმწიფოებს შეუძლიათ რაიონში განახორციელონ საზღვაო სამეცნიერო კვლევა. მხარე სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ საერთაშორისო თანამშრომლობას რაიონში საზღვაო სამეცნიერო კვლევის სფეროში:

(a) საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობითა და საზღვაო სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის წახალისებით სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანოს პერსონალს შორის;

(b) იმის უზრუნველყოფით, რომ პროგრამები შემუშავდება ორგანოს ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით განვითარებადი სახელმწიფოებისა და ტექნოლოგიურად ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინებით, რაც მიზნად ისახავს:

(i) მათი კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას;

(ii) მათი პერსონალისა და ორგანოს პერსონალის გადამზადებას კვლევის ტექნიკასა და გამოყენებაში;

(iii) მათი კვალიფიციური პერსონალის დასაქმების ხელშეწყობას რაიონში კვლევით საქმიანობაში;

(c) ორგანოს ან, შესაბამის შემთხვევაში, სხვა საერთაშორისო არხების მეშვეობით, კვლევისა და ანალიზის შედეგების ეფექტურად გავრცელებით, როდესაც ისინი ხელმისაწვდომია.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-143-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-143-2/)

---

## მუხლი 144. ტექნოლოგიების გადაცემა

1. ორგანომ, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, უნდა მიიღოს ზომები:

(a) რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო ცოდნის მოპოვების მიზნით; და

(b) განვითარებადი სახელმწიფოებისთვის ასეთი ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო ცოდნის გადაცემის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, რათა ყველა მხარე სახელმწიფომ ისარგებლოს ამით.

2. ამ მიზნით, ორგანომ და მხარე სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო ცოდნის გადაცემის ხელშეწყობის მიზნით, რათა საწარმომ და ყველა მხარე სახელმწიფომ ისარგებლონ ამით. განსაკუთრებით, მათ უნდა დაიწყონ და ხელი შეუწყონ:

(a) საწარმოსა და განვითარებადი სახელმწიფოებისთვის რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამებს, მათ შორის, inter alia, საწარმოსა და განვითარებადი სახელმწიფოების შესაბამის ტექნოლოგიაზე წვდომის გამარტივებას, სამართლიანი და გონივრული პირობებით;

(b) ზომებს, რომლებიც მიმართულია საწარმოს ტექნოლოგიებისა და განვითარებადი სახელმწიფოების ადგილობრივი ტექნოლოგიების განვითარებისკენ, განსაკუთრებით, შესაძლებლობების უზრუნველყოფით საწარმოსა და განვითარებადი სახელმწიფოების პერსონალისთვის საზღვაო მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში გადამზადებისა და რაიონში საქმიანობაში სრული მონაწილეობისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-144-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-144-2/)

---

## მუხლი 145. ზღვის გარემოს დაცვა

წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით, მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ზღვის გარემოს ეფექტური დაცვა ასეთი საქმიანობიდან გამომდინარე მავნე შედეგებისგან. ამ მიზნით ორგანომ უნდა მიიღოს შესაბამისი ნორმები, წესებსა და პროცედურები, inter alia:

(a) ზღვის გარემოს, მათ შორის, სანაპირო ხაზის, დაბინძურების და სხვა საფრთხეების, ასევე ზღვის გარემოს ეკოლოგიური ბალანსის დარღვევის თავიდან აცილებისთვის, შემცირებისა და კონტროლისთვის, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი საქმიანობის მავნე შედეგებისგან დაცვის საჭიროებას, როგორიცაა: ბურღვა, ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები, გათხრები, ნარჩენების გადაყრა, ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული დანადგარების, მილსადენების და სხვა მოწყობილობების მშენებლობა და ექსპლუატაცია ან მოვლა.

(b) რაიონის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და შენარჩუნებისთვის და ზღვის გარემოს ფლორისა და ფაუნის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-145-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-145-2/)

---

## მუხლი 146. ადამიანის სიცოცხლის დაცვა

რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით, ადამიანის სიცოცხლის ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად, მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები. ამ მიზნით, ორგანომ უნდა მიიღოს შესაბამისი ნორმები, წესები და პროცედურები, რათა შეავსოს არსებული საერთაშორისო სამართალი, როგორც ეს ასახულია შესაბამის ხელშეკრულებებში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-146-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-146-2/)

---

## მუხლი 147. რაიონსა და ზღვის გარემოში საქმიანობის კოორდინაცია

1. რაიონში საქმიანობა უნდა განხორციელდეს ზღვის გარემოში სხვა საქმიანობის გონივრული გათვალისწინებით.

2. რაიონში საქმიანობის განსახორციელებლად გამოყენებული დანადგარები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

(a) ასეთი დანადგარები უნდა აღიმართოს, განთავსდეს და მოიხსნას მხოლოდ წინამდებარე ნაწილის შესაბამისად და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების დაცვით. ასეთი დანადგარების აღმართვის, განთავსებისა და მოხსნის შესახებ უნდა გაიცეს სათანადო შეტყობინება და უნდა შენარჩუნდეს მათი არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი მუდმივი საშუალებები;

(b) ასეთი დანადგარები არ შეიძლება შეიქმნას იმ შემთხვევაში, თუ შეიძლება ხელი შეეშალოს აღიარებული საზღვაო დერეფნების გამოყენებას, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ნაოსნობისთვის, ან არ შეიძლება შეიქმნას ინტენსიური თევზჭერის საქმიანობის არეალებში;

(c) ასეთი დანადგარების გარშემო უნდა შეიქმნას უსაფრთხოების ზონები შესაბამისი მარკირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ნაოსნობის, ასევე დანადგარების უსაფრთხოება. ასეთი უსაფრთხოების ზონების კონფიგურაცია და მდებარეობა არ უნდა იყოს ისეთი, რომ შექმნას ზოლი, რომელიც ხელს შეუშლის გემების მართლზომიერ წვდომას კონკრეტულ საზღვაო ზონებზე ან საერთაშორისო საზღვაო დერეფნების გასწვრივ ნაოსნობას;

(d) ასეთი დანადგარები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის;

(e) ასეთი დანადგარები არ ფლობენ კუნძულების სტატუსი. მათ არ აქვთ საკუთარი ტერიტორიული ზღვა და მათი არსებობა გავლენას არ ახდენს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის დელიმიტაციაზე.

3. ზღვის გარემოში სხვა საქმიანობა უნდა განხორციელდეს რაიონში საქმიანობის გონივრული გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-147-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-147-2/)

---

## მუხლი 148. განვითარებადი სახელმწიფოების მონაწილეობა რაიონში განხორციელებულ საქმიანობაში

რაიონში განხორციელებულ საქმიანობაში განვითარებადი სახელმწიფოების ეფექტური მონაწილეობა უნდა წახალისდეს იმგვარად, როგორც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული წინამდებარე ნაწილით, მათი განსაკუთრებული ინტერესებისა და საჭიროებების სათანადო გათვალისწინებით, და განსაკუთრებით ამ სახელმწიფოებს შორის ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოების სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა გადაილახოს მათი არახელსაყრელი მდებარეობით გამოწვეული დაბრკოლებები, მათ შორის, რაიონიდან დაშორება და იქ მისვლისა ან გამოსვლის სირთულე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-148-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-148-2/)

---

## მუხლი 149. არქეოლოგიური და ისტორიული ობიექტები

რაიონში ნაპოვნი არქეოლოგიური და ისტორიული ხასიათის ყველა ობიექტი უნდა შეინახოს ან განადგურდეს მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წარმოშობის სახელმწიფოს ან ქვეყანას, ან კულტურული წარმოშობის სახელმწიფოს, ან ისტორიული და არქეოლოგიური წარმოშობის სახელმწიფოს უპირატეს უფლებებს.

განყოფილება 3. რაიონის რესურსების განვითარება

[https://legali.ge/law/7034431/muxli-149-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-149-2/)

---

## მუხლი 150. რაიონში საქმიანობის პოლიტიკა

რაიონში საქმიანობა, როგორც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული წინამდებარე ნაწილში, უნდა განხორციელდეს ისე, რომ წაახალისოს მსოფლიო ეკონომიკის ჯანსაღი განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებულ ზრდა, ასევე ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოების საერთო განვითარებისთვის და ქვემოთ ჩამოთვლილის უზრუნველყოფის მიზნით:

(a) რაიონის რესურსების განვითარება;

(b) რაიონის რესურსების მოწესრიგებული, უსაფრთხო და რაციონალური მართვა, მათ შორის, რაიონში საქმიანობის ეფექტური წარმართვა და, შენარჩუნების გონივრული პრინციპების შესაბამისად, ზედმეტი ნარჩენების თავიდან აცილება;

(c) ასეთ საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოება, განსაკუთრებით 144-ე და 148-ე მუხლების შესაბამისად;

(d) ორგანოს მიერ მიღებულ შემოსავლებში მონაწილეობა და ტექნოლოგიების გადაცემა საწარმოსა და განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით;

(e) რაიონიდან მოპოვებული მინერალების ხელმისაწვდომობის გაზრდა საჭიროებისამებრ, სხვა წყაროებიდან მოპოვებულ მინერალებთან ერთად, მომხმარებლებისთვის ასეთი მინერალებით მომარაგების უზრუნველსაყოფად;

(f) რაიონიდან და სხვა წყაროებიდან მოპოვებულ მინერალებზე მწარმოებლებისთვის მომგებიანი და სტაბილური და მომხმარებლებისთვის სამართლიანი ფასების ხელშეწყობა, და მიწოდებასა და მოთხოვნას შორის გრძელვადიანი წონასწორობის ხელშეწყობა;

(g) ყველა მხარე სახელმწიფოსთვის, მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების ან გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, შესაძლებლობების გაფართოება რაიონის რესურსების განვითარებაში მონაწილეობისა და რაიონში საქმიანობის მონოპოლიზაციის თავიდან აცილების მიზნით;

(h) განვითარებადი ქვეყნების დაცვა თავიანთ ეკონომიკაზე ან ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე უარყოფითი ზემოქმედებისგან, რაც გამოწვეულია შესაბამისი მინერალის ფასის ან ამ მინერალის ექსპორტის მოცულობის შემცირებით, იმდენად, რამდენადაც ასეთი შემცირება გამოწვეულია რაიონში საქმიანობით, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლით;

(i) საერთო მემკვიდრეობის განვითარება მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ;

(k) რაიონის რესურსებიდან წარმოებული მინერალების იმპორტისა და ასეთი მინერალებიდან წარმოებული საქონლის იმპორტის ბაზრებზე წვდომის პირობები არ უნდა იყოს უფრო ხელსაყრელი, ვიდრე სხვა წყაროებიდან იმპორტისთვის გამოყენებული ყველაზე ხელსაყრელი პირობები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-150-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-150-2/)

---

## მუხლი 151. წარმოების პოლიტიკა

1. (a) 150-ე მუხლში გათვალისწინებული მიზნებისთვის ზიანის მიყენების გარეშე და ხსენებული მუხლის (h) ქვეპუნქტის განხორციელების მიზნით, ორგანომ არსებული ფორუმების ან შესაბამისი ახალი ღონისძიებების ან შეთანხმებების მეშვეობით, რომლებშიც მონაწილეობს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, როგორც მწარმოებლები, ასევე მომხმარებლები, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები რაიონიდან მოპოვებული მინერალებიდან წარმოებული საქონლის ბაზრების ზრდის, ეფექტურობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად, მწარმოებლებისთვის მომგებიანი და მომხმარებლებისთვის სამართლიანი ფასებით. ყველა მხარე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს ამ მიზნით.

(b) ორგანოს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სასაქონლო კონფერენციაში, რომელიც ეხება ზემოხსენებულ საქონელს და რომელშიც მონაწილეობს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, როგორც მწარმოებლები, ასევე მომხმარებლები. ორგანოს უფლება აქვს, გახდეს ასეთი კონფერენციების შედეგად შექმნილი ნებისმიერი ღონისძიების მონაწილე ან შეთანხმების მხარე. ორგანოს მონაწილეობა ამ ღონისძიებების ან შეთანხმებების ფარგლებში შექმნილ ნებისმიერ ორგანოში უნდა უკავშირდებოდეს რაიონში წარმოებას და შეესაბამებოდეს ამ ორგანოების შესაბამის წესებს.

(c) ორგანომ წინამდებარე პუნქტში მითითებული მექანიზმებიდან ან შეთანხმებებიდან გამომდინარე თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს იმგვარად, რაც უზრუნველყოფს რაიონში შესაბამისი მინერალების ყველა წარმოების ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ განხორციელებას. ასეთ დროს, ორგანომ უნდა იმოქმედოს არსებული კონტრაქტებისა და საწარმოს დამტკიცებული სამუშაო გეგმების პირობების შესაბამისად.

2. (a) მე-3 პუნქტში მითითებული შუალედური პერიოდის განმავლობაში, კომერციული წარმოება არ უნდა განხორციელდეს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად მანამ, სანამ ოპერატორი არ მიმართავს და არ მიიღებს წარმოების ნებართვას ორგანოს მიერ. ასეთი წარმოების ნებართვის მოთხოვნა ან გაცემა არ შეიძლება სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კომერციული წარმოების დაგეგმილ დაწყებამდე ხუთ წელზე მეტი ხნით ადრე, თუ, პროექტის შემუშავების ხასიათისა და ვადების გათვალისწინებით, ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები არ განსაზღვრავს სხვა პერიოდს.

(b) წარმოების ნებართვის განაცხადში ოპერატორმა უნდა მიუთითოს ნიკელის წლიური რაოდენობა, რომლის მოპოვებაც მოსალოდნელია დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად. განაცხადში უნდა მიეთითოს ხარჯების გრაფიკი, რომელიც ოპერატორმა უნდა გადაიხადოს ნებართვის მიღების შემდეგ და რომელიც გონივრულად არის გამოთვლილი იმგვარად, რომ მას აძლევს კომერციული წარმოების დაგეგმილ თარიღში დაწყების საშუალებას.

(c) (a) და (b) ქვეპუნქტების მიზნებისათვის, ორგანომ უნდა დაადგინოს შესაბამისი შესრულების მოთხოვნები III დანართის მე-17 მუხლის შესაბამისად.

(d) ორგანომ უნდა გასცეს წარმოების ნებართვა მოთხოვნილი წარმოების დონისთვის, თუ ამ დონისა და უკვე ნებადართული დონეების ჯამი არ აღემატება ნიკელის წარმოების იმ ზღვარს, რომელიც გამოთვლილია მე-4 პუნქტის შესაბამისად იმ წლისთვის, როდესაც გაიცემა აღნიშნული ნებართვა – შუალედურ პერიოდში შემავალი დაგეგმილი წარმოების ნებისმიერი წლის განმავლობაში.

(e) გაცემის შემდეგ წარმოების ნებართვა და დაკმაყოფილებული განაცხადი ხდება დამტკიცებული სამუშაო გეგმის ნაწილი.

(f) თუ ოპერატორის განაცხადი წარმოების ნებართვაზე უარყოფილია (d) ქვეპუნქტის შესაბამისად, ოპერატორს შეუძლია ნებისმიერ დროს ხელახლა მიმართოს ორგანოს.

3. შუალედური პერიოდი იწყება იმ წლის 1 იანვრამდე ხუთი წლით ადრე, როდესაც დამტკიცებული სამუშაო გეგმის მიხედვით დაგეგმილია კომერციული წარმოების ყველაზე ადრეული დაწყება. თუ ყველაზე ადრეული კომერციული წარმოება გადაიდება თავდაპირველად დაგეგმილი წლის მიღმა, შუალედური პერიოდის დასაწყისი და წარმოების თავდაპირველად გამოთვლილი ზღვრული ლიმიტი უნდა შეიცვალოს შესაბამისად. შუალედური პერიოდი გრძელდება 25 წელი ან 155-ე მუხლში მითითებული მიმოხილვის კონფერენციის დასრულებამდე ან იმ დღემდე, როდესაც ძალაში შევა პირველ პუნქტში მითითებული ახალი ღონისძიებები ან შეთანხმებები, რომელიც უფრო ადრე მოხდება. ორგანოს კვლავ ექნება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება შუალედური პერიოდის დარჩენილი დროის განმავლობაში, თუ ამოიწურება აღნიშნული ღონისძიებების ან შეთანხმებების ვადა ან თუ რაიმე მიზეზით ისინი არაეფექტური გახდება.

4. (a) შუალედური პერიოდის ნებისმიერი წლის წარმოების ზღვარი შეადგენს შემდეგის ჯამს:

(i) სხვაობა ნიკელის მოხმარების ტენდენციის მრუდის მნიშვნელობებს შორის, როგორც ეს გამოითვლება (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ წლისთვის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ყველაზე ადრეული კომერციული წარმოების წელს, და იმ წლისთვის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს შუალედური პერიოდის დაწყების წელს; და

(ii) ნიკელის მოხმარების ტენდენციის მრუდის მნიშვნელობებს შორის სხვაობის სამოცი პროცენტი, როგორც ეს გამოითვლება (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ წლისთვის, რომლისთვისაც მოთხოვნილია წარმოების ნებართვა და იმ წლისთვის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ყველაზე ადრეული კომერციული წარმოების წელს.

(b) (a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის:

(i) ნიკელის წარმოების ზღვრის გამოსათვლელად გამოყენებული ტენდენციის მრუდის მნიშვნელობები არის ტენდენციის მრუდზე ნიკელის წლიური მოხმარების ის მნიშვნელობები, რომლებიც გამოითვლება იმ წლის განმავლობაში, როდესაც გაიცემა წარმოების ნებართვა. ტენდენციის მრუდი მიიღება ნიკელის ფაქტობრივი მოხმარების ლოგარითმების წრფივი რეგრესიიდან უახლესი 15-წლიანი პერიოდისთვის, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ასეთი მონაცემები, დრო კი დამოუკიდებელი ცვლადია. ეს ტენდენციის მრუდი მოიხსენიება, როგორც საწყისი ტენდენციის მრუდი;

(ii) თუ საწყისი ტენდენციის ხაზის წლიური ზრდის ტემპი 3 პროცენტზე ნაკლებია, მაშინ (a) ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობების დასადგენად გამოყენებული ტენდენციის მრუდი უნდა იყოს ისეთი, რომელიც საწყის ტენდენციის ხაზს გადაკვეთს შესაბამისი 15-წლიანი პერიოდის პირველი წლის მნიშვნელობაზე, და ყოველწლიურად გაიზრდება 3 პროცენტით; თუმცა, იმ პირობით, რომ შუალედური პერიოდის ნებისმიერი წლისთვის დადგენილი წარმოების ზღვარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს სხვაობას ამ წლის საწყისი ტენდენციის მრუდის მნიშვნელობასა და იმ წლის საწყისი ტენდენციის მრუდის მნიშვნელობას შორის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს შუალედური პერიოდის დაწყების წელს.

5. ორგანომ საწარმოს საწყისი წარმოებისთვის უნდა შეინახოს 38 000 მეტრული ტონა ნიკელის რაოდენობა მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი ხელმისაწვდომი წარმოების ზღვრიდან.

6. (a) ოპერატორს შეუძლია, რომ თავისი წარმოების ნებართვაში მითითებული პოლიმეტალური კვანძებიდან ნებისმიერ წელს აწარმოოს მინერალების წლიური წარმოების დონეზე ნაკლები ან 8%-მდე მეტი იმ პირობით, რომ წარმოების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნებართვაში მითითებულ დონეს. ნებისმიერ წელს 8%-ზე მეტი და 20%-მდე ნებისმიერი გადაჭარბება ან ნებისმიერი გადაჭარბება პირველ და მომდევნო წლებში, ორი ზედიზედ წლის შემდეგ, როდესაც გადაჭარბება მოხდა, ექვემდებარება მოლაპარაკებას ორგანოსთან, რომელმაც შეიძლება ოპერატორს მოსთხოვოს დამატებითი წარმოების ნებართვის მიღება დამატებითი წარმოების დასაფარად.

(b) ასეთი დამატებითი წარმოების ნებართვების განაცხადებს ორგანო განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებები მიღებული იქნება იმ ოპერატორების ყველა მიმდინარე განაცხადზე, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ წარმოების ნებართვები, და მას შემდეგ, რაც სათანადოდ იქნა გათვალისწინებული სხვა სავარაუდო განმცხადებლები. ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს იმ პრინციპით, რომ შუალედური პერიოდის არცერთ წელს არ უნდა მოხდეს წარმოების ზღვრით დაშვებული მთლიანი წარმოების გადაჭარბება. მან არ უნდა გასცეს ნებართვა რომელიმე სამუშაო გეგმის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს წელიწადში ნიკელის 46,500 მეტრულ ტონაზე მეტი რაოდენობით წარმოებას.

7. წარმოების ნებართვის შესაბამისად მიღებული პოლიმეტალური კვანძებიდან მოპოვებული სხვა ლითონების, როგორიცაა: სპილენძი, კობალტი და მანგანუმი, წარმოების დონეები არ უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე ის, რაც, წინამდებარე მუხლის შესაბამისად, წარმოებული იქნებოდა ოპერატორის მიერ ამ კვანძებიდან ნიკელის მაქსიმალური დონის წარმოების შემთხვევაში. ამ პუნქტის შესრულებისთვის, ორგანომ უნდა დაადგინოს ნორმები, წესები და პროცედურები III დანართის მე-17 მუხლის შესაბამისად.

8. უსამართლო ეკონომიკურ პრაქტიკასთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებებით, ვრცელდება რაიონის მინერალების დაზვერვასა და ექსპლუატაციაზე. ამ დებულებიდან წარმოშობილი დავების მოგვარებისას მხარე სახელმწიფოებმა, რომლებიც არიან ასეთი მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებების მხარეები, უნდა მიმართონ ასეთი შეთანხმებებით გათვალისწინებული დავის მოგვარების პროცედურებს.

9. ორგანოს აქვს უფლებამოსილება, შეზღუდოს რაიონიდან მინერალების წარმოების დონე, გარდა პოლიმეტალური კვანძებიდან მიღებული მინერალებისა, ისეთ პირობებში და ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორც ეს შეიძლება მიზანშეწონილი იყოს 161-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად წესების მიღებით.

10. საბჭოს რეკომენდაციით, რომელსაც საფუძვლად უდევს ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის რჩევა, ასამბლეამ უნდა შექმნას კომპენსაციის სისტემა ან მიიღოს ეკონომიკური ადაპტირების დახმარების სხვა ზომები, მათ შორის, სპეციალიზებულ სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რათა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც განიცდიან სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას თავიანთი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე ან ეკონომიკებზე, რაც გამოწვეულია შესაბამისი მინერალის ფასის ან ამ მინერალის ექსპორტის მოცულობის შემცირებით, იმდენად, რამდენადაც ასეთი შემცირება გამოწვეულია რაიონში საქმიანობით. ორგანომ, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს იმ სახელმწიფოების პრობლემების შესწავლა, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე სერიოზული ზეგავლენის ქვეშ მოექცევიან, რათა მოახდინოს მათ წინაშე არსებული სირთულეების მინიმიზაცია და დაეხმაროს მათ ეკონომიკურ ადაპტაციაში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-151-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-151-2/)

---

## მუხლი 152. ორგანოს მიერ უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება

1. ორგანომ თავი უნდა აარიდოს დისკრიმინაციას თავისი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებისას, მათ შორის, რაიონში საქმიანობის შესაძლებლობების მინიჭებისას.

2. მიუხედავად ამისა, დასაშვებია სპეციალური ყურადღების გამოჩენა განვითარებადი სახელმწიფოების მიმართ, მათ შორის, ასეთ სახელმწიფოებს შორის ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა, რაც კონკრეტულად გათვალისწინებულია წინამდებარე ნაწილით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-152-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-152-2/)

---

## მუხლი 153. დაზვერვისა და ექსპლუატაციის სისტემა

1. რაიონში საქმიანობას ორგანიზებას უწევს, ახორციელებს და აკონტროლებს ორგანო მთელი კაცობრიობის სახელით, წინამდებარე მუხლის, ასევე წინამდებარე ნაწილისა და შესაბამისი დანართების სხვა შესაბამისი დებულებებისა და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

2. რაიონში საქმიანობა უნდა განხორციელდეს მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით:

(a) საწარმოს მიერ, და

(b) ორგანოსთან თანამშრომლობით მხარე სახელმწიფოებისა ან სახელმწიფო საწარმოების ან, მხარე სახელმწიფოების მიერ სპონსორობის გაწევის შემთხვევაში – ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ, რომლებსაც აქვთ მხარე სახელმწიფოების მოქალაქეობა ან ეფექტურად კონტროლდებიან მათ ან მათი მოქალაქეების მიერ, ან ზემოაღნიშნულთა ნებისმიერი ჯგუფების მიერ, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე ნაწილში და III დანართში მოცემულ მოთხოვნებს.

3. რაიონში საქმიანობა უნდა განხორციელდეს ოფიციალური წერილობითი სამუშაო გეგმის შესაბამისად, რომელიც შედგენილია III დანართის შესაბამისად და დამტკიცებულია საბჭოს მიერ, იურიდიული და ტექნიკური კომისიის მიერ განხილვის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ რაიონში საქმიანობა ხორციელდება ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის მიხედვით, მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ, სამუშაო გეგმა, III დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად, უნდა იყოს კონტრაქტის სახით. ასეთი კონტრაქტები შეიძლება ითვალისწინებდეს ერთობლივ ღონისძიებებს III დანართის მე-11 მუხლის შესაბამისად.

4. ორგანომ რაიონში საქმიანობაზე უნდა განახორციელოს ისეთი კონტროლი, როგორიც საჭიროა წინამდებარე ნაწილისა და მასთან დაკავშირებული დანართების შესაბამის დებულებებთან, ასევე ორგანოს ნორმებთან, წესებთან და პროცედურებთან, ასევე მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ სამუშაო გეგმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მხარე სახელმწიფოები ორგანოს უნდა დაეხმარონ ყველა საჭირო ზომის მიღებაში ასეთი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 139-ე მუხლის შესაბამისად.

5. ორგანოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიიღოს წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დებულებების დაცვა და მასზე წინამდებარე ნაწილით ან ნებისმიერი კონტრაქტით მინიჭებული კონტროლისა და რეგულირების ფუნქციების განხორციელება. ორგანოს უფლება აქვს შეამოწმოს რაიონში არსებული ყველა დანადგარი, რომელიც გამოიყენება რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით.

6. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს მოქმედების ვადის გარანტიას. შესაბამისად, კონტრაქტი არ შეიძლება გადაიხედოს, შეჩერდეს ან შეწყდეს, გარდა III დანართის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-153-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-153-2/)

---

## მუხლი 154. პერიოდული მიმოხილვა

წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ასამბლეამ უნდა ჩაატაროს ზოგადი და სისტემატური მიმოხილვას იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებდა პრაქტიკაში რაიონის წინამდებარე კონვენციით დადგენილი საერთაშორისო რეჟიმი. ამ მიმოხილვის გათვალისწინებით, ასამბლეას შეუძლია მიიღოს, ან რეკომენდაცია გაუწიოს სხვა ორგანოებს, მიიღონ ზომები წინამდებარე ნაწილისა და მასთან დაკავშირებული დანართების დებულებებისა და პროცედურების შესაბამისად, რაც გამოიწვევს რეჟიმის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-154-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-154-2/)

---

## მუხლი 155. მიმოხილვის კონფერენცია

1. იმ წლის 1 იანვრიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, როდესაც იწყება ყველაზე ადრეული კომერციული წარმოება დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად, ასამბლეამ უნდა მოიწვიოს კონფერენცია წინამდებარე ნაწილისა და შესაბამისი დანართების იმ დებულებების განსახილველად, რომლებიც აწესრიგებს რაიონის რესურსების დაზვერვისა და ექსპლუატაციის სისტემას. ამ პერიოდში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მიმოხილვის კონფერენციამ დეტალურად უნდა განიხილოს:

(a) მიაღწიეს თუ არა წინამდებარე ნაწილის დებულებებმა, რომლებიც აწესრიგებენ რაიონის რესურსების დაზვერვისა და ექსპლუატაციის სისტემას, თავიანთ მიზნებს ყველა ასპექტში, მათ შორის, მოუტანეს თუ არა მათ სარგებელი მთელ კაცობრიობას;

(b) 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში, ეფექტურად და დაბალანსებულად იქნა თუ არა ექსპლუატირებული გამოყოფილი არეალები არაგამოყოფილ არეალებთან შედარებით;

(c) განხორციელდა თუ არა რაიონისა და მისი რესურსების განვითარება და გამოყენება ისე, რომ ხელი შეეწყო მსოფლიო ეკონომიკის ჯანსაღი განვითარებასა და საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებული ზრდისთვის;

(d) აღიკვეთა თუ არა რაიონში საქმიანობის მონოპოლიზაცია;

(e) განხორციელდა თუ არა 150-ე და 151-ე მუხლებში მოცემული პოლიტიკა; და

(f) გამოიწვია თუ არა სისტემამ შედეგად რაიონში საქმიანობიდან მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება, განვითარებადი სახელმწიფოების ინტერესებისა და საჭიროებების განსაკუთრებულად გათვალისწინებით.

2. მიმოხილვის კონფერენციამ უნდა უზრუნველყოს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის პრინციპის შენარჩუნება; ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით კი განვითარებადი სახელმწიფოების სასარგებლოდ რაიონის რესურსების სამართლიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის საერთაშორისო რეჟიმის შენარჩუნება და ორგანოს შენარჩუნება, რომელიც ორგანიზებას უწევს, წარმართავს და აკონტროლებს რაიონში საქმიანობას. მან ასევე უნდა უზრუნველყოს რაიონის ნებისმიერ ნაწილზე პრეტენზიების გამორიცხვასთან ან სუვერენიტეტის განხორციელებასთან, რაიონთან დაკავშირებით სახელმწიფოების უფლებებთან და მათ ზოგად ქცევასთან, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად რაიონში საქმიანობის განხორციელებაში მათ მონაწილეობასთან, რაიონში საქმიანობის მონოპოლიზაციის თავიდან აცილებასთან, რაიონის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებასთან, რაიონში საქმიანობის ეკონომიკურ ასპექტებთან, საზღვაო სამეცნიერო კვლევასთან, ტექნოლოგიების გადაცემასთან, ზღვის გარემოს დაცვასთან, ადამიანის სიცოცხლის დაცვასთან, სანაპირო სახელმწიფოების უფლებებთან, რაიონის თავზე მდებარე წყლებისა და ამ წყლების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცის სამართლებრივ სტატუსთან და რაიონში საქმიანობასა და ზღვის გარემოში სხვა საქმიანობას შორის კოორდინაციასთან დაკავშირებული პრინციპების დაცვა.

3. მიმოხილვის კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის გამოყენებადი პროცედურა უნდა იყოს იგივე, რაც გამოყენებულ იქნა საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს მესამე კონფერენციაზე. კონფერენციამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ნებისმიერ ცვლილებაზე შეთანხმებას მიაღწიოს კონსენსუსის გზით და ასეთ საკითხებზე არ უნდა გაიმართოს კენჭისყრა მანამ, სანამ კონსენსუსის მიღწევის ყველა მცდელობა არ იქნება ამოწურული.

4. თუ მისი დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, მიმოხილვის კონფერენციამ ვერ მიაღწია შეთანხმებას რაიონის რესურსების დაზვერვისა და ექსპლუატაციის სისტემაზე, მომდევნო 12 თვის განმავლობაში მას შეუძლია მხარე სახელმწიფოების სამი მეოთხედის უმრავლესობით მიიღოს და მხარე სახელმწიფოებს რატიფიკაციის ან შეერთებისთვის წარუდგინოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც შეცვლის სისტემას ან მოახდენს მის მოდიფიცირებას, როგორც ამას საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლის კონფერენცია. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა ყველა მხარე სახელმწიფოსთვის, მხარე სახელმწიფოების სამი მეოთხედის მიერ სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების დეპონირებიდან 12 თვის შემდეგ.

5. მიმოხილვის კონფერენციის მიერ წინამდებარე მუხლის შესაბამისად მიღებული ცვლილებები გავლენას არ მოახდენს არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძენილ უფლებებზე.

განყოფილება 4. ორგანო

ქვეგანყოფილება A. ზოგადი დებულებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-155-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-155-2/)

---

## მუხლი 156. ორგანოს დაფუძნება

1. ფუძნდება ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანო, რომელიც ფუნქციონირებს წინამდებარე ნაწილის შესაბამისად.

2. ყველა მხარე სახელმწიფო ipso facto ორგანოს წევრია.

3. საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს მესამე კონფერენციის დამკვირვებლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დასკვნით აქტს და რომლებიც არ არიან მოხსენიებულნი 305-ე მუხლის პირველი პუნქტის (c), (d), (e) ან (f) ქვეპუნქტებში, უფლება აქვთ, ორგანოში მონაწილეობა მიიღონ დამკვირვებლების სახით, მისი ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

4. ორგანოს ადგილსამყოფელია იამაიკა.

5. ორგანოს შეუძლია დააარსოს ისეთი რეგიონული ცენტრები ან ოფისები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის თავისი ფუნქციების განსახორციელებლად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-156-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-156-2/)

---

## მუხლი 157. ორგანოს ბუნება და ფუნდამენტური პრინციპები

1. ორგანო არის ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც მხარე სახელმწიფოებმა, წინამდებარე ნაწილის შესაბამისად, ორგანიზება უნდა გაუწიონ და გააკონტროლონ რაიონში საქმიანობა, განსაკუთრებით რაიონის რესურსების ადმინისტრირების მიზნით.

2. ორგანოს უფლებამოსილებები და ფუნქციები არის ის, რაც მას პირდაპირ აქვს მინიჭებული აქვს წინამდებარე კონვენციით. ორგანოს აქვს ისეთი ინციდენტური უფლებამოსილებები, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე კონვენციას, რომლებიც ნაგულისხმევია და აუცილებელია ამ უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებისთვის რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. ორგანო ეფუძნება მისი ყველა წევრის სუვერენული თანასწორობის პრინციპს.

4. ორგანოს ყველა წევრმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს მათ მიერ წინამდებარე ნაწილის შესაბამისად აღებული ვალდებულებები, რათა ყველა მათგანისთვის უზრუნველყოფილი იყოს წევრობიდან გამომდინარე უფლებები და სარგებელი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-157-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-157-2/)

---

## მუხლი 158. ორგანოს ორგანოები

1. ორგანოს ძირითად ორგანოებად ფუძნდება ასამბლეა, საბჭო და სამდივნო.

2. ფუძნდება საწარმო, ორგანო, რომლის მეშვეობითაც ორგანომ უნდა შეასრულოს 170-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფუნქციები.

3. წინამდებარე ნაწილის შესაბამისად, შეიძლება დაფუძნდეს დამხმარე ორგანოები, რომლებიც შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს.

4. ორგანოსა და საწარმოს თითოეული ძირითადი ორგანო პასუხისმგებელია მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებაზე. ასეთი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებისას თითოეულმა ორგანომ თავი უნდა აარიდოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებას, რამაც შეიძლება დაარღვიოს ან შეაფერხოს სხვა ორგანოსთვის მინიჭებული კონკრეტული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება.

ქვეგანყოფილება B. ასამბლეა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-158-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-158-2/)

---

## მუხლი 159. შემადგენლობა, პროცედურა და კენჭისყრა

1. ასამბლეა შედგება ორგანოს ყველა წევრისგან. თითოეულ წევრს ასამბლეაში ჰყავს ერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს შემცვლელი წევრები და მრჩევლები.

2. ასამბლეა იკრიბება რეგულარულ ყოველწლიურ სესიებზე და ისეთ სპეციალურ სესიებზე, რომელთა მოწვევა შეიძლება გადაწყვიტოს ასამბლეამ, ან მოიწვიოს გენერალურმა მდივანმა საბჭოს ან ორგანოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით.

3. სესიები უნდა ჩატარდეს ორგანოს ადგილსამყოფელში, თუ ასამბლეა სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

4. ასამბლეა იღებს თავის პროცედურის წესებს. ყოველი რეგულარული სესიის დასაწყისში იგი ირჩევს თავის პრეზიდენტს და, საჭიროებისამებრ, სხვა ოფიცრებს. ისინი თანამდებობას იკავებენ მანამ, სანამ შემდეგ რეგულარულ სესიაზე არ აირჩევიან ახალი პრეზიდენტი და სხვა ოფიცრები.

5. ასამბლეის წევრთა უმრავლესობა წარმოადგენს კვორუმს.

6. ასამბლეის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.

7. პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები, მათ შორის, გადაწყვეტილებები ასამბლეის სპეციალური სესიების მოწვევის შესახებ, მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების უმრავლესობით.

8. არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ორი მესამედის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს სესიაში მონაწილე წევრების უმრავლესობას. როდესაც საკითხი წამოიჭრება, არის თუ არა საკითხი არსებითი, ეს საკითხი განიხილება როგორც არსებითი, თუ ასამბლეა სხვაგვარად არ გადაწყვეტს არსებით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უმრავლესობით.

9. როდესაც არსებითი საკითხი პირველად დგება კენჭისყრაზე, პრეზიდენტს შეუძლია და, ასამბლეის წევრების სულ მცირე ერთი მეხუთედის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ საკითხზე კენჭისყრის საკითხი უნდა გადადოს არაუმეტეს ხუთი კალენდარული დღის ვადით. ეს წესი ნებისმიერ საკითხზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთხელ და არ უნდა იქნეს გამოყენებული ისე, რომ საკითხი გადაიდოს სესიის დასრულების შემდეგ.

10. პრეზიდენტისადმი გაგზავნილი და ორგანოს წევრების სულ მცირე ერთი მეოთხედის მიერ დასპონსორებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც მოთხოვნილია საკონსულტაციო მოსაზრება ასამბლეისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი წინადადების წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ, ასამბლეამ უნდა მიმართოს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ზღვის ფსკერის დავების პალატას აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსულტაციო მოსაზრების გაცემის მოთხოვნით და ასეთ წინადადებაზე კენჭისყრის გამართვა უნდა გადადოს პალატისგან საკონსულტაციო მოსაზრების მიღებამდე. თუ საკონსულტაციო მოსაზრება არ იქნება მიღებული იმ სესიის ბოლო კვირამდე, რომლის მიმდინარეობისას ის არის მოთხოვნილი, ასამბლეამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის შეიკრიბოს გადავადებულ წინადადებაზე კენჭისყრისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-159-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-159-2/)

---

## მუხლი 160. უფლებამოსილებები და ფუნქციები

1. ასამბლეა, როგორც ორგანოს ყველა წევრისგან შემდგარი ერთადერთი ორგანო, ითვლება ორგანოს უმაღლეს ორგანოდ, რომლის წინაშეც სხვა ძირითადი ორგანოები ანგარიშვალდებულნი არიან, როგორც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული წინამდებარე კონვენციით. ასამბლეას აქვს უფლებამოსილება, განსაზღვროს ზოგადი პოლიტიკა წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების დაცვით, ორგანოს კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

2. გარდა ამისა, ასამბლეის უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

(a) საბჭოს წევრების არჩევა 161-ე მუხლის შესაბამისად;

(b) გენერალური მდივნის არჩევა საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან;

(c) საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საწარმოს მმართველი საბჭოს წევრებისა და საწარმოს გენერალური დირექტორის არჩევა;

(d) ისეთი დამხმარე ორგანოების შექმნა, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის წინამდებარე ნაწილის შესაბამისად თავისი ფუნქციების განსახორციელებლად. ამ დამხმარე ორგანოების შემადგენლობაში სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპი და იმ წევრების განსაკუთრებული ინტერესები და საჭიროებები, რომლებიც კვალიფიციურები და კომპეტენტურები არიან ასეთი ორგანოების მიერ განსახილველ შესაბამის ტექნიკურ საკითხებში;

(e) ორგანოს ადმინისტრაციულ ბიუჯეტში წევრების შენატანების შეფასება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგულარული ბიუჯეტისთვის გამოყენებული შკალის საფუძველზე შეთანხმებული შეფასების შკალის შესაბამისად, მანამ, სანამ ორგანოს სხვა წყაროებიდან არ ექნება საკმარისი შემოსავალი ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად;

(f) (i) საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, იმ ნორმების, წესებისა და პროცედურების განხილვა და დამტკიცება, რომლებიც ეხება რაიონში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული ფინანსური და სხვა ეკონომიკური სარგებლის სამართლიან განაწილებას და 82-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებულ გადახდებსა და შენატანებს, იმ განვითარებადი სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესებისა და საჭიროებების განსაკუთრებულად გათვალისწინებით, რომლებმაც არ მიუღიათ სრული დამოუკიდებლობა ან სხვა თვითმმართველი სტატუსი. თუ ასამბლეა არ დაამტკიცებს საბჭოს რეკომენდაციებს, ასამბლეამ ისინი უნდა დაუბრუნოს საბჭოს ხელახლა განსახილველად, ასამბლეის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით;

(ii) საბჭოს მიერ 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (o) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ნორმების, წესებისა და პროცედურების, ასევე მათში ნებისმიერი ცვლილების განხილვა და დამტკიცება. ეს ნორმები, წესები და პროცედურები უნდა ეხებოდეს რაიონში საძიებო სამუშაოებს, დაზვერვასა და ექსპლუატაციას, ორგანოს ფინანსურ მართვას და შიდა ადმინისტრირებას და, საწარმოს მმართველი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ფინანსურის სახსრების გადარიცხვას საწარმოდან ორგანოსთვის;

(g) რაინში საქმიანობიდან მიღებული ფინანსური და სხვა ეკონომიკური სარგებლის სამართლიანი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, წინამდებარე კონვენციისა და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

(h) საბჭოს მიერ წარდგენილი ორგანოს წლიური ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება;

(i) საბჭოსა და საწარმოს პერიოდული ანგარიშებისა და საბჭოსგან ან ორგანოს ნებისმიერი სხვა ორგანოსგან მოთხოვნილი სპეციალური ანგარიშების განხილვა;

(j) კვლევების ინიცირება და რეკომენდაციების შემუშავება რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის პროგრესული განვითარებისა და მისი კოდიფიკაციის წახალისების მიზნით;

(k) რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის პრობლემების განხილვა, რომლებიც განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოებისთვის წარმოიშობა, ასევე სახელმწიფოებისთვის რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც გამოწვეულია მათი გეოგრაფიული მდებარეობით, განსაკუთრებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებისთვის;

(l) საბჭოს რეკომენდაციით, ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის რჩევის საფუძველზე, კომპენსაციის სისტემის შექმნა ან ეკონომიკური ადაპტირების დახმარების სხვა ზომების მიღება, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლის მე-10 პუნქტით;

(m) წევრობიდან გამომდინარე უფლებებისა და პრივილეგიების განხორციელების შეჩერება 185-ე მუხლის შესაბამისად;

(n) ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი საკითხის განხილვა და, ორგანოს ორგანოებს შორის უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განაწილების შესაბამისად, იმის გადაწყვეტა, თუ ორგანოს რომელმა ორგანომ უნდა განიხილოს ისეთი საკითხი, რომლის განხილვაც პირდაპირ არ აქვს განსაზღვრული კონკრეტულ ორგანოს.

ქვეგანყოფილება C. საბჭო

[https://legali.ge/law/7034431/muxli-160-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-160-2/)

---

## მუხლი 161. შემადგენლობა, პროცედურა და ხმის მიცემა

1. საბჭო შედგება ორგანოს 36 წევრისგან, რომლებსაც ასამბლეა ირჩევს შემდეგი თანმიმდევრობით:

(a) ოთხ წევრს იმ სახელმწიფოებიდან, რომლებთან მიმართებითაც ხელმისაწვდომია სტატისტიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მოიხმარეს მსოფლიო მოხმარების 2 პროცენტზე მეტი ან განახორციელეს რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიებიდან წარმოებული საქონლის მსოფლიო იმპორტის 2 პროცენტზე მეტი წმინდა იმპორტი, და, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპის (სოციალისტური) რეგიონიდან, ასევე ყველაზე დიდ მომხმარებელს;

(b) ოთხ წევრს რვა მონაწილე სახელმწიფოდან, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი ინვესტიციები რაიონში საქმიანობის მომზადებასა და განხორციელებაში, პირდაპირ ან თავიანთი მოქალაქეების მეშვეობით, მათ შორის, სულ მცირე ერთ სახელმწიფოს აღმოსავლეთ ევროპის (სოციალისტური) რეგიონიდან;

(c) ოთხ წევრს მხარე სახელმწიფოებიდან, რომლებიც თავიანთი იურისდიქციის ქვეშ მყოფ არეალებში წარმოების საფუძველზე არიან რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიების ძირითადი წმინდა ექსპორტიორები, მათ შორის, სულ მცირე, ორ განვითარებად სახელმწიფოს, რომელთა მიერ ასეთი მინერალების ექსპორტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მათ ეკონომიკაზე;

(d) ექვს წევრს განვითარებადი მხარე სახელმწიფოებიდან, რომლებიც წარმოადგენენ განსაკუთრებულ ინტერესებს. წარმოსადგენი განსაკუთრებული ინტერესები მოიცავს დიდი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოების, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ან გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოების, რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიების ძირითადი იმპორტიორი სახელმწიფოების, ასეთი მინერალების პოტენციურად მწარმოებელი სახელმწიფოების და ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების ინტერესებს;

(e) თვრამეტ წევრს, რომლებიც არჩეულია მთლიანად საბჭოში ადგილების სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების უზრუნველყოფის პრინციპის შესაბამისად, იმ პირობით, რომ თითოეულ გეოგრაფიულ რეგიონს ჰყავს წინამდებარე ქვეპუნქტის შესაბამისად არჩეული სულ მცირე ერთი წევრი. ამ მიზნით გეოგრაფიული რეგიონებია აფრიკა, აზია, აღმოსავლეთ ევროპა (სოციალისტური), ლათინური ამერიკა და დასავლეთ ევროპა და სხვები.

2. საბჭოს წევრების პირველი პუნქტის შესაბამისად არჩევისას ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს, რომ:

(a) ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოები წარმოდგენილნი არიან იმ ხარისხით, რაც გონივრულად პროპორციულია ასამბლეაში მათი წარმომადგენლობის ხარისხის;

(b) სანაპირო სახელმწიფოები, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ პირველი პუნქტის (a), (b), (c) ან (d) ქვეპუნქტების პირობებს, არიან იმ ხარისხით, რაც გონივრულად პროპორციულია ასამბლეაში მათი წარმომადგენლობის ხარისხის;

(c) საბჭოში წარმოსადგენი მხარე სახელმწიფოების თითოეული ჯგუფი წარმოდგენილია იმ წევრებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ნომინირებულნი არიან ამ ჯგუფის მიერ.

3. არჩევნები უნდა ჩატარდეს ასამბლეის რეგულარულ სესიებზე. საბჭოს თითოეული წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით. თუმცა, პირველ არჩევნებზე პირველ პუნქტში მითითებული თითოეული ჯგუფის წევრთა ერთი ნახევრის ვადა არის ორი წელი.

4. საბჭოს წევრებს აქვთ ხელახლა არჩევის უფლება, თუმცა, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს წევრთა როტაციის სასურველობას.

5. საბჭო ფუნქციონირებს ორგანოს ადგილსამყოფელზე და იკრიბება იმ სიხშირით, რასაც მოითხოვს ორგანოს საქმიანობა, მაგრამ არანაკლებ წელიწადში სამჯერ.

6. საბჭოს წევრთა უმრავლესობა შეადგენს კვორუმს.

7. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.

8. (a) პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების უმრავლესობით.

(b) შემდეგი დებულებებიდან გამომდინარე არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ორი მესამედის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს საბჭოს წევრების უმრავლესობას: 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (f), (g), (h), (i), (n), (p) და (v) ქვეპუნქტები; 191-ე მუხლი.

(c) შემდეგი დებულებებიდან გამომდინარე არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების სამი მეოთხედის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს საბჭოს წევრების უმრავლესობას: 162-ე მუხლის პირველი პუნქტი; 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (a), (b), (c), (d), (e), (l), (q), (r), (s), (t) და (u) ქვეპუნქტები – კონტრაქტორის ან სპონსორის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევებში; (w) ქვეპუნქტი – იმ პირობით, რომ მათ საფუძველზე გაცემული ბრძანებები შეიძლება იყოს სავალდებულო არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, თუ ისინი არ დადასტურდება (d) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით; 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (x); (y); (z) ქვეპუნქტები; 163-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 174-ე მუხლის მე-3 პუნქტი; IV დანართის მე-11 მუხლი.

(d) შემდეგი დებულებებიდან გამომდინარე არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით: 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (m) და (o) ქვეპუნქტები; XI ნაწილის ცვლილებების მიღება.

(e) (d), (f) და (g) ქვეპუნქტების მიზნებისათვის, „კონსენსუსი“ ნიშნავს რაიმე ფორმალური წინააღმდეგობის არარსებობას. საბჭოსთვის წინადადების წარდგენიდან 14 დღის განმავლობაში, საბჭოს პრეზიდენტი განსაზღვრავს, იქნება თუ არა ფორმალური წინააღმდეგობა წინადადების მიღებასთან დაკავშირებით. თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ ასეთი წინააღმდეგობა იქნება, პრეზიდენტმა, ასეთი გადაწყვეტილებიდან სამი დღის განმავლობაში უნდა შექმნას და მოიწვიოს საბჭოს არაუმეტეს ცხრა წევრისგან შემდგარი მორიგების კომიტეტი, პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, უთანხმოებების გადასაჭრელად და ისეთი წინადადების წარმოსადგენად, რომლის მიღება შესაძლებელია კონსენსუსით. კომიტეტმა უნდა იმუშაოს დაჩქარებულად და საბჭოს ანგარიში წარუდგინოს შექმნიდან 14 დღის განმავლობაში. თუ კომიტეტი ვერ შეძლებს ისეთი წინადადების წარდგენას, რომლის მიღება შესაძლებელია კონსენსუსით, მან თავის ანგარიშში უნდა მიუთითოს წინადადების მიმართ არსებული წინააღმდეგობის საფუძვლები.

(f) გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი და რომელთა მიღების უფლებამოსილებაც საბჭოს აქვს ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით; ან რომლებიც სხვაგვარად უნდა იქნეს მიღებული ნორმებში, წესებსა და პროცედურებში მითითებული წინამდებარე პუნქტის ქვეპუნქტების შესაბამისად; ან, თუ ისინი არ არის მითითებული მათში, მაშინ კონსენსუსით, საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ ეს შესაძლებელია.

(g) როდესაც საკითხი წამოიჭრება იმის შესახებ, ექცევა თუ არა საკითხი (a), (b), (c) ან (d) ქვეპუნქტებში, საკითხი განიხილება როგორც ამ ქვეპუნქტის ფარგლებში მოქცეული საკითხი, რომელიც მოითხოვს უფრო მაღალ ან უმაღლეს უმრავლესობას ან კონსენსუსს, შემთხვევის მიხედვით, თუ საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს აღნიშნული უმრავლესობით ან კონსენსუსით.

9. საბჭომ უნდა დაადგინოს პროცედურა, რომლის მიხედვითაც ორგანოს წევრს, რომელიც არ არის წარმოდგენილი საბჭოში, შეუძლია გაგზავნოს წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, როდესაც ასეთი წევრი მოითხოვს ამას, ან როდესაც განიხილება საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მასზე. ასეთ წარმომადგენელს აქვს განხილვებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ არ აქვს ხმის მიცემის უფლება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-161-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-161-2/)

---

## მუხლი 162. უფლებამოსილებები და ფუნქციები

1. საბჭო არის ორგანოს აღმასრულებელი ორგანო. საბჭოს აქვს უფლებამოსილება, წინამდებარე კონვენციისა და ასამბლეის მიერ დადგენილი ზოგადი პოლიტიკის შესაბამისად, დაადგინოს კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც უნდა გაატაროს ორგანომ ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

2. გარდა ამისა, საბჭომ:

(a) უნდა განახორციელოს ზედამხედველობა და კოორდინაცია წინამდებარე ნაწილის დებულებების აღსრულებაზე ორგანოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე და ასამბლეის ყურადღება მიაპყროს შეუსრულებლობის შემთხვევებზე;

(b) ასამბლეას უნდა წარუდგინოს კანდიდატთა სია გენერალური მდივნის არჩევნებისთვის;

(c) ასამბლეას უნდა წარუდგინოს კანდიდატები საწარმოს მმართველი საბჭოს წევრებისა და საწარმოს გენერალური დირექტორის არჩევნებისთვის;

(d) საჭიროებისამებრ, და ეკონომიურობისა და ეფექტიანობის სათანადო გათვალისწინებით, უნდა შექმნას ისეთი დამხმარე ორგანოები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის წინამდებარე ნაწილის შესაბამისად თავისი ფუნქციების განსახორციელებლად. დამხმარე ორგანოების შემადგენლობისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ წევრების საჭიროებაზე, რომლებიც კვალიფიციურები და კომპეტენტურები არიან ამ ორგანოების მიერ განხილულ შესაბამის ტექნიკურ საკითხებში, იმ პირობით, რომ სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპი და განსაკუთრებული ინტერესები;

(e) უნდა მიიღოს თავისი პროცედურის ნორმები, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის მეთოდი;

(f) ორგანოს სახელით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასამბლეის მიერ დამტკიცების პირობით, უნდა დადოს შეთანხმებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

(g) უნდა განიხილოს საწარმოს ანგარიშები და რეკომენდაციებთან ერთად გაუგზავნოს ისინი ასამბლეას;

(h) ასამბლეას უნდა წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიშები და ისეთი სპეციალური ანგარიშები, რომლებიც შეიძლება ასამბლეამ მოითხოვოს;

(i) საწარმოს მიმართ უნდა გასცეს დირექტივები 170-ე მუხლის შესაბამისად;

(j) უნდა დაამტკიცოს სამუშაო გეგმები III დანართის მე-6 მუხლის შესაბამისად. საბჭომ თითოეულ სამუშაო გეგმაზე რეაგირება უნდა მოახდინოს საბჭოს სხდომაზე იურიდიული და ტექნიკური კომისიის მიერ წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში შემდეგი პროცედურების შესაბამისად:

(i) თუ კომისია რეკომენდაციას უწევს სამუშაო გეგმის დამტკიცებას, იგი უნდა ჩაითვალოს საბჭოს მიერ დამტკიცებულად, თუ საბჭოს არცერთი წევრი 14 დღის განმავლობაში წერილობით არ წარუდგენს პრეზიდენტს კონკრეტულ წინააღმდეგობას, რომელიც ამტკიცებს III დანართის მე-6 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობას. წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება 161-ე მუხლის მე-8 პუნქტის (e) ქვეპუნქტში მითითებული მორიგების პროცედურა. თუ მორიგების პროცედურის დასრულების შემდეგ წინააღმდეგობა კვლავ ძალაში რჩება, სამუშაო გეგმა უნდა ჩაითვალოს საბჭოს მიერ დამტკიცებულად, თუ საბჭო არ უარყოფს მას წევრებს შორის კონსენსუსით, იმ სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოების გამოკლებით, რომლებმაც წარადგინეს განაცხადი ან ასპონსორებენ განმცხადებელს;

(ii) თუ კომისია რეკომენდაციას უწევს სამუშაო გეგმის უარყოფას ან არ გასცემს რეკომენდაციას, საბჭოს შეუძლია სამუშაო გეგმა დაამტკიცოს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების სამი მეოთხედის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს სესიაში მონაწილე წევრების უმრავლესობას;

(k) უნდა დაამტკიცოს საწარმოს მიერ წარდგენილი სამუშაო გეგმები IV დანართის მე-12 მუხლის შესაბამისად, (j) ქვეპუნქტში მითითებული პროცედურების mutatis mutandis გამოყენებით;

(l) უნდა განახორციელოს კონტროლი რაიონში განხორციელებულ საქმიანობაზე 153-ე მუხლის მე-4 პუნქტის და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

(m) ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის რეკომენდაციით, 150-ე მუხლის (h) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი და შესაბამისი ზომები მასში მითითებული უარყოფითი ეკონომიკური შედეგებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად;

(n) ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის რჩევის საფუძველზე, ასამბლეას უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები კომპენსაციის სისტემის ან ეკონომიკური ადაპტირების დახმარების სხვა ზომების შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლის მე-10 პუნქტით;

(o) (i) ასამბლეას უნდა გაუწიოს რეკომენდაცია ნორმების, წესებისა და პროცედურების შესახებ რაიონში საქმიანობიდან მიღებული ფინანსური და სხვა ეკონომიკური სარგებლის სამართლიანი განაწილებისა და 82-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული გადახდებისა და შენატანების თაობაზე, იმ განვითარებადი სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესებისა და საჭიროებების განსაკუთრებული გათვალისწინებით, რომლებმაც არ მიუღია სრული დამოუკიდებლობა ან სხვა თვითმმართველი სტატუსი;

(ii) ასამბლეის მიერ დამტკიცებამდე, დროებით უნდა დაამტკიცოს და გამოიყენოს ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები და მათი ნებისმიერი ცვლილება, იურიდიული და ტექნიკური კომისიის ან სხვა ქვემდგომი ორგანოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. ეს ნორმები, წესები და პროცედურები უნდა ეხებოდეს რაიონში საძიებო სამუშაოებს, დაზვერვასა და ექსპლუატაციას, ასევე – ორგანოს ფინანსურ მართვასა და შიდა ადმინისტრირებას. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პოლიმეტალური კვანძების დაზვერვისა და ექსპლუატაციის ნორმების, წესებისა და პროცედურების მიღებას. პოლიმეტალური კვანძებისგან განსხვავებული ნებისმიერი რესურსის დაზვერვისა და ექსპლუატაციის ნორმები, წესები და პროცედურები მიღებულ უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში ორგანოსთვის მისი რომელიმე წევრის მიერ ასეთი რესურსის მიმართ ასეთი ნორმების, წესებისა და პროცედურების მიღების მოთხოვნის დღიდან. ყველა ნორმა, წესი და პროცედურა დროებით ძალაში უნდა დარჩეს ასამბლეის მიერ დამტკიცებამდე ან, ასამბლეის მიერ გამოთქმული ნებისმიერი შეხედულების გათვალისწინებით, საბჭოს მიერ ცვლილებების შეტანამდე;

(p) უნდა მიმოიხილოს წინამდებარე ნაწილის შესაბამისად ოპერაციებთან დაკავშირებით ორგანოს მიერ გადასახდელი ან ორგანოსთვის გადასახდელი ყველა თანხის მიღება;

(q) უნდა განახორციელოს შერჩევა იმ განმცხადებლებს შორის, რომლებსაც მოთხოვნილი აქვთ წარმოების ნებართვები III დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ ასეთი შერჩევა გათვალისწინებულია ამ დებულებით;

(r) ასამბლეას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს ორგანოს წლიური ბიუჯეტის პროექტი;

(s) ასამბლეას უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები ორგანოს კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკის შესახებ;

(t) ასამბლეას უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები 185-ე მუხლის შესაბამისად წევრობის უფლებებისა და პრივილეგიების განხორციელების შეჩერების შესახებ

(u) შეუსრულებლობის შემთხვევებში ორგანოს სახელით, ზღვის ფსკერის დავების პალატაში უნდა დაიწყოს სამართალწარმოება;

(v) ასამბლეას უნდა აცნობოს ზღვის ფსკერის დავების პალატის მიერ (u) ქვეპუნქტის შესაბამისად დაწყებული საქმისწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და შეიმუშავოს ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელსაც იგი მიზანშეწონილად ჩათვლის გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით;

(w) უნდა გასცეს საგანგებო ბრძანებები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ბრძანებებს ოპერაციების შეჩერების ან ადაპტირების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზღვის გარემოსთვის რაიონში საქმიანობით გამოწვეული სერიოზული ზიანის მიყენება;

(x) არ უნდა დაამტკიცოს არეალები კონტრაქტორების ან საწარმოს მიერ ექსპლუატაციისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც არსებითი მტკიცებულებები მიუთითებს ზღვის გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენების რისკზე;

(y) უნდა შექმნას დამხმარე ორგანოს ფინანსური ნორმების, წესებისა და პროცედურების პროექტების შემუშავებისთვის, რომლებიც ეხება:

(i) ფინანსურ მართვას 171-ე – 175-ე მუხლების შესაბამისად; და

(ii) ფინანსურ შეთანხმებებს III დანართის მე-13 მუხლისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად;

(z) უნდა შექმნას შესაბამისი მექანიზმები ინსპექტორთა პერსონალის ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობისთვის, რომლებმაც უნდა შეამოწმონ რაიონში საქმიანობა, რათა დაადგინონ, დაცულია თუ არა წინამდებარე ნაწილი, ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები, ასევე, ორგანოსთან დადებული ნებისმიერი კონტრაქტის პირობები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-162-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-162-2/)

---

## მუხლი 163. საბჭოს ორგანოები

1. იქმნება საბჭოს შემდეგი ორგანოები:

(a) ეკონომიკური დაგეგმვის კომისია;

(b) იურიდიული და ტექნიკური კომისია.

2. თითოეული კომისია შედგება 15 წევრისგან, რომლებსაც საბჭო ირჩევს მხარე სახელმწიფოების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს ნებისმიერი კომისიის ზომის გაზრდა, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. კომისიის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია ამ კომისიის კომპეტენციის სფეროში. მხარე სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ კანდიდატები, რომლებსაც აქვთ კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტები, შესაბამის სფეროებში კვალიფიკაციასთან ერთად, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიების ფუნქციების ეფექტური განხორციელება.

4. კომისიების წევრების არჩევისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სამართლიანი გეოგრაფიული განაწილებისა და განსაკუთრებული ინტერესების წარმომადგენლობის აუცილებლობა.

5. არცერთ მხარე სახელმწიფოს არ შეუძლია ერთი და იმავე კომისიისთვის ერთზე მეტი კანდიდატის წარდგენა. არცერთი პირი არ შეიძლება აირჩეს ერთზე მეტ კომისიაში სამუშაოდ.

6. კომისიების წევრები თანამდებობას იკავებენ ხუთი წლის ვადით. მათ აქვთ უფლება, ხელახლა აირჩიონ კიდევ ერთი ვადით.

7. კომისიის წევრის გარდაცვალების, შრომისუუნარობის ან უფლებამოსილების ვადის გასვლამდე გადადგომის შემთხვევაში საბჭომ ვადის დარჩენილი პერიოდით უნდა აირჩიოს წევრი იმავე გეოგრაფიული რეგიონიდან ან ინტერესთა სფეროდან.

8. კომისიების წევრებს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ინტერესი რაიონში დაზვერვასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ არცერთ საქმიანობაში. იმ კომისიების წინაშე თავიანთი ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებშიც ისინი მსახურობენ, მათ არ უნდა გაამჟღავნონ, თავიანთი ფუნქციების შეწყვეტის შემდეგაც კი, არცერთი სამრეწველო საიდუმლოება, საკუთრების მონაცემები, რომლებიც ორგანოს გადაეცემა III დანართის მე-14 მუხლის შესაბამისად, ან ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ორგანოში თავიანთი მოვალეობების შესრულების გამო.

9. თითოეულმა კომისიამ თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს იმ სახელმძღვანელო მითითებებისა და დირექტივების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება მიიღოს საბჭომ.

10. თითოეულმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ისეთი წესები და ნორმები, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს კომისიის ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

11. კომისიების გადაწყვეტილების მიღების პროცედურები უნდა განისაზღვროს ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით. საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციებს საჭიროების შემთხვევაში თან უნდა ახლდეს შეჯამება კომისიაში მოსაზრებების განსხვავებული შინაარსის შესახებ.

12. თითოეული კომისია, როგორც წესი, ფუნქციონირებს ორგანოს ადგილსამყოფელზე და უნდა შეიკრიბოს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს საჭიროა თავისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

13. თავისი ფუნქციების შესრულებისას თითოეულ კომისიას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციები გამართოს სხვა კომისიასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოსთან ან ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელსაც აქვს კომპეტენცია ასეთი კონსულტაციის საგანში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-163-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-163-2/)

---

## მუხლი 164. ეკონომიკური დაგეგმვის კომისია

1. ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დაკავშირებულია წიაღისეულის მოპოვებასთან, მინერალური რესურსების მართვასთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან ან საერთაშორისო ეკონომიკასთან. საბჭო უნდა ეცადოს, უზრუნველყოს, რომ კომისიის შემადგენლობა ასახავს ყველა შესაბამის კვალიფიკაციას. კომისიაში უნდა შედიოდეს სულ მცირე ორი წევრი განვითარებადი სახელმწიფოებიდან, რომელთა რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიების ექსპორტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს თავიანთ ეკონომიკაზე.

2. კომისიამ:

(a) საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარადგინოს ზომები წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული იმ გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, რომლებიც დაკავშირებულია რაიონში საქმიანობასთან;

(b) უნდა განიხილოს რაიონიდან მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიწოდების, მოთხოვნისა და ფასების ტენდენციები და მათზე ზეგავლენის მქონე ფაქტორები, როგორც იმპორტიორი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნების და ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინებით;

(c) უნდა შეისწავლოს ნებისმიერი სიტუაცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს 150-ე მუხლის (h) ქვეპუნქტში მითითებული უარყოფითი შედეგები, რომლებზეც მისი ყურადღება მიაპყრეს შესაბამისმა მხარე სახელმწიფომ ან მხარე სახელმწიფოებმა, და საბჭოს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები;

(d) 151-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს შესთავაზოს ასამბლეისთვის წარსადგენი კომპენსაციის სისტემა ან ეკონომიკური ადაპტირების დახმარების სხვა ზომები იმ განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც განიცდიან რაიონში საქმიანობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. კომისიამ საბჭოს უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია სისტემის ან ასამბლეის მიერ კონკრეტულ შემთხვევებში მიღებული სხვა ზომების გამოყენებისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-164-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-164-2/)

---

## მუხლი 165. იურიდიული და ტექნიკური კომისია

1. იურიდიული და ტექნიკური კომისიის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, როგორიცაა მინერალური რესურსების დაზვერვა, ექსპლუატაცია და დამუშავება, ოკეანოლოგია, ზღვის გარემოს დაცვა ან ოკეანის წიაღისეულის მოპოვება და მასთან დაკავშირებულ ექსპერტიზის სფეროებთან დაკავშირებული ეკონომიკური ან სამართლებრივი საკითხები. საბჭო უნდა ეცადოს, უზრუნველყოს, რომ კომისიის წევრობა ასახავდეს ყველა შესაბამის კვალიფიკაციას.

2. კომისიამ:

(a) საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები ორგანოს ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით;

(b) უნდა განიხილოს რაიონში საქმიანობის ოფიციალური წერილობითი სამუშაო გეგმები 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და საბჭოს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები. კომისიამ თავისი რეკომენდაციები უნდა დააფუძნოს მხოლოდ III დანართში მითითებულ საფუძვლებზე და ამის შესახებ სრულად მოახსენოს საბჭოს;

(c) საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში ზედამხედველობა უნდა გაუწიოს რაიონში საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ ნებისმიერ სუბიექტთან ან დაინტერესებულ სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოებთან კონსულტაციებით და თანამშრომლობით, და ანგარიში წარუდგინოს საბჭოს;

(d) უნდა მოამზადოს რაიონში საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებები;

(e) საბჭოს უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები ზღვის გარემოს დაცვის შესახებ, ამ სფეროში აღიარებული ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით;

(f) უნდა შეიმუშაოს და საბჭოს წარუდგინოს 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (o) ქვეპუნქტში მითითებულ ნორმები, წესები და პროცედურები, ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, რაიონში საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩათვლით;

(g) უნდა მიმოიხილოს ასეთი ნორმები, წესები და პროცედურები და საბჭოს დროდადრო მიაწოდოს რეკომენდაციები მათში ისეთი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებსაც საჭიროდ ან მიზანშეწონილად მიიჩნევს;

(h) საბჭოს უნდა წარუდგინოს რეკომენდაციების მონიტორინგის პროგრამის შექმნის შესახებ, რათა აღიარებული სამეცნიერო მეთოდებით რეგულარულად დააკვირდეს, გაზომოს, შეაფასოს და გააანალიზოს ზღვის გარემოს რაიონში საქმიანობით გამოწვეული დაბინძურების რისკები ან შედეგები, უზრუნველყოს არსებული წესების ადეკვატურობა და მათი შესრულება და კოორდინაცია გაუწიოს საბჭოს მიერ დამტკიცებული მონიტორინგის პროგრამის განხორციელებას;

(i) საბჭოს უნდა გაუწიოს რეკომენდაცია, რომ ორგანოს სახელით ზღვის ფსკერის დავების პალატაში დაიწყოს სამართალწარმოება, წინამდებარე ნაწილისა და შესაბამისი დანართების შესაბამისად, განსაკუთრებით 187-ე მუხლის გათვალისწინებით;

(j) საბჭოს უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულ უნდა იქნეს ზღვის ფსკერის დავების პალატის მიერ (i) ქვეპუნქტის შესაბამისად დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.

(k) საბჭოს უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები იმ საგანგებო ბრძანებების გაცემის შესახებ, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ოპერაციების შეჩერების ან ადაპტირების ბრძანებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზღვის გარემოსთვის რაიონში საქმიანობით გამოწვეული სერიოზული ზიანის მიყენება. ასეთი რეკომენდაციები საბჭომ უნდა განიხილოს პრიორიტეტულად;

(l) საბჭოს უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები კონტრაქტორების ან საწარმოს მიერ ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი არეალების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ იმ შემთხვევებში, როდესაც არსებითი მტკიცებულებები მიუთითებს ზღვის გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენების რისკზე;

(m) საბჭოს უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები ინსპექტორთა პერსონალის ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის შესახებ, რომლებმაც უნდა შეამოწმონ რაიონში საქმიანობა, რათა დაადგინონ, დაცულია თუ არა წინამდებარე ნაწილის დებულებები, ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები, ასევე, ორგანოსთან დადებული ნებისმიერი კონტრაქტის პირობები;

(n) უნდა გამოთვალოს წარმოების ზღვარი და ორგანოს სახელით გასცეს წარმოების ნებართვები 151-ე მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტების შესაბამისად, რასაც წინ უძღვის საბჭოს მიერ III დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად წარმოების ნებართვების განმცხადებლებს შორის ნებისმიერი აუცილებელი შერჩევა.

3. კომისიის წევრებს, ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს ან სხვა დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ზედამხედველობისა და ინსპექტირების ფუნქციის შესრულებისას თან უნდა ახლდეს ასეთი სახელმწიფოს ან სხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი.

ქვეგანყოფილება D. სამდივნო

[https://legali.ge/law/7034431/muxli-165-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-165-2/)

---

## მუხლი 166. სამდივნო

1. ორგანოს სამდივნო შედგება გენერალური მდივნისა და ორგანოსთვის საჭირო პერსონალისგან.

2. გენერალურ მდივანს ოთხი წლის ვადით ირჩევს ასამბლეა საბჭოს მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან და მისი ხელახლა არჩევა შესაძლებელია.

3. გენერალური მდივანი არის ორგანოს მთავარი ადმინისტრაციული ოფიცერი და ამ უფლებამოსილებით მოქმედებს ასამბლეის, საბჭოსა და ნებისმიერი დამხმარე ორგანოს ყველა სხდომაზე და ასრულებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს, რომლებიც გენერალურ მდივანს მინიჭებული აქვს ამ ორგანოების მიერ.

4. გენერალურმა მდივანმა ასამბლეას ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს ანგარიში ორგანოს მუშაობის შესახებ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-166-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-166-2/)

---

## მუხლი 167. ორგანოს პერსონალი

1. ორგანოს პერსონალი უნდა შედგებოდეს ისეთი კვალიფიციური სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა პერსონალისგან, რაც შეიძლება საჭირო იყოს ორგანოს ადმინისტრაციული ფუნქციების შესასრულებლად.

2. პერსონალის დაქირავებისა და დასაქმების, ასევე მათი მომსახურების პირობების განსაზღვრისას უმთავრესი გასათვალისწინებელი ფაქტორი უნდა იყოს ეფექტიანობის, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ამ გასათვალისწინებელი ფაქტორის მხედველობაში მიღებით, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პერსონალის რაც შეიძლება ფართო გეოგრაფიული საფუძველზე დაქირავების მნიშვნელობას.

3. პერსონალს ნიშნავს გენერალური მდივანი. მათი დანიშვნის, ანაზღაურების და გათავისუფლების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ორგანოს ნორმებს, წესებსა და პროცედურებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-167-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-167-2/)

---

## მუხლი 168. სამდივნოს საერთაშორისო ხასიათი

1. თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, გენერალურმა მდივანმა და პერსონალმა არ უნდა მოითხოვონ ან მიიღონ ინსტრუქციები რომელიმე მთავრობისგან ან ორგანოს გარეთ არსებული ნებისმიერი სხვა წყაროდან. მათ თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ, როგორც მხოლოდ ორგანოს წინაშე პასუხისმგებელი საერთაშორისო თანამდებობის პირების, პოზიციაზე. თითოეული მონაწილე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, პატივი სცეს გენერალური მდივნისა და პერსონალის მოვალეობების ექსკლუზიურად საერთაშორისო ხასიათს და არ ეცადოს მათზე გავლენის მოხდენას მათი მოვალეობების შესრულებისას. პერსონალის წევრის მიერ მოვალეობების ნებისმიერი დარღვევა უნდა წარედგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ტრიბუნალს, როგორც ეს გათვალისწინებულია ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით.

2. გენერალურ მდივანს და პერსონალს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ინტერესი რაიონში დაზვერვასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ რაიმე საქმიანობის მიმართ. ორგანოს წინაშე მათი ვალდებულებების გათვალისწინებით, მათ არ უნდა გაამჟღავნონ თავიანთი ფუნქციების შეწყვეტის შემდეგაც კი არცერთი სამრეწველო საიდუმლო, III დანართის მე-14 მუხლის შესაბამისად ორგანისთვის გადაცემული საკუთრების მონაცემები, ან ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ორგანოში მათი დასაქმების გამო.

3. ორგანოს თანამშრომლის მიერ მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულებების დარღვევა, ასეთი დარღვევით დაზარალებული მხარე სახელმწიფოს, ან ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნით, რომელსაც ასპონსორებს მხარე სახელმწიფო, როგორც ეს გათვალისწინებულია 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში, და რომელიც დაზარალებულია ასეთი დარღვევით, ორგანოს მიერ შესაბამისი თანამშრომლის წინააღმდეგ უნდა წარედგინოს ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ ტრიბუნალს. დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამართალწარმოებაში. გენერალურმა მდივანმა თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს პერსონალის შესაბამისი წევრი, თუ ტრიბუნალი ამის რეკომენდაციას გასცემს.

4. ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები უნდა შეიცავდეს წინამდებარე მუხლის განსახორციელებლად აუცილებელ დებულებებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-168-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-168-2/)

---

## მუხლი 169. კონსულტაცია და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან

1. გენერალურმა მდივანმა ორგანოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საბჭოს თანხმობით უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის მიზნით.

2. ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელთანაც გენერალურმა მდივანმა პირველი პუნქტის შესაბამისად დადო შეთანხმება, შეუძლია დანიშნოს წარმომადგენლები ორგანოს ორგანოების შეხვედრებზე დამკვირვებლების სტატუსით დასასწრებად, ამ ორგანოების პროცედურული წესების შესაბამისად. შესაბამის შემთხვევებში, ასეთი ორგანიზაციების მოსაზრებების მიღების მიზნით, უნდა დადგინდეს პროცედურები.

3. გენერალურ მდივანს შეუძლია, რომ მხარე სახელმწიფოებს გაუგზავნოს წერილობითი ანგარიშები, რომლებიც წარდგენილია პირველ პუნქტში მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმ საკითხებზე, რომლებშიც მათ აქვთ განსაკუთრებული კომპეტენცია და რომლებიც დაკავშირებულია ორგანოს მუშაობასთან.

ქვეგანყოფილება E. საწარმო

[https://legali.ge/law/7034431/muxli-169-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-169-2/)

---

## მუხლი 170. საწარმო

1. საწარმო წარმოადგენს ორგანოს ერთ-ერთ ორგანოს, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქმიანობას რაიონში 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე რაიონიდან მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებას, გადამუშავებას და რეალიზაციას.

2. საწარმოს, ორგანოს საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტობის ფარგლებში, აქვს ისეთი სამართლებრივი უფლებამოსილება, როგორც ეს გათვალისწინებულია IV დანართში მოცემულ წესდებაში. საწარმომ უნდა იმოქმედოს წინამდებარე კონვენციისა და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების, ასევე ასამბლეის მიერ დადგენილი ზოგადი პოლიტიკის შესაბამისად და ექვემდებარება საბჭოს დირექტივებსა და კონტროლს.

3. საწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილია ორგანოს ადგილსამყოფელი.

4. საწარმო, 173-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და IV დანართის მე-11 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი სახსრებით, რომლებიც მას შეიძლება დასჭირდეს თავისი ფუნქციების შესასრულებლად, და უნდა მიიღოს ტექნოლოგია, როგორც ეს გათვალისწინებულია 144-ე მუხლითა და წინამდებარე კონვენციის სხვა შესაბამისი დებულებებით.

ქვეგანყოფილება F. ორგანოს ფინანსური მოწყობა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-170-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-170-2/)

---

## მუხლი 171. ორგანოს ფინანსური სახსრები

ორგანოს ფინანსური სახსრები მოიცავს:

(a) ორგანოს წევრების მიერ 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებულ შეფასებულ შენატანებს;

(b) ორგანოს მიერ III დანართის მე-13 მუხლის შესაბამისად მიღებულ ფინანსურ სახსრებს რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით;

(c) საწარმოდან გადარიცხულ ფინანსურ სახსრებს IV დანართის მე-10 მუხლის შესაბამისად;

(d) 174-ე მუხლის შესაბამისად ნასესხებ ფინანსურ სახსრებს;

(e) წევრების ან სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ნებაყოფლობით შენატანებს; და

(f) კომპენსაციის ფონდში გადახდებს 151-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, რომლის წყაროების შესახებაც რეკომენდაციას გასცემს ეკონომიკური დაგეგმვის კომისია.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-171-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-171-2/)

---

## მუხლი 172. ორგანოს წლიური ბიუჯეტი

გენერალურმა მდივანმა უნდა შეადგინო ორგანოს წლიური ბიუჯეტის პროექტი და წარუდგინოს ის საბჭოს. საბჭომ უნდა განიხილოს შემოთავაზებული წლიური ბიუჯეტის პროექტი და წარუდგინოს ის ასამბლეას მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რეკომენდაციასთან ერთად. ასამბლეამ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს შემოთავაზებული წლიური ბიუჯეტი 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (h) ქვეპუნქტის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-172-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-172-2/)

---

## მუხლი 173. ორგანოს ხარჯები

1. 171-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებული შენატანები უნდა ჩაირიცხოს სპეციალურ ანგარიშზე ორგანოს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად მანამ, სანამ ორგანოს ამ ხარჯების დასაფარად არ ექნება საკმარისი სახსრები სხვა წყაროებიდან.

2. ორგანოს ადმინისტრაციული ხარჯები წარმოადგენს ფინანსური სახსრებიდან პირველ რიგში დასაფარ ხარჯებს. 171-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებული შეფასებული შენატანების გარდა, ადმინისტრაციული ხარჯების გადახდის შემდეგ დარჩენილი ფინანსური სახსრები, შესაძლებელია, inter alia:

(a) გაზიარებულ იქნეს 140-ე მუხლისა და 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (g) ქვეპუნქტის შესაბამისად;

(b) გამოყენებულ იქნეს საწარმოსთვის ფინანსური სახსრების უზრუნველსაყოფად, 170-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

(c) გამოყენებულ იქნეს განვითარებადი სახელმწიფოებისთვის კომპენსაციის გასაცემად 151-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (l) ქვეპუნქტის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-173-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-173-2/)

---

## მუხლი 174. ორგანოს მიერ სესხის აღების უფლებამოსილება

1. ორგანოს აქვს ფინანსური სახსრების სესხად აღების უფლებამოსილება.

2. ასამბლეამ უნდა განსაზღვროს ორგანოს მიერ სესხის აღების უფლებამოსილების ფარგლები 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ ფინანსურ წესებში.

3. ორგანოს მიერ სესხის აღების უფლებამოსილება უნდა განახორციელოს საბჭომ.

4. მხარე სახელმწიფოები არ არიან პასუხისმგებელნი ორგანოს ვალებზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-174-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-174-2/)

---

## მუხლი 175. ყოველწლიური აუდიტი

ორგანოს ჩანაწერები, საბუღალტრო წიგნები და ანგარიშები, მათ შორის, მისი წლიური ფინანსური ანგარიშგება, ყოველწლიურად უნდა შემოწმდეს ასამბლეის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

ქვეგანყოფილება G. სამართლებრივი სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-175-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-175-2/)

---

## მუხლი 177. პრივილეგიები და იმუნიტეტები

იმისათვის, რომ ორგანომ შეძლოს თავისი ფუნქციების განხორციელება, თითოეული მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარგებლობს წინამდებარე ქვეგანყოფილებაში მითითებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით. საწარმოსთან დაკავშირებული პრივილეგიები და იმუნიტეტები განისაზღვრება IV დანართის მე-13 მუხლით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-177-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-177-2/)

---

## მუხლი 179. იმუნიტეტი ჩხრეკისა და ნებისმიერი ფორმის ჩამორთმევისგან

ორგანოს ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ისინი და ვინც არ უნდა ფლობდეს მათ, სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის ან აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ღონისძიების მიერ ჩამორთმევის ნებისმიერი სხვა ფორმისგან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-179-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-179-2/)

---

## მუხლი 181. ორგანოს არქივები და ოფიციალური კომუნიკაციები

1. ორგანოს არქივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს, ხელშეუხებელია.

2. საკუთრების მონაცემები, სამრეწველო საიდუმლოებები ან მსგავსი ინფორმაცია და პერსონალის ჩანაწერები არ უნდა განთავსდეს საჯაროდ ხელმისაწვდომ არქივებში.

3. ოფიციალურ კომუნიკაციებთან დაკავშირებით, თითოეულმა მხარე სახელმწიფომ ორგანოს უნდა მიანიჭოს არანაკლებ ხელსაყრელი მოპყრობა, ვიდრე ის, რომელსაც ეს სახელმწიფო ანიჭებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-181-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-181-2/)

---

## მუხლი 182. ორგანოსთან დაკავშირებული გარკვეული პირების პრივილეგიები და იმუნიტეტები

ასამბლეის, საბჭოს ან ასამბლეის, ან საბჭოს ორგანოების სხდომებზე დამსწრე მხარე სახელმწიფოების წარმომადგენლები, ასევე, ორგანოს გენერალური მდივანი და პერსონალი, თითოეული მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე:

(a) სარგებლობენ იმუნიტეტით სამართლებრივი პროცესებისგან მათ მიერ თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას შესრულებულ ქმედებებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო, რომელსაც ისინი წარმოადგენენ ან ორგანო, შესაბამის შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში პირდაპირ იტყვის უარს ამ იმუნიტეტზე;

(b) თუ ისინი არ არიან იმავე მხარე სახელმწიფოს მოქალაქეები, სარგებლობენ იმავე გამონაკლისებით იმიგრაციის შეზღუდვებისგან, უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისა და სამხედრო სამსახურის ვალდებულებებისგან, სარგებლობენ იმავე პირობებით ვალუტის გაცვლის შეზღუდვების მიმართ და იმავე მოპყრობით გადაადგილების პირობების მიმართ, რასაც ეს სახელმწიფო ანიჭებს სხვა მხარე სახელმწიფოების შესაბამისი რანგის წარმომადგენლებს, თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-182-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-182-2/)

---

## მუხლი 183. გადასახადებისა და იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლება

1. თავისი ოფიციალური საქმიანობის ფარგლებში, ორგანო, მისი აქტივები და ქონება, მისი შემოსავალი და მისი ოპერაციები და ტრანზაქციები, რომლებიც ნებადართულია წინამდებარე კონვენციით, თავისუფლდება ყველა პირდაპირი გადასახადისგან, ხოლო მისი ოფიციალური გამოყენებისთვის იმპორტირებული ან ექსპორტირებული საქონელი თავისუფლდება იმპორტის ან ექსპორტის ყველა გადასახდელისგან. ორგანომ არ უნდა მოითხოვოს გათავისუფლება იმ გადასახადებისგან, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ გაწეული მომსახურების საფასურს.

2. როდესაც ორგანოს ოფიციალური საქმიანობისთვის აუცილებელი, არსებითი ღირებულების საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ორგანოს მიერ ან მისი სახელით და როდესაც ასეთი საქონლის ან მომსახურების ფასი მოიცავს გადასახადებს ან მოსაკრებლებს, მხარე სახელმწიფოებმა, პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები ასეთი გადასახადების ან მოსაკრებლებისგან გათავისუფლების ან მათი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის ფარგლებში იმპორტირებული ან შეძენილი საქონელი არ უნდა გაიყიდოს ან სხვაგვარად განიკარგოს იმ მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც მიანიჭა ეს შეღავათი, გარდა ამ მხარე სახელმწიფოსთან შეთანხმებული პირობებისა.

3. მხარე სახელმწიფოებმა არ უნდა დააწესონ გადასახადი ორგანოს მიერ გენერალური მდივნისა და პერსონალისთვის, ასევე, ორგანოსთვის მისიების შემსრულებელი ამ მხარე სახელმწიფოების მოქალაქეების არმქონე ექსპერტებისთვის გადახდილს ხელფასებსა და ანაზღაურებაზე ან გადახდის ნებისმიერ სხვა ფორმაზე ან მათ მიმართ.

ქვეგანყოფილება H. წევრების უფლებებისა და პრივილეგიების განხორციელების შეჩერება

[https://legali.ge/law/7034431/muxli-183-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-183-2/)

---

## მუხლი 184. ხმის მიცემის უფლების განხორციელების შეჩერება

მხარე სახელმწიფოს, რომელსაც ორგანოსთვის ფინანსური შენატანების გადახდის დავალიანება აქვს, არ აქვს ხმის მიცემის უფლება, თუ მისი დავალიანების რაოდენობა ტოლია ან აღემატება წინა ორი სრული წლის განმავლობაში მის მიერ გადასახდელი შენატანების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, ასამბლეას შეუძლია ასეთ წევრს დართოს ხმის მიცემის ნება, თუ იგი დარწმუნდება, რომ გადახდის შეუსრულებლობა გამოწვეულია წევრის კონტროლს მიღმა არსებული პირობებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-184-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-184-2/)

---

## მუხლი 185. წევრობიდან გამომდინარე უფლებებისა და პრივილეგიების განხორციელების შეჩერება

1. მხარე სახელმწიფოს, რომელმაც უხეშად და სისტემატურად დაარღვია წინამდებარე ნაწილის დებულებები, საბჭოს რეკომენდაციით, ასამბლეამ შეიძლება შეუჩეროს წევრობიდან გამომდინარე უფლებებისა და პრივილეგიების განხორციელება.

2. არ შეიძლება განხორციელდეს რაიმე ქმედება პირველი პუნქტის მიხედვით, მანამ სანამ ზღვის ფსკერის დავების პალატა არ დაადგენს, რომ მხარე სახელმწიფომ უხეშად და სისტემატურად დაარღვია წინამდებარე ნაწილის დებულებები.

განყოფილება 5. დავების მოგვარება და საკონსულტაციო მოსაზრებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-185-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-185-2/)

---

## მუხლი 187. ზღვის ფსკერის დავების პალატის იურისდიქცია

ზღვის ფსკერის დავების პალატას აქვს იურისდიქცია წინამდებარე ნაწილისა და მასთან დაკავშირებული დანართების შესაბამისად, რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებულ შემდეგ კატეგორიებში შემავალ დავებზე:

(a) მხარე სახელმწიფოებს შორის დავები წინამდებარე ნაწილისა და მასთან დაკავშირებული დანართების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით;

(b) მხარე სახელმწიფოსა და ორგანოს შორის დავები, რომლებიც ეხება:

(i) ორგანოს ან მხარე სახელმწიფოს მოქმედებებს ან უმოქმედობებს, რომლებიც სავარაუდოდ არღვევენ წინამდებარე ნაწილს ან მასთან დაკავშირებულ დანართებს, ან ორგანოს ნორმებს, წესებსა და პროცედურებს, რომლებიც მიღებულია მათ შესაბამისად; ან

(ii) ორგანოს მოქმედებებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სცილდება მის კომპეტენციას ან წარმოადგენს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას;

(c) კონტრაქტის მხარეებს, რომლებიც არიან მხარე სახელმწიფოები, ორგანოს ან საწარმოს, სახელმწიფო საწარმოებს და 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებული ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის დავები, რომლებიც ეხება:

(i) შესაბამისი კონტრაქტის ან სამუშაო გეგმის განმარტებას ან გამოყენებას; ან

(ii) კონტრაქტის მხარის მოქმედებებს ან უმოქმედობებს, რომლებიც დაკავშირებულია რაიონში საქმიანობასთან და მიმართულია მეორე მხარისკენ, ან პირდაპირ გავლენას ახდენს მის ლეგიტიმურ ინტერესებზე;

(d) დავები, რომლებიც ეხება კონტრაქტზე უარის თქმას ან კონტრაქტის მოლაპარაკების დროს წარმოშობილ სამართლებრივ საკითხს ორგანოსა და იმ პოტენციურ კონტრაქტორს შორის, რომელიც დასპონსორებულია სახელმწიფოს მიერ, როგორც ეს გათვალისწინებულია 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტით, და რომელმაც სათანადოდ შეასრულა III დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტში და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობები;

(e) დავები ორგანოსა და მხარე სახელმწიფოს, სახელმწიფო საწარმოს ან ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შორის, რომელსაც მხარე სახელმწიფო აფინანსებს, როგორც ეს გათვალისწინებულია 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტით, როდესაც ორგანოს სავარაუდოდ ეკისრება III დანართის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;

(f) ნებისმიერი სხვა დავა, რომლისთვისაც პალატის იურისდიქცია პირდაპირ არის გათვალისწინებული წინამდებარე კონვენციით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-187-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-187-2/)

---

## მუხლი 188. დავების გადაცემა საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის სპეციალური პალატისთვის ან ზღვის ფსკერის დავების პალატის ad hoc პალატისთვის, ან სავალდებულო ძალის მქონე კომერციული არბიტრაჟისთვის

1. 187-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებული მხარე სახელმწიფოებს შორის დავები შეიძლება გადაეცეს:

(a) დავის მხარეთა მოთხოვნით, საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის სპეციალურ პალატას, რომელიც შეიქმნება VI დანართის მე-15 და მე-17 მუხლების შესაბამისად; ან

(b) დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, ზღვის ფსკერის დავების პალატის ad hoc პალატას, რომელიც შეიქმნება VI დანართის 36-ე მუხლის შესაბამისად.

2. (a) 187-ე მუხლის (c) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტში მითითებული კონტრაქტის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, უნდა გადაეცეს სავალდებულო კომერციულ არბიტრაჟს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. კომერციულ არბიტრაჟს, რომელსაც დავა წარედგინება, არ აქვს იურისდიქცია, გადაწყვიტოს წინამდებარე კონვენციის განმარტების რომელიმე საკითხი. როდესაც დავა ასევე მოიცავს XI ნაწილისა და მასთან დაკავშირებული დანართების განმარტების საკითხს რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გადაეცეს ზღვის ფსკერის დავების პალატას;

(b) თუ ასეთი არბიტრაჟის დაწყებისას ან მის განმავლობაში, საარბიტრაჟო ტრიბუნალი დავის რომელიმე მხარის მოთხოვნით ან proprio motu დაადგენს, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ზღვის ფსკერის დავების პალატის გადაწყვეტილებაზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ასეთი საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გადასცეს ზღვის ფსკერის დავების პალატას. ამის შემდეგ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გამოიტანოს თავისი გადაწყვეტილება, ზღვის ფსკერის დავების პალატის გადაწყვეტილების შესაბამისად;

(c) თუ კონტრაქტში არ არის დებულება დავის მიმართ გამოსაყენებელი საარბიტრაჟო პროცედურის შესახებ, არბიტრაჟი ტარდება UNCITRAL-ის არბიტრაჟის წესების ან სხვა არბიტრაჟის წესების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს ორგანოს ნორმებში, წესებსა და პროცედურებში, თუ დავის მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-188-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-188-2/)

---

## მუხლი 189. იურისდიქციის შეზღუდვა ორგანოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით

ზღვის ფსკერის დავების პალატას არ აქვს იურისდიქცია ორგანოს მიერ წინამდებარე ნაწილის შესაბამისად თავისი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. არავითარ შემთხვევაში მან არ უნდა ჩაანაცვლოს ორგანოს დისკრეცია თავისი დისკრეციით. 191-ე მუხლისთვის ზიანის მიყენების გარეშე, 187-ე მუხლის შესაბამისად თავისი იურისდიქციის განხორციელებისას, ზღვის ფსკერის დავების პალატამ არ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ორგანოს რომელიმე ნორმის, წესისა და პროცედურის წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ბათილად არ უნდა ცნოს ასეთი ნორმები, წესები და პროცედურები. ამ მხრივ, მისი იურისდიქცია შემოიფარგლება შემდეგი პრეტენზიების გადაწყვეტით: პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ორგანოს ნებისმიერი ნორმის, წესის და პროცედურის გამოყენება ცალკეულ შემთხვევებში ეწინააღმდეგება დავის მხარეთა საკონტრაქტო ვალდებულებებს ან მათ ვალდებულებებს წინამდებარე კონვენციის მიხედვით; პრეტენზიები იურისდიქციის გადამეტების ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ; და პრეტენზიები ზიანის ანაზღაურების გადახდის ან სხვა სახის სამართლებრივი დაცვის საშუალების შესახებ, რომელიც უნდა მიეცეს დაინტერესებულ მხარეს მეორე მხარის მიერ მისი საკონტრაქტო ვალდებულებების ან წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-189-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-189-2/)

---

## მუხლი 190. სპონსორი მხარე სახელმწიფოების მონაწილეობა და გამოცხადება სამართალწარმოებაში

1. თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი წარმოადგენს 187-ე მუხლში მითითებული დავის მხარეს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს სპონსორ სახელმწიფოს და მას უფლება აქვს, სამართალწარმოებაში მიიღოს მონაწილეობა წერილობითი ან ზეპირი განცხადებების წარდგენით.

2. თუ 187-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მითითებული დავის ფარგლებში მხარე სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დასპონსორებულია სხვა სახელმწიფოს მიერ, მოპასუხე სახელმწიფოს შეუძლია ამ პირის სპონსორ სახელმწიფოს მოსთხოვოს, რომ სამართალწარმოებაში გამოცხადდეს ამ პირის სახელით. ასეთი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს, რომ წარმოდგენილ იქნეს მისი მოქალაქეობის მქონე იურიდიული პირის მიერ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-190-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-190-2/)

---

## მუხლი 191. საკონსულტაციო მოსაზრებები

ზღვის ფსკერის დავების პალატამ, ასამბლეის ან საბჭოს მოთხოვნით, უნდა გასცეს საკონსულტაციო მოსაზრებები მათი საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილ სამართლებრივ საკითხებზე. ასეთი მოსაზრებები გაიცემა გადაუდებელი წესით.

ნაწილი XII. ზღვის გარემოს დაცვა და შენარჩუნება

განყოფილება 1. ზოგადი დებულებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-191-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-191-2/)

---

## მუხლი 193. სახელმწიფოების სუვერენული უფლება, განახორციელონ თავიანთი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია

სახელმწიფოებს აქვთ სუვერენული უფლება, განახორციელონ თავიანთი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია მათი გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიხედვით და ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების ვალდებულების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-193-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-193-2/)

---

## მუხლი 194. ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის ზომები

1. სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად ან ერთობლივად, საჭიროებისამებრ, უნდა მიიღონ წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისი ყველა ზომა, რომელიც აუცილებელია ზღვის გარემოს ნებისმიერი წყაროდან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, შესამცირებლად და კონტროლისთვის, ამ მიზნით მათ განკარგულებაში არსებული საუკეთესო პრაქტიკული საშუალებების გამოყენებით და თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად, და უნდა ეცადონ ამ მხრივ თავიანთი პოლიტიკის ჰარმონიზაციას.

2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ არსებული საქმიანობა წარიმართოს, ისე რომ დაბინძურებით არ დაზიანდეს სხვა სახელმწიფოები და მათი გარემო, და რომ მათი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ არსებული ინციდენტებით ან საქმიანობით გამოწვეული დაბინძურება არ გავრცელდეს იმ არეალების მიღმა, სადაც ისინი ახორციელებენ სუვერენულ უფლებებს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.

3. წინამდებარე ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები უნდა ეხებოდეს ზღვის გარემოს დაბინძურების ყველა წყაროს. ეს ზომები, inter alia, უნდა მოიცავდეს ისეთ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად შეამციროს:

(a) ტოქსიკური, მავნე ან მომწამვლელი, განსაკუთრებით, მდგრადი ნივთიერებების გამოყოფა ხმელეთზე განლაგებული წყაროებიდან, ატმოსფეროდან ან ატმოსფეროს მეშვეობით ან ჩამარხვის გზით;

(b) გემებიდან დაბინძურება, განსაკუთრებით ავარიების თავიდან აცილებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ზომებით, ზღვაზე ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფით, განზრახ და უნებლიე ჩამარხვის თავიდან აცილებით და გემების დიზაინის, მშენებლობის, აღჭურვილობის, ექსპლუატაციისა და დაკომპლექტების რეგულირებით;

(c) ზღვის ფსკერისა და წიაღის ბუნებრივი რესურსების დაზვერვისა და ექსპლუატაციის დროს გამოყენებული დანადგარებიდან და მოწყობილობებიდან დაბინძურება, განსაკუთრებით, ავარიების თავიდან აცილებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ზომებით, ზღვაზე ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ასეთი დანადგარების ან მოწყობილობების დიზაინის, მშენებლობის, აღჭურვილობის, ექსპლუატაციისა და დაკომპლექტების რეგულირებით;

(d) ზღვის გარემოში მოქმედი სხვა დანადგარებიდან და მოწყობილობებიდან დაბინძურება, განსაკუთრებით, ავარიების თავიდან აცილებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ზომებით, ზღვაზე ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ასეთი დანადგარების ან მოწყობილობების დიზაინის, მშენებლობის, აღჭურვილობის, ექსპლუატაციისა და დაკომპლექტების რეგულირებით.

4. ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების ან კონტროლის ზომების მიღებისას, სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ სხვა სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად თავიანთი უფლებებით სარგებლობისას და მოვალეობების შესრულებისას განხორციელებულ საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან.

5. წინამდებარე ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები უნდა მოიცავდეს იმ ზომებს, რომლებიც აუცილებელია იშვიათი ან მყიფე ეკოსისტემების, ასევე, რაოდენობრივად შემცირებული, საფრთხის ქვეშ მყოფი ან გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და ზღვის სიცოცხლის სხვა ფორმების დასაცავად და შესანარჩუნებლად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-194-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-194-2/)

---

## მუხლი 195. ზიანის ან საფრთხეების გავრცელების ან დაბინძურების ერთი სახის მეორე სახედ გარდაქმნის თავიდან აცილების ვალდებულება

ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის ზომების მიღებისას, სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ იმგვარად, რომ არ გაავრცელონ, პირდაპირ ან ირიბად, ზიანი ან საფრთხეები ერთი არეალიდან მეორეში ან ერთი სახის დაბინძურება არ გარდაქმნან მეორე სახის დაბინძურებად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-195-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-195-2/)

---

## მუხლი 196. ტექნოლოგიების გამოყენება ან უცხო ან ახალი სახეობების შემოყვანა

1. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, შესამცირებლად და კონტროლისთვის, რაც გამოწვეულია მათი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი ტექნოლოგიების გამოყენებით, ან ზღვის გარემოს კონკრეტულ ნაწილში უცხო ან ახალი სახეობების განზრახ ან შემთხვევითი შემოყვანით, რამაც მასში შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და მავნე ცვლილებები.

2. წინამდებარე მუხლი გავლენას არ ახდენს წინამდებარე კონვენციის გამოყენებაზე ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციასთან, შემცირებასთან და კონტროლთან დაკავშირებით.

განყოფილება 2. გლობალური და რეგიონული თანამშრომლობა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-196-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-196-2/)

---

## მუხლი 197. თანამშრომლობა გლობალურ ან რეგიონულ დონეზე

სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ გლობალურ დონეზე და, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონულ დონეზე, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, წინამდებარე კონვენციასთან თავსებადი საერთაშორისო წესების, სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკისა და პროცედურების ფორმულირებასა და შემუშავებაში ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დამახასიათებელი რეგიონული თავისებურებების გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-197-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-197-2/)

---

## მუხლი 198. შეტყობინება გარდაუვალი ან ფაქტობრივი ზიანის შესახებ

როდესაც სახელმწიფო შეიტყობს იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ზღვის გარემოს ემუქრება დაზიანების გარდაუვალი საფრთხე ან დაბინძურებით დაზიანდა, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც, მისი აზრით, სავარაუდოდ დაზარალდებიან ასეთი ზიანით, ასევე – კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-198-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-198-2/)

---

## მუხლი 199. დაბინძურების საწინააღმდეგო საგანგებო გეგმები

198-ე მუხლში მითითებულ შემთხვევებში დაზიანებულ არეალში მყოფმა სახელმწიფოებმა, მათი შესაძლებლობების შესაბამისად, და კომპეტენტურმა საერთაშორისმა ორგანიზაციებმა, შეძლებისდაგვარად, უნდა ითანამშრომლონ დაბინძურების შედეგების აღმოფხვრასა და ზიანის თავიდან აცილებაში ან მინიმუმამდე დაყვანაში. ამ მიზნით, სახელმწიფოებმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ ზღვის გარემოში დაბინძურების ინციდენტებზე რეაგირების საგანგებო გეგმები და ხელი შეუწყონ მათ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-199-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-199-2/)

---

## მუხლი 200. კვლევები, კვლევითი პროგრამები და ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლა

სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, კვლევების ხელშეწყობის, სამეცნიერო კვლევის პროგრამების განხორციელებისა და ზღვის გარემოს დაბინძურების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლის წახალისების მიზნით. მათ უნდა ეცადონ, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა რეგიონულ და გლობალურ პროგრამებში, რათა მიიღონ ცოდნა დაბინძურების ხასიათისა და მასშტაბის, მისი ზემოქმედების, მისი გავრცელების გზების, რისკებისა და გამოსწორების გზების შესაფასებლად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-200-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-200-2/)

---

## მუხლი 201. წესების სამეცნიერო კრიტერიუმები

მე-200 მუხლის შესაბამისად მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების გათვალისწინებით, სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის მიზნით წესების, სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკისა და პროცედურების ფორმულირებისა და შემუშავების მიზნით, რათა დაადგინონ შესაბამისი სამეცნიერო კრიტერიუმები.

განყოფილება 3. ტექნიკური დახმარება

[https://legali.ge/law/7034431/muxli-201-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-201-2/)

---

## მუხლი 202. სამეცნიერო და ტექნიკური დახმარება განვითარებად სახელმწიფოებს

სახელმწიფოებმა, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით:

(a) ხელი უნდა შეუწყონ განვითარებადი სახელმწიფოებისთვის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური და სხვა დახმარების პროგრამებს ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების, ასევე, ზღვის დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის მიზნით. ასეთი დახმარება, inter alia, მოიცავს:

(i) მათი სამეცნიერო და ტექნიკური პერსონალის მომზადებას;

(ii) მათი მონაწილეობის ხელშეწყობას შესაბამის საერთაშორისო პროგრამებში;

(iii) მათთვის საჭირო აღჭურვილობითა და საშუალებებით უზრუნველყოფას;

(iv) მათ მიერ ასეთი აღჭურვილობის წარმოების შესაძლებლობების გაზრდას;

(v) რჩევებს კვლევის, მონიტორინგის, საგანმანათლებლო და სხვა პროგრამების შესახებ და მათი განვითარების საშუალებებს;

(b) უნდა უზრუნველყონ შესაბამისი დახმარება, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, ზღვის გარემოს სერიოზული დაბინძურების გამომწვევი მნიშვნელოვანი ინციდენტების შედეგების მინიმიზაციის მიზნით;

(c) უნდა უზრუნველყონ შესაბამისი დახმარება, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, გარემოსდაცვითი შეფასებების მომზადებასთან დაკავშირებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-202-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-202-2/)

---

## მუხლი 203. პრეფერენციული მოპყრობა განვითარებადი სახელმწიფოებისთვის

ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის ან მისი შედეგების მინიმიზაციის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა განვითარებად სახელმწიფოებს უნდა მიანიჭონ პრეფერენციული მოპყრობა:

(a) შესაბამისი ფინანსური სახსრებისა და ტექნიკური დახმარების განაწილებისას; და

(b) მათი სპეციალიზებული მომსახურების გამოყენებისას.

განყოფილება 4. მონიტორინგი და გარემოსდაცვითი შეფასება

[https://legali.ge/law/7034431/muxli-203-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-203-2/)

---

## მუხლი 204. დაბინძურების რისკების ან შედეგების მონიტორინგი

1. სახელმწიფოებმა, სხვა სახელმწიფოების უფლებების შესაბამისად, რამდენადაც ეს პრაქტიკულია, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა ეცადონ, რომ აღიარებული სამეცნიერო მეთოდებით დააკვირდნენ, გაზომონ, შეაფასონ და გააანალიზონ ზღვის გარემოს დაბინძურების რისკები ან შედეგები.

2. განსაკუთრებით, სახელმწიფოებმა თვალყური უნდა ადევნონ ნებისმიერი საქმიანობის შედეგებს, რომელსაც ისინი ნებას რთავენ ან რომელშიც მონაწილეობენ, რათა დაადგინონ, გამოიწვევს თუ არა ეს საქმიანობა ზღვის გარემოს დაბინძურებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-204-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-204-2/)

---

## მუხლი 205. ანგარიშების გამოქვეყნება

სახელმწიფოებმა უნდა გამოაქვეყნონ ანგარიშები 204-ე მუხლის შესაბამისად მიღებული შედეგების შესახებ ან ასეთი ანგარიშები შესაბამისი ინტერვალებით უნდა მიაწოდონ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც ისინი ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ყველა სახელმწიფოსთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-205-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-205-2/)

---

## მუხლი 206. საქმიანობის პოტენციური შედეგების შეფასება

როდესაც სახელმწიფოებს აქვთ გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მათი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ დაგეგმილმა საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ზღვის გარემოს არსებითი დაბინძურება ან მნიშვნელოვანი და მავნე ცვლილებები მასში, მათ, რამდენადაც ეს პრაქტიკულია, უნდა შეაფასონ ასეთი საქმიანობის პოტენციური შედეგები ზღვის გარემოზე და ასეთი შეფასებების შედეგების შესახებ ანგარიშები უნდა გააგზავნონ 205-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

განყოფილება 5. საერთაშორისო წესები და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ზღვის გარემოს თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით

[https://legali.ge/law/7034431/muxli-206-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-206-2/)

---

## მუხლი 207. დაბინძურება ხმელეთზე განლაგებული წყაროებიდან

1. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები ზღვის გარემოს ხმელეთზე დაფუძნებული წყაროებიდან, მათ შორის, მდინარეებიდან, ესტუარებიდან, მილსადენებიდან და სადრენაჟო ნაგებობებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით საერთაშორისოდ შეთანხმებული წესების, სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკისა და პროცედურების გათვალისწინებით.

2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ასეთი დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით.

3. სახელმწიფოები უნდა ეცადონ, რომ შესაბამის რეგიონულ დონეზე მოახდინონ ამ კუთხით არსებული პოლიტიკის ჰარმონიზაცია.

4. სახელმწიფოებმა, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით, უნდა ეცადონ, რომ დაადგინონ გლობალური და რეგიონული ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები ხმელეთზე განლაგებული წყაროებიდან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით, დამახასიათებელი რეგიონული თავისებურებების, განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური განვითარების მათი საჭიროების გათვალისწინებით. ასეთი ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები, საჭიროებისამებრ, უნდა გადაიხედოს პერიოდულად.

5. პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული კანონები, წესები, ზომები, ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები უნდა მოიცავდეს ისეთ კანონებს, წესებს, ზომებს, ნორმებს, სტანდარტებს და რეკომენდებულ პრაქტიკას და პროცედურებს, რომლებიც შემუშავებულია ზღვის გარემოში ტოქსიკური, მავნე ან მომწამვლელი ნივთიერებების, განსაკუთრებით კი მდგრადი ნივთიერებების, გამოყოფის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მინიმიზაციის მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-207-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-207-2/)

---

## მუხლი 208. ეროვნული იურისდიქციის ქვეშ მყოფ ზღვის ფსკერზე საქმიანობით გამოწვეული დაბინძურება

1. სანაპირო სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით, რომელიც გამოწვეულია მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ზღვის ფსკერზე საქმიანობით და მათ იურისდიქციაში მყოფი ხელოვნური კუნძულებით, დანადგარებითა და ნაგებობებით, ან დაკავშირებულია მათთან მე-60 და მე-80 მუხლების შესაბამისად.

2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ასეთი დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით,

3. ასეთი კანონები, წესები და ზომები უნდა იყოს არანაკლებ ეფექტური, ვიდრე საერთაშორისო ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები.

4. სახელმწიფოები უნდა ეცადონ, რომ შესაბამის რეგიონულ დონეზე მოახდინონ ამ კუთხით არსებული პოლიტიკის ჰარმონიზაცია.

5. სახელმწიფოებმა, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით, უნდა დაადგინონ გლობალური და რეგიონული ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები ზღვის გარემოს პირველ პუნქტში მითითებული დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით. ასეთი ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები, საჭიროებისამებრ, უნდა გადაიხედოს პერიოდულად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-208-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-208-2/)

---

## მუხლი 209. რაიონში საქმიანობიდან გამოწვეული დაბინძურება

1. რაიონში საქმიანობით გამოწვეული ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით, XI ნაწილის შესაბამისად უნდა დადგინდეს საერთაშორისო ნორმები, წესები და პროცედურები. ასეთი ნორმები, წესები და პროცედურები საჭიროებისამებრ უნდა გადაიხედოს პერიოდულად.

2. წინამდებარე განყოფილების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და ნორმები, რათა თავიდან აიცილონ, შეამცირონ და გააკონტროლონ ზღვის გარემოს დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია მათი დროშით მოსარგებლე ან მათ რეესტრში შემავალი, ან მათი უფლებამოსილების ქვეშ მოქმედი გემებით, დანადგარებით, სტრუქტურებით და სხვა მოწყობილობებით რაიონში განხორციელებული საქმიანობიდან. ასეთი კანონებისა და წესების მოთხოვნები უნდა იყოს არანაკლებ ეფექტური, ვიდრე პირველ პუნქტში მითითებული საერთაშორისო ნორმები, წესები და პროცედურები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-209-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-209-2/)

---

## მუხლი 210. დაბინძურება ჩამარხვით

1. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები ზღვის გარემოს ჩამარხვით დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით.

2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ასეთი დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით.

3. ასეთმა კანონებმა, წესებმა და ზომებმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჩამარხვა არ განხორციელდება სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე.

4. სახელმწიფოებმა, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით უნდა ეცადონ, რომ დაადგინონ გლობალური და რეგიონული ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები ასეთი დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით. ასეთი ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები, საჭიროებისამებრ, უნდა გადაიხედოს პერიოდულად.

5. ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე ჩამარხვა არ უნდა განხორციელდეს იმ სანაპირო სახელმწიფოს აშკარად გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, რომელსაც უფლება აქვს, რომ ნება დართოს, მოაწესრიგოს და გააკონტროლოს ასეთი ჩამარხვა იმ სხვა სახელმწიფოებთან საკითხის სათანადო განხილვის შემდეგ, რომლებზეც ასეთმა ჩამარხვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათი გეოგრაფიული სიტუაციის გამო.

6. შიდასახელმწიფოებრივი კანონები, წესები და ზომები ასეთი დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის თვალსაზრისით უნდა იყოს არანაკლებ ეფექტური, ვიდრე გლობალური წესები და სტანდარტები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-210-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-210-2/)

---

## მუხლი 211. დაბინძურება გემებიდან

1. სახელმწიფოებმა, რომლებიც მოქმედებენ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან გენერალური დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით, უნდა დაადგინონ საერთაშორისო წესები და სტანდარტები გემებიდან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით და ხელი უნდა შეუწყონ იმავე წესით, როდესაც ეს შესაძლებელია ისეთი მარშრუტების სისტემების დანერგვას, რომლებიც შექმნილია იმ ავარიების საფრთხის მინიმიზაციისთვის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ზღვის გარემოს, მათ შორის, სანაპირო ხაზის დაბინძურება და სანაპირო სახელმწიფოების დაკავშირებული ინტერესების დაზიანება დაბინძურებით. ასეთი წესები და სტანდარტები იმავე წესით, საჭიროებისამებრ, უნდა გადაიხედოს პერიოდულად.

2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები თავიანთი დროშით მცურავი ან თავიანთი რეესტრის გემებიდან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით. ასეთ კანონებსა და ნორმებს უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, იგივე ძალა, რაც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან გენერალური დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით დადგენილ ზოგადად მიღებულ საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს.

3. სახელმწიფოებმა, რომლებიც ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისთვის, შემცირებისთვის და კონტროლისთვის ადგენენ კონკრეტულ მოთხოვნებს, როგორც უცხოური გემების თავიანთ ნავსადგურებში ან შიდა წყლებში შესვლის ან მათ ოფშორულ ტერმინალებში შესვლის პირობას, სათანადოდ უნდა გამოქვეყნონ ეს მოთხოვნები და გაუგზავნონ ისინი კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას. როდესაც ასეთი მოთხოვნები ორი ან მეტი სანაპირო სახელმწიფოს მიერ დადგენილია იდენტური ფორმით პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიზნით, შეტყობინებაში უნდა მიეთითოს, რომელი სახელმწიფოები მონაწილეობენ ასეთი თანამშრომლობის შეთანხმებებში. თითოეულმა სახელმწიფომ თავისი დროშით მცურავი ან თავისი რეესტრის გემის კაპიტანს, ასეთი თანამშრომლობის შეთანხმებებში მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობისას უნდა მოსთხოვოს, რომ ამ სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია იმის შესახებ, მიემართება თუ არა იგი იმავე რეგიონის სახელმწიფოსკენ, რომელიც მონაწილეობს ასეთ თანამშრომლობის შეთანხმებებში და, თუ ასეა, მიუთითოს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ სახელმწიფოს ნავსადგურში შესვლის მოთხოვნებს. წინამდებარე მუხლი ზიანს არ აყენებს გემის მიერ მშვიდობიანი გავლის უფლებით განგრძობად სარგებლობას ან 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებას.

4. სანაპირო სახელმწიფოებს თავიანთ ტერიტორიულ ზღვაში თავიანთი სუვერენიტეტის განხორციელებისას შეუძლიათ მიიღონ კანონები და წესები უცხო გემებიდან, მათ შორის, მშვიდობიანი გავლის უფლების განმახორციელებელი გემებიდან, ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით. ასეთმა კანონებმა და წესებმა II ნაწილის მე-3 განყოფილების შესაბამისად, არ უნდა შეაფერხოს უცხო გემების მშვიდობიანი გავლა.

5. სანაპირო სახელმწიფოებს, მე-6 განყოფილებით გათვალისწინებული აღსრულების მიზნით, გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით, შეუძლიათ თავიანთი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების მიმართ მიიღონ კანონები და ნორმები, რომლებიც შეესაბამება და ახორციელებს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან გენერალური დიპლომატიური კონფერენციის მიერ დადგენილ ზოგადად მიღებულ საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს.

6. (a) იმ შემთხვევაში, თუ პირველ პუნქტში მითითებული საერთაშორისო წესები და სტანდარტები არასაკმარისია განსაკუთრებულ გარემოებებზე რეაგირებისთვის და სანაპირო სახელმწიფოებს აქვთ გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თავიანთი შესაბამისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული არეალი არის არეალი, სადაც გემებიდან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სპეციალური სავალდებულო ზომების მიღება აღიარებული ტექნიკური მიზეზების გამო, რომლებიც დაკავშირებულია მის ოკეანოგრაფიულ და ეკოლოგიურ პირობებთან, ასევე, მისი რესურსების გამოყენებასთან ან დაცვასთან და მასში მოძრაობის განსაკუთრებულ ხასიათთან, სანაპირო სახელმწიფოებს, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ შეუძლიათ ამ არეალის შესახებ შეტყობინება გაუგზავნონ ამ ორგანიზაციას და წარუდგინონ დამხმარე სამეცნიერო და ტექნიკური მტკიცებულებები და ინფორმაცია საჭირო მიმღები მოწყობილობების შესახებ. ასეთი შეტყობინების მიღებიდან 12 თვის განმავლობაში ორგანიზაციამ უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა ამ არეალის პირობები ზემოთ დადგენილ მოთხოვნებს. თუ ორგანიზაცია ამგვარად დაადგენს, სანაპირო სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომ ამ არეალისთვის მიიღონ კანონები და წესები გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, რომლებიც ახორციელებენ ისეთ საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს ან სანაოსნო პრაქტიკას, რომლებიც ორგანიზაციის მეშვეობით გამოიყენება სპეციალური ზონებისთვის. ეს კანონები და წესები უცხოური გემების მიმართ არ ამოქმედდება ორგანიზაციისთვის შეტყობინების წარდგენიდან 15 თვის გასვლამდე;

(b) სანაპირო სახელმწიფოებმა უნდა გამოქვეყნონ ასეთი კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული არეალის საზღვრები;

(c) თუ სანაპირო სახელმწიფოები იმავე არეალისთვის აპირებენ დამატებითი კანონებისა და წესების მიღებას გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, მათ, ზემოაღნიშნული შეტყობინების წარდგენისას ამის შესახებ იმავდროულად უნდა აცნობონ ორგანიზაციას. ასეთი დამატებითი კანონები და წესები შეიძლება ეხებოდეს გადმოტვირთვას ან სანაოსნო პრაქტიკას, მაგრამ უცხოური გემებისგან არ უნდა მოითხოვოს დიზაინის, მშენებლობის, დაკომპლექტების ან აღჭურვილობის სტანდარტების დაცვა, გარდა ზოგადად მიღებული საერთაშორისო წესებისა და სტანდარტებისა; ისინი უცხოური გემების მიმართ ამოქმედდება შეტყობინების ორგანიზაციისთვის წარდგენიდან 15 თვის შემდეგ, იმ პირობით, რომ ორგანიზაცია დათანხმდება შეტყობინების წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.

7. წინამდებარე მუხლში ნახსენები საერთაშორისო წესები და სტანდარტები, inter alia, უნდა მოიცავდეს წესებსა და სტანდარტებს იმ სანაპირო სახელმწიფოებისთვის დროული შეტყობინების შესახებ, რომელთა სანაპირო ხაზი ან დაკავშირებული ინტერესები შეიძლება დაზიანდეს ინციდენტებით, მათ შორის, საზღვაო ავარიებით, რომელიც მოიცავს გაჟონვას ან გაჟონვის ალბათობას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-211-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-211-2/)

---

## მუხლი 212. დაბინძურება ატმოსფეროდან ან მისი მეშვეობით

1. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები ზღვის გარემოს ატმოსფეროდან ან ატმოსფეროს მეშვეობით დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით, რომლებიც გამოიყენება თავიანთი სუვერენიტეტის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცისა და მათი დროშით მცურავი გემების ან თავიანთი რეესტრის გემების ან საფრენი აპარატების მიმართ, საერთაშორისოდ შეთანხმებული წესების, სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკისა და პროცედურების, ასევე, ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ასეთი დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით.

3. სახელმწიფოები, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით, უნდა ეცადონ, რომ დაადგინონ გლობალური და რეგიონული ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები ასეთი დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით.

განყოფილება 6. აღსრულება

[https://legali.ge/law/7034431/muxli-212-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-212-2/)

---

## მუხლი 213. აღსრულება ხმელეთზე განლაგებული წყაროებიდან დაბინძურებასთან დაკავშირებით

სახელმწიფოებმა უნდა აღასრულონ 207-ე მუხლის შესაბამისად მიღებული კანონები და წესები და მიიღონ კანონები და წესები, მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც აუცილებელია კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით დადგენილი გამოსაყენებელი საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების განსახორციელებლად, რათა თავიდან აიცილონ, შეამცირონ და გააკონტროლონ ზღვის გარემოს დაბინძურება ხმელეთზე განლაგებული წყაროებიდან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-213-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-213-2/)

---

## მუხლი 214. აღსრულება ზღვის ფსკერზე საქმიანობით გამოწვეული დაბინძურებასთან დაკავშირებით

სახელმწიფოებმა უნდა აღასრულონ 208-ე მუხლის შესაბამისად მიღებული კანონები და წესები და მიიღონ კანონები და წესები და მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც აუცილებელია კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით დადგენილი გამოსაყენებელი საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების განსახორციელებლად, რათა თავიდან აიცილონ, შეამცირონ და გააკონტროლონ ზღვის გარემოს დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია თავიანთი იურისდიქციის ქვეშ არსებულ ზღვის ფსკერზე საქმიანობით და თავიანთ იურისდიქციაში არსებული ხელოვნური კუნძულებით, დანადგარებით და ნაგებობებით, ან დაკავშირებულია მათთან მე-60 და მე-80 მუხლების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-214-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-214-2/)

---

## მუხლი 215. აღსრულება რაიონში საქმიანობით გამოწვეული დაბინძურებასთან დაკავშირებით

რაიონში საქმიანობით გამოწვეული ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით XI ნაწილის შესაბამისად დადგენილი საერთაშორისო ნორმები, წესები და პროცედურები აღსრულება წესრიგდება წინამდებარე ნაწილით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-215-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-215-2/)

---

## მუხლი 216. აღსრულება ჩამარხვით გამოწვეულ დაბინძურებასთან დაკავშირებით

1. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული კანონები და ნორმები, ასევე, შესაბამისი საერთაშორისო წესები და სტანდარტები, რომლებიც დადგენილია კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით ზღვის გარემოს ჩამარხვით დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, უნდა აღსრულდეს:

(a) სანაპირო სახელმწიფოს მიერ თავის ტერიტორიულ ზღვაში ან თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან თავის კონტინენტურ შელფზე ჩამარხვასთან დაკავშირებით;

(b) დროშის სახელმწიფოს მიერ თავისი დროშით მცურავი გემების ან თავისი რეესტრის გემების ან საფრენი აპარატების მიმართ;

(c) ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ თავის ტერიტორიაზე ან თავის ოფშორულ ტერმინალებში ნარჩენების ან სხვა ნივთიერებების გადმოტვირთვის აქტებთან დაკავშირებით.

2. წინამდებარე მუხლი არ ავალდებულებს რომელიმე სახელმწიფოს, რომ დაიწყოს სამართალწარმოება, როდესაც სხვა სახელმწიფომ უკვე დაიწყო სამართალწარმოება წინამდებარე მუხლის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-216-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-216-2/)

---

## მუხლი 217. დროშის სახელმწიფოების მიერ აღსრულება

1. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთი დროშით მცურავი ან თავიანთი რეესტრის გემების მიერ შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების მოთხოვნებთან, რომლებიც დადგენილია კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან გენერალური დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული თავიანთი კანონებისა და წესების მოთხოვნებთან, რომლებიც მიზნად ისახავს გემებიდან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას, შემცირებას და კონტროლს და, შესაბამისად, უნდა მიიღონ კანონები და წესები და სხვა ზომები, რომლებიც აუცილებელია მათი განხორციელებისთვის. დროშის სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ასეთი წესების, სტანდარტების, კანონებისა და წესების ეფექტური აღსრულება, მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება დარღვევა.

2. სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავიანთი დროშით მცურავ ან თავიანთი რეესტრის გემებს აეკრძალოთ ნაოსნობა, მანამ სანამ ისინი არ შეძლებენ ზღვაში გასვლას პირველ პუნქტში მითითებული საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების მოთხოვნების, მათ შორის, გემების დიზაინის, მშენებლობის, აღჭურვილობისა და ეკიპაჟის მოთხოვნების დაცვით.

3. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თავიანთი დროშით მცურავ ან თავიანთი რეესტრის გემებს ბორტზე ჰქონდეთ პირველ პუნქტში მითითებული საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების შესაბამისად მოთხოვნილი და გაცემული სერტიფიკატები. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თავიანთი დროშით მცურავი გემები პერიოდულად შემოწმდეს, რათა დადასტურდეს, რომ ასეთი სერტიფიკატები შეესაბამება გემების ფაქტობრივ მდგომარეობას. ეს სერტიფიკატები სხვა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ როგორც გემების მდგომარეობის მტკიცებულება და უნდა ჩაითვალოს მათ მიერ გაცემული სერტიფიკატების მსგავსი ძალის მქონედ, თუ არ არსებობს აშკარა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ გემის მდგომარეობა არსებითად არ შეესაბამება სერტიფიკატების დეტალებს.

4. თუ გემი დაარღვევს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან გენერალური დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით დადგენილ წესებსა და სტანდარტებს, დროშის სახელმწიფომ 218-ე, 220-ე და 228-ე მუხლებისთვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა უზრუნველყოს დაუყოვნებლივი გამოძიება და, შესაბამის შემთხვევაში, დაიწყოს სამართალწარმოება სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დარღვევა, ან სად მოხდა ან დაფიქსირდა ასეთი დარღვევით გამოწვეული დაბინძურება.

5. დროშის სახელმწიფოებს, რომლებიც ახორციელებენ დარღვევის გამოძიებას, შეუძლიათ მოითხოვონ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს დახმარება, რომლის თანამშრომლობაც შეიძლება სასარგებლო იყოს საქმის გარემოებების გამორკვევაში. სახელმწიფოები უნდა ეცადონ, რომ დააკმაყოფილონ დროშის სახელმწიფოების შესაბამისი მოთხოვნები.

6. სახელმწიფოებმა, ნებისმიერი სახელმწიფოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა გამოიძიონ ნებისმიერი დარღვევა, რომელიც სავარაუდოდ ჩაიდინეს თავიანთი დროშით მცურავმა გემებმა. თუ დარწმუნდებიან, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით შესაძლებელს გახდის სამართალწარმოების დაწყებას, დროშის სახელმწიფოებმა დაყოვნების გარეშე უნდა დაიწყონ ასეთი სამართალწარმოება თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. დროშის სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მომთხოვნ სახელმწიფოს და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას მიღებული ზომებისა და მათი შედეგების შესახებ. ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა სახელმწიფოსთვის.

8. სახელმწიფოების კანონებითა და წესებით გათვალისწინებული ჯარიმები თავიანთი დროშით მცურავი გემებისთვის უნდა იყოს საკმარისად მკაცრი, რათა ხელი შეუშალოს დარღვევებს, სადაც არ უნდა მოხდეს ისინი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-217-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-217-2/)

---

## მუხლი 218. აღსრულება ნავსადგურის სახელმწიფოების მიერ

1. როდესაც გემი ნებაყოფლობით იმყოფება სახელმწიფოს ნავსადგურში ან ოფშორულ ტერმინალში, ამ სახელმწიფოს შეუძლია ჩაატაროს გამოძიება, და თუ მტკიცებულებები ამას მოითხოვს, დაიწყოს სამართალწარმოება ამ გემიდან ამ სახელმწიფოს შიდა წყლების, ტერიტორიული ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარეთ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან გენერალური დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით დადგენილი მოქმედი საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დარღვევით განხორციელებული ნებისმიერი ჩამარხვის შესახებ.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად არ უნდა დაიწყოს სამართალწარმოება სხვა სახელმწიფოს შიდა წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩამარხვასთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში, თუ ამას არ ითხოვს ეს სახელმწიფო, დროშის სახელმწიფო ან ჩამარხვასთან დაკავშირებული დარღვევით დაზიანებული ან საფრთხის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, ან თუ დარღვევამ გამოიწვია დაბინძურება ან სავარაუდოდ გამოიწვევს მას სამართალწარმოების დამწყები სახელწმიფოს შიდა წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში ან განსაკუთრებით ეკონომიკურ ზონაში.

3. როდესაც გემი ნებაყოფლობით იმყოფება სახელმწიფოს ნავსადგურში ან ოფშორულ ტერმინალში, ამ სახელმწიფომ, რამდენადაც ეს პრაქტიკულია, უნდა დააკმაყოფილოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოთხოვნები პირველ პუნქტში მითითებული ჩამარხვასთან დაკავშირებული დარღვევის გამოძიების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, მოხდა მომთხოვნი სახელმწიფოს შიდა წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ან გამოიწვია მათი დაზიანება ან შექმნა მათი დაზიანების საფრთხე. მან, ასევე, რამდენადაც ეს პრაქტიკულია, უნდა დააკმაყოფილოს დროშის სახელმწიფოს მოთხოვნები ასეთი დარღვევის გამოძიების შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დარღვევა.

4. ნავსადგურის სახელმწიფოს მიერ წინამდებარე მუხლის შესაბამისად ჩატარებული გამოძიების ჩანაწერები, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადაეცეს დროშის სახელმწიფოს ან სანაპირო სახელმწიფოს. ნავსადგურის სახელმწიფოს მიერ ასეთი გამოძიების საფუძველზე დაწყებული ნებისმიერი სამართალწარმოება, მე-7 განყოფილების შესაბამისად, შეიძლება შეჩერდეს სანაპირო სახელმწიფოს მოთხოვნით, თუ დარღვევა მოხდა მის შიდა წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. საქმის მტკიცებულებები და ჩანაწერები, ნავსადგურის სახელმწიფოს ორგანოებში წარდგენილ ნებისმიერ გირაოსთან ან სხვა ფინანსურ უზრუნველყოფასთან ერთად, ამ შემთხვევაში უნდა გადაეცეს სანაპირო სახელმწიფოს. ასეთი გადაცემა გამორიცხავს სამართალწარმოების გაგრძელებას ნავსადგურის სახელმწიფოში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-218-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-218-2/)

---

## მუხლი 219. გემების ზღვაოსნობაუნარიანობასთან დაკავშირებული ზომები დაბინძურების თავიდან ასაცილებლად

მე-7 განყოფილების გათვალისწინებით, სახელმწიფოები, რომლებმაც მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით დაადგინეს, რომ მათ ერთ-ერთ ნავსადგურში ან ერთ-ერთ ოფშორულ ტერმინალში გემი არღვევს გემების ზღვაოსნობაუნარიანობასთან დაკავშირებულ მოქმედ საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს და ამით საფრთხეს უქმნის ზღვის გარემოს, უნდა მიიღონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ადმინისტრაციული ზომები გემის ნაოსნობის თავიდან ასაცილებლად. ასეთ სახელმწიფოებს შეუძლიათ ნება დართონ გემს, რომ გააგრძელოს გზა მხოლოდ უახლოეს შესაბამის სარემონტო ქარხნამდე და, დარღვევის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ გემს უნდა დართონ გზის დაუყოვნებლივ გაგრძელების ნება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-219-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-219-2/)

---

## მუხლი 220. აღსრულება სანაპირო სახელმწიფოების მიერ

1. როდესაც გემი ნებაყოფლობით იმყოფება სახელმწიფოს ნავსადგურში ან ოფშორულ ტერმინალში, ამ სახელმწიფოს შეუძლია მე-7 განყოფილების შესაბამისად, დაიწყოს სამართალწარმოება წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული კანონებისა და წესების ან გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიმართ მოქმედი საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების ნებისმიერი დარღვევის გამო, როდესაც დარღვევა მოხდა ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

2. თუ არსებობს აშკარა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში მცურავმა გემმა, მასში გავლის დროს, დაარღვია წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული კანონები და წესები ან გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიმართ მოქმედი საერთაშორისო წესები და სტანდარტები, ამ სახელმწიფოს II ნაწილის მე-3 განყოფილების შესაბამისი დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, დარღვევასთან დაკავშირებით შეუძლია ჩაატაროს გემის ფიზიკური შემოწმება, და თუ მტკიცებულებები ამის საშუალებას იძლევა, შეუძლია დაიწყოს სამართალწარმოება, მათ შორის, გემის დაკავება, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, მე-7 განყოფილების დებულებების მიხედვით.

3. თუ არსებობს აშკარა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ტერიტორიულ ზღვაში მცურავმა გემმა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დაარღვია გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიმართ მოქმედი საერთაშორისო წესები და სტანდარტები ან ამ სახელმწიფოს კანონები და ნორმები, რომლებიც შეესაბამება და ახორციელებენ ასეთ წესებსა და სტანდარტებს, ამ სახელმწიფოს შეუძლია მოსთხოვოს გემს ინფორმაცია მისი ვინაობისა და მიწერის ნავსადგურის, მისი ბოლო და შემდეგი გაჩერების ნავსადგურის შესახებ და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმის დასადგენად, მოხდა თუ არა დარღვევა.

4. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები და სხვა ზომები, რათა თავიანთი დროშით მცურავმა გემებმა დააკმაყოფილონ მე-3 პუნქტის შესაბამისი მოთხოვნები ინფორმაციის შესახებ.

5. თუ არსებობს აშკარა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ტერიტორიულ ზღვაში მცურავმა გემმა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩაიდინა მე-3 პუნქტში მითითებული დარღვევა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ჩამარხვა, რაც იწვევს ზღვის გარემოს მნიშვნელოვან დაბინძურებას ან ქმნის ამის საფრთხეს, ამ სახელმწიფოს შეუძლია ჩაატაროს გემის ფიზიკური შემოწმება დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუ გემმა უარი თქვა ინფორმაციის მიწოდებაზე ან თუ გემის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადად ეწინააღმდეგება აშკარა ფაქტობრივ სიტუაციას და თუ შემთხვევის გარემოებები ამართლებს ასეთ შემოწმებას.

6. თუ არსებობს მკაფიო ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ტერიტორიულ ზღვაში მცურავმა გემმა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩაიდინა მე-3 პუნქტში მითითებული დარღვევა, რამაც გამოიწვია ჩამარხვა, რაც სანაპირო სახელმწიფოს სანაპირო ხაზისთვის ან მასთან დაკავშირებული ინტერესებისთვის, ან მისი ტერიტორიული ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ნებისმიერი რესურსისთვის იწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან ქმნის მნიშვნელოვანი ზიანის საფრთხეს, ამ სახელმწიფოს შეუძლია მე-7 განყოფილების შესაბამისად, იმ პირობით, რომ მტკიცებულებები ამის საშუალებას იძლევა, დაიწყოს სამართალწარმოება, მათ შორის, გემის დაკავება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. მე-6 პუნქტის დებულებების მიუხედავად, როდესაც შესაბამისი პროცედურები დადგენილია ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით ან სხვაგვარად შეთანხმებულია, რომლითაც უზრუნველყოფილია გირაოს ან სხვა შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნების დაცვა, სანაპირო სახელმწიფო, თუ მისთვის სავალდებულოა ასეთი პროცედურები, გემს უნდა დართოს გზის გაგრძელების ნება.

8. მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების დებულებები ასევე გამოიყენება 211-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული შიდასახელმწიფოებრივი კანონებისა და წესების მიმართ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-220-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-220-2/)

---

## მუხლი 221. საზღვაო ინციდენტებით გამოწვეული დაბინძურების თავიდან აცილების ზომები

1. წინამდებარე ნაწილში არაფერი ზღუდავს სახელმწიფოების უფლებას, ჩვეულებითი ან სახელშეკრულებო საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიიღონ და განახორციელონ ზომები ტერიტორიული ზღვის მიღმა, ფაქტობრივი ან საფრთხის შემცველი ზიანის პროპორციულად, რათა თავიანთი სანაპირო ხაზი ან მასთან დაკავშირებული ინტერესები, მათ შორის, თევზჭერა, დაიცვან დაბინძურებისგან ან დაბინძურების საფრთხისგან, რაც გამოწვეულია საზღვაო ინციდენტით ან ასეთ ინციდენტთან დაკავშირებული აქტებით, რომელთა მიმართ არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მავნე შედეგები.

2. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის „საზღვაო ინციდენტი“ ნიშნავს გემების შეჯახებას, მეჩეჩზე დაჯდომას ან ნაოსნობის სხვა ინციდენტს, ან სხვა მოვლენას გემის ბორტზე ან მის გარეთ, რაც იწვევს მატერიალურ ზიანს ან მატერიალური ზიანის იმწუთიერ საფრთხეს გემისთვის ან ტვირთისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-221-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-221-2/)

---

## მუხლი 222. აღსრულება ატმოსფეროდან ან მისი მეშვეობით დაბინძურებასთან დაკავშირებით

სახელმწიფოებმა თავიანთი სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცეში ან მათი დროშით მცურავი გემების ან მათი რეესტრის გემების ან საფრენი აპარატების მიმართ უნდა აღასრულონ 212-ე მუხლის პირველი პუნქტისა და წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებების შესაბამისად მიღებული კანონები და წესები და უნდა მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც აუცილებელია კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით დადგენილი შესაბამისი საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების განსახორციელებლად, რათა თავიდან აიცილონ, შეამცირონ და გააკონტროლონ ზღვის გარემოს დაბინძურება ატმოსფეროდან ან მისი მეშვეობით, ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების შესახებ ყველა შესაბამისი საერთაშორისო წესისა და სტანდარტის შესაბამისად.

განყოფილება 7. დაცვის გარანტიები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-222-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-222-2/)

---

## მუხლი 223. სამართალწარმოების ხელშეწყობის ზომები

წინამდებარე ნაწილის შესაბამისად დაწყებული სამართალწარმოებისას სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა ხელი შეუწყონ მოწმეების დაკითხვას და სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაშვებას და ხელი უნდა შეუწყონ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის, დროშის სახელმწიფოს და ნებისმიერი დარღვევით გამოწვეული დაბინძურებით დაზარალებული ნებისმიერი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლების ასეთ სამართალწარმოებაზე დასწრებას. ასეთ სამართალწარმოებაზე დამსწრე ოფიციალურ წარმომადგენლებს აქვთ ისეთი უფლებები და მოვალეობები, რაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და წესებით ან საერთაშორისო სამართლით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-223-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-223-2/)

---

## მუხლი 224. აღსრულების უფლებამოსილების განხორციელება

უცხოური გემების მიმართ წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული აღსრულების უფლებამოსილებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ოფიციალური პირების ან სამხედრო გემების, სამხედრო საფრენი აპარატების ან სხვა გემების ან საფრენი აპარატების მიერ, რომლებიც მკაფიოდ აღნიშნულია და იდენტიფიცირებადია, როგორც სამთავრობო სამსახურში მყოფნი და უფლებამოსილნი არიან ამ მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-224-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-224-2/)

---

## მუხლი 225. აღსრულების უფლებამოსილების განხორციელებისას უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ვალდებულება

უცხოური გემების წინააღმდეგ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად აღსრულების თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას, სახელმწიფოებმა არ უნდა შეუქმნან საფრთხე ნაოსნობის უსაფრთხოებას ან სხვაგვარი ნებისმიერი საფრთხე გემს, არ უნდა მიიყვანონ იგი სახიფათო ნავსადგურში ან ღუზაზე დგომაზე, ან არ უნდა დააყენონ ზღვის გარემო არაგონივრული რისკის ქვეშ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-225-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-225-2/)

---

## მუხლი 226. უცხოური გემების გამოძიება

1. (a) სახელმწიფოებმა არ უნდა დააყოვნონ უცხოური გემი იმაზე მეტხანს, ვიდრე ეს აუცილებელია 216-ე, 218-ე და 220-ე მუხლებით გათვალისწინებული გამოძიების მიზნებისთვის. უცხოური გემის ნებისმიერი ფიზიკური შემოწმება უნდა შემოიფარგლოს იმ სერტიფიკატების, ჩანაწერების ან სხვა დოკუმენტების შემოწმებით, რომელთა ქონაც გემს ევალება ზოგადად მიღებული საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების შესაბამისად, ან ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტის შემოწმებით, რომელსაც ის ატარებს; გემის შემდგომი ფიზიკური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ასეთი შემოწმების შემდეგ და მხოლოდ მაშინ, როდესაც:

(i) არსებობს აშკარა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ გემის ან მისი აღჭურვილობის მდგომარეობა არსებითად არ შეესაბამება ამ დოკუმენტების დეტალებს;

(ii) ასეთი დოკუმენტების შინაარსი არ არის საკმარისი სავარაუდო დარღვევის დასადასტურებლად ან გადასამოწმებლად; ან

(iii) გემს არ აქვს ვარგისი სერტიფიკატები და ჩანაწერები.

(b) თუ გამოძიება მიუთითებს ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიმართ გამოსაყენებელი კანონებისა და წესების ან საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დარღვევაზე, გემი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, გონივრული პროცედურების დაცვით, როგორიცაა გირაო ან სხვა შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა;

(c) გემების ზღვაოსნობუნარიანობის მიმართ გამოსაყენებელი საერთაშორისო წესებისა და სტანდარტებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, როდესაც გემი ზღვის გარემოსთვის ზიანის არაგონივრულ საფრთხეს წარმოადგენს, მის გათავისუფლებას შეიძლება უარის ეთქვას ან გათავისუფლდეს უახლოეს შესაბამის სარემონტო ქარხანაში მისვლის პირობით. გათავისუფლებაზე უარი ან პირობითი გათავისუფლების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გემის დროშის სახელმწიფოს და მას შეუძლია, მოითხოვოს გემის გათავისუფლება XV ნაწილის შესაბამისად.

2. სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ზღვაში გემების არასაჭირო ფიზიკური შემოწმების თავიდან აცილების პროცედურების შემუშავების მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-226-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-226-2/)

---

## მუხლი 227. დისკრიმინაციის აკრძალვა უცხოური გემების მიმართ

წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფოებმა არ უნდა მოახდინონ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს გემების ფორმალური ან ფაქტობრივი დისკრიმინაცია.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-227-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-227-2/)

---

## მუხლი 228. სამართალწარმოების დაწყების შეჩერება და შეზღუდვები

1. სამართალწარმოება, რომლის მიზანია ჯარიმის დაკისრება უცხოური გემის მიერ სამართალწარმოების დამწყები სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვის მიღმა გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიმართ მოქმედი კანონებისა და წესების ან საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების ნებისმიერი დარღვევისთვის, უნდა შეჩერდეს დროშის სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ბრალდებებისთვის ჯარიმის დაკისრების სამართალწარმოების დაწყებისთანავე, სამართალწარმოების პირველად დაწყების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში, თუ ეს სამართალწარმოება არ ეხება სანაპირო სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევას, ან თუ შესაბამისი დროშის სახელმწიფო სისტემატურად უგულებელყოფს თავის ვალდებულებას, ეფექტურად აღასრულოს მოქმედი საერთაშორისო წესები და სტანდარტები თავისი გემების მიერ ჩადენილი დარღვევების მიმართ. დროშის სახელმწიფომ სამართალწარმოების უფრო ადრე დამწყებ სახელმწიფოს გონივრულ ვადაში უნდა წარუდგინოს საქმის სრული მასალები და სამართალწარმოების ჩანაწერები, როდესაც დროშის სახელმწიფომ მოითხოვა სამართალწარმოების შეჩერება წინამდებარე მუხლის შესაბამისად. როდესაც დროშის სახელმწიფოს მიერ დაწყებული სამართალწარმოება დასრულდება, შეჩერებული სამართალწარმოება უნდა შეწყდეს. ასეთ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის შემდეგ, სანაპირო სახელმწიფომ უნდა დააბრუნოს შეჩერებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით წარდგენილი ნებისმიერი გირაო ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფა.

2. უცხოური გემებისთვის ჯარიმების დაკისრების სამართალწარმოება არ უნდა დაიწყოს დარღვევის ჩადენის თარიღიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო რომელიმე სახელმწიფომ არ უნდა დაიწყოს ის იმ შემთხვევაში, თუ სამართალწარმოება უკვე დაწყებულია სხვა სახელმწიფოს მიერ პირველ პუნქტში მითითებული დებულებების შესაბამისად.

3. წინამდებარე მუხლის დებულებები არ ზღუდავს დროშის სახელმწიფოს უფლებას, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს ნებისმიერი ზომა, მათ შორის, დაიწყოს ჯარიმების დაკისრების სამართალწარმოება, სხვა სახელმწიფოს მიერ წინა სამართალწარმოების მიუხედავად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-228-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-228-2/)

---

## მუხლი 230. ფულადი ჯარიმები და ბრალდებულის აღიარებული უფლებების დაცვა

1. ფულადი ჯარიმები შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ტერიტორიული ზღვის მიღმა უცხოური გემების მიერ ჩადენილი შიდასახელმწიფოებრივი კანონებისა და წესების ან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის შესახებ მოქმედი საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დარღვევებთან დაკავშირებით.

2. ფულადი ჯარიმები შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ტერიტორიულ ზღვაში უცხოური გემების მიერ ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის შიდასახელმწიფოებრივი კანონებისა და წესების ან მოქმედი საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დარღვევებთან დაკავშირებით, გარდა ტერიტორიულ ზღვაში დაბინძურების განზრახი და სერიოზული აქტის შემთხვევისა.

3. უცხოური გემის მიერ ჩადენილი ისეთი დარღვევების შესახებ სამართალწარმოებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმების დაკისრება, დაცული უნდა იყოს ბრალდებულის აღიარებული უფლებები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-230-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-230-2/)

---

## მუხლი 231. დროშის სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებული სახელმწიფოებისთვის შეტყობინება

სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ დროშის სახელმწიფოს და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს უცხოური გემების წინააღმდეგ მე-6 განყოფილების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ზომის შესახებ და დროშის სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ ყველა ოფიციალური ანგარიში ამ ზომების შესახებ, თუმცა ტერიტორიულ ზღვაში ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით სანაპირო სახელმწიფოს ზემოაღნიშნული ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ სამართალწარმოების ფარგლებში მიღებულ ზომებზე. დიპლომატიური აგენტები ან საკონსულო თანამდებობის პირები და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დროშის სახელმწიფოს საზღვაო უწყება დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი უცხოური გემების წინააღმდეგ მე-6 განყოფილების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ასეთი ზომის შესახებ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-231-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-231-2/)

---

## მუხლი 232. სახელმწიფოების პასუხისმგებლობა, რომელიც გამომდინარეობს აღსრულების ზომებიდან

სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან მე-6 განყოფილების შესაბამისად მიღებული ზომებით გამოწვეული და მათთვის შერაცხვადი ზიანისთვის ან დანაკარგისთვის, როდესაც ასეთი ზომები უკანონოა ან აღემატება არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოთხოვნილ გონივრულად საჭირო ზომას. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თავიანთ სასამართლოებში შესაძლებელი იყოს ასეთი ზიანის ან დანაკარგის შესახებ მოთხოვნის წარდგენა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-232-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-232-2/)

---

## მუხლი 233. დაცვის გარანტიები საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებული სრუტეების მიმართ

მე-5, მე-6 და მე-7 განყოფილებების არცერთი დებულება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებული სრუტეების სამართლებრივ რეჟიმზე, თუმცა, თუ მე-10 განყოფილებაში მითითებული გემებისგან განსხვავებულმა უცხო გემმა დაარღვია 42-ე მუხლის პირველი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებული კანონები და ნორმები, რამაც გამოიწვია სრუტეების ზღვის გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ან შექმნა ამის საფრთხე, სრუტეების მოსაზღვრე სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი აღსრულების ზომები და, ამ შემთხვევაში, mutatis mutandis უნდა დაიცვან წინამდებარე განყოფილების დებულებები.

განყოფილება 8. ყინულით დაფარული არეალები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-233-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-233-2/)

---

## მუხლი 234. ყინულით დაფარული არეალები

სანაპირო სახელმწიფოებს უფლება აქვთ მიიღონ და აღასრულონ არადისკრიმინაციული კანონები და წესები განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში ყინულით დაფარულ არეალებში გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, სადაც განსაკუთრებით მკაცრი კლიმატური პირობები და წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ასეთი არეალების ყინულით დაფარვა ქმნის დაბრკოლებებს ან განსაკუთრებულ საფრთხეებს ნაოსნობისთვის და სადაც ზღვის გარემოს დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკოლოგიური ბალანსის მნიშვნელოვანი ზიანი ან მისი შეუქცევადი დარღვევა. ასეთი კანონები და წესები სათანადოდ უნდა ითვალისწინებდეს ნაოსნობას და ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას, ხელმისაწვდომი საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე.

განყოფილება 9. ვალდებულება და პასუხისმგებლობა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-234-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-234-2/)

---

## მუხლი 235. ვალდებულება და პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე. ვალდებულების დარღვევისთვის მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

2. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თავიანთი სამართლებრივი სისტემების შესაბამისად, თავიანთი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ზღვის გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ზიანისთვის შესაძლებელი იყოს მიმართვა სწრაფი და ადეკვატური კომპენსაციის ან სხვა სამართლებრივი დაცვის მისაღებად.

3. ზღვის გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ყველა ზიანისთვის სწრაფი და ადეკვატური კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ არსებული საერთაშორისო სამართლის განხორციელებასა და საერთაშორისო სამართლის შემდგომ განვითარებაში ზიანის შეფასებისა და კომპენსაციის ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობასთან, ასევე, მასთან დაკავშირებული დავების მოგვარებასთან დაკავშირებით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური კომპენსაციის გადახდის კრიტერიუმებისა და პროცედურების შემუშავებაში, როგორიცაა სავალდებულო დაზღვევა ან კომპენსაციის ფონდები.

განყოფილება 10. სუვერენული იმუნიტეტი

[https://legali.ge/law/7034431/muxli-235-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-235-2/)

---

## მუხლი 236. სუვერენული იმუნიტეტი

წინამდებარე კონვენციის დებულებები ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების შესახებ არ ვრცელდება არცერთ სამხედრო გემზე, საზღვაო დამხმარე გემზე, სხვა გემზე ან საფრენ აპარატზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია ან მის მიერ ოპერირებულია და მოცემულ დროს გამოიყენება მხოლოდ სამთავრობო არაკომერციული მომსახურებისთვის, თუმცა თითოეულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ზომების მიღებით, რომლებიც არ შეაფერხებს თავის საკუთრებაში არსებული ან მის მიერ ოპერირებული ასეთი გემების ან საფრენი აპარატების ოპერაციებს ან ოპერატიულ შესაძლებლობებს, რომ ასეთი გემები ან საფრენი აპარატები მოქმედებენ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, რამდენადაც ეს გონივრული და პრაქტიკულია.

განყოფილება 11. სხვა კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების შესახებ

[https://legali.ge/law/7034431/muxli-236-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-236-2/)

---

## მუხლი 237. სხვა კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების შესახებ

1. წინამდებარე ნაწილის დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოების მიერ ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული ადრე დადებული სპეციალური კონვენციებითა და შეთანხმებებით აღებულ კონკრეტულ ვალდებულებებს, ასევე, იმ შეთანხმებებს, რომლებიც შეიძლება დაიდოს წინამდებარე კონვენციაში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების განვითარების მიზნით.

2. ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ სპეციალური კონვენციებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე კონვენციის ზოგადი პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად.

ნაწილი XIII. საზღვაო სამეცნიერო კვლევა

განყოფილება 1. ზოგადი დებულებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-237-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-237-2/)

---

## მუხლი 238. საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარების უფლება

ყველა სახელმწიფოს, მათი გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ საზღვაო სამეცნიერო კვლევების ჩატარების უფლება, სხვა სახელმწიფოების უფლებებისა და მოვალეობების დაცვით, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-238-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-238-2/)

---

## მუხლი 240. საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარების ზოგადი პრინციპები

საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარებისას გამოიყენება შემდეგი პრინციპები:

(a) საზღვაო სამეცნიერო კვლევა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის;

(b) საზღვაო სამეცნიერო კვლევა უნდა ჩატარდეს წინამდებარე კონვენციასთან თავსებადი შესაბამისი სამეცნიერო მეთოდებითა და საშუალებებით;

(c) საზღვაო სამეცნიერო კვლევა გაუმართლებლად არ უნდა ჩაერიოს ზღვის სხვა ლეგიტიმურ გამოყენებაში, რომელიც თავსებადია წინამდებარე კონვენციასთან, და რომელიც სათანადოდ უნდა იქნეს დაცული ასეთი გამოყენების დროს;

(d) საზღვაო სამეცნიერო კვლევა უნდა ჩატარდეს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული ყველა შესაბამისი წესის, მათ შორის, ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების შესახებ წესების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-240-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-240-2/)

---

## მუხლი 242. საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა

1. სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის პრინციპის შესაბამისად და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე, ხელი უნდა შეუწყონ საერთაშორისო თანამშრომლობას საზღვაო სამეცნიერო კვლევებს მშვიდობიანი მიზნებისთვის.

2. ამ კონტექსტში, სახელმწიფოების წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, სახელმწიფო, წინამდებარე ნაწილის გამოყენებისას, შესაბამის შემთხვევაში, სხვა სახელმწიფოებს უნდა მისცეს გონივრული შესაძლებლობა მისგან ან მასთან თანამშრომლობით მიიღონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია პირთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის და ზღვის გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად და კონტროლისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-242-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-242-2/)

---

## მუხლი 243. ხელსაყრელი პირობების შექმნა

სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების დადების გზით, უნდა ითანამშრომლონ ზღვის გარემოში საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და ზღვის გარემოში მიმდინარე მოვლენების და პროცესების არსის და მათ შორის ურთიერთკავშირის შესწავლის მიმართულებით მეცნიერთა ძალისხმევის ინტეგრირების მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-243-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-243-2/)

---

## მუხლი 244. ინფორმაციისა და ცოდნის გამოქვეყნება და გავრცელება

1. სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, გამოქვეყნების და შესაბამისი არხებით გავრცელების გზით ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ინფორმაცია შემოთავაზებული ძირითადი პროგრამებისა და მათი მიზნების შესახებ, ასევე – ცოდნა, რომელიც მიღებულია საზღვაო სამეცნიერო კვლევების შედეგად.

2. ამ მიზნით, სახელმწიფოებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა სახელმწიფოებთან და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აქტიურად უნდა შეუწყონ ხელი სამეცნიერო მონაცემებისა და ინფორმაციის ნაკადს და საზღვაო სამეცნიერო კვლევებიდან მიღებული ცოდნის გადაცემას, განსაკუთრებით, განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, ასევე, განვითარებადი სახელმწიფოების ავტონომიური საზღვაო სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებას, inter alia, მათი ტექნიკური და სამეცნიერო პერსონალის ადეკვატური განათლებისა და მომზადების უზრუნველყოფის პროგრამების მეშვეობით.

განყოფილება 3. საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარება და ხელშეწყობა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-244-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-244-2/)

---

## მუხლი 245. საზღვაო სამეცნიერო კვლევა ტერიტორიულ ზღვაში

სანაპირო სახელმწიფოებს თავიანთი სუვერენიტეტის განხორციელებისას აქვთ ექსკლუზიური უფლება, თავიანთ ტერიტორიულ ზღვაში მოაწესრიგონ, ნება დართონ და ჩაატარონ საზღვაო სამეცნიერო კვლევები. ტერიტორიულ ზღვაში საზღვაო სამეცნიერო კვლევები უნდა ჩატარდეს მხოლოდ სანაპირო სახელმწიფოს მკაფიო თანხმობით და მის მიერ დადგენილი პირობების მიხედვით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-245-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-245-2/)

---

## მუხლი 246. საზღვაო სამეცნიერო კვლევა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე

1. სანაპირო სახელმწიფოებს, თავიანთი იურისდიქციის განხორციელებისას აქვთ უფლება, მოაწესრიგონ, ნება დართონ და ჩაატარონ საზღვაო სამეცნიერო კვლევები თავიანთ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე, წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების შესაბამისად.

2. საზღვაო სამეცნიერო კვლევა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე უნდა ჩატარდეს სანაპირო სახელმწიფოს თანხმობით.

3. სანაპირო სახელმწიფოებმა ნორმალურ პირობებში უნდა გასცენ თანხმობა სხვა სახელმწიფოების ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მათ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე საზღვაო სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის და მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ ზღვის გარემოს შესახებ სამეცნიერო ცოდნის გაზრდის მიზნით. ამ მიზნით, სანაპირო სახელმწიფოებმა უნდა მიიღოს ნორმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თანხმობის გაცემა არ დაყოვნდება ან მისი გაცემა უსაფუძვლოდ არ იქნება უარყოფილი.

4. მე-3 პუნქტის გამოყენების მიზნებისათვის, ნორმალური გარემოებები შეიძლება არსებობდეს სანაპირო სახელმწიფოსა და კვლევის ჩამტარებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად.

5. თუმცა, სანაპირო სახელმწიფოებს შეუძლიათ, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში უარი თქვან თავიანთ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე სხვა სახელმწიფოს ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელებაზე, თუ ეს პროექტი:

(a) უშუალო მნიშვნელობისაა ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების დაზვერვისთვის და ექსპლუატაციისთვის;

(b) მოიცავს კონტინენტურ შელფის ბურღვას, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებას ან ზღვის გარემოში მავნე ნივთიერებების შეტანას;

(c) მოიცავს მე-60 და მე-80 მუხლებში მითითებული ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და ნაგებობების მშენებლობას, ექსპლუატაციას ან გამოყენებას;

(d) შეიცავს 248-ე მუხლის შესაბამისად გადაცემულ ინფორმაციას პროექტის ხასიათისა და მიზნების შესახებ, რომლებიც არაზუსტია ან თუ კვლევის ჩამტარებელ სახელმწიფოს ან კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას წინა კვლევითი პროექტიდან გამომდინარე სანაპირო სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები.

6. მე-5 პუნქტის დებულებების მიუხედავად, სანაპირო სახელმწიფოებს არ შეუძლიათ, რომ თავიანთი დისკრეციის გამოყენებით ხსენებული პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი თქვან თანხმობის გაცემაზე იმ საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმართ, რომლებიც წინამდებარე ნაწილის დებულებების შესაბამისად უნდა განხორციელდეს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიული ზღვის სიგანის ათვლის საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილის მიღმა იმ კონკრეტული არეალების გარეთ, რომლებიც სანაპირო სახელმწიფოებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს საჯაროდ განსაზღვრონ, როგორც არეალები, სადაც ხორციელდება ან გონივრულ ვადაში განხორციელდება ამ არეალებზე ორიენტირებული ექსპლუატაცია ან დეტალური სადაზვერვო ოპერაციები. სანაპირო სახელმწიფოებმა გონივრულ ვადაში უნდა გასცენ შეტყობინება ასეთი არეალების განსაზღვრის, ასევე, მათში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მაგრამ არ არიან ვალდებულნი გასცენ დეტალები მათში მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

7. მე-6 პუნქტის დებულებები არ ზღუდავს კონტინენტურ შელფზე სანაპირო სახელმწიფოების უფლებებს, როგორც ეს დადგენილია 77-ე მუხლში.

8. წინამდებარე მუხლში მოხსენიებული საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გაუმართლებლად არ უნდა ჩაერიოს სანაპირო სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის განხორციელებისას წარმართულ საქმიანობაში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-246-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-246-2/)

---

## მუხლი 247. საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ან მათი ეგიდით

სანაპირო სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია ან მასთან დადებული აქვს ორმხრივი შეთანხმება და რომლის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე ამ ორგანიზაციას უშუალოდ ან მისი ეგიდით სურს საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელება, ჩაითვლება პროექტის განხორციელებაზე ნებართვის გამცემად, შეთანხმებული დეტალების შესაბამისად, თუ ამ სახელმწიფომ მოიწონა დეტალური პროექტი, როდესაც ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ პროექტის განხორციელების შესახებ, ან სურს მასში მონაწილეობა და არ გამოუთქვამს რაიმე წინააღმდეგობა ორგანიზაციის მიერ სანაპირო სახელმწიფოსთვის პროექტის შესახებ შეტყობინებიდან ოთხი თვის განმავლობაში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-247-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-247-2/)

---

## მუხლი 248. სანაპირო სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებსაც განზრახული აქვთ საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარება სანაპირო სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე, საზღვაო სამეცნიერო კვლევის პროექტის სავარაუდო დაწყების თარიღამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე, ამ სახელმწიფოს უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია:

(a) პროექტის ხასიათის და მიზნების შესახებ;

(b) გამოსაყენებელი მეთოდის და საშუალებების, მათ შორის, გემების დასახელების, ტონაჟის, ტიპის და კლასის და სამეცნიერო აღჭურვილობის შესახებ;

(c) პროექტის განხორციელების ზუსტი გეოგრაფიული არეალების შესახებ;

(d) კვლევითი გემების პირველი გამოჩენისა და საბოლოო გამგზავრების ან, საჭიროებისამებრ, აღჭურვილობის განლაგებისა და მათი დემონტაჟის სავარაუდო თარიღის შესახებ;

(e) სპონსორი დაწესებულების, მისი დირექტორისა და პროექტზე პასუხისმგებელი პირის ვინაობის შესახებ;

(f) იმის შესახებ, თუ რა მოცულობით აქვს სანაპირო სახელმწიფო პროექტში მონაწილეობის უნარი, ან უნარი – იყოს წარმოდგენილი პროექტში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-248-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-248-2/)

---

## მუხლი 249. გარკვეული პირობების დაცვის ვალდებულება

1. სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სანაპირო სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარებისას, უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:

(a) უზრუნველყონ სანაპირო სახელმწიფოს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ან იყოს წარმოდგენილი საზღვაო სამეცნიერო-კვლევით პროექტში, განსაკუთრებით, სამეცნიერო-კვლევით გემებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე ან სამეცნიერო-კვლევით დანადგარებზე ყოფნის გზით, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, სანაპირო სახელმწიფოს მეცნიერებისთვის რაიმე ანაზღაურების გადახდისა და პროექტის ხარჯებში წვლილის შეტანის ვალდებულების გარეშე;

(b) სანაპირო სახელმწიფოს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში, მიაწოდონ წინასწარი ანგარიშები და საბოლოო შედეგები და დასკვნები კვლევის დასრულების შემდეგ;

(c) იღებენ ვალდებულებას სანაპირო სახელმწიფოს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისცენ წვდომა საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი პროექტიდან მიღებულ ყველა მონაცემზე და ნიმუშზე და ასევე მიაწოდონ მას მონაცემები, რომელთა კოპირებაც შესაძლებელია და ნიმუშები, რომელთა დაყოფაც შესაძლებელია მათი სამეცნიერო ღირებულებისთვის ზიანის მიყენების გარეშე;

(d) მოთხოვნის შემთხვევაში, სანაპირო სახელმწიფოს მიაწოდონ ასეთი მონაცემების, ნიმუშებისა და კვლევის შედეგების შეფასება ან დაეხმარონ მათ შეფასებაში ან განმარტებაში;

(e) მე-2 პუნქტის გათვალისწინებით უზრუნველყონ, რომ კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახდეს საერთაშორისო დონეზე, შესაბამისი ეროვნული ან საერთაშორისო არხებით, რაც შეიძლება სწრაფად პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში;

(f) დაუყოვნებლივ აცნობონ სანაპირო სახელმწიფოს კვლევის პროგრამაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ;

(g) თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, კვლევის დასრულების შემდეგ მოახდინონ სამეცნიერო-კვლევითი დანადგარების ან აღჭურვილობის დემონტაჟი.

2. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს 246-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თანხმობის გაცემასთან ან უართან დაკავშირებული დისკრეციის განხორციელებისთვის სანაპირო სახელმწიფოს კანონმდებლობითა და წესებით დადგენილ პირობებს, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების დაზვერვისთვის და ექსპლუატაციისთვის უშუალო მნიშვნელობის მქონე პროექტის კვლევის შედეგების საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის წინასწარი შეთანხმების მოთხოვნას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-249-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-249-2/)

---

## მუხლი 251. ზოგადი კრიტერიუმები და სახელმძღვანელო მითითებები

სახელმწიფოები, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა ეცადონ, რომ ხელი შეუწყონ ზოგადი კრიტერიუმებისა და სახელმძღვანელო მითითებების დადგენას, რათა დაეხმარონ სახელმწიფოებს საზღვაო სამეცნიერო კვლევის ხასიათისა და შედეგების შეფასებაში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-251-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-251-2/)

---

## მუხლი 252. ნაგულისხმევი თანხმობა

სახელმწიფოებს ან კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს საზღვაო სამეცნიერო კვლევის პროექტის განხორციელება შეუძლიათ 248-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის სანაპირო სახელმწიფოსთვის მიწოდების დღიდან ექვსი თვის შემდეგ, თუ ასეთი ინფორმაციის შემცველი შეტყობინების მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში სანაპირო სახელმწიფო არ აცნობებს კვლევის ჩამტარებელ სახელმწიფოს ან ორგანიზაციას, რომ:

(a) მან უარი თქვა თანხმობის გაცემაზე 246-ე მუხლის დებულებების შესაბამისად; ან

(b) ამ სახელმწიფოს ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პროექტის ხასიათის ან მიზნების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება აშკარად თვალსაჩინო ფაქტებს; ან

(c) ის მოითხოვს დამატებით ინფორმაციას 248-ე და 249-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირობებთან და ინფორმაციასთან დაკავშირებით; ან

(d) არსებობს შეუსრულებელი ვალდებულებები ამ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ წინა საზღვაო სამეცნიერო-კვლევით პროექტთან დაკავშირებით, 249-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-252-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-252-2/)

---

## მუხლი 253. საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეჩერება ან შეწყვეტა

1. სანაპირო სახელმწიფოს უფლება აქვს, რომ მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე მიმდინარე ნებისმიერი საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეჩერება, თუ:

(a) კვლევითი საქმიანობა არ ხორციელდება 248-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად, რომელზეც დაფუძნებული იყო სანაპირო სახელმწიფოს თანხმობა; ან

(b) სახელმწიფო ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კვლევით საქმიანობას, არ ასრულებს 249-ე მუხლის დებულებებს, რომლებიც ეხება სანაპირო სახელმწიფოს უფლებებს საზღვაო სამეცნიერო-კვლევით პროექტთან დაკავშირებით.

2. სანაპირო სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს ნებისმიერი საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეწყვეტა 248-ე მუხლის დებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას კვლევით პროექტში ან კვლევით საქმიანობაში.

3. სანაპირო სახელმწიფოს ასევე შეუძლია, რომ მოითხოვოს საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეწყვეტა, თუ პირველ პუნქტში გათვალისწინებული რომელიმე სიტუაცია არ გამოსწორდება გონივრულ ვადაში.

4. სანაპირო სახელმწიფოს მიერ შეჩერების ან შეწყვეტის ბრძანების შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინების შემდეგ, საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ჩატარებაზე უფლებამოსილმა სახელმწიფოებმა ან კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეწყვიტონ კვლევითი საქმიანობა, რომელიც ასეთი შეტყობინების საგანია.

5. სანაპირო სახელმწიფომ უნდა გააუქმოს პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული შეჩერების შესახებ ბრძანება და უნდა გასცეს საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მას შემდეგ, რაც კვლევის განმახორციელებელი სახელმწიფო ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია შეასრულებს 248-ე და 249-ე მუხლებით მოთხოვნილ პირობებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-253-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-253-2/)

---

## მუხლი 254. ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე მეზობელი სახელმწიფოების უფლებები

1. სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც სანაპირო სახელმწიფოს წარუდგინეს 246-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარების პროექტი, ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე მეზობელ სახელმწიფოებს უნდა შეატყობინონ შემოთავაზებული კვლევითი პროექტის შესახებ და ამის შესახებ აცნობონ სანაპირო სახელმწიფოს.

2. მას შემდეგ, რაც შესაბამისი სანაპირო სახელმწიფო, წინამდებარე კონვენციის 246-ე მუხლისა და სხვა შესაბამისი დებულებების შესაბამისად, შემოთავაზებული საზღვაო სამეცნიერო კვლევის პროექტთან დაკავშირებით გასცემს თანხმობას, სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ახორციელებენ ასეთ პროექტს, ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე მეზობელ სახელმწიფოებს, მათი მოთხოვნისამებრ და საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია, როგორც ეს მითითებულია 248-ე მუხლსა და 249-ე მუხლის პირველი პუნქტის (f) ქვეპუნქტში.

3. ზემოთ მითითებულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე მეზობელ სახელმწიფოებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც ეს შესაძლებელია უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ შემოთავაზებულ საზღვაო სამეცნიერო-კვლევით პროექტში, მათ მიერ დანიშნული კვალიფიციური ექსპერტების მეშვეობით, რომელთა წინააღმდეგიც არ არის სანაპირო სახელმწიფო, შესაბამის სანაპირო სახელმწიფოსა და საზღვაო სამეცნიერო კვლევის განმახორციელებელ სახელმწიფოს ან კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის წინამდებარე კონვენციის დებულებების დაცვით პროექტისთვის შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

4. პირველ პუნქტში მითითებულმა სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ზემოაღნიშნულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიაწოდონ 249-ე მუხლის პირველი პუნქტის (d) ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია და დახმარება, 249-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-254-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-254-2/)

---

## მუხლი 255. საზღვაო სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის და კვლევითი გემების დახმარების ზომები

სახელმწიფოებმა უნდა ეცადონ, რომ მიიღონ გონივრული ნორმები, წესები და პროცედურები, რათა ხელი შეუწყონ და გაამარტივონ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მათი ტერიტორიული ზღვის მიღმა ჩატარებული საზღვაო სამეცნიერო კვლევები და, საჭიროების მიხედვით, თავიანთი კანონებისა და წესების დებულებების გათვალისწინებით, გაამარტივონ თავიანთ ნავსაყუდელებზე წვდომა და ხელი შეუწყონ იმ საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი გემების დახმარებას, რომლებიც იცავენ წინამდებარე ნაწილის შესაბამის დებულებებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-255-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-255-2/)

---

## მუხლი 256. საზღვაო სამეცნიერო კვლევა რაიონში

ყველა სახელმწიფოს, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა, და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ უფლება, რომ XI ნაწილის დებულებების შესაბამისად საზღვაო სამეცნიერო კვლევები ჩაატარონ რაიონში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-256-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-256-2/)

---

## მუხლი 257. საზღვაო სამეცნიერო კვლევა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მიღმა მდებარე წყლის სვეტში

ყველა სახელმწიფოს, მათი გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ უფლება, რომ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად საზღვაო სამეცნიერო კვლევები ჩაატარონ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის საზღვრებს მიღმა მდებარე წყლის სვეტში.

განყოფილება 4. სამეცნიერო-კვლევითი დანადგარები ან აღჭურვილობა ზღვის გარემოში

[https://legali.ge/law/7034431/muxli-257-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-257-2/)

---

## მუხლი 258. განთავსება და გამოყენება

ზღვის გარემოს ნებისმიერ არეალში ნებისმიერი ტიპის სამეცნიერო-კვლევითი დანადგარების ან აღჭურვილობის განთავსება და გამოყენება ექვემდებარება იმავე პირობებს, რომლებიც წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულია ნებისმიერ ასეთ არეალში საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარებისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-258-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-258-2/)

---

## მუხლი 259. სამართლებრივი სტატუსი

წინამდებარე განყოფილებაში მითითებულ დანადგარებს ან აღჭურვილობას არ აქვთ კუნძულების სტატუსი. მათ არ აქვთ საკუთარი ტერიტორიული ზღვა და მათი არსებობა გავლენას არ ახდენს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის დელიმიტაციაზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-259-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-259-2/)

---

## მუხლი 260. უსაფრთხოების ზონები

წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების დაცვით, სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების გარშემო შეიძლება შეიქმნას გონივრული სიგანის უსაფრთხოების ზონები, რომელთა მანძილი არ აღემატება 500 მეტრს. ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მათმა გემებმა დაიცვან ასეთი უსაფრთხოების ზონები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-260-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-260-2/)

---

## მუხლი 262. საიდენტიფიკაციო ნიშნები და გამაფრთხილებელი სიგნალები

წინამდებარე განყოფილებაში მითითებულ დანადგარებს ან აღჭურვილობას უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო ნიშნები, რომლებიც მიუთითებს რეესტრის სახელმწიფოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომელსაც ისინი ეკუთვნის და უნდა ჰქონდეს ადეკვატური საერთაშორისოდ შეთანხმებული გამაფრთხილებელი სიგნალები ზღვაზე უსაფრთხოებისა და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების გათვალისწინებით.

განყოფილება 5. ვალდებულება და პასუხისმგებლობა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-262-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-262-2/)

---

## მუხლი 263. ვალდებულება და პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფოები და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ, რომ საზღვაო სამეცნიერო კვლევა, მიუხედავად იმისა, ტარდება თუ არა ისინი მათ მიერ თუ მათი სახელით, ჩატარდეს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.

2. სახელმწიფოები და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან იმ ზომებისთვის, რომლებსაც ისინი იღებენ წინამდებარე კონვენციის დარღვევით სხვა სახელმწიფოების, მათი ფიზიკური ან იურიდიული პირების ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზღვაო სამეცნიერო კვლევების მიმართ და უნდა უზრუნველყონ კომპენსაცია ასეთი ზომებით გამოწვეული ზიანისთვის.

3. სახელმწიფოები და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები 235-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან ზღვის გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მათ მიერ ან მათი სახელით ჩატარებული საზღვაო სამეცნიერო კვლევებით.

განყოფილება 6. დავების მოგვარება და დროებითი ზომები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-263-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-263-2/)

---

## მუხლი 265. დროებითი ზომები

დავის XV ნაწილის მე-2 და მე-3 განყოფილებების შესაბამისად გადაწყვეტამდე, სახელმწიფომ ან კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, არ უნდა დაუშვას კვლევითი საქმიანობის დაწყება ან გაგრძელება შესაბამისი სანაპირო სახელმწიფოს მკაფიო თანხმობის გარეშე.

ნაწილი XIV. საზღვაო ტექნოლოგიების განვითარება და გადაცემა

განყოფილება 1. ზოგადი დებულებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-265-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-265-2/)

---

## მუხლი 266. საზღვაო ტექნოლოგიების განვითარებისა და გადაცემის ხელშეწყობა

1. სახელმწიფოებმა, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, უნდა ითანამშრომლონ თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად, რათა აქტიურად შეუწყონ ხელი საზღვაო მეცნიერებისა და საზღვაო ტექნოლოგიების განვითარებასა და გადაცემას სამართლიანი და გონივრული პირობებით.

2. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ იმ სახელმწიფოების, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოების, მათ შორის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოების საზღვაო სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ და ითხოვონ ტექნიკური დახმარება ამ სფეროში, ზღვის რესურსების დაზვერვის, ექსპლუატაციის, შენარჩუნებისა და მართვის, ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების, საზღვაო სამეცნიერო კვლევისა და ზღვის გარემოში წინამდებარე კონვენციასთან თავსებადი სხვა საქმიანობების მიმართულებით, განვითარებადი სახელმწიფოების სოციალური და ეკონომიკური განვითარების დაჩქარების მიზნით.

3. სახელმწიფოები უნდა ეცადონ, რომ ხელი შეუწყონ საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური და სამართლებრივი პირობების შექმნას ყველა დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ, თანასწორუფლებიან საფუძველზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-266-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-266-2/)

---

## მუხლი 267. ლეგიტიმური ინტერესების დაცვა

სახელმწიფოებმა 266-ე მუხლის შესაბამისად თანამშრომლობის ხელშეწყობისას სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ ყველა ლეგიტიმურ ინტერესი, მათ შორის, საზღვაო ტექნოლოგიების მფლობელების, მიმწოდებლებისა და მიმღებების უფლებები და მოვალეობები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-267-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-267-2/)

---

## მუხლი 268. ძირითადი მიზნები

სახელმწიფოებმა, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ხელი უნდა შეუწყონ:

(a) საზღვაო ტექნოლოგიური ცოდნის შეძენას, შეფასებას და გავრცელებას და ასეთ ინფორმაციასა და მონაცემებზე წვდომის გამარტივებას;

(b) შესაბამისი საზღვაო ტექნოლოგიების განვითარებას;

(c) საჭირო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემის გამარტივების მიზნით;

(d) ადამიანური რესურსების განვითარებას განვითარებადი სახელმწიფოებისა და ქვეყნების, განსაკუთრებით კი მათ შორის ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მოქალაქეების მომზადებისა და განათლების გზით;

(e) საერთაშორისო თანამშრომლობას ყველა დონეზე, განსაკუთრებით რეგიონულ, სუბრეგიონულ და ორმხრივ დონეზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-268-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-268-2/)

---

## მუხლი 269. ძირითადი მიზნების მიღწევის ზომები

268-ე მუხლში მითითებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფოებმა, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, უნდა ეცადონ, inter alia, რომ:

(a) შეიმუშაონ ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამები ყველა სახის საზღვაო ტექნოლოგიის ეფექტური გადაცემის მიზნით იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ და ითხოვონ ტექნიკური დახმარება ამ სფეროში, განსაკუთრებით, ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, ასევე, სხვა განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ვერც საკუთარი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნა ან განვითარება საზღვაო მეცნიერებასა და საზღვაო რესურსების დაზვერვასა და ექსპლუატაციაში, ვერც ასეთი ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურის განვითარება;

(b) ხელი შეუწყონ შეთანხმებების, კონტრაქტებისა და სხვა მსგავსი გარიგებების დადების ხელსაყრელ პირობების შექმნას, სამართლიანი და გონივრული პირობებით;

(c) ჩაატარონ კონფერენციები, სემინარები და სიმპოზიუმები სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თემებზე, განსაკუთრებით, საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემის პოლიტიკასა და მეთოდებზე;

(d) ხელი შეუწყონ მეცნიერების, ტექნოლოგიური და სხვა ექსპერტების გაცვლას;

(e) განახორციელონ პროექტები და ხელი შეუწყონ ერთობლივ საწარმოებს და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვა ფორმებს.

განყოფილება 2. საერთაშორისო თანამშრომლობა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-269-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-269-2/)

---

## მუხლი 270. საერთაშორისო თანამშრომლობის გზები და საშუალებები

საზღვაო ტექნოლოგიების განვითარებასა და გადაცემაში საერთაშორისო თანამშრომლობა, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელი და მიზანშეწონილია, უნდა განხორციელდეს არსებული ორმხრივი, რეგიონული ან მრავალმხრივი პროგრამების, ასევე, გაფართოებული და ახალი პროგრამების მეშვეობით, რათა გამარტივდეს საზღვაო სამეცნიერო კვლევა, საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემა, განსაკუთრებით, ახალ სფეროებში და ოკეანის კვლევისა და განვითარების შესაბამისი საერთაშორისო დაფინანსება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-270-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-270-2/)

---

## მუხლი 271. სახელმძღვანელო მითითებები, კრიტერიუმები და სტანდარტები

სახელმწიფოებმა, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ხელი უნდა შეუწყონ საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემის საყოველთაოდ მიღებული სახელმძღვანელო მითითებების, კრიტერიუმებისა და სტანდარტების დადგენას ორმხრივ საფუძველზე, ან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ფორუმების ფარგლებში, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-271-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-271-2/)

---

## მუხლი 272. საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია

საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში სახელმწიფოებმა უნდა ეცადონ, უზრუნველყონ, რომ კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კოორდინაცია გაუწიონ თავიანთ საქმიანობას, მათ შორის, ნებისმიერ რეგიონულ ან გლობალურ პროგრამას, განვითარებადი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-272-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-272-2/)

---

## მუხლი 273. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორგანოსთან თანამშრომლობა

სახელმწიფოებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორგანოსთან, რათა წაახალისონ და ხელი შეუწყონ განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, მათი მოქალაქეებისა და საწარმოსთვის რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული უნარებისა და საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-273-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-273-2/)

---

## მუხლი 274. ორგანოს მიზნები

ყველა ლეგიტიმური ინტერესის დაცვით, რაც, inter alia, მოიცავს ტექნოლოგიების მფლობელების, მიმწოდებლებისა და მიმღებების უფლებებსა და მოვალეობებს, ორგანომ, რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით, უნდა უზრუნველყოს, რომ:

(a) სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპის საფუძველზე, განვითარებადი სახელმწიფოების – იქნება ეს სანაპირო, ზღვაზე გასასვლელის არმქონე თუ გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე – მოქალაქეები, გადამზადების მიზნებისთვის, ჩართულნი იქნებიან მისი საქმიანობისთვის შექმნილ მმართველ, კვლევით და ტექნიკურ პერსონალში;

(b) შესაბამისი აღჭურვილობის, მანქანების, მოწყობილობებისა და პროცესების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ და მოითხოვონ ტექნიკური დახმარება ამ სფეროში;

(c) ორგანომ მიიღო ადეკვატური ზომები, რათა ხელი შეუწყოს საზღვაო ტექნოლოგიების სფეროში ტექნიკური დახმარების მიღებას იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ და მოითხოვონ ის, განსაკუთრებით, განვითარებადი სახელმწიფოების მიერ, და მათი მოქალაქეების მიერ საჭირო უნარებისა და ნოუ-ჰაუს, მათ შორის, პროფესიული გადამზადების მიღების ხელშეწყობის მიზნით;

(d) სახელმწიფოებს, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ და მოითხოვონ ტექნიკური დახმარება ამ სფეროში, განსაკუთრებით, განვითარებად სახელმწიფოებს, წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი ფინანსური ღონისძიებების მეშვეობით ეძლევათ დახმარება საჭირო აღჭურვილობის, პროცესების, დანადგარებისა და სხვა ტექნიკური ნოუ-ჰაუს შეძენაში.

განყოფილება 3. ეროვნული და რეგიონული საზღვაო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-274-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-274-2/)

---

## მუხლი 275. ეროვნული ცენტრების დაფუძნება

1. სახელმწიფოებმა, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ორგანოს მეშვეობით, ხელი უნდა შეუწყონ ეროვნული საზღვაო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი ცენტრების დაფუძნებას, განსაკუთრებით, განვითარებად სანაპირო სახელმწიფოებში, და არსებული ეროვნული ცენტრების გაძლიერებას, რათა წაახალისონ და გააუმჯობესონ საზღვაო სამეცნიერო კვლევების ჩატარება განვითარებადი სანაპირო სახელმწიფოების მიერ და გააძლიერონ მათი ეროვნული შესაძლებლობები ზღვის რესურსების მათი ეკონომიკური სარგებლისთვის გამოყენებისა და შენარჩუნების მიზნით.

2. სახელმწიფოებმა, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ორგანოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყონ სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენა ასეთი ეროვნული ცენტრების დაფუძნებისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, რათა მოწინავე სასწავლო საშუალებებით და საჭირო აღჭურვილობით, უნარებითა და ნოუ-ჰაუთი, ასევე, ტექნიკური ექსპერტებით უზრუნველყონ ის სახელმწიფოები, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ და მოითხოვონ ასეთი დახმარება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-275-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-275-2/)

---

## მუხლი 276. რეგიონული ცენტრების დაფუძნება

1. სახელმწიფოებმა, კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ორგანოსთან და ეროვნულ საზღვაო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტებთან კოორდინაციით, ხელი უნდა შეუწყონ რეგიონული საზღვაო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი ცენტრების დაფუძნებას, განსაკუთრებით, განვითარებად სახელმწიფოებში, რათა წაახალისონ და გააუმჯობესონ საზღვაო სამეცნიერო კვლევების ჩატარება განვითარებადი სახელმწიფოების მიერ და ხელი შეუწყონ საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემას.

2. რეგიონის ყველა სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს რეგიონში არსებულ რეგიონულ ცენტრებთან, რათა უზრუნველყოს მათი მიზნების უფრო ეფექტური მიღწევა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-276-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-276-2/)

---

## მუხლი 277. რეგიონული ცენტრების ფუნქციები

ასეთი რეგიონული ცენტრების ფუნქციები, inter alia, მოიცავს:

(a) სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამებს ყველა დონეზე საზღვაო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის სხვადასხვა ასპექტის შესახებ, განსაკუთრებით, ზღვის ბიოლოგიის, მათ შორის, ცოცხალი რესურსების შენარჩუნებისა და მართვის, ოკეანოგრაფიის, ჰიდროგრაფიის, ინჟინერიის, ზღვის ფსკერის გეოლოგიური დაზვერვის, სამთო-მოპოვებითი და გამტკნარების ტექნოლოგიების შესახებ;

(b) მართვის სწავლებებს;

(c) სასწავლო პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებასთან და დაბინძურების თავიდან აცილებასთან, შემცირებასთან და კონტროლთან;

(d) რეგიონული კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას;

(e) საზღვაო სამეცნიერო და ტექნოლოგიური მონაცემებისა და ინფორმაციის მოპოვებას და დამუშავებას;

(f) საზღვაო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის შედეგების სწრაფ გავრცელებას ადვილად ხელმისაწვდომ გამოცემებში;

(g) საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის გასაჯაროებას და ამ პოლიტიკის სისტემატურ შედარებით კვლევას;

(h) ინფორმაციის შეკრებას და სისტემატიზაციას ტექნოლოგიების მარკეტინგის და პატენტებთან დაკავშირებული კონტრაქტებისა და სხვა ზომების შესახებ;

(i) ტექნიკურ თანამშრომლობას რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან.

განყოფილება 4. თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის

[https://legali.ge/law/7034431/muxli-277-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-277-2/)

---

## მუხლი 278. თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის

წინამდებარე ნაწილსა და XIII ნაწილში მითითებულმა კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა უზრუნველყონ, უშუალოდ ან ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით, წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული თავიანთი ფუნქციებისა და მოვალეობების ეფექტური შესრულება.

ნაწილი XV. დავების მოგვარება

განყოფილება 1. ზოგადი დებულებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-278-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-278-2/)

---

## მუხლი 279. დავების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარების ვალდებულება

მხარე სახელმწიფოებმა წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა მოაგვარონ მშვიდობიანი საშუალებებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, და, ამ მიზნით, დავების გადაწყვეტას უნდა ეცადონ ქარტიის 33-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საშუალებებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-279-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-279-2/)

---

## მუხლი 280. დავების მოგვარება მხარეთა მიერ არჩეული ნებისმიერი მშვიდობიანი საშუალებებით

წინამდებარე ნაწილში არაფერი ზღუდავს რომელიმე მხარე სახელმწიფოს უფლებას, ნებისმიერ დროს შეთანხმდნენ წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, არსებული დავის მოგვარებაზე მათივე არჩეული ნებისმიერი მშვიდობიანი საშუალებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-280-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-280-2/)

---

## მუხლი 281. პროცედურა, როდესაც მხარეებმა ვერ შეძლეს დავის მოგვარება

1. თუ მხარე სახელმწიფოები, რომლებიც არიან წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავის მხარეები, შეთანხმდნენ, რომ ეცდებიან დავის მოგვარებას მათივე არჩეული მშვიდობიანი საშუალებებით, წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული პროცედურები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საშუალებების გამოყენებით ვერ მოხერხდა დავის მოგვარება და მხარეთა შორის შეთანხმება არ გამორიცხავს რაიმე შემდგომ პროცედურას.

2. თუ მხარეები ასევე შეთანხმდნენ ვადაზე, პირველი პუნქტი გამოიყენება მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-281-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-281-2/)

---

## მუხლი 282. ზოგადი, რეგიონული ან ორმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები

თუ მხარე სახელმწიფოები, რომლებიც არიან წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავის მხარეები, ზოგადი, რეგიონული ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ან სხვაგვარად შეთანხმდნენ, რომ ასეთი დავა, დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, გადაეცეს პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო გადაწყვეტილებას, წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული პროცედურების ნაცვლად გამოიყენება ეს პროცედურა, თუ დავის მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-282-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-282-2/)

---

## მუხლი 283. მოსაზრებების გაცვლის ვალდებულება

1. როდესაც მხარე სახელმწიფოებს შორის წარმოიშობა წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავა, დავის მხარეებმა სწრაფად უნდა დაიწყონ მოსაზრებების გაცვლა მისი მოლაპარაკებებით ან სხვა მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარების შესახებ.

2. მხარეებმა ასევე სწრაფად უნდა დაიწყონ მოსაზრებათა გაცვლა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დავის მოგვარების პროცედურა შეწყდა მოგვარების გარეშე ან როდესაც მოგვარება მიღწეულია და გარემოებები მოითხოვს კონსულტაციებს მოგვარების განხორციელების წესთან დაკავშირებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-283-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-283-2/)

---

## მუხლი 284. შერიგება

1. მხარე სახელმწიფოს, რომელიც არის წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავის მხარე, შეუძლია მეორე მხარეს ან მხარეებს შესთავაზოს დავის შერიგებისთვის გადაცემა V დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ან სხვა შერიგების პროცედურის შესაბამისად.

2. თუ შეთავაზება მიღებულია და მხარეები თანხმდებიან შერიგების გამოსაყენებელ პროცედურაზე, ნებისმიერ მხარეს შეუძლია დავა გადასცეს ამ პროცედურას.

3. თუ შეთავაზება არ არის მიღებული ან მხარეები ვერ თანხმდებიან პროცედურაზე, შერიგების პროცესი ჩაითვლება შეწყვეტილად.

4. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, როდესაც დავა გადაეცემა შერიგების პროცედურას, პროცესი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ შერიგების შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-284-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-284-2/)

---

## მუხლი 285. წინამდებარე განყოფილების გამოყენება XI ნაწილის შესაბამისად გადაცემულ დავებზე

წინამდებარე ნაწილი ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, რომელიც, XI ნაწილის მე-5 მუხლის შესაბამისად, უნდა მოგვარდეს წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. თუ ასეთი დავის მხარეა მხარე სახელმწიფოსგან განსხვავებული სუბიექტი, წინამდებარე განყოფილება გამოიყენება mutatis mutandis .

განყოფილება 2. სავალდებულო პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს სავალდებულო გადაწყვეტილებებს

[https://legali.ge/law/7034431/muxli-285-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-285-2/)

---

## მუხლი 286. წინამდებარე განყოფილებით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენება

მე-3 განყოფილების გათვალისწინებით, წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, როდესაც ვერ იქნა მიღწეული მოგვარება პირველი განყოფილების გამოყენებით, დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით უნდა გადაეცეს სასამართლოს ან ტრიბუნალს, რომელსაც აქვს იურისდიქცია წინამდებარე განყოფილების მიხედვით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-286-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-286-2/)

---

## მუხლი 287. პროცედურის არჩევა

1. წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირების ან მასთან შეერთების დროს, ან შემდგომში ნებისმიერ დროს, სახელმწიფო თავისუფალია, წერილობითი დეკლარაციის მეშვეობით, კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავების მოგვარებისთვის აირჩიოს ერთი ან მეტი შემდეგი საშუალება:

(a) საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც დაფუძნებულია VI დანართის შესაბამისად;

(b) მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო;

(c) საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელიც შექმნილია VII დანართის შესაბამისად;

(d) სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელიც შექმნილია VIII დანართის შესაბამისად, მასში მითითებული დავების ერთი ან მეტი კატეგორიისთვის.

2. მხარე სახელმწიფოს ვალდებულებაზე – აღიაროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ზღვის ფსკერის დავების პალატის იურისდიქცია XI ნაწილის მე-5 განყოფილებით გათვალისწინებული მოცულობითა და წესით – გავლენას არ ახდენს პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაცია, და ეს ვალდებულება გავლენას არ ახდენს ამ დეკლარაციაზე.

3. ითვლება, რომ მხარე სახელმწიფო, რომელიც ისეთი დავის მხარეა, რომელსაც არ მოიცავს ძალაში მყოფი დეკლარაცია, დათანხმდა VII დანართის შესაბამისი არბიტრაჟის გამოყენებას.

4. თუ დავის მხარეებმა დავის მოგვარებისთვის ერთი და იგივე პროცედურა მიიღეს, ის შეიძლება გადაეცეს მხოლოდ ამ პროცედურას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

5. თუ დავის მხარეები არ დაეთანხმნენ დავის მოგვარების ერთსა და იმავე პროცედურას, იგი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ არბიტრაჟს VII დანართის შესაბამისად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

6. პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაცია ძალაში რჩება სამი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მისი გაუქმების შესახებ შეტყობინება წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანს.

7. ახალი დეკლარაცია, გაუქმების შესახებ შეტყობინება ან დეკლარაციის ვადის გასვლა რაიმე ფორმით არ მოქმედებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული იურისდიქციის მქონე სასამართლოში ან ტრიბუნალში მიმდინარე სამართალწარმოებაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

8. წინამდებარე მუხლში მითითებული დეკლარაციები და შეტყობინებები უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელმაც მათი ასლები უნდა გაუგზავნოს მხარე სახელმწიფოებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-287-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-287-2/)

---

## მუხლი 288. იურისდიქცია

1. 287-ე მუხლში მითითებულ სასამართლოს ან ტრიბუნალს აქვს იურისდიქცია წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავაზე, რომელიც მას წარედგინება წინამდებარე ნაწილის შესაბამისად.

2. 287-ე მუხლში მითითებულ სასამართლოს ან ტრიბუნალს ასევე აქვს იურისდიქცია ნებისმიერ დავაზე, რომელიც ეხება წინამდებარე კონვენციის მიზნებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმების განმარტებას ან გამოყენებას, და რომელიც მას წარედგინება შეთანხმების შესაბამისად.

3. VI დანართის შესაბამისად შექმნილი საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ზღვის ფსკერის დავების პალატას და XI ნაწილის მე-5 განყოფილებაში მითითებულ ნებისმიერ სხვა პალატას ან საარბიტრაჟო ტრიბუნალს აქვს იურისდიქცია ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას შესაბამისად წარედგინება.

4. დავის შემთხვევაში, აქვს თუ არა სასამართლოს ან ტრიბუნალს იურისდიქცია, საკითხი უნდა გადაწყდეს ამ სასამართლოს ან ტრიბუნალის გადაწყვეტილებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-288-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-288-2/)

---

## მუხლი 289. ექსპერტები

ნებისმიერ დავაში, რომელიც მოიცავს სამეცნიერო ან ტექნიკურ საკითხებს, სასამართლოს ან ტრიბუნალს, რომელიც ახორციელებს იურისდიქციას წინამდებარე განყოფილების მიხედვით, შეუძლია, მხარის მოთხოვნით ან proprio motu, მხარეებთან კონსულტაციით აირჩიოს არანაკლებ ორი სამეცნიერო ან ტექნიკური ექსპერტი, რომლებიც, სასურველია, რომ შეირჩნენ VIII დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად მომზადებული შესაბამისი სიიდან, რათა სასამართლოსთან ან ტრიბუნალთან ერთად მონაწილეობა მიიღონ დავის განხილვაში, მაგრამ ხმის მიცემის უფლების გარეშე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-289-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-289-2/)

---

## მუხლი 290. დროებითი ზომები

1. თუ დავა სათანადოდ წარედგინა სასამართლოს ან ტრიბუნალს, რომელიც მიიჩნევს, რომ prima facie აქვს იურისდიქცია წინამდებარე ნაწილის ან XI ნაწილის მე-5 განყოფილების შესაბამისად, სასამართლოს ან ტრიბუნალს შეუძლია განსაზღვროს ნებისმიერი დროებითი ზომა, რომელსაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს გარემოებების გათვალისწინებით, რათა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაიცვას დავის მხარეთა შესაბამისი უფლებები ან თავიდან აიცილოს ზღვის გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენება.

2. დროებითი ზომები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს, როგორც კი შეიცვლება ან არსებობას შეწყვეტს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ.

3. დროებითი ზომები შეიძლება განისაზღვროს, შეიცვალოს ან გაუქმდეს წინამდებარე მუხლის შესაბამისად მხოლოდ დავის მხარის მოთხოვნით და მას შემდეგ, რაც მხარეებს მიეცემათ მათი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.

4. სასამართლომ ან ტრიბუნალმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დავის მხარეებს და სხვა მხარე სახელმწიფოებს, რომლებსაც ის მიზანშეწონილად მიიჩნევს, დროებითი ღონისძიებების განსაზღვრის, შეცვლის ან გაუქმების შესახებ.

5. საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის დასრულებამდე, რომელსაც დავა გადაეცემა წინამდებარე განყოფილების შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სასამართლოს ან ტრიბუნალს, ან თუ ასეთი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული დროებითი ზომების მოთხოვნიდან ორი კვირის განმავლობაში, საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს ან ზღვის ფსკერის დავების პალატას, რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით, შეუძლია განსაზღვროს, შეცვალოს ან გააუქმოს დროებითი ზომები წინამდებარე მუხლის შესაბამისად, თუ ჩათვლის, რომ ტრიბუნალს, რომელიც უნდა შეიქმნას, prima facie ექნება იურისდიქცია და რომ სიტუაციის გადაუდებლობა ამას მოითხოვს. შექმნის შემდეგ, ტრიბუნალს, რომელსაც დავა გადაეცა, შეუძლია, პირველი – მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეცვალოს, გააუქმოს ან დაადასტუროს ეს დროებითი ზომები.

6. დავის მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ წინამდებარე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ნებისმიერი დროებითი ზომა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-290-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-290-2/)

---

## მუხლი 291. წვდომა

1. წინამდებარე ნაწილში მითითებული დავის მოგვარების ყველა პროცედურა ღიაა მხარე სახელმწიფოებისთვის.

2. წინამდებარე ნაწილში მითითებული დავის მოგვარების პროცედურები მხარე სახელმწიფოებისგან განსხვავებული სხვა სუბიექტებისთვის ღიაა მხოლოდ წინამდებარე კონვენციით კონკრეტულად გათვალისწინებულ შემთხვევებში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-291-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-291-2/)

---

## მუხლი 292. გემებისა და ეკიპაჟის დაუყოვნებელი გათავისუფლება

1. თუ მხარე სახელმწიფოს უწყებებმა დააკავეს სხვა მხარე სახელმწიფოს დროშით მცურავი გემი და არსებობს ბრალდება, რომ დამკავებელმა სახელმწიფომ არ შეასრულა წინამდებარე კონვენციის დებულებები გონივრული გირაოს ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის წარდგენის შემთხვევაში გემის ან მისი ეკიპაჟის დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ, დაკავებიდან გათავისუფლების საკითხი შეიძლება წარედგინოს მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სასამართლოს ან ტრიბუნალს, ან თუ დაკავებიდან 10 დღის განმავლობაში ასეთი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული – სასამართლოს ან ტრიბუნალს, რომელსაც დათანხმდა დამკავებელი სახელმწიფო 287-ე მუხლის შესაბამისად, ან —საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

2. გათავისუფლების შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გემის დროშის სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით.

3. სასამართლომ ან ტრიბუნალმა დაყოვნების გარეშე უნდა განიხილოს გათავისუფლების შესახებ განცხადება და განიხილოს მხოლოდ გათავისუფლების საკითხ, გემის, მისი მესაკუთრის ან ეკიპაჟის წინააღმდეგ შესაბამის ეროვნულ უწყებაში წარდგენილი ნებისმიერი საქმის არსებითი მხარისთვის ზიანის მიყენების გარეშე. დამკავებელი სახელმწიფოს უწყებები ინარჩუნებენ უფლებას, ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ გემი ან მისი ეკიპაჟი.

4. სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ განსაზღვრული გირაოს ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის შეტანისთანავე, დამკავებელი სახელმწიფოს უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ სასამართლოს ან ტრიბუნალის გადაწყვეტილება გემის ან მისი ეკიპაჟის გათავისუფლების შესახებ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-292-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-292-2/)

---

## მუხლი 293. გამოსაყენებელი სამართალი

1. სასამართლომ ან ტრიბუნალმა, რომელსაც აქვს იურისდიქცია წინამდებარე განყოფილების შესაბამისად, უნდა გამოიყენოს წინამდებარე კონვენცია და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმები, რომლებიც არ არის წინამდებარე კონვენციასთან შეუთავსებელი.

2. პირველი პუნქტი არ ზღუდავს წინამდებარე განყოფილების შესაბამისად იურისდიქციის მქონე სასამართლოს ან ტრიბუნალის უფლებამოსილებას, საქმე გადაწყვიტოს ex aequo et bono, თუ მხარეები ამაზე შეთანხმდებიან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-293-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-293-2/)

---

## მუხლი 294. წინასწარი სამართალწარმოება

1. 287-ე მუხლით გათვალისწინებულმა სასამართლომ ან ტრიბუნალმა, რომელსაც წარედგინა განცხადება 297-ე მუხლში მითითებულ დავასთან დაკავშირებით, მხარის მოთხოვნით უნდა დაადგინოს, ან შეუძლია proprio motu დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა მოთხოვნა სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებას ან არის თუ არა ის prima facie საკმარისად დასაბუთებული. თუ სასამართლო ან ტრიბუნალი დაადგენს, რომ მოთხოვნა წარმოადგენს სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებას ან prima facie დაუსაბუთებელია, იგი აღარ გააგრძელებს საქმის განხილვას.

2. განაცხადის მიღებისთანავე, სასამართლომ ან ტრიბუნალმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს ან მხარეებს განაცხადის შესახებ და დაადგინოს გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ შეუძლიათ სასამართლოს ან ტრიბუნალს მოსთხოვონ გადაწყვეტილების მიღება პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. წინამდებარე მუხლში არაფერი ზღუდავს დავის ნებისმიერი მხარის უფლებას, წარადგინოს წინასწარი შეპასუხებები მოქმედი პროცედურის წესების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-294-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-294-2/)

---

## მუხლი 295. სამართლებრივი დაცვის ადგილობრივი საშუალებების ამოწურვა

მხარე სახელმწიფოებს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა წინამდებარე განყოფილებით გათვალისწინებულ პროცედურებს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურული იქნება სამართლებრივი დაცვის ადგილობრივი საშუალებები, როდესაც ამას მოითხოვს საერთაშორისო სამართალი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-295-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-295-2/)

---

## მუხლი 296. გადაწყვეტილებების საბოლოობა და სავალდებულო ძალა

1. წინამდებარე განყოფილების შესაბამისად იურისდიქციის მქონე სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება საბოლოოა და უნდა შესრულდეს დავის ყველა მხარის მიერ.

2. ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო ძალა, გარდა მხარეებს შორის და ამ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით.

განყოფილება 3. მე-2 განყოფილების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და გამონაკლისები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-296-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-296-2/)

---

## მუხლი 297. შეზღუდვები მე-2 განყოფილების გამოყენებასთან დაკავშირებით

1. წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, რომლებიც ეხება სანაპირო სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სუვერენული უფლებების ან იურისდიქციის განხორციელებას, მე-2 განყოფილებით გათვალისწინებულ პროცედურებს დაექვემდებარება შემდეგ შემთხვევებში:

(a) როდესაც არსებობს ბრალდება, რომ სანაპირო სახელმწიფომ იმოქმედა წინამდებარე კონვენციის დებულებების დარღვევით ნაოსნობის, გადაფრენის ან წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების გაყვანის თავისუფლებებისა და უფლებების, ან ზღვის 58-ე მუხლში მითითებული სხვა საერთაშორისოდ კანონიერი გამოყენების მიმართ;

(b) როდესაც არსებობს ბრალდება, რომ სახელმწიფომ ზემოაღნიშნული თავისუფლებების, უფლებების ან გამოყენების განხორციელებისას იმოქმედა წინამდებარე კონვენციის ან სანაპირო სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული კანონებისა და წესების და საერთაშორისო სამართლის სხვა წესების დარღვევით, რომლებიც არ არის შეუთავსებელი წინამდებარე კონვენციასთან; ან

(c) როდესაც არსებობს ბრალდება, რომ სანაპირო სახელმწიფომ იმოქმედა ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების შესახებ კონკრეტული საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დარღვევით, რომლებიც მოქმედებს სანაპირო სახელმწიფოს მიმართ და რომლებიც დადგენილია წინამდებარე კონვენციით ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.

2. (a) საზღვაო სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციის დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავები უნდა მოგვარდეს მე-2 განყოფილების შესაბამისად, თუმცა, სანაპირო სახელმწიფო არ არის ვალდებული, დაეთანხმოს ასეთი მოგვარებისთვის ნებისმიერი იმ დავის გადაცემას, რომელიც წარმოიშობა:

(i) სანაპირო სახელმწიფოს მიერ 246-ე მუხლის შესაბამისად უფლების ან დისკრეციის განხორციელებიდან; ან

(ii) სახელმწიფოს გადაწყვეტილებიდან, რომელიც ეხება 253-ე მუხლის შესაბამისად კვლევითი პროექტის შეჩერების ან შეწყვეტის ბრძანებას.

(b) დავა, რომელიც წარმოიშობა კვლევის ჩამტარებელი სახელმწიფოს მიერ წაყენებული ბრალდებიდან, რომ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით სანაპირო სახელმწიფო 246-ე და 253-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებს არ ახორციელებს წინამდებარე კონვენციასთან თავსებადი ფორმით, რომელიმე მხარის მოთხოვნით, უნდა გადაეცეს V დანართის მე-2 განყოფილებით გათვალისწინებულ შერიგების პროცედურას, იმ პირობით, რომ შემრიგებელი კომისია სადაოდ არ გახდის სანაპირო სახელმწიფოს მიერ 246-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული კონკრეტული ტერიტორიების განსაზღვრის დისკრეციის განხორციელებას, ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის დისკრეციის განხორციელებას 246-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

3. (a) თევზჭერის შესახებ წინამდებარე კონვენციის დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავები უნდა მოგვარდეს მე-2 განყოფილების შესაბამისად, თუმცა, სანაპირო სახელმწიფო არ არის ვალდებული, დაეთანხმოს ასეთი მოგვარებისთვის ნებისმიერი იმ დავის გადაცემას, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ ცოცხალ რესურსებზე მის სუვერენულ უფლებებთან ან მათ განხორციელებასთან, მათ შორის, მის დისკრეციულ უფლებამოსილებასთან – დაადგინოს დასაშვები დაჭერა, მისი რეწვის მოცულობა, სხვა სახელმწიფოებისთვის აუთვისებელი რაოდენობის განაწილება და შენარჩუნებასთან და მართვასთან დაკავშირებული მისი კანონებითა და წესებით დადგენილი პირობების შესახებ.

(b) თუ წინამდებარე ნაწილის პირველი განყოფილების გამოყენებით ვერ მოხერხდა მოგვარება, დავა უნდა გადაეცეს შერიგების პროცედურას V დანართის მე-2 განყოფილების შესაბამისად, დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, როდესაც არსებობს ბრალდება, რომ:

(i) სანაპირო სახელმწიფომ აშკარად არ შეასრულა თავისი ვალდებულებები – სათანადო შენარჩუნებისა და მართვის ზომების მეშვეობით უზრუნველყოს, რომ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების შენარჩუნებას არ შეექმნას სერიოზული საფრთხე;

(ii) სანაპირო სახელმწიფომ თვითნებურად თქვა უარი, სხვა სახელმწიფოს მოთხოვნით, დაადგინოს დასაშვები დაჭერა და ცოცხალი რესურსების მოპოვების შესაძლებლობა თავის იმ მარაგებთან მიმართებით, რომლებშიც ამ მეორე სახელმწიფოს სურს თევზაობა; ან

(iii) სანაპირო სახელმწიფომ თვითნებურად თქვა უარი, 62-ე, 69-ე და 70-ე მუხლების და სანაპირო სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დადგენილი პირობების შესაბამისად, მის მიერ გამოცხადებული აუთვისებელი რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის გამოყოფაზე.

(c) შემრიგებელი კომისია არცერთ შემთხვევაში არ ჩაანაცვლებს სანაპირო სახელმწიფოს დისკრეციას თავისი დისკრეციით;

(d) შემრიგებელი კომისიის ანგარიში უნდა გაეგზავნოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს;

(e) 69-ე და 70-ე მუხლების მიხედვით შეთანხმებებზე მოლაპარაკებებისას, მხარე სახელმწიფოებმა, თუ ისინი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, უნდა გაითვალისწინონ დებულება იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ უნდა მიიღონ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებასთან დაკავშირებული უთანხმოების შესაძლებლობის მინიმიზაციის მიზნით, და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, თუ უთანხმოება მაინც წარმოიშობა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-297-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-297-2/)

---

## მუხლი 298. არჩევითი გამონაკლისები მე-2 განყოფილების გამოყენებასთან დაკავშირებით

1. წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირების ან მასთან შეერთების დროს, ან შემდგომში ნებისმიერ დროს, სახელმწიფოს შეუძლია, პირველი განყოფილებიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის დაცვით, წერილობით განაცხადოს, რომ იგი არ თანხმდება მე-2 განყოფილებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებას დავების ერთი ან მეტი შემდეგი კატეგორიების მიმართ:

(a) (i) დავები, რომლებიც ეხება მე-15, 74-ე და 83-ე მუხლების განმარტებას ან გამოყენებას ზღვის საზღვრების დელიმიტაციასთან დაკავშირებით, ან რომლებიც დაკავშირებულია ისტორიულ ყურეებთან ან საკუთრების უფლებებთან, იმ პირობით, რომ სახელმწიფომ, რომელმაც გააკეთა ასეთი დეკლარაცია, როდესაც ასეთი დავა წარმოიშობა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ და თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გონივრულ ვადაში ვერ იქნება შეთანხმება მიღწეული, დავის რომელიმე მხარის მოთხოვნით, დათანხმდება საკითხის V დანართის მე-2 განყოფილებით გათვალისწინებული შერიგებისთვის გადაცემას; და ასევე იმ პირობით, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც აუცილებლად გულისხმობს კონტინენტურ ან კუნძულოვან სახმელეთო ტერიტორიაზე სუვერენიტეტთან ან სხვა უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოუგვარებელი დავის პარალელურ განხილვას, გამოირიცხება ასეთი გადაცემიდან;

(ii) მას შემდეგ, რაც შემრიგებელი კომისია წარადგენს თავის ანგარიშს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რასაც დაეფუძნა ანგარიში, მხარეებმა ამ ანგარიშის საფუძველზე უნდა გამართონ მოლაპარაკებები შეთანხმების თაობაზე; თუ ეს მოლაპარაკებები შედეგად არ გამოიწვევს შეთანხმებას, მხარეებმა, ურთიერთშეთანხმებით, საკითხი უნდა გადასცენ მე-2 განყოფილებით გათვალისწინებულ ერთ-ერთი პროცედურას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან;

(iii) წინამდებარე ქვეპუნქტი არ ვრცელდება საზღვაო საზღვართან დაკავშირებულ დავაზე, რომელიც საბოლოოდ მოგვარდა მხარეებს შორის შეთანხმებით, ან ნებისმიერ ისეთ დავაზე, რომელიც უნდა მოგვარდეს ამ მხარეებისთვის სავალდებულო ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად;

(b) სამხედრო საქმიანობასთან, მათ შორის, სამთავრობო გემების და არაკომერციულ სამსახურში ჩართული საფრენი აპარატების საქმიანობასთან დაკავშირებული დავები, და სამართალდამცავ საქმიანობასთან დაკავშირებული დავები, რომლებიც ეხება სუვერენული უფლებების ან იურისდიქციის განხორციელებას, რომლებიც სასამართლოს ან ტრიბუნალის იურისდიქციიდან გამორიცხულია 297-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის შესაბამისად;

(c) დავები, რომლებზეც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო ახორციელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით მინიჭებულ ფუნქციებს, თუ უშიშროების საბჭო არ გადაწყვეტს საკითხის თავისი დღის წესრიგიდან ამოღებას ან არ მოუწოდებს მხარეებს, მოაგვარონ იგი წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული საშუალებებით.

2. მხარე სახელმწიფოს, რომელმაც პირველი პუნქტის შესაბამისად გააკეთა დეკლარაცია, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი, ან დათანხმდეს ასეთი დეკლარაციით გამორიცხული დავის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცედურისთვის გადაცემას.

3. მხარე სახელმწიფოს, რომელმაც პირველი პუნქტის შესაბამისად გააკეთა დეკლარაცია, არ აქვს უფლება, დავების საგამონაკლისო კატეგორიაში შემავალი ნებისმიერი დავა სხვა მხარე სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ მხარის თანხმობის გარეშე, გადასცეს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე პროცედურას.

4. თუ ერთ-ერთმა მხარე სახელმწიფომ გააკეთა დეკლარაცია პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ სხვა მხარე სახელმწიფოს შეუძლია გამონაკლის კატეგორიაში შემავალი ნებისმიერი დავა დეკლარაციის გამკეთებელი მხარის წინააღმდეგ გადასცეს ასეთ დეკლარაციაში მითითებულ პროცედურას.

5. ახალი დეკლარაცია ან დეკლარაციის გაუქმება რაიმე ფორმით არ მოქმედებს სასამართლოში ან ტრიბუნალში წინამდებარე მუხლის შესაბამისად მიმდინარე სამართალწარმოებაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

6. წინამდებარე მუხლის მიხედვით გაკეთებული დეკლარაციები და შეტყობინებები დეკლარაციების გაუქმების შესახებ უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელმაც მათი ასლები უნდა გაუგზავნოს მხარე სახელმწიფოებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-298-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-298-2/)

---

## მუხლი 299. მხარეთა უფლება შეთანხმდნენ პროცედურაზე

1. დავა, რომელიც მე-2 განყოფილებით გათვალისწინებული დავის მოგვარების პროცედურებიდან გამორიცხულია 297-ე მუხლის შესაბამისად, ან გამორიცხულია 298-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაციით, ასეთ პროცედურებს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ დავის მხარეთა შეთანხმებით.

2. წინამდებარე განყოფილებაში არაფერი ზღუდავს დავის მხარეთა უფლებას, შეთანხმდნენ ასეთი დავის მოგვარების რომელიმე სხვა პროცედურაზე ან მიაღწიონ მეგობრულ მორიგებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-299-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-299-2/)

---

## მუხლი 300. კეთილსინდისიერება და უფლებების ბოროტად გამოყენება

მხარე სახელმწიფოებმა წინამდებარე კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ კეთილსინდისიერად და წინამდებარე კონვენციით აღიარებული უფლებები, იურისდიქცია და თავისუფლებები უნდა განახორციელონ ისე, რომ არ წარმოადგენდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-300-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-300-2/)

---

## მუხლი 301. ზღვების მშვიდობიანი გამოყენება

წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას, მხარე სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც შეუსაბამოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში ასახულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-301-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-301-2/)

---

## მუხლი 302. ინფორმაციის გამჟღავნება

მხარე სახელმწიფოს უფლების შეუზღუდავად, მიმართოს დავების მოგვარების წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ პროცედურებს, წინამდებარე კონვენციაში არაფერი უნდა ჩაითვალოს მხარე სახელმწიფოსთვის ვალდებულების დაკისრებად, წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას წარადგინოს ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება მისი უსაფრთხოების არსებით ინტერესებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-302-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-302-2/)

---

## მუხლი 303. ზღვაში აღმოჩენილი არქეოლოგიური და ისტორიული ობიექტები

1. სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, დაიცვან ზღვაში ნაპოვნი არქეოლოგიური და ისტორიული ხასიათის ობიექტები და უნდა ითანამშრომლონ ამ მიზნით.

2. ასეთი ობიექტებით მოძრაობის კონტროლის მიზნით, სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია, 33-ე მუხლის გამოყენებისას, ჩათვალოს, რომ მათი ამოღება ზღვის ფსკერიდან ხსენებულ მუხლში მითითებულ ზონაში, მისი თანხმობის გარეშე, გამოიწვევს მის ტერიტორიაზე ან ტერიტორიულ ზღვაში ხსენებულ მუხლში მითითებული კანონებისა და წესების დარღვევას.

3. წინამდებარე მუხლში არაფერი ახდენს გავლენას იდენტიფიცირებადი მესაკუთრეების უფლებებზე, გადარჩენის სამართალზე ან საადმირალო სამართლის სხვა წესებზე, ან კულტურულ გაცვლებთან დაკავშირებულ კანონებსა და პრაქტიკაზე.

4. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს არქეოლოგიური და ისტორიული ხასიათის ობიექტების დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებსა და საერთაშორისო სამართლის წესებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-303-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-303-2/)

---

## მუხლი 304. ვალდებულება და პასუხისმგებლობა ზიანისთვის

ვალდებულებისა და ზიანისთვის პასუხისმგებლობის შესახებ წინამდებარე კონვენციის დებულებები არ ზღუდავს არსებული წესების გამოყენებას და საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის შესახებ შემდგომი წესების განვითარებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-304-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-304-2/)

---

## მუხლი 305. ხელმოწერა

1. წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა:

(a) ყველა სახელმწიფოსთვის;

(b) ნამიბიისთვის, რომელიც წარმოდგენილია ნამიბიის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭოს მიერ;

(c) ყველა თვითმმართველი ასოცირებული სახელმწიფოსთვის, რომლებმაც ეს სტატუსი აირჩიეს თვითგამორკვევის აქტით, რომელსაც ზედამხედველობა გაუწია და დაამტკიცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციის შესაბამისად, და რომელსაც წინამდებარე კონვენციით მოწესრიგებულ საკითხებზე აქვს კომპეტენცია, მათ შორის, ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელშეკრულებების დადების კომპეტენცია;

(d) ყველა თვითმმართველი ასოცირებული სახელმწიფოსთვის, რომლებსაც, თავიანთი შესაბამისი ასოცირების დოკუმენტების შესაბამისად, აქვთ კომპეტენცია წინამდებარე კონვენციით მოწესრიგებულ საკითხებზე, მათ შორის, ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელშეკრულებების დადების კომპეტენცია;

(e) ყველა ტერიტორიისთვის, რომლებიც სარგებლობენ სრული შიდა თვითმმართველობით და ასეთად აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, მაგრამ არ მიუღწევიათ სრული დამოუკიდებლობისთვის გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციის შესაბამისად და რომლებსაც აქვთ კომპეტენცია წინამდებარე კონვენციით მოწესრიგებულ საკითხებზე, მათ შორის, ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელშეკრულებების დადების კომპეტენცია;

(f) საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, IX დანართის შესაბამისად.

2. წინამდებარე კონვენცია ღია რჩება ხელმოსაწერად 1984 წლის 9 დეკემბრამდე, იამაიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში და, ასევე, 1983 წლის 1 ივლისიდან 1984 წლის 9 დეკემბრამდე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ქ. ნიუ-იორკში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-305-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-305-2/)

---

## მუხლი 306. რატიფიკაცია და ფორმალური დადასტურება

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება სახელმწიფოების და 305-ე მუხლის პირველი პუნქტის (b), (c), (d) და (e) ქვეპუნქტებში მითითებული სხვა სუბიექტების მიერ რატიფიკაციას და 305-ე მუხლის პირველი პუნქტის (f) ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ ფორმალურ დადასტურებას, IX დანართის შესაბამისად. სარატიფიკაციო და ფორმალური დადასტურების სიგელების დეპონირება უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-306-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-306-2/)

---

## მუხლი 307. შეერთება

წინამდებარე კონვენცია ღია რჩება სახელმწიფოებისა და 305-ე მუხლში მითითებული სხვა სუბიექტების მიერ შეერთებისთვის. 305-ე მუხლის პირველი პუნქტის (f) ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ შეერთება უნდა განხორციელდეს IX დანართის შესაბამისად. შეერთების სიგელების დეპონირება უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-307-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-307-2/)

---

## მუხლი 308. ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის მე-60 სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირების დღიდან 12 თვის შემდეგ.

2. თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია ან შეუერთდა მას მესამოცე სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს, პირველი პუნქტის გათვალისწინებით.

3. ორგანოს ასამბლეა უნდა შეიკრიბოს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღეს და უნდა აირჩიოს ორგანოს საბჭო. პირველი საბჭო უნდა ჩამოყალიბდეს 161-ე მუხლის მიზნის შესაბამისად, თუ ხსენებული მუხლის დებულებების მკაცრად გამოყენება შეუძლებელია.

4. მოსამზადებელი კომისიის მიერ შემუშავებული ნორმები, წესები და პროცედურები დროებით გამოიყენება ორგანოს მიერ მათ ოფიციალურ დამტკიცებამდე XI ნაწილის შესაბამისად.

5. ორგანომ და მისმა ორგანოებმა უნდა იმოქმედონ საზღვაო სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მესამე კონფერენციის II რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც ეხება მოსამზადებელ ინვესტიციებს, და მოსამზადებელი კომისიის მიერ ხსენებული რეზოლუციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-308-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-308-2/)

---

## მუხლი 310. დეკლარაციები და განცხადებები

309-ე მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირების ან მასთან შეერთების დროს, გააკეთოს დეკლარაციები ან განცხადებები, მათი ფორმულირებისა და სახელწოდების მიუხედავად, inter alia, თავისი კანონებისა და წესების წინამდებარე კონვენციის დებულებებთან ჰარმონიზაციის მიზნით, იმ პირობით, რომ ასეთი დეკლარაციები ან განცხადებები მიზნად არ ისახავს წინამდებარე კონვენციის დებულებების სამართლებრივი შედეგების გამორიცხვას ან ცვლილებას მათი ამ სახელმწიფოს მიმართ მოქმედებისას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-310-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-310-2/)

---

## მუხლი 311. სხვა კონვენციებთან და საერთაშორისო შეთანხმებებთან ურთიერთობა

1. მხარე სახელმწიფოებს შორის წინამდებარე კონვენციას ენიჭება უპირატესობა საზღვაო სამართლის შესახებ ჟენევის 1958 წლის 29 აპრილის კონვენციების მიმართ.

2. წინამდებარე კონვენცია არ ცვლის მხარე სახელმწიფოების უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს წინამდებარე კონვენციასთან თავსებადი სხვა შეთანხმებებიდან და რომლებიც გავლენას არ ახდენს სხვა მხარე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებებით სარგებლობაზე ან ვალდებულებების შესრულებაზე.

3. ორ ან მეტ მხარე სახელმწიფოს შეუძლია დადოს შეთანხმებები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მათ შორის ურთიერთობებში და რომლებიც ცვლის ან აჩერებს წინამდებარე კონვენციის დებულებების მოქმედებას, იმ პირობით, რომ ასეთი შეთანხმებები არ ეხება ისეთ დებულებას, საიდანაც გადახვევა შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის საგნისა და მიზნის ეფექტურად განხორციელებასთან, და იმ შემდგომი პირობით, რომ ასეთი შეთანხმებები გავლენას არ მოახდენს აქ გათვალისწინებული ძირითადი პრინციპების გამოყენებაზე, და რომ ასეთი შეთანხმებების დებულებები გავლენას არ მოახდენს სხვა მხარე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებებით სარგებლობაზე ან ვალდებულებების შესრულებაზე.

4. მე-3 პუნქტში მითითებული შეთანხმების დადების განზრახვის მქონე მხარე სახელმწიფოებმა, წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარის მეშვეობით, სხვა მხარე სახელმწიფოებს უნდა აცნობონ შეთანხმების დადების განზრახვის შესახებ და იმ ცვლილების ან შეჩერების შესახებ, რომელსაც ის ითვალისწინებს.

5. წინამდებარე მუხლი გავლენას არ ახდენს საერთაშორისო შეთანხმებებზე, რომლებიც პირდაპირ ნებადართულია ან რომელთა მოქმედება შენარჩუნებულია წინამდებარე კონვენციის სხვა მუხლებით.

6. მხარე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ცვლილებები არ განხორციელდება 136-ე მუხლში მოცემულ, კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპში, და რომ ისინი არ გახდებიან იმ შეთანხმების მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ ამ პრინციპიდან გადახვევას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-311-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-311-2/)

---

## მუხლი 312. ცვლილება

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადის გასვლის შემდეგ, მხარე სახელმწიფოს შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი წერილობითი კომუნიკაციით, წარადგინოს წინადადებები წინამდებარე კონვენციის კონკრეტული ცვლილებების შესახებ, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც ეხება რაიონში საქმიანობას, და მოითხოვოს კონფერენციის მოწვევა ასეთი წარდგენილი ცვლილებების განხილვის მიზნით. გენერალურმა მდივანმა ეს კომუნიკაცია უნდა გაუგზავნოს ყველა მხარე სახელმწიფოს. თუ შეტყობინების გაგზავნიდან 12 თვის განმავლობაში მხარე სახელმწიფოების არანაკლებ ნახევარი დადებითად უპასუხებს მოთხოვნას, გენერალურმა მდივანმა უნდა მოიწვიოს კონფერენცია.

2. ცვლილებებთან დაკავშირებით მოწვეულ კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიღების მიმართ გამოიყენება იგივე პროცედურა, რაც გამოიყენებოდა საზღვაო სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მესამე კონფერენციაზე, თუ კონფერენცია სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. კონფერენციამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ნებისმიერ ცვლილებაზე შეთანხმება მიღწეულ იქნეს კონსენსუსის გზით და მათზე კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ ამოწურული არ იქნება კონსენსუსის მიღწევის ყველა მცდელობა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-312-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-312-2/)

---

## მუხლი 313. ცვლილება გამარტივებული პროცედურით

1. მხარე სახელმწიფოს შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი წერილობითი კომუნიკაციით, წარადგინოს წინამდებარე კონვენციის ცვლილება, გარდა იმ ცვლილებისა, რომელიც ეხება რაიონში საქმიანობას, რათა მიღებულ იქნეს წინამდებარე მუხლში მითითებული გამარტივებული პროცედურის გამოყენებით, კონფერენციის მოწვევის გარეშე. გენერალურმა მდივანმა ეს კომუნიკაცია უნდა გაუგზავნოს ყველა მხარე სახელმწიფოს.

2. თუ კომუნიკაციის გაგზავნიდან 12 თვის განმავლობაში მხარე სახელმწიფო შეეწინააღმდეგება წარდგენილ ცვლილებას ან მისი გამარტივებული პროცედურით მიღების წინადადებას, ცვლილება ჩაითვლება უარყოფილად. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ყველა მხარე სახელმწიფოს.

3. თუ კომუნიკაციის გაგზავნიდან 12 თვის შემდეგ რომელიმე მხარე სახელმწიფო არ შეეწინააღმდეგება წარდგენილ ცვლილებას ან მისი გამარტივებული პროცედურით მიღების წინადადებას, წარდგენილი ცვლილება ჩაითვლება მიღებულად. გენერალურმა მდივანმა უნდა აცნობოს ყველა მხარე სახელმწიფოს, რომ წარდგენილი ცვლილება მიღებულია.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-313-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-313-2/)

---

## მუხლი 314. ცვლილებები წინამდებარე კონვენციის იმ დებულებებში, რომლებიც ეხება მხოლოდ რაიონში საქმიანობას

1. მხარე სახელმწიფოს შეუძლია, ორგანოს გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი წერილობითი კომუნიკაციის საფუძველზე, წარადგინოს ცვლილება წინამდებარე კონვენციის დებულებებში, რომლებიც ეხება მხოლოდ რაიონში საქმიანობას, მათ შორის, VI დანართის მე-4 ნაწილში. გენერალურმა მდივანმა ეს კომუნიკაცია უნდა გაუგზავნოს ყველა მხარე სახელმწიფოს. წარდგენილი ცვლილება ექვემდებარება ასამბლეის მიერ დამტკიცებას, საბჭოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ. მხარე სახელმწიფოების წარმომადგენლებს ამ ორგანოებში უნდა ჰქონდეთ სრული უფლებამოსილება, რათა განიხილონ და მოიწონონ წარდგენილი ცვლილება. საბჭოს და ასამბლეის მიერ მოწონებული წარდგენილი ცვლილება ითვლება მიღებულად.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი ცვლილების მოწონებამდე, საბჭომ და ასამბლეამ უნდა უზრუნველყონ, რომ ეს არ აზიანებს რაიონის რესურსების დაზვერვისა და ექსპლუატაციის სისტემას, 155-ე მუხლის შესაბამისად მიმოხილვის კონფერენციის ჩატარებამდე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-314-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-314-2/)

---

## მუხლი 315. ცვლილებების ხელმოწერა, რატიფიკაცია, მათთან შეერთება და მათი ავთენტური ტექსტები

1. მიღების შემდეგ, წინამდებარე კონვენციის ცვლილებები ღიაა ხელმოსაწერად მხარე სახელმწიფოებისთვის, მისი მიღების დღიდან 12 თვის განმავლობაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ქ. ნიუ-იორკში, თუ თავად ცვლილებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. 306-ე, 307-ე და 320-ე მუხლები გამოიყენება წინამდებარე კონვენციის ყველა ცვლილების მიმართ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-315-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-315-2/)

---

## მუხლი 316. ცვლილებების ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენციის ცვლილებები, გარდა მე-5 პუნქტში მითითებულისა, იმ მხარე სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც მოახდინეს მათი რატიფიცირება ან შეუერთდნენ მათ, ძალაში შევა სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების მხარე სახელმწიფოების ორი მესამედის ან 60 მხარე სახელმწიფოს მიერ დეპონირების შემდეგ ოცდამეათე დღეს, იმის მიხედვით, თუ რომელი რაოდენობაა მეტი. ასეთი ცვლილებები გავლენას არ მოახდენს სხვა მხარე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებებით სარგებლობაზე ან ვალდებულებების შესრულებაზე.

2. ცვლილებამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ მისი ძალაში შესვლისთვის საჭიროა რატიფიკაციის ან შეერთების უფრო დიდი რაოდენობა, ვიდრე ეს წინამდებარე მუხლით არის გათვალისწინებული.

3. თითოეული მხარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ახდენს პირველ პუნქტში მითითებული ცვლილების რატიფიცირებას ან უერთდება მას სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების საჭირო რაოდენობის დეპონირების შემდეგ, ცვლილება ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.

4. სახელმწიფო, რომელიც წინამდებარე კონვენციის მხარე ხდება პირველი პუნქტის შესაბამისად ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ამ სახელმწიფოს მიერ არ არის გამოხატული განსხვავებული განზრახვა:

(a) ჩაითვლება ამგვარად შესწორებული წინამდებარე კონვენციის მხარედ; და

(b) ჩაითვლება შეუსწორებელი კონვენციის მხარედ ნებისმიერ მხარე სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც არ არის შებოჭილი შესწორებით.

5. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეხება მხოლოდ რაიონში საქმიანობას, და ნებისმიერი ცვლილება VI დანართში, ძალაში შედის ყველა მხარე სახელმწიფოსთვის, მხარე სახელმწიფოების სამი მეოთხედის მიერ სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების დეპონირებიდან ერთი წლის შემდეგ.

6. სახელმწიფო, რომელიც ხდება წინამდებარე კონვენციის მხარე მე-5 პუნქტის შესაბამისად ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ჩაითვლება ამგვარად შესწორებული კონვენციის მხარედ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-316-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-316-2/)

---

## მუხლი 317. დენონსაცია

1. მხარე სახელმწიფოს შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია და მიუთითოს მისი მიზეზები. მიზეზების მიუთითებლობა გავლენას არ ახდენს დენონსაციის ნამდვილობაზე. დენონსაცია ძალაში შედის შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, თუ შეტყობინებაში უფრო გვიანდელი თარიღი არ არის მითითებული.

2. დენონსაციის გამო სახელმწიფო არ თავისუფლდება იმ ფინანსური და სახელშეკრულებო ვალდებულებებისგან, რომლებიც წარმოიშვა მისი წინამდებარე კონვენციის მხარედ ყოფნის დროს და დენონსაცია გავლენას არ ახდენს ამ სახელმწიფოს რაიმე უფლებაზე, ვალდებულებაზე ან სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც წარმოიშვა წინამდებარე კონვენციის შესრულებით, ამ სახელმწიფოსთვის მისი მოქმედების შეწყვეტამდე.

3. დენონსაცია რაიმე ფორმით გავლენას არ ახდენს რომელიმე მხარე სახელმწიფოს ვალდებულებაზე, შეასრულოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, წინამდებარე კონვენციისგან დამოუკიდებლად, დაეკისრებოდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-317-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-317-2/)

---

## მუხლი 318. დანართების სტატუსი

დანართები წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის განუყოფელ ნაწილს და, თუ პირდაპირ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წინამდებარე კონვენციაზე ან მის ერთ-ერთ ნაწილზე მითითება მოიცავს მათთან დაკავშირებულ დანართებზე მითითებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-318-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-318-2/)

---

## მუხლი 319. დეპოზიტარი

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი არის წინამდებარე კონვენციისა და მისი ცვლილებების დეპოზიტარი.

2. დეპოზიტარის ფუნქციებზე დამატებით, გენერალურმა მდივანმა:

(a) ყველა მხარე სახელმწიფოს, ორგანოს და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა წარუდგინოს ანგარიში ზოგადი ხასიათის საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვა წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებით;

(b) ორგანოს უნდა შეატყობინოს წინამდებარე კონვენციისა და მისი ცვლილებების რატიფიცირებისა და ფორმალური დადასტურებისა და მათთან შეერთების, ასევე, წინამდებარე კონვენციის დენონსაციის შესახებ;

(c) მხარე სახელმწიფოებს უნდა შეატყობინოს 311-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისი შეთანხმებების შესახებ;

(d) რატიფიცირების ან შეერთების მიზნით, მხარე სახელმწიფოებს უნდა გაუგზავნოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული ცვლილებები;

(e) წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, უნდა მოიწვიოს საჭირო მხარე სახელმწიფოების შეხვედრები.

3. (a) გენერალური მდივანმა 156-ე მუხლში მითითებულ დამკვირვებლებს ასევე უნდა გაუგზავნოს:

(i) მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული ანგარიშები;

(ii) მე-2 პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტებში მითითებული შეტყობინებები; და

(iii) მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტში მითითებული ცვლილებების ტექსტები, მათი ინფორმირებისთვის.

(b) გენერალურმა მდივანმა ასევე უნდა მოიწვიოს ზემოხსენებული დამკვირვებლები, რათა მხარე სახელმწიფოების მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტში მითითებულ შეხვედრებში მიიღონ მონაწილეობა, როგორც დამკვირვებლებმა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-319-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-319-2/)

---

## მუხლი 320. ავთენტური ტექსტები

წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, 305-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

ამის დასტურად, ქვემორე სრულუფლებიანმა ხელმომწერებმა, ამ მიზნით სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ქ. მონტეგო-ბეიში, ათას ცხრაას ოთხმოცდაორი წლის დეკემბრის მეათე დღეს.

დანართი I. შორს მიგრირებადი სახეობები

1. გრძელფარფლიანი თინუსი: Thunnus alalunga.

2. ცისფერფარფლიანი თინუსი: Thunnus thynnus.

3. დიდთვალა თინუსი: Thunnus obesus.

4. სკიპჯეკი: Katsuwonus pelamis.

5. ყვითელფარფლიანი თინუსი: Thunnus albacares.

6. შავფარფლიანი თინუსი: Thunnus atlanticus.

7. პატარა თინუსი: Euthynnus alletteratus; Euthynnus affinis.

8. სამხრეთის ცისფერფარფლიანი თინუსი: Thunnus maccoyii.

9. ფრეგატისებრი სკუმბრია: Auxis thazard; Auxis rochei.

10. პომფრეტები: ოჯახი Bramidae.

11. იალქნოსნისებრნი: Tetrapturus angustirostris; Tetrapturus belone; Tetrapturus pfluegeri; Tetrapturus albidus; Tetrapturus audax; Tetrapturus georgei; Makaira mazara; Makaira indica; Makaira nigricans.

12. იალქნიანი თევზები: Istiophorus platypterus; Istiophorus albicans.

13. ხმალთევზა: Xiphias gladius.

14. საირა: Scomberesox saurus; Cololabis saira; Cololabis adocetus; Scomberesox saurus scombroides.

15. დელფინი: Coryphaena hippurus; Coryphaena equiselis.

16. ოკეანის ზვიგენები: Hexanchus griseus; Cetorhinus maximus; Alopiidae-ის ოჯახი; Rhincodon typus-ის ოჯახი; Carcharhinidae-ის ოჯახი; Sphyrnidae-ის ოჯახი; Isurida-ის ოჯახი.

17. ვეშაპისნაირნი: Physeteridae-ის ოჯახი; Balaenopteridae-ის ოჯახი; Balaenidae-ის ოჯახი; Eschrichtiidae-ის ოჯახი; Monodontidae-ის ოჯახი; Ziphiidae-ის ოჯახი; Delphinidae-ის ოჯახი.

დანართი II. კონტინენტური შელფის საზღვრების კომისია

[https://legali.ge/law/7034431/muxli-320-2/](https://legali.ge/law/7034431/muxli-320-2/)

---

## მუხლი 2

1. კომისია შედგება 21 წევრისგან, რომლებიც არიან გეოლოგიის, გეოფიზიკის ან ჰიდროგრაფიის დარგის ექსპერტები, რომლებსაც, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები ირჩევენ თავიანთი მოქალაქეებიდან, რომლებმაც უნდა იმოქმედონ პირადი უფლებამოსილებით.

2. პირველი არჩევნები უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში. თითოეული არჩევნების თარიღამდე სულ მცირე სამი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა წერილით უნდა მიმართოს მხარე სახელმწიფოებს და შესთავაზოს მათ კანდიდატების წარდგენა, შესაბამისი რეგიონული კონსულტაციების შემდეგ, სამი თვის განმავლობაში. გენერალურმა მდივანმა ანბანური თანმიმდევრობით უნდა მოამზადოს ყველა ასე წარდგენილი კანდიდატის სია და წარუდგინოს ის ყველა მხარე სახელმწიფოს.

3. კომისიის წევრების არჩევნები უნდა ჩატარდეს გენერალური მდივნის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მოწვეულ მხარე სახელმწიფოთა შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე, რომლისთვისაც კვორუმს მხარე სახელმწიფოების ორი მესამედი შეადგენს, კომისიაში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების წარმომადგენლების ხმების ორი მესამედის უმრავლესობას. თითოეული გეოგრაფიული რეგიონიდან უნდა აირჩეს არანაკლებ სამი წევრი.

4. კომისიის წევრები აირჩევიან ხუთი წლის ვადით. მათ აქვთ ხელახალი არჩევის უფლება.

5. კომისიის წევრობის კანდიდატის წარმდგენმა მხარე სახელმწიფომ უნდა დაფაროს ამ წევრის ხარჯები კომისიის მოვალეობების შესრულების დროს. შესაბამისმა სანაპირო სახელმწიფომ უნდა დაფაროს წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებული რჩევების ხარჯები. კომისიის სამდივნო უნდა უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-2-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-2-10/)

---

## მუხლი 3

1. კომისიის ფუნქციებია:

(a) სანაპირო სახელმწიფოების მიერ წარდგენილი მონაცემების და სხვა მასალების განხილვა კონტინენტური შელფის გარე საზღვრებთან დაკავშირებით იმ არეალებში, სადაც ეს საზღვრები 200 საზღვაო მილს სცილდება და რეკომენდაციების შემუშავება 76-ე მუხლისა და საზღვაო სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მესამე კონფერენციის მიერ 1980 წლის 29 აგვისტოს მიღებული „ურთიერთგაგების განცხადების“ შესაბამისად;

(b) (a) ქვეპუნქტში მითითებული მონაცემების მომზადებისას, შესაბამისი სანაპირო სახელმწიფოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, სამეცნიერო და ტექნიკური რჩევების მიცემა.

2. კომისიას შეუძლია ითანამშრომლოს, რამდენადაც ეს საჭირო და სასარგებლოა, იუნესკოს მთავრობათაშორის ოკეანოგრაფიულ კომისიასთან, საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციასთან და სხვა კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს კომისიის მოვალეობების შესრულებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-3-11/](https://legali.ge/law/7034431/muxli-3-11/)

---

## მუხლი 4

თუ სანაპირო სახელმწიფო აპირებს, 76-ე მუხლის შესაბამისად, დაადგინოს თავისი კონტინენტური შელფის გარე საზღვრები 200 საზღვაო მილის მიღმა, მან კომისიას უნდა წარუდგინოს ასეთი საზღვრების დეტალური აღწერა, დამხმარე სამეცნიერო და ტექნიკურ მონაცემებთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სახელმწიფოსთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში. სანაპირო სახელმწიფომ ამავდროულად უნდა დაასახელოს კომისიის ნებისმიერი იმ წევრის ვინაობა, რომლებმაც მას მიაწოდეს სამეცნიერო და ტექნიკური რჩევები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-4-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-4-10/)

---

## მუხლი 5

თუ კომისია სხვაგვარად არ გადაწყვეტს, კომისიამ საქმიანობა უნდა განახორციელოს შვიდი წევრისგან შემდგარი ქვეკომისიების მეშვეობით, რომლებიც დაინიშნებიან დაბალანსებულად სანაპირო სახელმწიფოს მიერ წარდგენილი თითოეული განაცხადის სპეციფიკური ელემენტების გათვალისწინებით. სანაპირო სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც წარადგენენ განაცხადს და რომლებიც არიან კომისიის წევრები, და კომისიის ნებისმიერი წევრი, რომელიც სანაპირო სახელმწიფოს დაეხმარა საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული სამეცნიერო და ტექნიკური რჩევების მიწოდებით, არ უნდა იყვნენ ამ განაცხადზე პასუხისმგებელი ქვეკომისიის წევრები, მაგრამ მათ უფლება აქვთ, როგორც წევრებმა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მიერ აღნიშნულ განაცხადთან დაკავშირებულ წარმოებაში. სანაპირო სახელმწიფოს, რომელმაც წარადგინა განაცხადი კომისიაში, შეუძლია გაგზავნოს თავისი წარმომადგენლები შესაბამის წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, ხმის მიცემის უფლების გარეშე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-5-11/](https://legali.ge/law/7034431/muxli-5-11/)

---

## მუხლი 6

1. ქვეკომისიამ თავისი რეკომენდაციები უნდა წარუდგინოს კომისიას.

2. კომისია ქვეკომისიის რეკომენდაციები უნდა დაამტკიცოს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე კომისიის წევრების ორი მესამედის უმრავლესობით.

3. კომისიის რეკომენდაციები წერილობით უნდა წარედგინოს სანაპირო სახელმწიფოს, რომელმაც წარადგინა განაცხადი, და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-6-9/](https://legali.ge/law/7034431/muxli-6-9/)

---

## მუხლი 9

კომისიის ქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს მოპირდაპირე ან მომიჯნავე სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის საზღვრების დელიმიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დანართი III. საძიებო სამუშაოების, დაზვერვისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-9-9/](https://legali.ge/law/7034431/muxli-9-9/)

---

## მუხლი 2. საძიებო სამუშაოები

1. (a) ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს საძიებო სამუშაოებს რაიონში.

(b) საძიებო სამუშაოები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანო მიიღებს დამაკმაყოფილებელ წერილობით ვალდებულებას იმის თაობაზე, რომ მომავალი მაძიებელი დაიცავს წინამდებარე კონვენციას და ორგანოს შესაბამის ნორმებს, წესებსა და პროცედურებს, რომლებიც ეხება 143-ე და 144-ე მუხლებში მითითებულ სასწავლო პროგრამებში თანამშრომლობასა და ზღვის გარემოს დაცვას, და რომ მისთვის მისაღები იქნება ორგანოს მიერ აღნიშნული მოთხოვნების შესრულების შემოწმება. შეთავაზებულმა მაძიებელმა, ამავდროულად, უნდა აცნობოს ორგანოს სავარაუდო არეალისა ან არეალების შესახებ, სადაც უნდა ჩატარდეს საძიებო სამუშაოები;

(c) საძიებო სამუშაოები შეიძლება ერთდროულად ჩატარდეს ერთზე მეტი მაძიებლის მიერ ერთსა და იმავე არეალში ან არეალებში.

2. საძიებო სამუშაოების შედეგად მაძიებელს არ ენიჭება რაიმე უფლება რესურსებთან დაკავშირებით. თუმცა, მაძიებელს შეუძლია მოიპოვოს მინერალების გონივრული რაოდენობა ტესტირებისთვის გამოყენების მიზნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-2-11/](https://legali.ge/law/7034431/muxli-2-11/)

---

## მუხლი 3. დაზვერვა და ექსპლუატაცია

1. საწარმოს, მხარე სახელმწიფოებს და 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ სხვა სუბიექტებს შეუძლიათ მიმართონ ორგანოს რაიონში საქმიანობის სამუშაო გეგმების დამტკიცების მოთხოვნით.

2. საწარმოს განაცხადის შეტანა შეუძლია რაიონის ნებისმიერ ნაწილთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა სუბიექტების განაცხადები გამოყოფილ არეალებთან დაკავშირებით ექვემდებარება წინამდებარე დანართის მე-9 მუხლის დამატებით მოთხოვნებს.

3. დაზვერვა და ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ 153-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სამუშაო გეგმებში მოცემულ და ორგანოს მიერ წინამდებარე კონვენციისა და ორგანოს შესაბამისი ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად დამტკიცებულ არეალებში.

4. ყველა დამტკიცებული სამუშაო გეგმა:

(a) უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციას და ორგანოს ნორმებს, წესებსა და პროცედურებს;

(b) უნდა ითვალისწინებდეს ორგანოს მიერ კონტროლს რაიონში საქმიანობაზე 153-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

(c) ოპერატორს, ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, უნდა ანიჭებდეს ექსკლუზიურ უფლებას, დაზვერვოს სამუშაო გეგმაში შემავალი არეალის რესურსების განსაზღვრული კატეგორიები და განახორციელოს მათი ექსპლუატაცია. თუმცა, თუ განმცხადებელი დასამტკიცებლად წარადგენს სამუშაო გეგმას, რომელიც მოიცავს მხოლოდ დაზვერვის ან ექსპლუატაციის ეტაპს, დამტკიცებული სამუშაო გეგმა ასეთ ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს მხოლოდ ამ ეტაპთან დაკავშირებით.

5. ორგანოს მიერ დამტკიცების შემდეგ, ყველა სამუშაო გეგმა, გარდა საწარმოს მიერ წარდგენილისა, უნდა გაფორმდეს ორგანოსა და განმცხადებელს ან განმცხადებლებს შორის დადებული კონტრაქტის სახით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-3-12/](https://legali.ge/law/7034431/muxli-3-12/)

---

## მუხლი 4. განმცხადებლების კვალიფიკაცია

1. განმცხადებლები, საწარმოს გარდა, ჩაითვლებიან კვალიფიციურებად, თუ მათ აქვთ 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტით მოთხოვნილი მოქალაქეობა ან კონტროლი და სპონსორობა და თუ ისინი იცავენ და აკმაყოფილებენ ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით დადგენილ პროცედურებსა და საკვალიფიკაციო სტანდარტებს.

2. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ასეთი საკვალიფიკაციო სტანდარტები უნდა ეხებოდეს განმცხადებლის ფინანსურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს და მის მიერ ორგანოსთან ნებისმიერი წინა კონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ საქმიანობას.

3. თითოეული განმცხადებელი უნდა დაასპონსოროს იმ მხარე სახელმწიფომ, რომლის მოქალაქეც ის არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელს აქვს ერთზე მეტი მოქალაქეობა, როგორც რამდენიმე სახელმწიფოს სუბიექტებისგან შემდგარი პარტნიორობის ან კონსორციუმის შემთხვევაში, რა დროსაც განაცხადი უნდა დაასპონსოროს ყველა მონაწილე მხარე სახელმწიფომ, ან გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელს ეფექტურად აკონტროლებს სხვა მხარე სახელმწიფო ან მისი მოქალაქეები, რა დროსაც განაცხადი უნდა დაასპონსოროს ორივე მხარე სახელმწიფომ. სპონსორობის მოთხოვნების განხორციელების კრიტერიუმები და პროცედურები უნდა განისაზღვროს ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით.

4. 139-ე მუხლის შესაბამისად, სპონსორ სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, თავიანთი სამართლებრივი სისტემების ფარგლებში, უზრუნველყონ, რომ ამგვარად დასპონსორებული კონტრაქტორი რაიონში საქმიანობას ახორციელებდეს მისი კონტრაქტის პირობებისა და წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად. თუმცა, სპონსორი სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი მის მიერ დასპონსორებული კონტრაქტორის მიერ მისი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისთვის, თუ ამ მხარე სახელმწიფომ მიიღო კანონები და წესები და ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც, მისი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში, გონივრულად შესაფერისია მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

5. განმცხადებელი მხარე სახელმწიფოების კვალიფიკაციის შეფასების პროცედურებმა უნდა გაითვალისწინოს მათი, როგორც სახელმწიფოების, ხასიათი.

6. საკვალიფიკაციო სტანდარტებმა უნდა დაადგინოს, რომ ყველა განმცხადებელმა, გამონაკლისის გარეშე, განაცხადის ფარგლებში, აიღოს შემდეგი ვალდებულებები:

(a) აღსრულებადი სახით მიიღოს და შეასრულოს XI ნაწილის დებულებებით, ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით, ორგანოს ორგანოების გადაწყვეტილებებითა და ორგანოსთან დადებული კონტრაქტების პირობებით დაკისრებული შესაბამისი ვალდებულებები;

(b) დაეთანხმოს რაიონში საქმიანობაზე ორგანოს კონტროლს, როგორც ეს ნებადართულია წინამდებარე კონვენციით;

(c) ორგანოს წარუდგინოს წერილობითი გარანტია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები შესრულდება კეთილსინდისიერად;

(d) დაიცვას დებულებები ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე დანართის მე-5 მუხლში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-4-11/](https://legali.ge/law/7034431/muxli-4-11/)

---

## მუხლი 5. ტექნოლოგიების გადაცემა

1. სამუშაო გეგმის წარდგენისას, ყველა განმცხადებელმა ორგანოს უნდა წარუდგინოს რაიონში საქმიანობის განხორციელებისას გამოსაყენებელი აღჭურვილობისა და მეთოდების ზოგადი აღწერა, ასევე, სხვა შესაბამისი ინფორმაცია, გარდა საკუთრების უფლებით დაცული ინფორმაციისა, ასეთი ტექნოლოგიის მახასიათებლების შესახებ და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის ხელმისაწვდომი ასეთი ტექნოლოგია.

2. ყველა ოპერატორმა უნდა აცნობოს ორგანოს პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი აღწერილობისა და ინფორმაციის ცვლილებების შესახებ, როდესაც განხორციელებულია არსებითი ტექნოლოგიური ცვლილება ან ინოვაცია.

3. რაიონში საქმიანობის განხორციელების ყველა კონტრაქტი უნდა შეიცავდეს კონტრაქტორის მიერ აღებულ შემდეგ ვალდებულებებს:

(a) საწარმოსთვის სამართლიანი და გონივრული კომერციული პირობებით, ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ტექნოლოგია, რომელსაც ის იყენებს რაიონში კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას და რომლის გადაცემის სამართლებრივი უფლებაც კონტრაქტორს აქვს. ეს უნდა განხორციელდეს ლიცენზიების ან სხვა შესაბამისი ზომების მეშვეობით, რომლებზეც კონტრაქტორი უნდა მოელაპარაკოს საწარმოს და რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს კონტრაქტის დამატებით კონკრეტულ შეთანხმებაში. ეს ვალდებულება შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო დაადგენს, რომ მას არ შეუძლია იგივე ან თანაბრად ეფექტიანი და სასარგებლო ტექნოლოგიის ღია ბაზარზე მოპოვება სამართლიანი და გონივრული კომერციული პირობებით;

(b) რაიონში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტის ფარგლებში გამოყენებული და ღია ბაზარზე ზოგადად ხელმიუწვდომელი ნებისმიერი ტექნოლოგიის, რომელიც არ არის გათვალისწინებული (a) ქვეპუნქტით, მესაკუთრისგან მიიღოს წერილობითი გარანტიები, რომ მესაკუთრე, როდესაც ორგანო ამას მოითხოვს, ამ ტექნოლოგიას ხელმისაწვდომს გახდის საწარმოსთვის ლიცენზიით ან სხვა შესაბამისი ზომებით, სამართლიანი და გონივრული კომერციული პირობებით, იმავე მოცულობით, როგორც ეს ხელმისაწვდომია კონტრაქტორისთვის. თუ ეს გარანტია ვერ იქნება მოპოვებული, რაიონში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორმა არ უნდა გამოიყენოს აღნიშნული ტექნოლოგია;

(c) საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე, და თუ ამის გაკეთება შესაძლებელია კონტრაქტორისთვის მნიშვნელოვანი ხარჯების გარეშე, აღსრულებადი კონტრაქტის საშუალებით, მესაკუთრისგან მოიპოვოს სამართლებრივი უფლება, საწარმოს გადასცეს რაიონში კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორის მიერ გამოყენებული ნებისმიერი ტექნოლოგია, რომლის გადაცემის სამართლებრივი უფლება კონტრაქტორს სხვაგვარად არ აქვს და რომელიც ზოგადად არ არის ხელმისაწვდომი ღია ბაზარზე. იმ შემთხვევებში, როდესაც კონტრაქტორსა და ტექნოლოგიის მესაკუთრეს შორის არსებობს არსებითი კორპორატიული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის სიახლოვე და კონტროლის ან გავლენის ხარისხი რელევანტური იქნება იმის დასადგენად, მიღებულია თუ არა ყველა შესაძლო ზომა ასეთი უფლების მოპოვებისთვის. იმ შემთხვევებში, როდესაც კონტრაქტორი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მესაკუთრეზე, მესაკუთრისგან სამართლებრივი უფლების მოუპოვებლობა, სამუშაო გეგმის დამტკიცების შემდგომი განაცხადის კონტექსტში, რელევანტურად უნდა ჩაითვალოს კონტრაქტორის კვალიფიკაციისთვის;

(d) საწარმოს მოთხოვნის შემთხვევაში ხელი შეუწყოს საწარმოს მიერ (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ტექნოლოგიის მოპოვებას ლიცენზიის ან სხვა შესაბამისი ზომების საფუძველზე და სამართლიანი და გონივრული კომერციული პირობებით, თუ საწარმო გადაწყვეტს ტექნოლოგიის მესაკუთრესთან პირდაპირ მოლაპარაკებას;

(e) მიიღოს იგივე ზომები, რაც გათვალისწინებულია (a), (b), (c) და (d) ქვეპუნქტებში, განვითარებადი სახელმწიფოს ან განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფის სასარგებლოდ, რომელმაც კონტრაქტის თაობაზე განაცხადი შეიტანა წინამდებარე დანართის მე-9 მუხლის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს ზომები შემოიფარგლება კონტრაქტორის მიერ შეთავაზებული არეალის იმ ნაწილის ექსპლუატაციით, რომელიც გამოყოფილია წინამდებარე დანართის მე-8 მუხლის შესაბამისად და იმ პირობით, რომ განვითარებადი სახელმწიფოს ან განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობა არ გულისხმობს ტექნოლოგიების გადაცემას მესამე სახელმწიფოსთვის ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ვალდებულება გამოიყენება მხოლოდ მოცემული კონტრაქტორის მიმართ, როდესაც ტექნოლოგია არ არის მოთხოვნილი საწარმოს მიერ ან ამ კონტრაქტორის მიერ გადაცემულია საწარმოსთვის.

4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ დავები, კონტრაქტების სხვა დებულებების მსგავსად, ექვემდებარება სავალდებულო მოგვარებას XI ნაწილის შესაბამისად და, ამ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, კონტრაქტის შეჩერება ან შეწყვეტა ან ფულადი ჯარიმების დაწესება შეიძლება განხორციელდეს წინამდებარე დანართის მე-18 მუხლის შესაბამისად. დავები იმის შესახებ, ექცევა თუ არა კონტრაქტორის მიერ გაკეთებული შეთავაზებები სამართლიანი და გონივრული კომერციული პირობების ფარგლებში, ნებისმიერმა მხარემ შეიძლება წარუდგინოს სავალდებულო კომერციულ არბიტრაჟს „UNCITRAL-ის არბიტრაჟის წესების“ ან ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით გათვალისწინებული სხვა არბიტრაჟის წესების შესაბამისად. თუ დადგინდება, რომ კონტრაქტორის მიერ გაკეთებული შეთავაზება არ ექცევა სამართლიანი და გონივრული კომერციული პირობების ფარგლებში, კონტრაქტორს უნდა მიეცეს 45 დღე, რათა გადახედოს თავის შეთავაზებას ზემოხსენებულ ფარგლებში მოქცევის მიზნით, სანამ ორგანო მიიღებს რაიმე ზომას წინამდებარე დანართის მე-18 მუხლის შესაბამისად.

5. თუ საწარმოს არ შეუძლია, რომ სამართლიანი და გონივრული კომერციული პირობებით მიიღოს შესაბამისი ტექნოლოგია, რომელიც მას საშუალებას მისცემს, დროულად დაიწყოს რაიონიდან მინერალების მოპოვება და დამუშავება, საბჭოს ან ასამბლეას შეუძლია მოიწვიოს მხარე სახელმწიფოების ჯგუფი, რომელიც შედგება რაიონში საქმიანობაში ჩართული მხარე სახელმწიფოებისგან, ჰყავთ რაიონში საქმიანობაში ჩართული სუბიექტების სპონსორი მხარე სახელმწიფოებისგან და სხვა მხარე სახელმწიფოებისგან, რომლებსაც აქვთ წვდომა ასეთ ტექნოლოგიაზე. ამ ჯგუფმა ერთობლივად უნდა ჩაატაროს კონსულტაციები და მიიღოს ეფექტური ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახდება საწარმოსთვის, სამართლიანი და გონივრული კომერციული პირობებით. ამ მიზნით, თითოეულმა ასეთმა მხარე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საკუთარი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში.

6. საწარმოსთან შექმნილი ერთობლივი საწარმოების შემთხვევაში ტექნოლოგიების გადაცემა განხორციელდება ერთობლივი საწარმოს შეთანხმების პირობების შესაბამისად.

7. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები გათვალისწინებული უნდა იყოს რაიონში საქმიანობის განხორციელების თითოეულ კონტრაქტში საწარმოს მიერ კომერციული წარმოების დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ პერიოდის განმავლობაში.

8. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის, „ტექნოლოგია“ ნიშნავს სპეციალიზებულ აღჭურვილობას და ტექნიკურ ნოუ-ჰაუს, მათ შორის, სახელმძღვანელოებს, დიზაინს, სამოქმედო ინსტრუქციებს, ტრენინგს და ტექნიკურ რჩევებსა და დახმარებას, რომლებიც საჭიროა სიცოცხლისუნარიანი სისტემის ასაწყობად, შესანარჩუნებლად და გამოსაყენებლად და ამ საგნების ამ მიზნით არაექსკლუზიურ საფუძველზე გამოყენების სამართლებრივი უფლებისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-5-12/](https://legali.ge/law/7034431/muxli-5-12/)

---

## მუხლი 6. სამუშაო გეგმების დამტკიცება

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ და შემდგომში ყოველ ოთხ თვეში, ორგანომ უნდა განიხილოს წარდგენილი სამუშაო გეგმები.

2. კონტრაქტის სახით წარდგენილი სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადის განხილვისას, ორგანომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს:

(a) დაიცვა თუ არა განმცხადებელმა წინამდებარე დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად განაცხადებისთვის დადგენილი პროცედურები და წარუდგინა თუ არა ორგანოს წინამდებარე მუხლით მოთხოვნილი ვალდებულებები და გარანტიები. ამ პროცედურების დაუცველობის ან ამ ვალდებულებებისა და გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა მიეცეს 45 დღე ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის;

(b) აქვს თუ არა განმცხადებელს წინამდებარე დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საჭირო კვალიფიკაცია.

3. ყველა წარდგენილი სამუშაო გეგმა განიხილება მათი მიღების თანმიმდევრობით. წარდგენილი სამუშაო გეგმები უნდა შეესაბამებოდეს და მოწესრიგდეს წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებებით და ორგანოს ნორმებით, წესებით და პროცედურებით, მათ შორის, ოპერატიული მოთხოვნებით, ფინანსური შენატანებით და ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებებით. თუ წარდგენილი სამუშაო გეგმები შეესაბამება ამ მოთხოვნებს, ორგანომ უნდა დაამტკიცოს ისინი იმ პირობით, რომ ისინი შეესაბამება ორგანოს ნორმებში, წესებსა და პროცედურებში დადგენილ ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

(a) შეთავაზებული სამუშაო გეგმით გათვალისწინებული არეალი ნაწილობრივ ან მთლიანად შედის დამტკიცებულ სამუშაო გეგმაში ან ადრე წარდგენილ შეთავაზებულ სამუშაო გეგმაში, რომელზეც ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია;

(b) შეთავაზებული სამუშაო გეგმით გათვალისწინებული არეალი ნაწილობრივ ან მთლიანად არ არის დამტკიცებული ორგანოს მიერ 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (x) ქვეპუნქტის შესაბამისად; ან

(c) შეთავაზებული სამუშაო გეგმა წარდგენილი ან დაფინანსებულია მხარე სახელმწიფოს მიერ, რომელსაც უკვე აქვს:

(i) პოლიმეტალური კვანძების დაზვერვისა და ექსპლუატაციის სამუშაო გეგმები არაგამოყოფილ არეალებში, რომლებიც, სამუშაო გეგმის განაცხადით დაფარული არეალის რომელიმე ნაწილთან ერთად, ზომით აღემატება შეთავაზებული სამუშაო გეგმით გათვალისწინებული არეალის რომელიმე ნაწილის ცენტრის გარშემო არსებული 400,000 კვადრატული კილომეტრის წრიული ფართობის 30 პროცენტს;

(ii) პოლიმეტალური კვანძების დაზვერვისა და ექსპლუატაციის სამუშაო გეგმები არაგამოყოფილ არეალებში, რომლებიც, ერთად აღებული, შეადგენს ზღვის ფსკერის მთლიანი ფართობის 2 პროცენტს, რომელიც არ არის გამოყოფილი ან არ არის დამტკიცებული ექსპლუატაციისთვის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (x) ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. მე-3 პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებული სტანდარტის მიზნებისათვის, პარტნიორობის ან კონსორციუმის მიერ შეთავაზებული სამუშაო გეგმა დათვლილი უნდა იქნეს pro rata საფუძველზე წინამდებარე დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამის მონაწილე სპონსორ მხარე სახელმწიფოებს შორის. ორგანოს შეუძლია დაამტკიცოს მე-3 პუნქტის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო გეგმები, თუ იგი დაადგენს, რომ ასეთი დამტკიცება მხარე სახელმწიფოს ან მის მიერ დაფინანსებულ სუბიექტებს არ მისცემს საშუალებას, მოახდინონ რაიონში საქმიანობის განხორციელების მონოპოლიზაცია ან რაიონში საქმიანობის განხორციელებისგან გამორიცხონ სხვა მხარე სახელმწიფოები.

5. მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტის მიუხედავად, 151-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შუალედური პერიოდის დასრულების შემდეგ, ორგანოს შეუძლია ნორმების, წესებისა და პროცედურების მეშვეობით მიიღოს წინამდებარე კონვენციასთან თავსებადი სხვა პროცედურები და კრიტერიუმები იმის დასადგენად, თუ რომელ განმცხადებლებს უნდა დაუმტკიცდეთ სამუშაო გეგმები, როდესაც შეთავაზებულ არეალთან დაკავშირებით საჭიროა განმცხადებლებს შორის შერჩევა. ამ პროცედურებმა და კრიტერიუმებმა უნდა უზრუნველყონ სამუშაო გეგმების დამტკიცება სამართლიან და არადისკრიმინაციულ საფუძველზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-6-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-6-10/)

---

## მუხლი 7. წარმოების ნებართვის განმცხადებლებს შორის შერჩევა

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ და შემდგომში ყოველ ოთხ თვეში, ორგანომ უნდა განიხილოს უშუალოდ წინა პერიოდში წარდგენილი წარმოების ნებართვების განაცხადები. ორგანომ უნდა გასცეს მოთხოვნილი ნებართვები, თუ ყველა ასეთი განაცხადის დამტკიცება შესაძლებელია წარმოების ლიმიტის გადაჭარბების ან ორგანოს ვალდებულებების დარღვევის გარეშე, რომელიც გათვალისწინებულია იმ სასაქონლო შეთანხმებით ან გარიგებით, რომლის მხარეც ის გახდა, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლით.

2. როდესაც წარმოების ნებართვების განმცხადებლებს შორის შერჩევა აუცილებელია 151-ე მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წარმოების ლიმიტის გამო, ან ორგანოს იმ სასაქონლო შეთანხმებით ან გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების გამო, რომლის მხარეც ის გახდა, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლის პირველი პუნქტით, ორგანომ შერჩევა უნდა განახორციელოს თავის ნორმებში, წესებსა და პროცედურებში დადგენილი ობიექტური და არადისკრიმინაციული სტანდარტების საფუძველზე.

3. მე-2 პუნქტის გამოყენებისას ორგანომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ განმცხადებლებს, რომლებიც:

(a) უზრუნველყოფენ შესრულების უკეთეს გარანტიას, მათი ფინანსური და ტექნიკური კვალიფიკაციის და ადრე დამტკიცებული სამუშაო გეგმების შესაბამისად მათი შესრულების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებით;

(b) ორგანოს უფრო ადრე მოუტანენ მოსალოდნელ ფინანსურ სარგებელს, კომერციული წარმოების დაწყების დაგეგმილი ვადის გათვალისწინებით;

(c) უკვე მოახდინეს ყველაზე მეტი რესურსის და ძალისხმევის ინვესტირება საძიებო სამუშაოებში ან დაზვერვაში.

4. განმცხადებლებს, რომლებიც არ შეირჩევიან რომელიმე პერიოდში, უპირატესობა უნდა მიენიჭოთ შემდგომ პერიოდებში, სანამ არ მიიღებენ წარმოების ნებართვას.

5. შერჩევა უნდა განხორციელდეს ყველა მხარე სახელმწიფოსთვის შესაძლებლობების გაზრდის საჭიროების გათვალისწინებით, მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების ან გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახელმწიფოს ან სისტემის დისკრიმინაცია, მიიღონ მონაწილეობა რაიონის საქმიანობაში და თავიდან იქნეს აცილებული ამ საქმიანობის მონოპოლიზაცია.

6. როდესაც ექსპლუატაციაშია ნაკლები რაოდენობის გამოყოფილი არეალები არაგამოყოფილ არეალებთან შედარებით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გამოყოფილ არეალებთან დაკავშირებული წარმოების ნებართვის განაცხადებს.

7. წინამდებარე მუხლში მითითებული გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე, რაც შეიძლება სწრაფად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-7-11/](https://legali.ge/law/7034431/muxli-7-11/)

---

## მუხლი 8. არეალების გამოყოფა

თითოეული განაცხადი, გარდა საწარმოს ან სხვა სუბიექტების მიერ დაჯავშნილი არეალებისთვის წარდგენილი განაცხადებისა, უნდა მოიცავდეს მთლიან არეალს – არ არის აუცილებელი, რომ იყოს ერთი უწყვეტი არეალი – საკმარისად დიდს და სავარაუდოდ საკმარისი კომერციული ღირებულების მქონეს, რათა იძლეოდეს ორი სამთო ოპერაციის შესაძლებლობას. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს კოორდინატები, რომლებიც არეალს ყოფს თანაბარი სავარაუდო კომერციული ღირებულების ორ ნაწილად და უნდა წარადგინოს მის მიერ ორივე ნაწილთან დაკავშირებით მოპოვებული ყველა მონაცემი. წინამდებარე დანართის მე-17 მუხლის შესაბამისად ორგანოს უფლებამოსილების შეზღუდვის გარეშე, პოლიმეტალური კვანძების შესახებ წარსადგენი მონაცემები უნდა ეხებოდეს რუკების შედგენას, ნიმუშის აღებას, კვანძების რაოდენობას და მათში ლითონის შემცველობას. ასეთი მონაცემების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში ორგანომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელი ნაწილი დაიჯავშნოს მხოლოდ ორგანოს მიერ, საწარმოს მეშვეობით ან განვითარებად სახელმწიფოებთან თანამშრომლობით, საქმიანობის განსახორციელებლად. ასეთი განსაზღვრა შეიძლება გადაიდოს კიდევ 45 დღით, თუ ორგანო დამოუკიდებელ ექსპერტს მოსთხოვს იმის შეფასებას წარდგენილია თუ არა წინამდებარე მუხლით მოთხოვნილი ყველა მონაცემი. განსაზღვრული არეალი გახდება დაჯავშნილი ტერიტორია, როგორც კი დამტკიცდება არაგამოყოფილი არეალის სამუშაო გეგმა და ხელი მოეწერება კონტრაქტს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-8-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-8-10/)

---

## მუხლი 9. საქმიანობა გამოყოფილ არეალებში

1. საწარმოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა საქმიანობის განხორციელებას თითოეულ დაჯავშნილ არეალში. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს ნებისმიერ დროს, თუ ორგანო მე-4 პუნქტის შესაბამისად არ მიიღებს შეტყობინებას, რა შემთხვევაშიც საწარმომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გონივრულ ვადაში. საწარმოს შეუძლია გადაწყვიტოს ასეთი არეალების ექსპლუატაცია დაინტერესებულ სახელმწიფოსთან ან სუბიექტთან ერთობლივი საწარმოების სახით.

2. საწარმოს შეუძლია დადოს კონტრაქტები თავისი საქმიანობის ნაწილის შესასრულებლად IV დანართის მე-12 მუხლის შესაბამისად. მას ასევე შეუძლია, ასეთი საქმიანობის განსახორციელებლად, შექმნას ერთობლივი საწარმოები ნებისმიერ სუბიექტთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ საქმიანობა რაიონში 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად. ასეთი ერთობლივი საწარმოების განხილვისას, საწარმომ განვითარებად მხარე სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს უნდა შესთავაზონ ეფექტური მონაწილეობის შესაძლებლობა.

3. ორგანოს შეუძლია, რომ თავისი ნორმებით, წესებითა და პროცედურებით განსაზღვროს არსებითი და პროცედურული მოთხოვნები და პირობები ასეთ კონტრაქტებთან და ერთობლივ საწარმოებთან დაკავშირებით.

4. ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, რომელიც განვითარებადი სახელმწიფოა, ან ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ის, ან სხვა განვითარებადი სახელმწიფო, რომელიც კვალიფიციური განმცხადებელია, ან ზემოაღნიშნულთა ნებისმიერი ჯგუფი ასპონსორებს და ეფექტურად აკონტროლებს, შეუძლია აცნობოს ორგანოს, რომ სურს წარადგინოს სამუშაო გეგმა წინამდებარე დანართის მე-6 მუხლის შესაბამისად, დაჯავშნილ არეალთან დაკავშირებით. სამუშაო გეგმა განხილული უნდა იქნეს, თუ საწარმო, პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტს, რომ არ აპირებს საქმიანობის განხორციელებას ამ არეალში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-9-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-9-10/)

---

## მუხლი 10. უპირატესობა და პრიორიტეტი განმცხადებლებს შორის

ოპერატორს, რომელსაც აქვს დამტკიცებული სამუშაო გეგმა მხოლოდ დაზვერვის მიზნით, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის (c) ქვეპუნქტში, აქვს უპირატესობა და პრიორიტეტი იმავე არეალის და რესურსების ექსპლუატაციის შემცველი სამუშაო გეგმის განმცხადებლების მიმართ. თუმცა, ასეთი უპირატესობა ან პრიორიტეტი შეიძლება გაუქმდეს, თუ ოპერატორის შესრულება არ იყო დამაკმაყოფილებელი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-10-8/](https://legali.ge/law/7034431/muxli-10-8/)

---

## მუხლი 11. ერთობლივი ღონისძიებები

1. კონტრაქტები შეიძლება ითვალისწინებდეს კონტრაქტორსა და ორგანოს შორის ერთობლივ ღონისძიებებს საწარმოს მეშვეობით, ერთობლივი საწარმოების ან წარმოების გაზიარების სახით, ასევე, ერთობლივი ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელსაც ექნება იგივე დაცვა გადახედვის, შეჩერების ან შეწყვეტის მიმართ, როგორც ორგანოსთან დადებულ კონტრაქტებს.

2. კონტრაქტორებს, რომლებიც საწარმოსთან ასეთ ერთობლივ ღონისძიებებში ერთვებიან, შეუძლიათ მიიღონ ფინანსური წახალისება, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე დანართის მე-13 მუხლით.

3. საწარმოსთან ერთობლივი საწარმოების პარტნიორები პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე დანართის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გადახდების განხორციელებაზე ერთობლივ საწარმოებში მათი წილის მოცულობით, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური წახალისების გათვალისწინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-11-8/](https://legali.ge/law/7034431/muxli-11-8/)

---

## მუხლი 12. საწარმოს მიერ განხორციელებული საქმიანობა

1. საწარმოს მიერ 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად რაიონში განხორციელებული საქმიანობა წესრიგდება XI ნაწილით, ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით და მისი შესაბამისი გადაწყვეტილებებით.

2. საწარმოს მიერ წარდგენილ ნებისმიერ სამუშაო გეგმას თან უნდა ახლდეს მისი ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-12-8/](https://legali.ge/law/7034431/muxli-12-8/)

---

## მუხლი 13. კონტრაქტების ფინანსური პირობები

1. ორგანოსა და 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ სუბიექტებს შორის კონტრაქტის ფინანსური პირობების შესახებ ნორმების, წესებისა და პროცედურების მიღებისას და ამ ფინანსური პირობების XI ნაწილისა და ამ ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად მოლაპარაკებისას, ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი მიზნებით:

(a) კომერციული წარმოებიდან მიღებული ამონაგებიდან ორგანოსთვის ოპტიმალური შემოსავლების უზრუნველყოფა;

(b) რაიონის დაზვერვისა და ექსპლუატაციისთვის ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვა;

(c) კონტრაქტორებისთვის ფინანსური მოპყრობის თანასწორობისა და შესადარისი ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა;

(d) კონტრაქტორებისთვის ერთიან და არადისკრიმინაციულ საფუძველზე წახალისების უზრუნველყოფა საწარმოსთან და განვითარებად სახელმწიფოებთან ან მათ მოქალაქეებთან ერთობლივი ღონისძიებებისთვის, მათთვის ტექნოლოგიების გადაცემის სტიმულირებისა და ორგანოსა და განვითარებადი სახელმწიფოების პერსონალის გადამზადების მიზნით;

(e) საწარმოსთვის საშუალების მიცემა, ეფექტურად ჩაერთოს ზღვის ფსკერის წიაღისეულის მოპოვებაში 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ სუბიექტებთან ერთად; და

(f) იმის უზრუნველყოფა, რომ მე-14 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე დანართის მე-19 მუხლის შესაბამისად გადასინჯული კონტრაქტების პირობების ან ერთობლივ საწარმოებთან დაკავშირებით წინამდებარე დანართის მე-11 მუხლის დებულებების შესაბამისად კონტრაქტორებისთვის გათვალისწინებული ფინანსური წახალისების შედეგად, არ მოხდება კონტრაქტორების სუბსიდირება ისე, რომ მათ მიენიჭოთ ხელოვნური კონკურენტული უპირატესობა სახმელეთო მომპოვებლებთან შედარებით.

2. კონტრაქტის ფორმით სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადის დამუშავების ადმინისტრაციული ხარჯებისთვის განისაზღვრება საფასური, რომელიც განისაზღვრება 500 000 აშშ დოლარის რაოდენობით თითოეული განაცხადისთვის. საფასურის რაოდენობას საბჭომ უნდა გადახედოს დროდადრო იმის უზრუნველსაყოფად, რომ იგი ფარავს გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებს. თუ განაცხადის დამუშავებისას ორგანოს მიერ გაწეული ასეთი ადმინისტრაციული ხარჯები ნაკლებია განსაზღვრულ რაოდენობაზე, ორგანომ სხვაობა უნდა დაუბრუნოს განმცხადებელს.

3. კონტრაქტორმა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან წლიურად უნდა გადაიხადოს ფიქსირებული საფასური 1 მილიონი აშშ დოლარის რაოდენობით. თუ კომერციული წარმოების დაწყების დამტკიცებული თარიღი წარმოების ნებართვის გაცემის დაგვიანების გამო, გადაიდება 151-ე მუხლის შესაბამისად, წლიური ფიქსირებული საფასური გაუქმდება გადავადების პერიოდისთვის. კომერციული წარმოების დაწყების დღიდან კონტრაქტორმა უნდა გადაიხადოს ან წარმოების საფასური, ან წლიური ფიქსირებული საფასური, რომელიც უფრო მეტია.

4. კომერციული წარმოების დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, მე-3 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტორმა ორგანოში ფინანსური შენატანის განხორციელებისთვის უნდა აირჩიოს:

(a) ან მხოლოდ წარმოების საფასურის გადახდა; ან

(b) წარმოების საფასურისა და წმინდა შემოსავლის წილის კომბინაციის გადახდა.

5. (a) თუ კონტრაქტორი გადაწყვეტს, რომ ორგანოში თავისი ფინანსური შენატანი მხოლოდ წარმოების საფასურის გადახდით განახორციელოს, ეს თანხა განისაზღვრება კონტრაქტით გათვალისწინებული არეალიდან მოპოვებული პოლიმეტალური კვანძებიდან წარმოებული დამუშავებული ლითონების საბაზრო ღირებულების პროცენტული მაჩვენებლით. ეს პროცენტი განისაზღვრება შემდეგნაირად:

(i) კომერციული წარმოების პირველი – მე-10 წლები: 5 პროცენტი;

(ii) მე-11 წლიდან კომერციული წარმოების დასრულებამდე: 12 პროცენტი.

(b) აღნიშნული საბაზრო ღირებულება წარმოადგენს კონტრაქტით გათვალისწინებული არეალიდან მოპოვებული პოლიმეტალური კვანძებიდან წარმოებული დამუშავებული ლითონების რაოდენობისა და შესაბამისი საანგარიშო წლის განმავლობაში ამ ლითონების საშუალო ფასის ნამრავლს, როგორც ეს განსაზღვრულია მე-7 და მე-8 პუნქტებში.

6. თუ კონტრაქტორი ორგანოში ფინანსური შენატანის განხორციელებას გადაწყვეტს წარმოების საფასურისა და წმინდა შემოსავლის წილის კომბინაციის გადახდით, ასეთი გადახდები განისაზღვრება შემდეგნაირად:

(a) წარმოების საფასური განისაზღვრება კონტრაქტით გათვალისწინებული არეალიდან მოპოვებული პოლიმეტალური კვანძებიდან წარმოებული დამუშავებული ლითონების საბაზრო ღირებულების პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც დგინდება (b) ქვეპუნქტის შესაბამისად. ეს პროცენტი განისაზღვრება შემდეგნაირად:

(i) კომერციული წარმოების პირველი პერიოდი: 2 პროცენტი;

(ii) კომერციული წარმოების მეორე პერიოდი: 4 პროცენტი.

თუ კომერციული წარმოების მეორე პერიოდში, როგორც ეს განსაზღვრულია (d) ქვეპუნქტში, ინვესტიციების უკუგება ნებისმიერ საანგარიშო წელს, როგორც ეს განსაზღვრულია (m) ქვეპუნქტში, წარმოების საფასურის 4 პროცენტის გადახდის შედეგად 15 პროცენტზე ნაკლები იქნება, წარმოების საფასური ამ საანგარიშო წელს 4 პროცენტის ნაცვლად იქნება 2 პროცენტი.

(b) აღნიშნული საბაზრო ღირებულება წარმოადგენს კონტრაქტით გათვალისწინებული არეალიდან მოპოვებული პოლიმეტალური კვანძებიდან წარმოებული დამუშავებული ლითონების რაოდენობისა და ამ ლითონების საშუალო ფასის ნამრავლს შესაბამისი საანგარიშო წლის განმავლობაში, როგორც ეს განსაზღვრულია მე-7 და მე-8 პუნქტებში;

(c) (i) ორგანოს წილი წმინდა შემოსავალში უნდა გამოიქვითოს კონტრაქტორის წმინდა შემოსავლის იმ ნაწილიდან, რომელიც მიეკუთვნება კონტრაქტით გათვალისწინებული არეალის რესურსების მოპოვებას, შემდგომში მოხსენიებული, როგორც მიკუთვნებადი წმინდა ამონაგები;

(ii) მიკუთვნებად წმინდა ამონაგებში ორგანოს წილი განისაზღვრება შემდეგი ინკრემენტული გრაფიკის შესაბამისად:

წილი მიკუთვნებად წმინდა ამონაგებში

ორგანოს წილი

წარმოების პირველი პერიოდი

წარმოების მეორე პერიოდი

ეს ნაწილი წარმოადგენს ინვესტიციის იმ უკუგებას, რომელიც 0 პროცენტზე მეტია, მაგრამ 10 პროცენტზე ნაკლებია

35 პროცენტი

40 პროცენტი

ეს ნაწილი წარმოადგენს ინვესტიციის იმ უკუგებას, რომელიც 10 პროცენტზე მეტია, მაგრამ 20 პროცენტზე ნაკლებია

42.5 პროცენტი

50 პროცენტი

ეს ნაწილი წარმოადგენს ინვესტიციის იმ უკუგებას, რომელიც 20 პროცენტი ან მეტია

50 პროცენტი

70 პროცენტი

(d) (i) (a) და (c) ქვეპუნქტებში მითითებული კომერციული წარმოების პირველი პერიოდი იწყება კომერციული წარმოების პირველ საანგარიშო წელს და მთავრდება იმ საანგარიშო წელს, როდესაც კონტრაქტორის მიერ გაწეული მოპოვების ხარჯები, მათ აუთვისებელ ნაწილზე დარიცხულ პროცენტთან ერთად, სრულად ანაზღაურდება მისი ფულადი ნამეტით, შემდეგნაირად:

პირველ საანგარიშო წელს, რომლის განმავლობაშიც გაწეულია მოპოვების ხარჯები, ამოუღებელი განვითარების ხარჯები უნდა უდრიდეს განვითარების ხარჯებს გამოკლებული ამ წლის ფულადი ნაშთი. ყოველ მომდევნო საანგარიშო წელს, ამოუღებელი განვითარების ხარჯები უნდა უდრიდეს წინა საანგარიშო წლის ბოლოს ამოუღებელი განვითარების ხარჯებს, პლუს წლიური 10 პროცენტი, პლუს საანგარიშო სააღრიცხვო წელს გაწეული განვითარების ხარჯები და გამოკლებული კონტრაქტორის ფულადი ნაშთი მიმდინარე საანგარიშო წელს. საანგარიშო წელი, რომელშიც აუთვისებელი მოპოვების ხარჯები პირველად ნულის ტოლი გახდება, არის საანგარიშო წელი, რომელშიც კონტრაქტორის მიერ გაწეული მოპოვების ხარჯები მის აუთვისებელ ნაწილზე დარიცხულ პროცენტთან ერთად სრულად ანაზღაურდება მისი ფულადი ნამეტით. კონტრაქტორის ფულადი ნაშთი ნებისმიერ საანგარიშო წელს იქნება მის მთლიან შემოსავალს გამოკლებული მისი საოპერაციო ხარჯები და გამოკლებული მისი გადახდები ორგანოში (c) ქვეპუნქტის შესაბამისად;

(ii) კომერციული წარმოების მეორე პერიოდი დაიწყება კომერციული წარმოების პირველი პერიოდის შეწყვეტის მომდევნო საანგარიშო წელს და გაგრძელდება კონტრაქტის დასრულებამდე;

(e) „მიკუთვნებადი წმინდა ამონაგები“ ნიშნავს კონტრაქტორის წმინდა ამონაგებისა და მოპოვებით სექტორში მოპოვების ხარჯების კონტრაქტორის მოპოვების ხარჯებთან შეფარდების ნამრავლს. თუ კონტრაქტორი ახორციელებს პოლიმეტალური კვანძების მოპოვებას, ტრანსპორტირებას და ძირითადად სამი დამუშავებული ლითონის, კერძოდ, კობალტის, სპილენძის და ნიკელის წარმოებას, მიკუთვნებადი წმინდა ამონაგების რაოდენობა არ უნდა იყოს კონტრაქტორის წმინდა ამონაგების 25 პროცენტზე ნაკლები. (n) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ყველა სხვა შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც კონტრაქტორი ახორციელებს პოლიმეტალური კვანძების მოპოვებას, ტრანსპორტირებას და ძირითადად ოთხი დამუშავებული ლითონის, კერძოდ, კობალტის, სპილენძის, მანგანუმის და ნიკელის წარმოებას, ორგანოს შეუძლია, თავისი ნორმებით, წესებითა და პროცედურებით დაადგინოს შესაბამისი მინიმალური ზღვარი, რომელიც იმავე პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს თითოეულ შემთხვევაში, როგორშიც 25-პროცენტიანი ზღვარი სამი ლითონის შემთხვევაში;

(f) „კონტრაქტორის წმინდა ამონაგები“ ნიშნავს კონტრაქტორის მთლიან ამონაგებს გამოკლებული მისი საოპერაციო ხარჯები და გამოკლებული მისი განვითარების ხარჯების ანაზღაურება, როგორც ეს მითითებულია (j) ქვეპუნქტში;

(g) (i) თუ კონტრაქტორი ახორციელებს პოლიმეტალური კვანძების მოპოვებას, ტრანსპორტირებას და დამუშავებული ლითონების წარმოებას, „კონტრაქტორის მთლიანი ამონაგები“ ნიშნავს დამუშავებული ლითონების გაყიდვიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს და ნებისმიერ სხვა თანხას, რომელიც გონივრულად მიეკუთვნება კონტრაქტით გათვალისწინებულ ოპერაციებს ორგანოს ფინანსური ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

(ii) ყველა შემთხვევაში, გარდა (g) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტში და (n) ქვეპუნქტის (iii) ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევებისა, „კონტრაქტორის მთლიანი ამონაგები“ ნიშნავს კონტრაქტით გათვალისწინებული არეალიდან მოპოვებული პოლიმეტალური კვანძებიდან წარმოებული ნახევრად დამუშავებული ლითონების გაყიდვიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს და ნებისმიერ სხვა თანხას, რომელიც გონივრულად მიეკუთვნება კონტრაქტით გათვალისწინებულ ოპერაციებს ორგანოს ფინანსური ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

(h) „კონტრაქტორის განვითარების ხარჯები“ ნიშნავს:

(i) კომერციული წარმოების დაწყებამდე გაწეულ ყველა ხარჯს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებული არეალის საწარმოო სიმძლავრის განვითარებასთან და მასთან დაკავშირებულ საქმიანობასთან კონტრაქტით გათვალისწინებული ოპერაციებისთვის ყველა შემთხვევაში, (n) ქვეპუნქტში მითითებულის გარდა, ზოგადად აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად, რაც მოიცავს, inter alia, მანქანების, აღჭურვილობის, გემების, გადამამუშავებელი ქარხნის, მშენებლობის, შენობების, მიწის, გზების, კონტრაქტით გათვალისწინებულ არეალში საძიებო სამუშაოების და დაზვერვის, კვლევისა და განვითარების, პროცენტის, საჭირო იჯარის, ლიცენზიებისა და მოსაკრებლების ხარჯებს; და

(ii) ზემოთ (i) ქვეპუნქტში მითითებული ხარჯების მსგავს ხარჯებს, რომლებიც გაწეულია კომერციული წარმოების დაწყების შემდეგ და აუცილებელია სამუშაო გეგმის განსახორციელებლად, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ერიცხება საოპერაციო ხარჯებს;

(i) კაპიტალური აქტივების განკარგვიდან მიღებული ამონაგები და იმ კაპიტალური აქტივების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აღარ არის საჭირო კონტრაქტით გათვალისწინებული ოპერაციებისთვის და რომლებიც არ გაიყიდა, უნდა გამოიქვითოს კონტრაქტორის განვითარების ხარჯებიდან შესაბამისი საანგარიშო წლის განმავლობაში. როდესაც ეს გამოქვითვები გადააჭარბებს კონტრაქტორის განვითარების ხარჯებს, ნამატი თანხა უნდა დაემატოს კონტრაქტორის მთლიან ამონაგებს.

(j) კონტრაქტორის განვითარების ხარჯები, რომლებიც გაწეულია (h) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტში და (n) ქვეპუნქტის (iv) ქვეპუნქტში მითითებული კომერციული წარმოების დაწყებამდე, კომერციული წარმოების დაწყების დღიდან უნდა ანაზღაურდეს 10 თანაბარ წლიურ შენატანად. კონტრაქტორის განვითარების ხარჯები, რომლებიც გაწეულია (h) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტში და (n) ქვეპუნქტის (iv) ქვეპუნქტში მითითებული კომერციული წარმოების დაწყების შემდეგ, უნდა ანაზღაურდეს 10 ან ნაკლები რაოდენობის თანაბარ წლიურ შენატანად, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სრული ანაზღაურება კონტრაქტის დასრულებამდე.

(k) „კონტრაქტორის საოპერაციო ხარჯები“ ნიშნავს ყველა ხარჯს, რომელიც გაწეულია კომერციული წარმოების დაწყების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული არეალის საწარმოო სიმძლავრის ათვისებისას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში კონტრაქტით გათვალისწინებული ოპერაციებისთვის, ზოგადად აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად, რაც მოიცავს, inter alia, წლიურ ფიქსირებულ გადასახადს ან წარმოების საფასურს, რომელიც უფრო მეტია, ხელფასების, ანაზღაურების, თანამშრომლების შეღავათების, მასალების, მომსახურების, ტრანსპორტირების, დამუშავებისა და მარკეტინგის საფასურის, პროცენტის, კომუნალური გადასახადების, ზღვის გარემოს შენარჩუნების ხარჯებს, ზედნადებ ხარჯებს და კონტრაქტით გათვალისწინებულ ოპერაციებთან სპეციფიკურად დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს და ნებისმიერ წმინდა საოპერაციო ზარალს, რომლის გადატანაც შესაძლებელია შემდგომ ან წინა პერიოდებზე, როგორც ეს განსაზღვრულია აქ. წმინდა საოპერაციო ზარალი შეიძლება გადატანილი იყოს შემდგომ პერიოდზე ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, გარდა კონტრაქტის ბოლო ორი წლისა, რა შემთხვევაშიც ისინი შეიძლება გადატანილი იქნეს წინა ორ წელზე.

(l) თუ კონტრაქტორი ახორციელებს პოლიმეტალური კვანძების მოპოვებას, ტრანსპორტირებას და დამუშავებული და ნახევრად დამუშავებული ლითონების წარმოებას, „წიაღისეულის მოპოვების სექტორის განვითარების ხარჯები“ ნიშნავს კონტრაქტორის განვითარების ხარჯების იმ ნაწილს, რომელიც პირდაპირ კავშირშია კონტრაქტით გათვალისწინებული არეალის რესურსების მოპოვებასთან, ზოგადად აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ორგანოს ფინანსური ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, რაც მოიცავს, inter alia, განაცხადის საფასურს, წლიურ ფიქსირებულ გადასახადს და, შესაბამის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული არეალის საძიებო სამუშაოებისა და დაზვერვის ხარჯებს და კვლევისა და განვითარების ხარჯების ნაწილს.

(m) „ინვესტიციის ამონაგები“ ნებისმიერ საანგარიშო წელს ნიშნავს იმ წელს მიკუთვნებადი წმინდა ამონაგების თანაფარდობას წიაღისეული მოპოვების სექტორის განვითარების ხარჯებთან. ამ თანაფარდობის გამოთვლის მიზნით, წიაღისეულის მოპოვების სექტორის განვითარების ხარჯები მოიცავს მოპოვებით სექტორში ახალი ან შემცვლელი აღჭურვილობის ხარჯებს, შეცვლილი აღჭურვილობის თავდაპირველი ღირებულების გამოკლებით.

(n) თუ კონტრაქტორი მხოლოდ წიაღისეულის მოპოვებით არის დაკავებული:

(i) „მიკუთვნებადი წმინდა ამონაგები“ ნიშნავს კონტრაქტორის წმინდა ამონაგების მთლიან რაოდენობას;

(ii) „კონტრაქტორის წმინდა ამონაგები“ განისაზღვრება (f) ქვეპუნქტით;

(iii) „კონტრაქტორის მთლიანი ამონაგები“ ნიშნავს პოლიმეტალური კვანძების გაყიდვიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს და ნებისმიერ სხვა თანხას, რომელიც გონივრულად მიეკუთვნება კონტრაქტით გათვალისწინებულ ოპერაციებს, ორგანოს ფინანსური ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

(iv) „კონტრაქტორის განვითარების ხარჯები“ ნიშნავს ყველა ხარჯს, რომელიც გაწეულია კომერციული წარმოების დაწყებამდე, როგორც ეს მითითებულია (h) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტში, და ყველა ხარჯს, რომელიც გაწეულია კომერციული წარმოების დაწყების შემდეგ, როგორც ეს მითითებულია (h) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტში, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებული არეალის რესურსების მოპოვებასთან, ზოგადად აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად;

(v) „კონტრაქტორის საოპერაციო ხარჯები“ ნიშნავს კონტრაქტორის საოპერაციო ხარჯებს, როგორც ეს მოცემულია (k) ქვეპუნქტში, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებული არეალის რესურსების მოპოვებასთან, ზოგადად აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად;

(vi) „ინვესტიციის ამონაგები“ ნებისმიერ საანგარიშო წელს ნიშნავს კონტრაქტორის წმინდა ამონაგების თანაფარდობას იმ წელს კონტრაქტორის განვითარების ხარჯებთან. ამ თანაფარდობის გამოსათვლელად, კონტრაქტორის განვითარების ხარჯები მოიცავს ახალი ან შემცვლელი აღჭურვილობის ხარჯებს, შეცვლილი აღჭურვილობის თავდაპირველი ღირებულების გამოკლებით.

(o) კონტრაქტორის მიერ გადახდილ პროცენტებთან მიმართებით, (h), (k), (l) და (n) ქვეპუნქტებში მითითებული ხარჯები დასაშვებად ჩაითვლება იმ რაოდენობით, რამდენადაც ორგანო, წინამდებარე დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არსებული კომერციული პრაქტიკის გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნევს ვალისა და კაპიტალის თანაფარდობასა და საპროცენტო განაკვეთებს.

(p) წინამდებარე პუნქტში მითითებული ხარჯები არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მოიცავს კონტრაქტორის საქმიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ დაწესებული კორპორაციული საშემოსავლო გადასახადების ან მსგავსი გადასახადების გადახდას.

7. (a) მე-5 და მე-6 პუნქტებში მოხსენიებული „დამუშავებული ლითონები“ ნიშნავს ლითონებს ყველაზე საბაზისო ფორმაში, რა ფორმითაც მათით ჩვეულებრივად ვაჭრობენ საერთაშორისო ტერმინალურ ბაზრებზე. ამ მიზნით, ორგანომ თავის ფინანსურ ნორმებში, წესებსა და პროცედურებში უნდა განსაზღვროს შესაბამისი საერთაშორისო ტერმინალური ბაზარი. იმ ლითონებისთვის, რომლებითაც არ ვაჭრობენ ასეთ ბაზრებზე, „დამუშავებული ლითონები“ ნიშნავს ლითონებს ყველაზე საბაზისო ფორმაში, რა ფორმითაც მათით ჩვეულებრივ ვაჭრობენ დამოუკიდებელ მხარეებს შორის ტიპურ გარიგებებში.

(b) თუ ორგანო სხვაგვარად ვერ განსაზღვრავს მე-5 პუნქტის (b) და მე-6 პუნქტის (b) ქვეპუნქტებში მითითებული, კონტრაქტით გათვალისწინებული არეალიდან ამოღებული პოლიმეტალური კვანძებიდან წარმოებული დამუშავებული ლითონების რაოდენობას, რაოდენობა უნდა განისაზღვროს კვანძებში ლითონის შემცველობის, დამუშავების აღდგენის ეფექტიანობისა და სხვა შესაბამისი ფაქტორების საფუძველზე, ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ზოგადად აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად.

8. თუ საერთაშორისო ტერმინალური ბაზარი უზრუნველყოფს დამუშავებული ლითონების, პოლიმეტალური კვანძების და კვანძებიდან წარმოებული ნახევრად დამუშავებული ლითონების დამოუკიდებელი ფასწარმოქმნის მექანიზმს, გამოყენებული უნდა იქნეს ამ ბაზარზე არსებული საშუალო ფასი. ყველა სხვა შემთხვევაში ორგანომ, კონტრაქტორთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა განსაზღვროს აღნიშნული პროდუქტების სამართლიანი ფასი მე-9 პუნქტის შესაბამისად.

9. (a) წინამდებარე მუხლში მითითებული ყველა ხარჯი, დანახარჯი, ამონაგები და შემოსავალი, ასევე, ფასისა და ღირებულების ყველა განსაზღვრა უნდა იყოს თავისუფალი ბაზრის ან დამოუკიდებელი გარიგებების შედეგი. მათი არარსებობის შემთხვევაში, ისინი უნდა განისაზღვროს ორგანოს მიერ, კონტრაქტორთან კონსულტაციის შემდეგ, თითქოს ისინი იყოს თავისუფალი ბაზრის ან დამოუკიდებელი გარიგებების შედეგი, სხვა ბაზრებზე არსებული შესაბამისი გარიგებების გათვალისწინებით.

(b) წინამდებარე პუნქტის დებულებების დაცვისა და აღსრულების უზრუნველსაყოფად, ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრანსნაციონალური კორპორაციების კომისიის, განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის საგადასახადო ხელშეკრულებების ექსპერტთა ჯგუფისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამოუკიდებელი გარიგებებისთვის მიღებული პრინციპებითა და მათთვის მოცემული განმარტებით, და თავის ნორმებში, წესებსა და პროცედურებში უნდა განსაზღვროს ერთიანი და საერთაშორისოდ მისაღები ბუღალტრული აღრიცხვის წესები და პროცედურები, და კონტრაქტორის მიერ სერტიფიცირებული დამოუკიდებელი ბუღალტრების შერჩევის საშუალებები, რომლებიც მისაღებია ორგანოსთვის ასეთი ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად აუდიტის ჩატარების მიზნით.

10. კონტრაქტორმა, ორგანოს ფინანსური ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ბუღალტერებს უნდა მიაწოდოს წინამდებარე მუხლის დაცვის დასადგენად საჭირო ფინანსური მონაცემები.

11. წინამდებარე მუხლში მითითებული ყველა ხარჯი, დანახარჯი, ამონაგები და შემოსავალი, და ყველა ფასი და ღირებულება უნდა განისაზღვროს ზოგადად აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ორგანოს ფინანსური ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

12. ორგანოში მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისი გადახდები უნდა განხორციელდეს თავისუფლად გამოყენებად ვალუტაში ან ძირითად სავალუტო ბაზრებზე თავისუფლად ხელმისაწვდომ და ეფექტურად გამოყენებად ვალუტაში, ან, კონტრაქტორის არჩევანით, გადამუშავებული ლითონების საბაზრო ღირებულების ეკვივალენტებში. საბაზრო ღირებულება უნდა განისაზღვროს მე-5 პუნქტის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად. თავისუფლად გამოყენებადი ვალუტები და ძირითად სავალუტო ბაზრებზე თავისუფლად ხელმისაწვდომი და ეფექტურად გამოყენებადი ვალუტები უნდა განისაზღვროს ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით, დამკვიდრებული საერთაშორისო სავალუტო პრაქტიკის შესაბამისად.

13. კონტრაქტორის ყველა ფინანსური ვალდებულება ორგანოს წინაშე, ასევე, წინამდებარე მუხლში მითითებული მისი ყველა მოსაკრებელი, ხარჯი, დანახარჯი, ამონაგები და შემოსავალი უნდა დაკორექტირდეს საბაზისო წელთან მიმართებით მუდმივ ფასებში გადაანგარიშების გზით.

14. ორგანოს შეუძლია ეკონომიკური დაგეგმვის კომისიისა და იურიდიული და ტექნიკური კომისიის ნებისმიერი რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიიღოს ნორმები, წესები და პროცედურები, რომლებიც კონტრაქტორებისთვის ითვალისწინებს წამახალისებელ ზომებს, ერთიან და არადისკრიმინაციულ საფუძველზე, პირველ პუნქტში მითითებული მიზნების მისაღწევად.

15. კონტრაქტის ფინანსური პირობების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით ორგანოსა და კონტრაქტორს შორის დავის შემთხვევაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია დავის გადაცემა სავალდებულო კომერციული არბიტრაჟისთვის, თუ ორივე მხარე არ შეთანხმდება დავის სხვა საშუალებებით მოგვარებაზე, 188-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-13-8/](https://legali.ge/law/7034431/muxli-13-8/)

---

## მუხლი 14. მონაცემთა გადაცემა

1. ოპერატორმა ორგანოს, მისი ნორმების, წესებისა და პროცედურების და სამუშაო გეგმის პირობების შესაბამისად, ორგანოს მიერ განსაზღვრული დროის ინტერვალებით, უნდა გადასცეს ყველა მონაცემი, რომელიც აუცილებელია და შესაბამისია ორგანოს ძირითადი ორგანოების უფლებამოსილებებისა და ფუნქციების ეფექტური განხორციელებისთვის სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ არეალთან დაკავშირებით.

2. სამუშაო გეგმით დაფარულ არეალთან დაკავშირებით გადაცემული მონაცემები, რომლებიც კერძო საკუთრებად ითვლება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ წინამდებარე მუხლში მითითებული მიზნებისთვის. მონაცემები, რომლებიც აუცილებელია ორგანოს მიერ ზღვის გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ ნორმების, წესებისა და პროცედურების შემუშავებისთვის, აღჭურვილობის დიზაინის მონაცემების გარდა, არ ჩაითვლება კერძო საკუთრებად.

3. მონაცემები, რომლებსაც ორგანოს გადასცემენ მაძიებლები, კონტრაქტების განმცხადებლები ან კონტრაქტორები და რომლებიც საკუთრებად ითვლება, ორგანომ არ უნდა გადასცეს საწარმოს ან ორგანოს გარე პირს, თუმცა გამოყოფილი არეალის შესახებ მონაცემები შეიძლება გადაეცეს საწარმოს. ასეთი პირების მიერ საწარმოსთვის გადაცემული ასეთი მონაცემები საწარმომ არ უნდა გადასცეს ორგანოს ან ორგანოს გარე პირს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-14-6/](https://legali.ge/law/7034431/muxli-14-6/)

---

## მუხლი 15. გადამზადების პროგრამები

კონტრაქტორმა უნდა შეიმუშაოს პრაქტიკული პროგრამები ორგანოსა და განვითარებადი სახელმწიფოების პერსონალის გადამზადებისთვის, მათ შორის, ასეთი პერსონალის მონაწილეობისთვის რაიონში ყველა საქმიანობაში, რომლებიც გათვალისწინებულია კონტრაქტით, 144-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-15-5/](https://legali.ge/law/7034431/muxli-15-5/)

---

## მუხლი 16. დაზვერვისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური უფლება

ორგანომ, XI ნაწილისა და თავისი ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ოპერატორს უნდა მიანიჭოს ექსკლუზიური უფლება, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული არეალი დაზვეროს რესურსების კონკრეტული კატეგორიის მიმართ და მოახდინოს მათი ექსპლუატაცია, და უზრუნველყოს, რომ არცერთი სხვა სუბიექტი არ განახორციელებს საქმიანობას იმავე არეალში რესურსების სხვა კატეგორიისთვის ისე, რომ ჩაერიოს ოპერატორის საქმიანობაში. ოპერატორს აქვს კონტრაქტის მოქმედების ვადის გარანტია 153-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-16-5/](https://legali.ge/law/7034431/muxli-16-5/)

---

## მუხლი 17. ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები

1. ორგანომ უნდა მიიღოს და ერთგვაროვნად გამოიყენოს ნორმები, წესები და პროცედურები 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტისა და 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (o) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტის შესაბამისად, XI ნაწილში მითითებული ფუნქციების განსახორციელებლად, inter alia, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

(a) რაიონში საძიებო სამუშაოების, დაზვერვისა და ექსპლუატაციის ადმინისტრაციული პროცედურები;

(b) ოპერაციები:

(i) არეალის ზომა;

(ii) ოპერაციების ხანგრძლივობა;

(iii) შესრულების მოთხოვნები, მათ შორის, გარანტიები წინამდებარე დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად;

(iv) რესურსების კატეგორიები;

(v) არეალებზე უარის თქმა;

(vi) პროგრესის ანგარიშები;

(vii) მონაცემების წარდგენა;

(viii) ოპერაციების ინსპექტირება და ზედამხედველობა;

(ix) ზღვის გარემოში სხვა საქმიანობაში ჩარევის თავიდან აცილება;

(x) კონტრაქტორის მიერ უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა;

(xi) 144-ე მუხლის შესაბამისად განვითარებადი სახელმწიფოებისთვის ტექნოლოგიების გადაცემისა და მათი პირდაპირი მონაწილეობის პროცედურები;

(xii) წიაღისეულის მოპოვების სტანდარტები და პრაქტიკა, მათ შორის, ოპერაციული უსაფრთხოების, რესურსების შენარჩუნებისა და ზღვის გარემოს დაცვის შესახებ;

(xiii) კომერციული წარმოების განმარტება;

(xiv) განმცხადებლების კვალიფიკაციის სტანდარტები;

(c) ფინანსური საკითხები:

(i) ერთიანი და არადისკრიმინაციული ხარჯთაღრიცხვისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესების და აუდიტორების შერჩევის მეთოდის დადგენა;

(ii) ოპერაციებიდან მიღებული ამონაგების განაწილება;

(iii) წინამდებარე დანართის მე-13 მუხლში მითითებული წახალისებები;

(d) 151-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 164-ე მუხლის მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება.

2. შემდეგ საკითხებთან დაკავშირებული ნორმები, წესები და პროცედურები სრულად უნდა ასახავდეს ქვემოთ მოცემულ ობიექტურ კრიტერიუმებს:

(a) არეალების ზომა:

ორგანომ უნდა განსაზღვროს დაზვერვისთვის საჭირო არეალების შესაბამისი ზომა, რომელიც შეიძლება ორჯერ აღემატებოდეს ექსპლუატაციისთვის განკუთვნილ არეალის ზომას, რათა შესაძლებელი გახდეს ინტენსიური დაზვერვის ოპერაციების ჩატარება. არეალის ზომა უნდა გამოითვალოს იმგვარად, რომ დაკმაყოფილდეს წინამდებარე დანართის მე-8 მუხლის მოთხოვნები არეალების გამოყოფის შესახებ, ასევე, 151-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გაცხადებული წარმოების მოთხოვნები, კონტრაქტის პირობების შესაბამისად, ზღვის ფსკერზე წიაღისეულის მოპოვებისთვის იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიური მდგომარეობისა და არეალების შესაბამისი ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. არეალები არ უნდა იყოს არც უფრო პატარა და არც უფრო დიდი, ვიდრე ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

(b) ოპერაციების ხანგრძლივობა:

(i) საძიებო სამუშაოების ვადა შეუზღუდავია;

(ii) დაზვერვა უნდა იყოს საკმარისი ხანგრძლივობის, რათა შესაძლებელი იყოს კონკრეტული არეალის საფუძვლიანი გამოკვლევა, ამ არეალისთვის წიაღისეულის მოპოვების აღჭურვილობის პროექტირება და დამზადება და მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი ქარხნების პროექტირება და აშენება წიაღისეულის მოპოვების და გადამამუშავებელი სისტემების ტესტირების მიზნით;

(iii) ექსპლუატაციის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვების პროექტის ეკონომიკურ სიცოცხლესთან, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მადნის გამოფიტვა, წიაღისეულის მოპოვების აღჭურვილობისა და გადამამუშავებელი ობიექტების სასარგებლო გამოყენების ვადა და კომერციული მომგებიანობა. ექსპლუატაცია უნდა იყოს საკმარისი ხანგრძლივობის, რათა უზრუნველყოფილი იყოს არეალის მინერალების კომერციული მოპოვება და მოიცავდეს გონივრულ ვადას კომერციული მასშტაბის მოპოვებითი და გადამამუშავებელი სისტემების მშენებლობისთვის, რომლის განმავლობაშიც არ მოითხოვება კომერციული წარმოება. თუმცა, ექსპლუატაციის საერთო ხანგრძლივობა ასევე უნდა იყოს საკმარისად მოკლე, რათა ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა, შეცვალოს სამუშაო გეგმის პირობები განახლების განხილვის დროს, იმ ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, რომლებიც მან მიიღო სამუშაო გეგმის დამტკიცების შემდეგ.

(c) შესრულების მოთხოვნები:

ორგანომ უნდა მოითხოვოს, რომ დაზვერვის ეტაპზე ოპერატორმა პერიოდულად გადაიხადოს ხარჯები, რომლებიც გონივრულად არის დაკავშირებული სამუშაო გეგმით დაფარული არეალის ზომასთან და ხარჯები, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა bona fide ოპერატორისგან, რომელიც აპირებდა არეალის კომერციულ წარმოებაში ჩართვას ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში. საჭირო ხარჯები არ უნდა განისაზღვროს ისეთ დონეზე, რომელიც ხელს შეუშლიდა პოტენციურ ოპერატორებს, გამოიყენონ ფართოდ გავრცელებულ ტექნოლოგიაზე ნაკლებად ძვირადღირებული ტექნოლოგია. ორგანომ უნდა დაადგინოს მაქსიმალური დროის ინტერვალი, დაზვერვის ეტაპის დასრულებისა და ექსპლუატაციის ეტაპის დაწყების შემდეგ, კომერციული წარმოების მიღწევის მიზნით. ამ ინტერვალის დასადგენად, ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რომ წიაღისეულის მასშტაბური მოპოვების და გადამამუშავებელი სისტემების მშენებლობა არ შეიძლება დაიწყოს დაზვერვის ეტაპის დასრულებამდე და ექსპლუატაციის ეტაპის დაწყებამდე. შესაბამისად, არეალის კომერციულ წარმოებაში ჩართვის ინტერვალმა უნდა გაითვალისწინოს ამ მშენებლობისთვის საჭირო დრო დაზვერვის ეტაპის დასრულების შემდეგ და უნდა გაკეთდეს გონივრული დაშვება მშენებლობის გრაფიკში გარდაუვალი შეფერხებებისთვის. კომერციული წარმოების მიღწევისთანავე ორგანომ, გონივრულ ფარგლებში და ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, ოპერატორს უნდა მოსთხოვოს კომერციული წარმოების შენარჩუნება სამუშაო გეგმის მთელი პერიოდის განმავლობაში.

(d) რესურსების კატეგორიები:

რესურსების იმ კატეგორიის განსაზღვრისას, რომელთა მიმართაც შეიძლება დამტკიცდეს სამუშაო გეგმა, ორგანომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, inter alia, შემდეგ მახასიათებლებზე:

(i) რომ გარკვეული რესურსები მოითხოვს წიაღისეულის მოპოვების მსგავსი მეთოდების გამოყენებას; და

(ii) რომ ზოგიერთი რესურსის ერთდროულად განვითარება შესაძლებელია იმავე არეალში სხვადასხვა რესურსის მომპოვებელ ოპერატორებს შორის არასათანადო ჩარევის გარეშე.

წინამდებარე ქვეპუნქტში არაფერი უშლის ხელს ორგანოს, დაამტკიცოს სამუშაო გეგმა ერთსა და იმავე არეალში არსებული რესურსების ერთზე მეტი კატეგორიის მიმართ ერთი და იმავე განმცხადებლისთვის.

(e) არეალებზე უარის თქმა:

ოპერატორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ჯარიმის გარეშე, უარი თქვას სამუშაო გეგმით დაფარულ არეალში თავის უფლებებზე, მთლიანად ან ნაწილობრივ.

(f) ზღვის გარემოს დაცვა:

უნდა შემუშავდეს ნორმები, წესები და პროცედურები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ზღვის გარემოს ეფექტიანი დაცვა იმ მავნე შედეგებისგან, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ რაიონში განხორციელებული საქმიანობით ან უშუალოდ მოპოვების ადგილის ზემოთ, გემზე იმ მინერალების გადამუშავებით, რომლებიც აღნიშნული ადგილიდანაა მოპოვებული, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეიძლება ასეთი მავნე შედეგები პირდაპირ იყოს გამოწვეული ბურღვით, ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებით, სინჯის აღებით და გათხრებით, ასევე, ზღვის გარემოში შლამის, ნარჩენების ან სხვა თხევადი ნარჩენების განთავსების, ჩამარხვის და ჩაშვებით.

(g) კომერციული წარმოება:

კომერციული წარმოება დაწყებულად ჩაითვლება, თუ ოპერატორი ახორციელებს მუდმივ მასშტაბურ ამოღების ოპერაციებს, რომლებიც იძლევა მასალების საკმარის რაოდენობას, რაც ნათლად მიუთითებს, რომ ძირითადი მიზანია ფართომასშტაბიანი წარმოება და არა ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის ან აღჭურვილობის ან დანადგარის ტესტირებისთვის განკუთვნილი წარმოება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-17-5/](https://legali.ge/law/7034431/muxli-17-5/)

---

## მუხლი 18. ჯარიმები

1. კონტრაქტორის უფლებები, რომლებიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული, შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

(a) თუ ორგანოს მიერ გაფრთხილების მიუხედავად, კონტრაქტორმა თავისი საქმიანობა იმგვარად წარმართა, რომ შედეგად მოჰყვა კონტრაქტის ძირითადი პირობების, XI ნაწილის და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების სერიოზული, მუდმივი და განზრახი დარღვევები; ან

(b) თუ კონტრაქტორი არ დაემორჩილა დავის განმხილველი ორგანოს მიერ მის მიმართ მიღებულ საბოლოო, სავალდებულო გადაწყვეტილებას.

2. კონტრაქტის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტით, ან პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეჩერების ან შეწყვეტის ნაცვლად, ორგანოს შეუძლია კონტრაქტორს დააკისროს დარღვევის სიმძიმის პროპორციული ფულადი ჯარიმები.

3. 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (w) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანგებო ბრძანებების გარდა, ორგანოს არ შეუძლია აღასრულოს გადაწყვეტილება ფულადი ჯარიმების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მანამ, სანამ კონტრაქტორს არ მიეცემა გონივრული შესაძლებლობა, ამოწუროს მისთვის ხელმისაწვდომი სასამართლო დაცვის საშუალებები XI ნაწილის მე-5 განყოფილების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-18-5/](https://legali.ge/law/7034431/muxli-18-5/)

---

## მუხლი 19. კონტრაქტის გადასინჯვა

1. როდესაც წარმოიშობა ან მოსალოდნელია წარმოიშვას გარემოებები, რომლებიც, რომელიმე მხარის აზრით, კონტრაქტს გახდის არასამართლიანს ან არაპრაქტიკულს, ან შეუძლებელს გახდის კონტრაქტით ან XI ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, მხარეებმა უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები მისი შესაბამისად გადასინჯვის მიზნით.

2. 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადებული ნებისმიერი კონტრაქტის გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა თანხმობით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-19-5/](https://legali.ge/law/7034431/muxli-19-5/)

---

## მუხლი 20. უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა

კონტრაქტიდან გამომდინარე, უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ორგანოს თანხმობით და მისი ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ორგანომ უსაფუძვლოდ არ უნდა თქვას უარი გადაცემის შესახებ, თუ შემოთავაზებული სუბიექტი, რომელზეც გადადის უფლებები და ვალდებულებები, ყველა მხრივ კვალიფიციური განმცხადებელია და კისრულობს გადამცემის ყველა ვალდებულებას, და თუ გადაცემა მიმღებს არ ანიჭებს სამუშაო გეგმას, რომლის დამტკიცებაც აკრძალული იქნებოდა წინამდებარე დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (c) ქვეპუნქტით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-20-5/](https://legali.ge/law/7034431/muxli-20-5/)

---

## მუხლი 21. გამოსაყენებელი სამართალი

1. კონტრაქტი წესრიგდება კონტრაქტის პირობებით, ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით, XI ნაწილით და საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით, რომლებიც არ არის შეუთავსებელი წინამდებარე კონვენციასთან.

2. ნებისმიერი საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც წინამდებარე კონვენციის შესაბამისად იურისდიქციის მქონე სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ გამოტანილია ორგანოსა და კონტრაქტორის უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით, აღსრულებადია თითოეული მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

3. არცერთ მხარე სახელმწიფოს არ შეუძლია კონტრაქტორს განუსაზღვროს პირობები, რომლებიც შეუსაბამოა XI ნაწილთან. თუმცა, მხარე სახელმწიფოს მიერ მის მიერ დასპონსორებული კონტრაქტორების ან მისი დროშით მცურავი გემების მიმართ გარემოსდაცვითი ან სხვა კანონებისა და წესების გამოყენება, რომლებიც უფრო მკაცრია, ვიდრე წინამდებარე დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები, არ ჩაითვლება XI ნაწილთან შეუსაბამოდ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-21-5/](https://legali.ge/law/7034431/muxli-21-5/)

---

## მუხლი 22. პასუხისმგებლობა

კონტრაქტორი ვალდებული ან პასუხისმგებელია ნებისმიერ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა თავისი ოპერაციების განხორციელებისას ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებით, ორგანოს მიერ განხორციელებული ხელშემწყობი მოქმედებების ან უმოქმედობების გათვალისწინებით. ანალოგიურად, ორგანო ვალდებული ან პასუხისმგებელია ნებისმიერ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა თავისი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებისას ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებით, მათ შორის, 168-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევებისთვის, კონტრაქტორის მიერ განხორციელებული ხელშემწყობი მოქმედებების ან უმოქმედობების გათვალისწინებით. პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ზიანის ფაქტობრივი რაოდენობის გათვალისწინებით.

დანართი IV. საწარმოს წესდება

[https://legali.ge/law/7034431/muxli-22-5/](https://legali.ge/law/7034431/muxli-22-5/)

---

## მუხლი 1. მიზნები

1. საწარმო არის ორგანოს ორგანო, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქმიანობას რაიონში, 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე, ახორციელებს რაიონიდან მოპოვებული მინერალების ტრანსპორტირებას, გადამუშავებას და რეალიზაციას.

2. თავისი მიზნების განხორციელებისა და ფუნქციების შესრულებისას, საწარმომ უნდა იმოქმედოს წინამდებარე კონვენციისა და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

3. პირველი პუნქტის შესაბამისად, რაიონის რესურსების განვითარებისას საწარმომ, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, უნდა იმოქმედოს გონივრული კომერციული პრინციპების შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-1-13/](https://legali.ge/law/7034431/muxli-1-13/)

---

## მუხლი 2. ურთიერთობა ორგანოსთან

1. 170-ე მუხლის შესაბამისად, საწარმომ უნდა იმოქმედოს ასამბლეის ზოგადი პოლიტიკისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად.

2. პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საწარმომ უნდა ისარგებლოს ავტონომიით თავისი ოპერაციების წარმართვისას.

3. წინამდებარე კონვენციაში არაფერი აკისრებს საწარმოს პასუხისმგებლობას ორგანოს ქმედებებისა და ვალდებულებებისთვის, ასევე, არაფერი აკისრებს ორგანოს პასუხისმგებლობას საწარმოს ქმედებებისა და ვალდებულებებისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-2-12/](https://legali.ge/law/7034431/muxli-2-12/)

---

## მუხლი 5. მმართველი საბჭო

1. მმართველი საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომლებსაც ასამბლეა ირჩევს 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად. საბჭოს წევრების არჩევისას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპს. საბჭოში არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენისას, ორგანოს წევრებმა უნდა გაითვალისწინონ უმაღლესი სტანდარტის კომპეტენციის და შესაბამის სფეროებში კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების წარდგენის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საწარმოს სიცოცხლისუნარიანობა და წარმატება.

2. საბჭოს წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით და შესაძლებელია მათი ხელახლა არჩევა. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს წევრთა როტაციის პრინციპს.

3. საბჭოს წევრები აგრძელებენ თანამდებობაზე ყოფნას მათი შემცვლელების არჩევამდე. თუ საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური გახდება, ასამბლეამ, 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა აირჩიოს ახალი წევრი მისი წინამორბედის დარჩენილი ვადით.

4. საბჭოს წევრები მოქმედებენ პირადი უფლებამოსილებით. თავიანთი მოვალეობების შესრულებისას მათ არ უნდა მოითხოვონ ან მიიღონ ინსტრუქციები რომელიმე მთავრობისგან ან სხვა წყაროდან. ორგანოს თითოეულმა წევრმა პატივი უნდა სცეს საბჭოს წევრების დამოუკიდებელ ხასიათს და თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი მცდელობისგან, მათზე გავლენა მოახდინონ მათი მოვალეობების შესრულებისას.

5. საბჭოს თითოეული წევრი მიიღებს ანაზღაურებას, რომელიც გადაიხდება საწარმოს ფინანსური სახსრებიდან. ანაზღაურების რაოდენობას, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრავს ასამბლეა.

6. საბჭო, როგორც წესი, ფუნქციონირებს საწარმოს მთავარ ოფისში და უნდა შეიკრიბოს იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას მოითხოვს საწარმოს საქმიანობა.

7. საბჭოს წევრთა ორი მესამედი ქმნის კვორუმს.

8. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. საბჭოს წინაშე არსებული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს მისი წევრების უმრავლესობით. თუ წევრს აქვს ინტერესთა კონფლიქტი საბჭოს წინაშე არსებულ საკითხთან დაკავშირებით, მან თავი უნდა შეიკავოს ამ საკითხზე ხმის მიცემისგან.

9. ორგანოს ნებისმიერ წევრს შეუძლია საბჭოს მოსთხოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ამ წევრზე. საბჭო უნდა ეცადოს ასეთი ინფორმაციის მიწოდებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-5-13/](https://legali.ge/law/7034431/muxli-5-13/)

---

## მუხლი 6. მმართველი საბჭოს უფლებამოსილებები და ფუნქციები

მმართველმა საბჭომ უნდა წარმართოს საწარმოს საქმიანობა. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, მმართველი საბჭო ახორციელებს საწარმოს მიზნების შესასრულებლად აუცილებელ უფლებამოსილებებს, მათ შორის:

(a) თავისი წევრებისგან თავმჯდომარის არჩევა;

(b) თავისი საპროცედურო წესების მიღება;

(c) 153-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (j) ქვეპუნქტის შესაბამისად, ოფიციალური წერილობითი სამუშაო გეგმების შემუშავება და საბჭოსთვის წარდგენა;

(d) სამუშაო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება 170-ე მუხლში მითითებული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

(e) 151-ე მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტების შესაბამისად, წარმოების ნებართვების მისაღებად განაცხადების მომზადება და საბჭოსთვის წარდგენა;

(f) ტექნოლოგიების, მათ შორის, III დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის (a), (c) და (d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნოლოგიების შეძენასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ნებართვის გაცემა და ამ მოლაპარაკებების შედეგების დამტკიცება;

(g) III დანართის მე-9 და მე-11 მუხლებში მითითებული ერთობლივი საწარმოებისა და ერთობლივი ღონისძიებების სხვა ფორმების პირობების დადგენა, მათთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ნებართვის გაცემა და ასეთი მოლაპარაკებების შედეგების დამტკიცება;

(h) ასამბლეისთვის რეკომენდაციის მიცემა, თუ საწარმოს წმინდა ამონაგების რა ნაწილი უნდა შენარჩუნდეს მის რეზერვებად 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (f) და წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის შესაბამისად;

(i) საწარმოს წლიური ბიუჯეტის დამტკიცება;

(j) საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე ნებართვის გაცემა წინამდებარე დანართის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

(k) საბჭოსთვის წლიური ანგარიშის წარდგენა წინამდებარე დანართის მე-9 მუხლის შესაბამისად;

(l) ასამბლეის მიერ დასამტკიცებლად, საბჭოსთვის საწარმოს პერსონალის ორგანიზებასთან, მართვასთან, დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებული წესების პროექტის წარდგენა და აღნიშნული წესების აღსასრულებლად წესების მიღება.

(m) ფინანსური სახსრების სესხება და ისეთი უზრუნველყოფის საშუალებებით ან სხვა გარანტიებით უზრუნველყოფა, რომელსაც იგი განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

(n) წინამდებარე დანართის მე-13 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ სასამართლო პროცესში, შეთანხმებასა და გარიგებაში შესვლა და ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელება;

(o) საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, გენერალური დირექტორისთვის და მისი კომიტეტებისთვის ნებისმიერი არადისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-6-11/](https://legali.ge/law/7034431/muxli-6-11/)

---

## მუხლი 7. საწარმოს გენერალური დირექტორი და პერსონალი

1. ასამბლეამ, საბჭოს რეკომენდაციითა და მმართველი საბჭოს წარდგინებით, უნდა აირჩიოს საწარმოს გენერალური დირექტორი, რომელიც არ უნდა იყოს მმართველი საბჭოს წევრი. გენერალური დირექტორი თანამდებობას იკავებს განსაზღვრული ვადით, რომელიც არ აღემატება ხუთ წელს და შეიძლება ხელახლა აირჩიონ შემდგომი ვადებით.

2. გენერალური დირექტორი არის საწარმოს სამართლებრივი წარმომადგენელი და მთავარი აღმასრულებელი პირი და საწარმოს საქმიანობის წარმართვაზე უშუალოდ პასუხისმგებელია მმართველი საბჭოს წინაშე. იგი პასუხისმგებელია საწარმოს ორგანიზებაზე, მართვაზე, მისი პერსონალის დანიშვნასა და გათავისუფლებაზე წინამდებარე დანართის მე-6 მუხლის (l) ქვეპუნქტში მითითებული წესებისა და წესების შესაბამისად. მან მონაწილეობა უნდა მიიღოს მმართველი საბჭოს სხდომებში, ხმის მიცემის უფლების გარეშე, და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ხმის მიცემის უფლების გარეშე, ასამბლეისა და საბჭოს სხდომებში, როდესაც ეს ორგანოები განიხილავენ საწარმოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

3. პერსონალის დაქირავებისა და დასაქმების, ასევე, მათი მომსახურების პირობების განსაზღვრისას უმთავრესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ეფექტიანობისა და ტექნიკური კომპეტენციის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფის აუცილებლობას. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პერსონალის სამართლიან გეოგრაფიულ საფუძველზე დაქირავების მნიშვნელობას.

4. თავიანთი მოვალეობების შესრულებისას გენერალურმა დირექტორმა და პერსონალმა არ უნდა მოითხოვონ ან მიიღონ ინსტრუქციები რომელიმე მთავრობისგან ან საწარმოს გარეთ არსებული ნებისმიერი სხვა წყაროდან. მათ თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ, როგორც საწარმოს საერთაშორისო თანამდებობის პირების, პოზიციაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ საწარმოს წინაშე. თითოეული მხარე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, პატივი სცეს გენერალური დირექტორისა და პერსონალის პასუხისმგებლობების ექსკლუზიურად საერთაშორისო ხასიათს და არ ეცადოს მათზე გავლენის მოხდენას მათი მოვალეობების შესრულებისას.

5. 168-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პასუხისმგებლობები თანაბრად ვრცელდება საწარმოს პერსონალზე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-7-12/](https://legali.ge/law/7034431/muxli-7-12/)

---

## მუხლი 9. ანგარიშები და ფინანსური ანგარიშგებები

1. საწარმომ, ყოველი ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა, საბჭოს განსახილველად უნდა წარუდგინოს წლიური ანგარიში, რომელიც შეიცავს მისი ანგარიშების აუდიტირებულ ანგარიშგებას და შესაბამისი ინტერვალებით საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიშგება თავისი ფინანსური მდგომარეობის შემაჯამებელი და მოგება-ზარალის ანგარიშგება, რომელიც ასახავს მისი საქმიანობის შედეგებს.

2. საწარმომ უნდა გამოაქვეყნოს თავისი ყოველწლიური ანგარიში და სხვა ანგარიშები, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.

3. წინამდებარე მუხლში მითითებული ყველა ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება უნდა გაეგზავნოს ორგანოს წევრებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-9-11/](https://legali.ge/law/7034431/muxli-9-11/)

---

## მუხლი 10. წმინდა ამონაგების განაწილება

1. მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, საწარმომ ორგანოს მიმართ უნდა განახორციელოს გადახდები III დანართის მე-13 მუხლის თანახმად, ან განახორციელოს შესაბამისი ეკვივალენტური გადახდები.

2. ასამბლეამ მმართველი საბჭოს რეკომენდაციით უნდა განსაზღვროს საწარმოს წმინდა ამონაგების რა ნაწილი უნდა შენარჩუნდეს საწარმოს რეზერვებად. დანარჩენი უნდა გადაეცეს ორგანოს.

3. საწარმოს თვითდაფინანსებისთვის საჭირო საწყისი პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს მის მიერ კომერციული წარმოების დაწყებიდან, ასამბლეამ საწარმო უნდა გაათავისუფლოს პირველ პუნქტში მითითებული გადახდებისაგან და საწარმოს მთლიანი წმინდა ამონაგები უნდა დატოვოს მის რეზერვებში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-10-9/](https://legali.ge/law/7034431/muxli-10-9/)

---

## მუხლი 11. ფინანსები

1. საწარმოს ფინანსური სახსრები მოიცავს:

(a) ორგანოსგან 173-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ თანხებს;

(b) მხარე სახელმწიფოების მიერ საწარმოს საქმიანობის დაფინანსების მიზნით გაღებულ ნებაყოფლობით შენატანებს;

(c) საწარმოს მიერ მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად ნასესხებ თანხებს;

(d) საწარმოს მიერ თავისი ოპერაციებისგან მიღებულ შემოსავალს;

(e) სხვა ფინანსურ სახსრებს, რომლებიც საწარმოსთვის ხელმისაწვდომი გახდება იმ მიზნით, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ოპერაციები და შეასრულოს თავისი ფუნქციები.

2. (a) საწარმოს უფლება აქვს, ისესხოს ფინანსური სახსრები და წარადგინოს ისეთი უზრუნველყოფა ან სხვა გარანტიები, რომლებსაც თავად განსაზღვრავს. მხარე სახელმწიფოს ფინანსურ ბაზრებზე ან ვალუტაში თავისი ვალდებულებების საჯაროდ გაყიდვამდე საწარმომ უნდა მოიპოვოს ამ მხარე სახელმწიფოს თანხმობა. სესხის მთლიანი რაოდენობა უნდა დაამტკიცოს საბჭომ, მმართველი საბჭოს რეკომენდაციით.

(b) მხარე სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ ყველა გონივრულ ძალისხმევას, რათა მხარი დაუჭირონ საწარმოს მიერ კაპიტალის ბაზრებზე და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის მიღების განაცხადებს.

3. (a) საწარმოს უნდა მიეწოდოს ფინანსური სახსრები, რომლებიც აუცილებელია ერთი წიაღის უბნის დაზვერვისა და ექსპლუატაციისთვის, ამ ადგილიდან მოპოვებული მინერალებისა და მიღებული ნიკელის, სპილენძის, კობალტისა და მანგანუმის ტრანსპორტირების, გადამუშავებისა და რეალიზაციისთვის და საწყისი ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად. აღნიშნული ფინანსური სახსრების რაოდენობა, ასევე, მისი კორექტირების კრიტერიუმები და ფაქტორები, მოსამზადებელმა კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების პროექტებში.

(b) ყველა მხარე სახელმწიფომ საწარმოსთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს (a) ქვეპუნქტში მითითებული ფინანსური სახსრების ნახევრის ეკვივალენტური თანხა, გრძელვადიანი უპროცენტო სესხების სახით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგულარული ბიუჯეტის შეფასებების შკალის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს შეფასებების განხორციელების დროს კორექტირებული იმ სახელმწიფოების გათვალისწინებით, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები. ფინანსური სახსრების დანარჩენი ნახევრის მოზიდვისას საწარმოს მიერ აღებული ვალები გარანტირებული უნდა იყოს ყველა მხარე სახელმწიფოს მიერ იმავე შკალის შესაბამისად.

(c) თუ მხარე სახელმწიფოების ფინანსური შენატანების ჯამი ნაკლებია საწარმოსთვის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად გადასახდელ თანხებზე, ასამბლეამ თავის პირველ სესიაზე უნდა განიხილოს დეფიციტის მასშტაბი და კონსენსუსით მიიღოს ამ დეფიციტის აღმოფხვრის ზომები, მხარე სახელმწიფოების (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებისა და მოსამზადებელი კომისიის ნებისმიერი რეკომენდაციის გათვალისწინებით.

(d) (i) თითოეულ მხარე სახელმწიფომ, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 60 დღის განმავლობაში, ან სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან 30 დღის განმავლობაში, რომელიც უფრო გვიან იქნება, საწარმოს სახელზე უნდა მოახდინოს შეუქცევადი, გადაცემადი, უპროცენტო თამასუქების დეპონირება, (b) ქვეპუნქტის შესაბამის უპროცენტო სესხებში ამ მხარე სახელმწიფოს წილის რაოდენობით.

(ii) მმართველმა საბჭომ, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან რაც შეიძლება ადრე, პრაქტიკულად შესაძლებელ ვადაში, და შემდგომში, ყოველწლიურად ან სხვა შესაბამისი ინტერვალებით, უნდა მოამზადოს თავისი ადმინისტრაციული ხარჯების და საწარმოს მიერ 170-ე მუხლისა და წინამდებარე დანართის მე-12 მუხლების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის დაფინანსების მოთხოვნების მოცულობისა და ვადების ცხრილი.

(iii) ამის შემდეგ, საწარმომ, ორგანოს მეშვეობით, (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარე სახელმწიფოებს უნდა შეატყობინოს ასეთი ხარჯებისთვის საჭირო თანხებში მათი შესაბამისი წილების შესახებ. საწარმომ უნდა გაანაღდოს თამასუქების ის რაოდენობა, რაც შეიძლება საჭირო გახდეს უპროცენტო სესხებთან დაკავშირებულ დანართში მითითებული ხარჯების დასაფარად.

(iv) შეტყობინების მიღებისთანავე მხარე სახელმწიფოებმა საწარმოსთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ სესხის გარანტიების თავიანთი შესაბამისი წილები (b) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(e) (i) თუ საწარმო ამას მოითხოვს, მხარე სახელმწიფოებს შეუძლიათ, წარმოადგინონ სესხის გარანტიები (b) ქვეპუნქტში მითითებული შკალის შესაბამისად მიწოდებულ გარანტიებზე დამატებით.

(ii) სესხის გარანტიების ნაცვლად მხარე სახელმწიფოს შეუძლია საწარმოსთვის განახორციელოს ნებაყოფლობითი შენატანი ვალების იმ ნაწილის ეკვივალენტური რაოდენობით, რომლის გარანტირებაც მას სხვაგვარად მოუწევდა.

(f) პროცენტიანი სესხების დაფარვას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი უპროცენტო სესხების დაფარვასთან შედარებით. უპროცენტო სესხების დაფარვა უნდა განხორციელდეს ასამბლეის მიერ საბჭოს რეკომენდაციითა და მმართველი საბჭოს რჩევით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. ამ ფუნქციის შესრულებისას მმართველმა საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისი დებულებებით, რომლებშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საწარმოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის უმთავრესი მნიშვნელობა და, განსაკუთრებით, მისი ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

(g) საწარმოსთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სახსრები წარმოდგენილი უნდა იყოს თავისუფლად გამოყენებად ვალუტაში ან ძირითად სავალუტო ბაზრებზე თავისუფლად ხელმისაწვდომ და ეფექტურად გამოყენებად ვალუტაში. ეს ვალუტები უნდა განისაზღვროს ორგანოს ნორმებში, წესებსა და პროცედურებში, მოქმედი საერთაშორისო სავალუტო პრაქტიკის შესაბამისად. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მხარე სახელმწიფოს არ შეუძლია დააწესოს შეზღუდვები საწარმოს მიერ ამ ფინანსური სახსრების ფლობაზე, გამოყენებაზე ან გაცვლაზე, ან შეინარჩუნოს ასეთი შეზღუდვები.

(h) „სესხის გარანტია“ ნიშნავს მხარე სახელმწიფოს მიერ საწარმოს კრედიტორებისთვის მიცემულ დაპირებას, რომ შესაბამისი შკალის შესაბამისად pro rata საწარმოს ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია გარანტიით, მას შემდეგ, რაც კრედიტორები მხარე სახელმწიფოს აცნობებენ საწარმოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. ამ ვალდებულებებისთვის თანხის გადახდის პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს ორგანოს ნორმებს, წესებსა და პროცედურებს.

4. საწარმოს ფინანსური სახსრები, აქტივები და ხარჯები განცალკევებული უნდა იყოს ორგანოს ფინანსური სახსრებისგან. წინამდებარე მუხლი ხელს არ უშლის საწარმოს, ორგანოსთან ერთად განახორციელოს ღონისძიებები ობიექტებთან, პერსონალთან და მომსახურებასთან დაკავშირებით, ასევე, ერთის მიერ მეორის სახელით დაფარული ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

5. საწარმოს ჩანაწერებს, საბუღალტრო წიგნებს და ანგარიშებს, მათ შორის, მის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეს აუდიტი საბჭოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-11-9/](https://legali.ge/law/7034431/muxli-11-9/)

---

## მუხლი 12. ოპერაციები

1. საწარმომ საბჭოს უნდა შესთავაზოს პროექტები 170-ე მუხლის შესაბამისად საქმიანობის განხორციელებისთვის. ასეთი წინადადებები უნდა მოიცავდეს 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რაიონში საქმიანობის ფორმალურ წერილობით სამუშაო გეგმას და ყველა სხვა ინფორმაციასა და მონაცემს, რომელიც შეიძლება დროდადრო საჭირო გახდეს იურიდიული და ტექნიკური კომისიის მიერ მისი შეფასებისა და საბჭოს მიერ დამტკიცებისთვის.

2. საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ საწარმომ პროექტი უნდა განახორციელოს პირველ პუნქტში მითითებული ფორმალური წერილობითი სამუშაო გეგმის საფუძველზე.

3. (a) თუ საწარმოს არ გააჩნია თავისი ფუნქციონირებისთვის საჭირო საქონელი და მომსახურება, მას შეუძლია მათი შეძენა. ამ მიზნით მან უნდა გამოაცხადოს ტენდერზე მოწვევა და გააფორმოს კონტრაქტები იმ მონაწილეებთან, რომლებიც სთავაზობენ ხარისხის, ფასისა და მიწოდების ვადების საუკეთესო კომბინაციას.

(b) თუ წარდგენილია ასეთი კომბინაციის მქონე ერთზე მეტი შეთავაზება, კონტრაქტი გაფორმდება:

(i) პოლიტიკური ან ოპერაციების სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტიანად განხორციელებისთვის არარელევანტური სხვა მოსაზრებების საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის შესაბამისად; და

(ii) განვითარებადი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის განვითარებადი სახელმწიფოებიდან წარმოშობილი საქონლისა და მომსახურებისთვის მინიჭებულ პრეფერენციებთან დაკავშირებით საბჭოს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.

(c) მმართველ საბჭოს შეუძლია მიიღოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს იმ განსაკუთრებულ გარემოებებს, რომელთა შემთხვევაშიც, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, სავალდებულო არ არის ტენდერში მონაწილეობაზე მოწვევის გამოცხადება.

4. საწარმოს აქვს საკუთრების უფლება ყველა მინერალსა და მის მიერ წარმოებულ გადამუშავებულ ნივთიერებაზე.

5. საწარმომ თავისი პროდუქცია უნდა გაყიდოს არადისკრიმინაციულ საფუძველზე. მან არ უნდა დააწესოს არაკომერციული ფასდაკლებები.

6. წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი სხვა დებულებებით საწარმოსთვის მინიჭებული ნებისმიერი ზოგადი ან სპეციალური უფლებამოსილებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, საწარმომ უნდა განახორციელოს მისი საქმიანობისთვის აუცილებელი ინციდენტური უფლებამოსილებები.

7. საწარმო არ უნდა ჩაერიოს რომელიმე მხარე სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეებში; და გადაწყვეტილებების მიღებისას მასზე გავლენა არ უნდა მოახდინოს შესაბამისი მხარე სახელმწიფოს პოლიტიკურმა ხასიათმა. თავის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რელევანტური უნდა იყოს მხოლოდ კომერციული მოსაზრებები და წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული მიზნების განსახორციელებლად ეს მოსაზრებები უნდა შეფასდეს მიუკერძოებლად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-12-9/](https://legali.ge/law/7034431/muxli-12-9/)

---

## მუხლი 13. სამართლებრივი სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტები

1. იმისათვის, რომ საწარმომ შეძლოს თავისი ფუნქციების განხორციელება, მხარე სახელმწიფოების ტერიტორიებზე საწარმოს ენიჭება წინამდებარე მუხლში გათვალისწინებული სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტები. ამ პრინციპის ასამოქმედებლად, საწარმოს და მხარე სახელმწიფოებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ სპეციალური შეთანხმებების დადება.

2. საწარმოს უნდა ჰქონდეს ისეთი სამართლებრივი ქმედუნარიანობა, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციების განსახორციელებლად და მიზნების შესასრულებლად და, განსაკუთრებით, ისეთი ქმედუნარიანობა, რომ:

(a) დადოს კონტრაქტები, მიიღოს ერთობლივი ზომები ან სხვა ზომები, მათ შორის, დადოს შეთანხმებები სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

(b) შეიძინოს, იჯარით აიღოს, ფლობდეს და განკარგოს უძრავი და მოძრავი ქონება.

(c) იყოს სამართალწარმოების მხარე.

3. (a) საწარმოს წინააღმდეგ მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლოში იმ მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელშიც:

(i) საწარმოს აქვს ოფისი ან ობიექტი;

(ii) დანიშნა წარმომადგენელი უწყების ან საპროცესო შეტყობინების მიღების მიზნით;

(iii) დადო კონტრაქტი საქონლის ან მომსახურების შესახებ;

(iv) გამოშვებული აქვს ფასიანი ქაღალდები; ან

(v) სხვაგვარად ჩართულია კომერციულ საქმიანობაში.

(b) საწარმოს ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა ფლობდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ჩამორთმევის, ყადაღის ან აღსრულების ყველა ფორმისგან საწარმოს წინააღმდეგ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4. (a) საწარმოს ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა ფლობდეს, სარგებლობს იმუნიტეტით რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის ან აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ჩამორთმევის ნებისმიერი სხვა ფორმისგან.

(b) საწარმოს ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა ფლობდეს, თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციული შეზღუდვებისგან, წესებისგან, კონტროლისა და მორატორიუმებისგან.

(c) საწარმომ და მისმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან ადგილობრივი კანონები და წესები ნებისმიერ სახელმწიფოში ან ტერიტორიაზე, სადაც საწარმო ან მისი თანამშრომლები შეიძლება ახორციელებდნენ საქმიანობას ან სხვაგვარად მოქმედებდნენ.

(d) მხარე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საწარმომ ისარგებლოს ყველა უფლებით, პრივილეგიითა და იმუნიტეტით, რომელსაც ისინი ანიჭებენ თავიანთ ტერიტორიებზე კომერციული საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებს. ეს უფლებები, პრივილეგიები და იმუნიტეტები საწარმოს ენიჭება არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ისინი ენიჭებათ ანალოგიური კომერციული საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებს. თუ მხარე სახელმწიფოები განვითარებადი სახელმწიფოებისთვის ან მათი კომერციული სუბიექტებისთვის ითვალისწინებენ სპეციალურ პრივილეგიებს, საწარმო ამ პრივილეგიებით ისარგებლებს მსგავსი შეღავათიანი მოპყრობის საფუძველზე.

(e) მხარე სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომ საწარმოს მიანიჭონ სპეციალური წახალისებები, უფლებები, პრივილეგიები და იმუნიტეტები, სხვა კომერციული სუბიექტებისთვის ასეთი წახალისებების, უფლებების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭების ვალდებულების გარეშე.

5. საწარმომ მასპინძელ ქვეყნებთან, სადაც განთავსებულია მისი ოფისები და ობიექტები, უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები პირდაპირი და არაპირდაპირი დაბეგვრისგან გათავისუფლების შესახებ.

6. თითოეულმა მხარე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე დანართში მოცემული პრინციპების საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად ამოქმედებისთვის და საწარმოს უნდა აცნობოს მის მიერ განხორციელებული კონკრეტული ზომების შესახებ.

7. საწარმოს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე მუხლით ან პირველ პუნქტში მითითებული სპეციალური შეთანხმებებით მინიჭებულ ნებისმიერ პრივილეგიასა და იმუნიტეტზე იმ მოცულობით და პირობებით, როგორც ამას თავად განსაზღვრავს.

დანართი V. შერიგება

განყოფილება 1. შერიგების პროცედურა XV ნაწილის პირველი განყოფილების შესაბამისად

[https://legali.ge/law/7034431/muxli-13-9/](https://legali.ge/law/7034431/muxli-13-9/)

---

## მუხლი 1. საქმისწარმოების დაწყება

თუ დავის მხარეები 284-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმდნენ, რომ დავის საკითხი ხსენებული მუხლის შესაბამისად გადასცენ შერიგებას, ნებისმიერ ასეთ მხარეს შეუძლია საქმისწარმოების დაწყება დავის მეორე მხარის ან მხარეებისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-1-14/](https://legali.ge/law/7034431/muxli-1-14/)

---

## მუხლი 2. შემრიგებელთა სია

შემრიგებელთა სიას ადგენს და აწარმოებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. თითოეულ მხარე სახელმწიფოს უფლება აქვს წარადგინოს ოთხი შემრიგებელი, რომელთაგან თითოეული უნდა იყოს პირი, რომელიც სარგებლობს სამართლიანობის, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი რეპუტაციით. ამგვარად წარდგენილ პირთა სახელები ქმნის სიას. თუ ნებისმიერ დროს მხარე სახელმწიფოს მიერ ამგვარად შედგენილ სიაში წარდგენილი მომრიგებლების რაოდენობა ოთხზე ნაკლები იქნება, ამ მხარე სახელმწიფოს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ, წარადგინოს დამატებითი კანდიდატები. მომრიგებლის სახელი სიაში რჩება მანამ, სანამ მას არ გამოიხმობს კანდიდატის წარმდგენი მხარე სახელმწიფო, იმ პირობით, რომ ასეთი შემრიგებელი ნებისმიერ შემრიგებელ კომისიაში, რომელშიც ეს შემრიგებელი დაინიშნა, გააგრძელებს მუშაობას ამ კომისიაში საქმისწარმოების დასრულებამდე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-2-13/](https://legali.ge/law/7034431/muxli-2-13/)

---

## მუხლი 3. შემრიგებელი კომისიის შემადგენლობა

თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, შემრიგებელი კომისია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

(a) (g) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემრიგებელი კომისია შედგება ხუთი წევრისგან.

(b) საქმისწარმოების დამწყებმა მხარემ უნდა დანიშნოს ორი შემრიგებელი, რომლებიც სასურველია შეირჩეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს მისი მოქალაქე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ასეთი დანიშვნები უნდა იყოს შეტანილი წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებულ შეტყობინებაში.

(c) დავის მეორე მხარემ წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 21 დღის ვადაში უნდა დანიშნოს ორ შემრიგებელი (b) ქვეპუნქტში მითითებული წესით. თუ დანიშვნები არ განხორციელდება ამ ვადაში, საქმისწარმოების დამწყებ მხარეს შეუძლია ამ ვადის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში შეწყვიტოს საქმისწარმოება მეორე მხარისთვის გაგზავნილი შეტყობინებით ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მოსთხოვოს დანიშვნების განხორციელება (e) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(d) ოთხივე მომრიგებლის დანიშვნიდან 30 დღის განმავლობაში მათ უნდა დანიშნონ მეხუთე შემრიგებელი, რომელიც შეირჩევა წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან და იქნება თავმჯდომარე. თუ ამ ვადაში არ განხორციელდება დანიშვნა, ნებისმიერ მხარეს შეუძლია, ამ ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს დანიშვნის განსახორციელებლად (e) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(e) (c) ან (d) ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დავის მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან უნდა განახორციელოს საჭირო დანიშვნები.

(f) ნებისმიერი ვაკანსია უნდა შეივსოს საწყისი დანიშვნისთვის დადგენილი წესით.

(g) ორმა ან მეტმა მხარემ, რომლებიც შეთანხმებით გადაწყვეტენ, რომ მათ ერთი და იგივე ინტერესები აქვთ, ერთობლივად უნდა დანიშნონ ორი შემრიგებელი. თუ ორ ან მეტ მხარეს განსხვავებული ინტერესები აქვთ ან არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ერთი და იგივე ინტერესი, მომრიგებლები უნდა დანიშნონ ცალ-ცალკე.

(h) დავებში, რომლებშიც ორზე მეტი მხარეა ჩართული და რომლებსაც განსხვავებული ინტერესები აქვთ, ან როდესაც არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ერთი და იგივე ინტერესი, მხარეებმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გამოიყენონ (a) – (f) ქვეპუნქტები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-3-14/](https://legali.ge/law/7034431/muxli-3-14/)

---

## მუხლი 4. პროცედურა

თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, შემრიგებელმა კომისიამ უნდა განსაზღვროს საკუთარი პროცედურა. კომისიას შეუძლია დავის მხარეთა თანხმობით მოიწვიოს ნებისმიერი მხარე სახელმწიფო, წარუდგინოს მას თავისი მოსაზრებები ზეპირად ან წერილობით. კომისიის გადაწყვეტილებები პროცედურულ საკითხებთან, ანგარიშთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიიღება მისი წევრების ხმების უმრავლესობით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-4-13/](https://legali.ge/law/7034431/muxli-4-13/)

---

## მუხლი 7. ანგარიში

1. კომისიამ ანგარიში უნდა წარადგინოს შექმნიდან 12 თვის განმავლობაში. მის ანგარიშში უნდა აღირიცხოს ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება და, შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მისი დასკვნები სადავო საკითხთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ ან სამართლებრივ საკითხზე და ისეთი რეკომენდაციები, რომლებსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს მეგობრული მორიგებისთვის. ანგარიშის დეპონირება უნდა განხორციელდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან და მის მიერ დაუყოვნებლივ გადაეცეს დავის მხარეებს.

2. კომისიის ანგარიში, მისი დასკვნების ან რეკომენდაციების ჩათვლით, არ არის სავალდებულო მხარეებისთვის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-7-13/](https://legali.ge/law/7034431/muxli-7-13/)

---

## მუხლი 8. შეწყვეტა

შერიგების საქმისწარმოება წყდება, როდესაც მიღწეულია მოგვარება, როდესაც მხარეებმა მიიღეს ან ერთ-ერთმა მხარემ უარყო ანგარიშის რეკომენდაციები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, ან როდესაც ანგარიშის მხარეებისთვის გადაცემის დღიდან გავიდა სამთვიანი პერიოდი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-8-12/](https://legali.ge/law/7034431/muxli-8-12/)

---

## მუხლი 10. მხარეთა მიერ პროცედურაში ცვლილების შეტანის უფლება

დავის მხარეებს, შეთანხმებით, რომელიც მხოლოდ ამ დავას ეხება, შეუძლიათ ცვლილება შეიტანონ წინამდებარე დანართის ნებისმიერ დებულებაში.

განყოფილება 2. შერიგების პროცედურისთვის დავის სავალდებულო გადაცემა XV ნაწილის მე-3 განყოფილების შესაბამისად

[https://legali.ge/law/7034431/muxli-10-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-10-10/)

---

## მუხლი 11. საქმისწარმოების დაწყება

1. ნებისმიერ მხარეს იმ დავისა, რომელიც XV ნაწილის მე-3 განყოფილების შესაბამისად შეიძლება დაექვემდებაროს შერიგების პროცედურას წინამდებარე განყოფილების შესაბამისად, შეუძლია დაიწყოს საქმისწარმოება დავის მეორე მხარის ან მხარეებისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით.

2. დავის ნებისმიერი მხარე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, დავა გადასცეს ასეთ საქმისწარმოებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-11-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-11-10/)

---

## მუხლი 12. პასუხის გაუცემლობა ან უარი დავის გადაცემაზე

დავის მხარის ან მხარეების მიერ საქმისწარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებაზე პასუხის გაუცემლობა, ან დავის ასეთი საქმისწარმოებისთვის გადაცემაზე უარი, არ წარმოადგენს სამართალწარმოების შემაფერხებელ გარემოებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-12-10/](https://legali.ge/law/7034431/muxli-12-10/)

---

## მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. იქმნება საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი და საქმიანობას განახორციელებს წინამდებარე კონვენციისა და წინამდებარე წესდების დებულებების შესაბამისად.

2. ტრიბუნალის ადგილსამყოფელია თავისუფალი და ჰანზის ქალაქი ჰამბურგი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

3. ტრიბუნალს შეუძლია სხდომები გამართოს და თავისი ფუნქციები განახორციელოს სხვა ადგილას, როდესაც ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.

4. დავის ტრიბუნალისთვის გადაცემა წესრიგდება XI და XV ნაწილების დებულებებით.

განყოფილება 1. ტრიბუნალის მოწყობა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-1-15/](https://legali.ge/law/7034431/muxli-1-15/)

---

## მუხლი 2. შემადგენლობა

1. ტრიბუნალი შედგება 21 დამოუკიდებელი წევრისგან, რომლებიც აირჩევიან იმ პირთაგან, რომლებიც სარგებლობენ სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი რეპუტაციით და აღიარებული კომპეტენციით საზღვაო სამართლის სფეროში.

2. მთლიანობაში ტრიბუნალის შემადგენლობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსოფლიოს ძირითადი სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა და სამართლიანი გეოგრაფიული განაწილება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-2-14/](https://legali.ge/law/7034431/muxli-2-14/)

---

## მუხლი 3. წევრობა

1. ტრიბუნალის ორი წევრი არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქე. პირი, რომელიც ტრიბუნალის წევრობის მიზნებისათვის შეიძლება ჩაითვალოს ერთზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქედ, ჩაითვლება იმ სახელმწიფოს მოქალაქედ, სადაც ის ჩვეულებრივ ახორციელებს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი თითოეული გეოგრაფიული ჯგუფიდან წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ სამი წევრი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-3-15/](https://legali.ge/law/7034431/muxli-3-15/)

---

## მუხლი 4. კანდიდატების წარდგენა და არჩევნები

1. თითოეულ მხარე სახელმწიფოს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ორი პირისა, რომლებსაც აქვთ წინამდებარე დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ტრიბუნალის წევრები უნდა აირჩნენ ამგვარად წარდგენილი პირების სიიდან.

2. არჩევნების თარიღამდე სულ მცირე სამი თვით ადრე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პირველი არჩევნების შემთხვევაში, და ტრიბუნალის რეგისტრატორმა, შემდგომი არჩევნების შემთხვევაში, წერილობით უნდა მოიწვიონ მხარე სახელმწიფოები, რათა ორი თვის ვადაში წარადგინონ ტრიბუნალის წევრობის კანდიდატები. მან ანბანური თანმიმდევრობით უნდა მოამზადოს ყველა ამგვარად წარდგენილი პირის სია, იმ მხარე სახელმწიფოების მითითებით, რომლებმაც წარადგინეს ისინი, და წარუდგინოს ის მხარე სახელმწიფოებს არაუგვიანეს თითოეული არჩევნების თარიღის წინა თვის მეშვიდე დღისა.

3. პირველი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.

4. ტრიბუნალის წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით. არჩევნები, პირველი არჩევნების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ მოწვეულ მხარე სახელმწიფოთა შეხვედრაზე, ხოლო შემდგომი არჩევნების შემთხვევაში – მხარე სახელმწიფოების მიერ შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად. ამ შეხვედრაზე კვორუმს წარმოადგენს მხარე სახელმწიფოების ორი მესამედი. ტრიბუნალში არჩეულ პირებად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ხმების ყველაზე დიდ რაოდენობას და დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობას, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს მხარე სახელმწიფოების უმრავლესობას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-4-14/](https://legali.ge/law/7034431/muxli-4-14/)

---

## მუხლი 5. უფლებამოსილების ვადა

1. ტრიბუნალის წევრები აირჩევიან ცხრა წლის ვადით და შესაძლებელია მათი ხელახლა არჩევა; თუმცა, იმ პირობით, რომ პირველ არჩევნებზე არჩეული წევრების შვიდი წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა ამოიწუროს სამი წლის ბოლოს, ხოლო კიდევ შვიდი წევრის უფლებამოსილების ვადა – ექვსი წლის ბოლოს.

2. ტრიბუნალის წევრები, რომელთა უფლებამოსილების ვადა იწურება ზემოაღნიშნული სამწლიანი და ექვსწლიანი საწყისი პერიოდების ბოლოს, შეირჩევიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ პირველი არჩევნების დასრულებისთანავე გამართული წილისყრით.

3. ტრიბუნალის წევრებმა უნდა გააგრძელონ თავიანთი მოვალეობების შესრულება მათი ადგილების შევსებამდე. მათი ჩანაცვლების მიუხედავად, მათ უნდა დაასრულონ ნებისმიერი სამართალწარმოება, რომელიც შესაძლოა დაწყებული ჰქონოდათ მათი ჩანაცვლების თარიღამდე.

4. ტრიბუნალის წევრის გადადგომის შემთხვევაში, გადადგომის შესახებ წერილი უნდა გაეგზავნოს ტრიბუნალის თავმჯდომარეს. ადგილი ვაკანტური ხდება ამ წერილის მიღებისთანავე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-5-15/](https://legali.ge/law/7034431/muxli-5-15/)

---

## მუხლი 6. ვაკანსიები

1. ვაკანსიები უნდა შეივსოს პირველი არჩევნებისთვის დადგენილი მეთოდით, შემდეგი დებულების დაცვით: ვაკანსიის წარმოშობიდან ერთი თვის განმავლობაში რეგისტრატორმა უნდა გამოსცეს წინამდებარე დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მოწვევა, ხოლო არჩევნების თარიღი უნდა განსაზღვროს ტრიბუნალის თავმჯდომარემ, მხარე სახელმწიფოებთან კონსულტაციის შემდეგ.

2. ტრიბუნალის წევრი, რომელიც არჩეულია იმ წევრის შესაცვლელად, რომლის უფლებამოსილების ვადა ჯერ არ გასულა, თანამდებობას დაიკავებს მისი წინამორბედის დარჩენილი ვადით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-6-13/](https://legali.ge/law/7034431/muxli-6-13/)

---

## მუხლი 7. შეუთავსებელი საქმიანობები

1. ტრიბუნალის წევრს არ შეუძლია განახორციელოს რაიმე პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ფუნქცია, ან აქტიურად იყოს დაკავშირებული ან ფინანსურად დაინტერესებული ნებისმიერი საწარმოს რომელიმე ოპერაციით, რომელიც დაკავშირებულია ზღვის ან ზღვის ფსკერის რესურსების დაზვერვასთან ან ექსპლუატაციასთან ან ზღვის ან ზღვის ფსკერის სხვა კომერციულ გამოყენებასთან.

2. ტრიბუნალის წევრს არ შეუძლია, რომ რომელიმე საქმეში იმოქმედოს როგორც წარმომადგენელმა, მრჩეველმა ან ადვოკატმა.

3. ამ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ტრიბუნალის სხვა დამსწრე წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-7-14/](https://legali.ge/law/7034431/muxli-7-14/)

---

## მუხლი 8. წევრების კონკრეტულ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებული პირობები

1. ტრიბუნალის წევრს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ისეთი საქმის გადაწყვეტაში, რომელშიც მანამდე მონაწილეობდა ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლად, მრჩევლად ან ადვოკატად, ან ეროვნული ან საერთაშორისო სასამართლოს ან ტრიბუნალის წევრად, ან სხვა ნებისმიერი უფლებამოსილებით.

2. თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო ტრიბუნალის წევრი მიიჩნევს, რომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კონკრეტული საქმის გადაწყვეტაში, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ტრიბუნალის თავმჯდომარეს.

3. თუ თავმჯდომარე ჩათვლის, რომ რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო ტრიბუნალის რომელიმე წევრი არ უნდა მონაწილეობდეს კონკრეტულ საქმეში, მან შესაბამისად უნდა აცნობოს მას.

4. ამ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ტრიბუნალის სხვა დამსწრე წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-8-13/](https://legali.ge/law/7034431/muxli-8-13/)

---

## მუხლი 12. თავმჯდომარე, ვიცე-თავმჯდომარე და რეგისტრატორი

1. ტრიბუნალი ირჩევს თავის თავმჯდომარეს და ვიცე-თავმჯდომარეს სამი წლის ვადით; მათი ხელახლა არჩევა შესაძლებელია.

2. ტრიბუნალი ნიშნავს თავის რეგისტრატორს და შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინოს სხვა თანამდებობის პირების დანიშვნაც.

3. თავმჯდომარემ და რეგისტრატორმა უნდა იცხოვრონ ტრიბუნალის ადგილსამყოფელში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-12-11/](https://legali.ge/law/7034431/muxli-12-11/)

---

## მუხლი 13. კვორუმი

1. ტრიბუნალის ყველა თავისუფალი წევრი უნდა დაესწროს სხდომას; ტრიბუნალის უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭიროა 11 არჩეული წევრისგან შემდგარი კვორუმი.

2. წინამდებარე დანართის მე-17 მუხლის გათვალისწინებით, ტრიბუნალმა უნდა განსაზღვროს, თუ რომელი წევრები არიან თავისუფალნი კონკრეტული დავის განხილვისთვის საჭირო კვორუმისთვის, წინამდებარე დანართის მე-14 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული პალატების ეფექტური ფუნქციონირების მხედველობაში მიღებით.

3. ტრიბუნალისთვის წარდგენილი ყველა დავა და განაცხადი უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ტრიბუნალმა, თუ არ გამოიყენება წინამდებარე დანართის მე-14 მუხლი, ან თუ მხარეები არ მოითხოვენ მის განხილვას წინამდებარე დანართის მე-15 მუხლის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-13-11/](https://legali.ge/law/7034431/muxli-13-11/)

---

## მუხლი 15. სპეციალური პალატები

1. ტრიბუნალს შეუძლია შექმნას ისეთი პალატები, რომლებიც შედგება მისი სამი ან მეტი არჩეული წევრისგან, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის დავების კონკრეტული კატეგორიის განსახილველად.

2. მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში ტრიბუნალმა უნდა შექმნას პალატა მისთვის წარდგენილი კონკრეტული დავის განსახილველად. ასეთი პალატის შემადგენლობა უნდა განსაზღვროს ტრიბუნალმა, მხარეთა თანხმობით.

3. საქმიანობის სწრაფად განხორციელების მიზნით ტრიბუნალმა ყოველწლიურად უნდა შექმნას მისი ხუთი არჩეული წევრისგან დაკომპლექტებული პალატა, რომელსაც შეუძლია დავების განხილვა და გადაწყვეტა გამარტივებული წარმოებით. ორი ალტერნატიული წევრი უნდა შეირჩეს იმ წევრების ჩანაცვლების მიზნით, რომლებსაც არ შეეძლებათ კონკრეტულ სამართალწარმოებაში მონაწილეობა.

4. დავები უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულმა პალატებმა, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.

5. წინამდებარე მუხლით და წინამდებარე დანართის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ჩაითვლება ტრიბუნალის მიერ გამოტანილად.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-15-6/](https://legali.ge/law/7034431/muxli-15-6/)

---

## მუხლი 17. წევრების მოქალაქეობა

1. ტრიბუნალის წევრები, რომლებსაც დავის რომელიმე მხარის მოქალაქეობა აქვთ, ინარჩუნებენ ტრიბუნალის წევრებად მონაწილეობის უფლებას.

2. თუ დავის განხილვისას ტრიბუნალის შემადგენლობაში არის ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობის მქონე წევრი, ნებისმიერ სხვა მხარეს შეუძლია აირჩიოს პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ტრიბუნალის წევრად.

3. თუ დავის განხილვისას ტრიბუნალის შემადგენლობაში არ არის მხარეების მოქალაქეობის მქონე წევრი, თითოეულ მხარეს შეუძლია აირჩიოს პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ტრიბუნალის წევრად.

4. წინამდებარე მუხლი ვრცელდება წინამდებარე დანართის მე-14 და მე-15 მუხლებში მითითებულ პალატებზე. ასეთ შემთხვევებში თავმჯდომარემ, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა სთხოვოს პალატის შემადგენლობაში მყოფ ტრიბუნალის კონკრეტულ წევრებს, საჭიროებისამებრ, ადგილი დაუთმონ ტრიბუნალის იმ წევრებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი მხარეების მოქალაქეობა, ხოლო თუ ეს ვერ მოხერხდება, ან თუ ისინი ვერ ახერხებენ მონაწილეობას – მხარეების მიერ სპეციალურად შერჩეულ წევრებს.

5. თუ რამდენიმე მხარეს ერთი და იგივე ინტერესი აქვს, ისინი, ზემოთ მოცემული დებულებების მიზნებისათვის, ჩაითვლებიან მხოლოდ ერთ მხარედ. ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ტრიბუნალის გადაწყვეტილებით.

6. მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად შერჩეულმა წევრებმა უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე დანართის მე-2, მე-8 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული პირობები. ისინი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას მიიღებენ კოლეგებთან სრული თანასწორობის პირობებში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-17-6/](https://legali.ge/law/7034431/muxli-17-6/)

---

## მუხლი 18. წევრების ანაზღაურება

1. ტრიბუნალის თითოეული არჩეული წევრი მიიღებს წლიურ ანაზღაურებას და, ყოველი დღისთვის, როდესაც ის ასრულებს თავის ფუნქციებს, სპეციალურ ანაზღაურებას, იმ პირობით, რომ ნებისმიერ წელს ნებისმიერი წევრისთვის სპეციალური ანაზღაურების სახით გადასახდელი მთლიანი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ანაზღაურების რაოდენობას.

2. თავმჯდომარე მიიღებს სპეციალურ ყოველწლიურ ანაზღაურებას.

3. ვიცე-თავმჯდომარე მიიღებს სპეციალურ ანაზღაურებას თითოეული დღისთვის, როდესაც ის ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას.

4. წინამდებარე დანართის მე-17 მუხლის შესაბამისად შერჩეული წევრები, გარდა ტრიბუნალის არჩეული წევრებისა, მიიღებენ კომპენსაციას თითოეული დღისთვის, როდესაც ისინი ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს.

5. ხელფასები, ანაზღაურებები და კომპენსაციები პერიოდულად უნდა განისაზღვროს მხარე სახელმწიფოების შეხვედრებზე, ტრიბუნალის სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით. ისინი არ უნდა შემცირდეს უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.

6. რეგისტრატორის ხელფასი უნდა განისაზღვროს მხარე სახელმწიფოების შეხვედრებზე, ტრიბუნალის წინადადების საფუძველზე.

7. მხარე სახელმწიფოების შეხვედრებზე მიღებული წესებით უნდა განისაზღვროს პირობები, რომელთა მიხედვითაც ტრიბუნალის წევრებსა და რეგისტრატორს შეიძლება მიეცეთ პენსიები, ასევე, პირობები, რომელთა მიხედვითაც ტრიბუნალის წევრებსა და რეგისტრატორს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები.

8. ხელფასები, ანაზღაურებები და კომპენსაციები თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისგან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-18-6/](https://legali.ge/law/7034431/muxli-18-6/)

---

## მუხლი 19. ტრიბუნალის ხარჯები

1. ტრიბუნალის ხარჯები უნდა დაფარონ მხარე სახელმწიფოებმა და ორგანომ ისეთი წესითა და პირობებით, რომლებიც განისაზღვრება მხარე სახელმწიფოების შეხვედრებზე.

2. როდესაც ტრიბუნალისთვის წარდგენილი მხარეა სუბიექტი, რომელიც არ არის მხარე სახელმწიფო ან ორგანო, ტრიბუნალმა უნდა განსაზღვროს თანხა, რომელიც ამ მხარემ უნდა გადაიხადოს ტრიბუნალის ხარჯებისთვის.

განყოფილება 2. კომპეტენცია

[https://legali.ge/law/7034431/muxli-19-6/](https://legali.ge/law/7034431/muxli-19-6/)

---

## მუხლი 20. ტრიბუნალისთვის მიმართვა

1. ტრიბუნალი ღიაა მხარე სახელმწიფოებისთვის.

2. ტრიბუნალი ღიაა მხარე სახელმწიფოებისგან განსხვავებული სხვა სუბიექტებისთვისაც ნებისმიერ იმ საქმეში, რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული XI ნაწილით, ან ნებისმიერ საქმეში, რომელიც ტრიბუნალს წარედგინა ტრიბუნალისთვის იურისდიქციის მიმნიჭებელი ნებისმიერი სხვა შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც აღიარებს ამ საქმის ყველა მხარე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-20-6/](https://legali.ge/law/7034431/muxli-20-6/)

---

## მუხლი 21. იურისდიქცია

ტრიბუნალის იურისდიქცია მოიცავს ყველა დავას და ყველა განაცხადს, რომლებიც მას წარედგინა წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, და ყველა საკითხს, რომელიც კონკრეტულად არის გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა შეთანხმებით, რომელიც ტრიბუნალს ანიჭებს იურისდიქციას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-21-6/](https://legali.ge/law/7034431/muxli-21-6/)

---

## მუხლი 22. სხვა შეთანხმებებით გათვალისწინებული დავების გადაცემა

თუ უკვე ძალაში მყოფი და წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საგანთან დაკავშირებული ხელშეკრულების ან კონვენციის ყველა მხარე ამაზე შეთანხმდება, ასეთი ხელშეკრულების ან კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, ასეთი შეთანხმების შესაბამისად, შეიძლება გადაეცეს ტრიბუნალს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-22-6/](https://legali.ge/law/7034431/muxli-22-6/)

---

## მუხლი 24. სამართალწარმოების დაწყება

1. ტრიბუნალს დავები გადაეცემა გარემოებების შესაბამისად, ან სპეციალური შეთანხმების შესახებ შეტყობინებით ან წერილობითი განცხადებით, რომლებიც ეგზავნება რეგისტრატორს. ორივე შემთხვევაში უნდა მიეთითოს დავის საგანი და მხარეები.

2. რეგისტრატორმა სპეციალური შეთანხმების ან განაცხადის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

3. რეგისტრატორმა ასევე უნდა აცნობოს ყველა მხარე სახელმწიფოს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-24-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-24-4/)

---

## მუხლი 25. დროებითი ზომები

1. 290-ე მუხლის შესაბამისად, ტრიბუნალს და მის ზღვის ფსკერის დავების პალატას აქვთ დროებითი ზომების განსაზღვრის უფლებამოსილება.

2. თუ ტრიბუნალი არ მართავს სხდომას, ან ვერ იკრიბება კვორუმისთვის საკმარისი წევრების რაოდენობა, დროებითი ზომები უნდა განსაზღვროს წინამდებარე დანართის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შექმნილმა გამარტივებული წარმოების პალატამ. წინამდებარე დანართის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მიუხედავად, ასეთი დროებითი ზომები შეიძლება მიღებულ იქნეს დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით. ისინი ექვემდებარება ტრიბუნალის მიერ გადახედვას და გადასინჯვას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-25-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-25-4/)

---

## მუხლი 26. სხდომა

1. სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე ან, თუ მას არ შეუძლია თავმჯდომარეობა, ვიცე-თავმჯდომარე. თუ არცერთ მათგანს შეუძლია თავმჯდომარეობა, სხდომას უნდა გაუძღვეს ტრიბუნალის უფროსი მოსამართლე, რომელიც ადგილზე იმყოფება.

2. სხდომა საჯაროა, თუ ტრიბუნალი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ან თუ მხარეები არ მოითხოვენ საზოგადოების დასწრების აკრძალვას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-26-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-26-4/)

---

## მუხლი 27. საქმის ადმინისტრირება

ტრიბუნალმა უნდა გამოსცეს ბრძანებები საქმის ადმინისტრირების შესახებ, განსაზღვროს ფორმა და დრო, რომელთა დაცვითაც თითოეულმა მხარემ უნდა წარადგინოს თავისი არგუმენტები, და მიიღოს ყველა ზომა, რომელიც დაკავშირებულია მტკიცებულებების შეგროვებასთან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-27-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-27-4/)

---

## მუხლი 28. დაუსწრებელი გადაწყვეტილება

როდესაც ერთ-ერთი მხარე არ გამოცხადდება ტრიბუნალის წინაშე ან არ წარადგენს თავის არგუმენტებს, მეორე მხარეს შეუძლია ტრიბუნალისგან მოითხოვოს სამართალწარმოების გაგრძელება და გადაწყვეტილების მიღება. მხარის გამოუცხადებლობა ან მხარის მიერ თავისი არგუმენტების წარუდგენლობა არ წარმოადგენს სამართალწარმოების შემაფერხებელ გარემოებას. გადაწყვეტილების მიღებამდე ტრიბუნალი უნდა დარწმუნდეს არა მხოლოდ იმაში, რომ მას აქვს იურისდიქცია დავაზე, არამედ იმაშიც, რომ მოთხოვნა საკმარისად დასაბუთებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-28-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-28-4/)

---

## მუხლი 30. გადაწყვეტილება

1. გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებიც საფუძვლად დაედო მას.

2. მასში მითითებული უნდა იყოს ტრიბუნალის იმ წევრების სახელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გადაწყვეტილების მიღებაში.

3. თუ გადაწყვეტილება მთლიანად ან ნაწილობრივ არ ასახავს ტრიბუნალის წევრების ერთსულოვან აზრს, ნებისმიერ წევრს აქვს ცალკეული აზრის წარდგენის უფლება.

4. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ თავმჯდომარე და რეგისტრატორი. იგი ცხადდება ღია სასამართლო სხდომაზე, დავის მხარეებისთვის სათანადო შეტყობინების შემდეგ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-30-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-30-4/)

---

## მუხლი 31. საქმეში ჩართვის მოთხოვნა

1. თუ მხარე სახელმწიფო ჩათვლის, რომ მას აქვს სამართლებრივი ხასიათის ინტერესი, რომელზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს ნებისმიერ დავაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, მას შეუძლია ტრიბუნალს წარუდგინოს მოთხოვნა საქმეში ჩართვის ნებართვის მისაღებად.

2. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ტრიბუნალი.

3. საქმეში ჩართვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავასთან დაკავშირებით ტრიბუნალის გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება ჩართული მხარე სახელმწიფოსთვის იმდენად, რამდენადაც ის ეხება იმ საკითხებს, რომელთა მიმართაც ეს მხარე სახელმწიფო ჩაერთო საქმეში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-31-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-31-4/)

---

## მუხლი 32. განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეებში ჩართვის უფლება

1. როდესაც განიხილება წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხი, რეგისტრატორმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ყველა მხარე სახელმწიფოს.

2. როდესაც წინამდებარე დანართის 21-ე ან 22-ე მუხლის შესაბამისად განხილვის საგანია საერთაშორისო შეთანხმების განმარტება ან გამოყენება, რეგისტრატორმა ამის შესახებ უნდა შეატყობინოს ამ შეთანხმების მხარეებს.

3. პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ყველა მხარეს აქვს უფლება, ჩაერთოს სამართალწარმოებაში; თუ ის გამოიყენებს ამ უფლებას, გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტება თანაბრად სავალდებულო იქნება მისთვისაც.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-32-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-32-4/)

---

## მუხლი 33. გადაწყვეტილებების საბოლოობა და სავალდებულო ძალა

1. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და უნდა შესრულდეს დავის ყველა მხარის მიერ.

2. გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო ძალა, გარდა მხარეებს შორის და ამ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით.

3. გადაწყვეტილების მნიშვნელობასთან ან ფარგლებთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, ის უნდა განმარტოს ტრიბუნალმა ნებისმიერი მხარის მოთხოვნით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-33-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-33-4/)

---

## მუხლი 35. შემადგენლობა

1. წინამდებარე დანართის მე-14 მუხლში მითითებული ზღვის ფსკერის დავების პალატა შედგება 11 წევრისგან, რომლებიც შეირჩევიან ტრიბუნალის არჩეული წევრების უმრავლესობით, ამ არჩეულ წევრთაგან.

2. პალატის წევრების შერჩევისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსოფლიოს ძირითადი სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა და სამართლიანი გეოგრაფიული განაწილება. ორგანოს ასამბლეას შეუძლია მიიღოს ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები ასეთ წარმომადგენლობასა და განაწილებასთან დაკავშირებით.

3. პალატის წევრები უნდა შეირჩნენ სამ წელიწადში ერთხელ და შეიძლება აირჩიონ მეორე ვადით.

4. პალატა თავისი წევრებიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც თანამდებობას დაიკავებს იმ ვადით, რა ვადითაც პალატა შეირჩა.

5. თუ რაიმე სამართალწარმოება კვლავ მიმდინარეობს იმ სამწლიანი პერიოდის დასრულებისას, რომლისთვისაც შერჩეულ იქნა პალატა, პალატამ უნდა დაასრულოს სამართალწარმოება თავისი თავდაპირველი შემადგენლობით.

6. თუ პალატაში გაჩნდება ვაკანსია, ტრიბუნალმა თავისი არჩეული წევრებიდან უნდა აირჩიოს შემცვლელი, რომელიც თანამდებობას დაიკავებს წინამორბედის დარჩენილი ვადით.

7. პალატის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭიროა ტრიბუნალის მიერ შერჩეული შვიდი წევრისგან შემდგარი კვორუმი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-35-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-35-4/)

---

## მუხლი 36. Ad hoc პალატები

1. ზღვის ფსკერის დავების პალატამ უნდა შექმნას ad hoc პალატა, რომელიც შედგება მისი სამი წევრისგან, 188-ე მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული კონკრეტული დავის განსახილველად. ასეთი პალატის შემადგენლობას განსაზღვრავს ზღვის ფსკერის დავების პალატა მხარეთა თანხმობით.

2. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ad hoc პალატის შემადგენლობაზე, დავის თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს ერთი წევრი, ხოლო მესამე წევრი უნდა დაინიშნოს მათი შეთანხმებით. თუ ისინი არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ან თუ რომელიმე მხარე არ განახორციელებს დანიშვნას, ზღვის ფსკერის დავების პალატის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს დანიშვნა ან დანიშვნები მისი წევრებიდან, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ.

3. Ad hoc პალატის წევრები არ უნდა იყვნენ დავის რომელიმე მხარის სამსახურში ან მათი მოქალაქეები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-36-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-36-4/)

---

## მუხლი 38. გამოსაყენებელი სამართალი

293-ე მუხლის დებულებებზე დამატებით, პალატამ უნდა გამოიყენოს:

(a) ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები, რომლებიც მიღებულია წინამდებარე კონვენციის შესაბამისად; და

(b) რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული კონტრაქტების პირობები ამ კონტრაქტებთან დაკავშირებულ საკითხებში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-38-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-38-4/)

---

## მუხლი 39. პალატის გადაწყვეტილებების აღსრულება

პალატის გადაწყვეტილებები მხარე სახელმწიფოების ტერიტორიებზე უნდა აღსრულდეს ისევე, როგორც იმ მხარე სახელმწიფოს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ან ბრძანებები, რომლის ტერიტორიაზეც მოთხოვნილია აღსრულება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-39-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-39-4/)

---

## მუხლი 40. წინამდებარე დანართის სხვა განყოფილებების გამოყენება

1. წინამდებარე დანართის სხვა განყოფილებები, რომლებიც არ არის შეუთავსებელი წინამდებარე განყოფილებასთან, გამოიყენება პალატის მიმართ.

2. საკონსულტაციო მოსაზრებებთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებისას, პალატამ უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე დანართის დებულებებით, რომლებიც ეხება ტრიბუნალის პროცედურას, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ის მათ გამოყენებად ჩათვლის.

განყოფილება 5. ცვლილებები

[https://legali.ge/law/7034431/muxli-40-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-40-4/)

---

## მუხლი 41. ცვლილებები

1. წინამდებარე დანართის ცვლილებები, მე-4 განყოფილების ცვლილებების გარდა, შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ 313-ე მუხლის შესაბამისად ან კონსენსუსით წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მოწვეულ კონფერენციაზე.

2. მე-4 განყოფილებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ 314-ე მუხლის შესაბამისად.

3. ტრიბუნალს შეუძლია წარადგინოს წინამდებარე წესდების ისეთი ცვლილებები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის მხარე სახელმწიფოებისთვის წერილობითი შეტყობინებების გაგზავნის გზით, მათ მიერ პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განხილვის მიზნით.

დანართი VII. არბიტრაჟი

[https://legali.ge/law/7034431/muxli-41-4/](https://legali.ge/law/7034431/muxli-41-4/)

---

## მუხლი 1. სამართალწარმოების დაწყება

XV ნაწილის დებულებების გათვალისწინებით, დავის ნებისმიერ მხარეს შეუძლია დავა გადასცეს წინამდებარე დანართით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო პროცედურას დავის მეორე მხარის ან მხარეებისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. შეტყობინებას უნდა დაერთოს მოთხოვნის განაცხადი და საფუძველი, რომლებსაც ემყარება ის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-1-16/](https://legali.ge/law/7034431/muxli-1-16/)

---

## მუხლი 2. არბიტრების სია

1. არბიტრების სიას ადგენს და აწარმოებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. თითოეულ მხარე სახელმწიფოს უფლება აქვს წარადგინოს ოთხი არბიტრი, რომელთაგან თითოეული უნდა იყოს საზღვაო საკითხებში გამოცდილი პირი და უნდა სარგებლობდეს სამართლიანობის, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი რეპუტაციით. ამგვარად წარდგენილ პირთა სახელები ქმნის სიას.

2. თუ ნებისმიერ დროს ამგვარად შედგენილ სიაში მხარე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი არბიტრების რაოდენობა ოთხზე ნაკლები იქნება, ამ მხარე სახელმწიფოს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ, წარადგინოს დამატებითი კანდიდატები.

3. არბიტრის სახელი სიაში რჩება მანამ, სანამ მას არ გამოიხმობს მისი კანდიდატურის წარმდგენი მხარე სახელმწიფო, იმ პირობით, რომ ასეთი არბიტრი გააგრძელებს მუშაობას ნებისმიერ საარბიტრაჟო ტრიბუნალში, რომელშიც ეს არბიტრი დაინიშნა, ამ საარბიტრაჟო ტრიბუნალში საქმის წარმოების დასრულებამდე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-2-15/](https://legali.ge/law/7034431/muxli-2-15/)

---

## მუხლი 3. საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა

წინამდებარე დანართით გათვალისწინებული სამართალწარმოების მიზნებისათვის, საარბიტრაჟო ტრიბუნალი, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, უნდა შეიქმნას შემდეგნაირად:

(a) (g) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება ხუთი წევრისგან.

(b) სამართალწარმოების დამწყებმა მხარემ უნდა დანიშნოს ერთი წევრი, რომელიც, სასურველია, შეირჩეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან და რომელიც შეიძლება იყოს თავისი მოქალაქე. დანიშვნა უნდა იყოს მითითებული წინამდებარე დანართის პირველ მუხლში აღნიშნულ შეტყობინებაში.

(c) დავის მეორე მხარემ, წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა დანიშნოს ერთი წევრი, სასურველია, აღნიშნული სიიდან. ეს პირი შეიძლება იყოს თავისი მოქალაქე. თუ დანიშვნა არ განხორციელდება ამ ვადაში, საქმის წარმოების დამწყებ მხარეს შეუძლია ამ ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში მოითხოვოს დანიშვნის განხორციელება (e) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(d) დანარჩენი სამი წევრი უნდა დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით. ისინი უნდა შეირჩნენ, სასურველია, აღნიშნული სიიდან და უნდა იყვნენ მესამე სახელმწიფოების მოქალაქეები, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. დავის მხარეები ამ სამი წევრიდან ნიშნავენ არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ტრიბუნალის შეთანხმებით დასანიშნი ერთი ან მეტი წევრის დანიშვნაზე ან თავმჯდომარის დანიშვნაზე, დარჩენილი დანიშვნა ან დანიშვნები უნდა განხორციელდეს (e) ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის მხარის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნული 60-დღიანი ვადის გასვლიდან ორი კვირის განმავლობაში.

(e) თუ მხარეები არ შეთანხმდებიან, რომ (c) და (d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი დანიშვნა უნდა განხორციელდეს მხარეთა მიერ შერჩეული პირის ან მესამე სახელმწიფოს მიერ, საჭირო დანიშვნები უნდა განახორციელოს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის თავმჯდომარემ. თუ თავმჯდომარე ვერ ახერხებს წინამდებარე ქვეპუნქტის შესაბამისად მოქმედებას ან არის დავის ერთ-ერთი მხარის მოქალაქე, დანიშვნას ახორციელებს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შემდეგი უფროსი წევრი, რომელიც ხელმისაწვდომია და არ არის ერთ-ერთი მხარის მოქალაქე. წინამდებარე ქვეპუნქტში მითითებული დანიშვნები უნდა განხორციელდეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან, მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში და მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ. ამგვარად დანიშნული წევრები უნდა იყვნენ სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე პირები და არ შეიძლება იყვნენ დავის რომელიმე მხარის სამსახურში, ჩვეულებრივ მცხოვრებნი მათ ტერიტორიაზე ან მათი მოქალაქეები.

(f) ნებისმიერი ვაკანსია უნდა შეივსოს საწყისი დანიშვნისთვის დადგენილი წესით.

(g) ერთი ინტერესის მქონე მხარეებმა შეთანხმებით ერთობლივად უნდა დანიშნონ ტრიბუნალის ერთი წევრი. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მხარეს განსხვავებული ინტერესები აქვს, ან თუ არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ერთი ინტერესი, თითოეულმა მათგანმა უნდა დანიშნოს ტრიბუნალის ერთი წევრი. მხარეების მიერ ცალკეულად დანიშნული ტრიბუნალის წევრების რაოდენობა ყოველთვის ერთით ნაკლები უნდა იყოს მხარეების მიერ ერთობლივად დასანიშნი ტრიბუნალის წევრების რაოდენობაზე.

(h) თუ დავაში მონაწილეობს ორზე მეტი მხარე, (a) – (f) ქვეპუნქტების დებულებები გამოიყენება მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-3-16/](https://legali.ge/law/7034431/muxli-3-16/)

---

## მუხლი 5. პროცედურა

თუ დავის მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა განსაზღვროს საკუთარი პროცედურა, რაც თითოეულ მხარეს უზრუნველყოფს სრული შესაძლებლობით, მოუსმინონ და წარადგინონ საკუთარი არგუმენტები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-5-16/](https://legali.ge/law/7034431/muxli-5-16/)

---

## მუხლი 6. დავის მხარეთა მოვალეობები

დავის მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მუშაობას და, განსაკუთრებით, მათი კანონმდებლობის შესაბამისად და მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით:

(a) უნდა მიაწოდოს მას ყველა შესაბამისი დოკუმენტი, საშუალება და ინფორმაცია; და

(b) საჭიროების შემთხვევაში მისცეს მას საშუალება, გამოიძახოს მოწმეები ან ექსპერტები, მოისმინო მათი ჩვენებები და ეწვიოს იმ ადგილებს, რომლებსაც საქმე ეხება.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-6-14/](https://legali.ge/law/7034431/muxli-6-14/)

---

## მუხლი 8. გადაწყვეტილებებისთვის საჭირო უმრავლესობა

საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებები მიიღება მისი წევრების ხმების უმრავლესობით. წევრების ნახევარზე ნაკლების გამოუცხადებლობა ან მათ მიერ თავის შეკავება არ წარმოადგენს დაბრკოლებას ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა აქვს თავმჯდომარეს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-8-14/](https://legali.ge/law/7034431/muxli-8-14/)

---

## მუხლი 9. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოუცხადებლობის გამო

თუ დავის ერთ-ერთი მხარე არ გამოცხადდება საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე ან ვერ შეძლებს თავისი არგუმენტების წარდგენას, მეორე მხარეს შეუძლია ტრიბუნალისგან მოითხოვოს სამართალწარმოების გაგრძელება და გადაწყვეტილების მიღება. მხარის გამოუცხადებლობა ან მხარის მიერ თავისი არგუმენტების წარდგენაზე უარი არ წარმოადგენს სამართალწარმოების შემაფერხებელ გარემოებას. გადაწყვეტილების გამოტანამდე საარბიტრაჟო ტრიბუნალი უნდა დარწმუნდეს არა მხოლოდ იმაში, რომ მას აქვს იურისდიქცია დავაზე, არამედ იმაშიც, რომ მოთხოვნა საკმარისად დასაბუთებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-9-14/](https://legali.ge/law/7034431/muxli-9-14/)

---

## მუხლი 10. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

საარბიტრაჟო ტრიბუნალის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შემოიფარგლოს დავის საგნით და მიუთითოს მიზეზები, რომლებსაც ეფუძნება გადაწყვეტილება. მასში უნდა მიეთითოს მონაწილე წევრების სახელები და გადაწყვეტილების თარიღი. ტრიბუნალის ნებისმიერ წევრს შეუძლია, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას დაურთოს ცალკეული ან განსხვავებული აზრი.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-10-12/](https://legali.ge/law/7034431/muxli-10-12/)

---

## მუხლი 12. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება ან აღსრულება

1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დავის მხარეებს შორის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტებასთან ან აღსრულების წესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მხარის მიერ შეიძლება გადაეცეს საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელმაც გამოიტანა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ამ მიზნით, ტრიბუნალში არსებული ნებისმიერი ვაკანსია უნდა შეივსოს ტრიბუნალის წევრების თავდაპირველი დანიშვნებისთვის გათვალისწინებული წესით.

2. ნებისმიერი ასეთი დავა შეიძლება გადაეცეს სხვა სასამართლოს ან ტრიბუნალს 287-ე მუხლის შესაბამისად, დავის ყველა მხარის შეთანხმებით.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-12-12/](https://legali.ge/law/7034431/muxli-12-12/)

---

## მუხლი 1. სამართალწარმოების დაწყება

XV ნაწილის გათვალისწინებით, ნებისმიერ მხარეს დავისა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციის იმ მუხლების განმარტებასთან ან გამოყენებასთან, რომლებიც ეხება (1) თევზჭერას, (2) ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას, (3) საზღვაო სამეცნიერო კვლევას ან (4) ნაოსნობას, მათ შორის, გემებიდან და ჩამარხვით დაბინძურებას, შეუძლია დავა გადასცეს წინამდებარე დანართით გათვალისწინებულ სპეციალურ საარბიტრაჟო პროცედურას დავის მეორე მხარის ან მხარეებისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. შეტყობინებას უნდა დაერთოს მოთხოვნის განცხადება და საფუძვლები, რომლებსაც ემყარება ის.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-1-17/](https://legali.ge/law/7034431/muxli-1-17/)

---

## მუხლი 2. ექსპერტების სიები

1. ექსპერტების სია უნდა შედგეს და იწარმოებოდეს შემდეგი სფეროების მიხედვით: (1) თევზჭერა, (2) ზღვის გარემოს დაცვა და შენარჩუნება, (3) საზღვაო სამეცნიერო კვლევა და (4) ნაოსნობა, მათ შორის, გემებიდან და ჩამარხვით დაბინძურება.

2. ექსპერტების სიები უნდა შედგეს და იწარმოებოდეს: თევზჭერის სფეროში – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ; ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების სფეროში – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ; საზღვაო სამეცნიერო კვლევების სფეროში – მთავრობათაშორისი ოკეანოგრაფიული კომისიის მიერ; ნაოსნობის, მათ შორის, გემებიდან და ჩამარხვით დაბინძურების სფეროში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ; ან თითოეულ შემთხვევაში შესაბამისი დამხმარე ორგანოს მიერ, რომელზეც ასეთმა ორგანიზაციამ, პროგრამამ ან კომისიამ მოახდინა ამ ფუნქციის დელეგირება.

3. თითოეულ მხარე სახელმწიფოს აქვს უფლება, თითოეულ სფეროში წარადგინოს ორი ექსპერტი, რომელთა კომპეტენცია ამ სფეროს სამართლებრივ, სამეცნიერო ან ტექნიკურ ასპექტებში დადგენილი და ზოგადად აღიარებულია და რომლებიც სარგებლობენ სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი რეპუტაციით. თითოეულ სფეროში ამგვარად წარდგენილი პირების სახელები ქმნის შესაბამის სიას.

4. თუ ნებისმიერ დროს ამგვარად შედგენილ სიაში მხარე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ექსპერტების რაოდენობა ორზე ნაკლები იქნება, ამ მხარე სახელმწიფოს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ წარადგინოს დამატებითი კანდიდატები.

5. ექსპერტის სახელი სიაში რჩება მანამ, სანამ მას არ გამოიხმობს კანდიდატის წარმდგენი მხარე სახელმწიფო იმ პირობით, რომ ასეთი ექსპერტი გააგრძელებს მუშაობას ნებისმიერ სპეციალურ საარბიტრაჟო ტრიბუნალში, რომელშიც ეს ექსპერტი დაინიშნა, ამ სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე სამართალწარმოების დასრულებამდე.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-2-16/](https://legali.ge/law/7034431/muxli-2-16/)

---

## მუხლი 3. სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა

წინამდებარე დანართით გათვალისწინებული სამართალწარმოების მიზნებისათვის, სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალი, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, უნდა შეიქმნას შემდეგნაირად:

(a) (g) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება ხუთი წევრისგან.

(b) სამართალწარმოების დამწყებმა მხარემ უნდა დანიშნოს ორი წევრი, რომლებიც, სასურველია, შეირჩნენ წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული შესაბამისი სიიდან ან სიებიდან, რომლებიც ეხება სადავო საკითხებს, და რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს მისი მოქალაქე. დანიშვნები უნდა მიეთითოს წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებულ შეტყობინებაში.

(c) დავის მეორე მხარემ, წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, უნდა დანიშნოს ორი წევრი, რომლებიც სასურველია შეირჩნენ სადავო საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი სიიდან ან სიებიდან, და რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს მისი მოქალაქე. თუ დანიშვნები არ განხორციელდება ამ ვადაში, სამართალწარმოების დამწყებ მხარეს შეუძლია ამ ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში მოითხოვოს დანიშვნების განხორციელება (e) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(d) დავის მხარეებმა შეთანხმებით უნდა დანიშნონ სპეციალური არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელიც სასურველია შეირჩეს შესაბამისი სიიდან, და რომელიც უნდა იყოს მესამე სახელმწიფოს მოქალაქე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. თუ წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას თავმჯდომარის დანიშვნაზე, დანიშვნა განხორციელდება (e) ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის მხარის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ზემოაღნიშნული 30-დღიანი ვადის გასვლიდან ორი კვირის განმავლობაში.

(e) თუ მხარეები არ შეთანხმდებიან, რომ დანიშვნა უნდა განახორციელოს მხარეთა მიერ შერჩეულმა პირმა ან მესამე სახელმწიფომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საჭირო დანიშვნები უნდა განახორციელოს (c) და (d) ქვეპუნქტების შესაბამისად მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. წინამდებარე ქვეპუნქტში მითითებული დანიშვნები უნდა განხორციელდეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული შესაბამისი სიიდან ან ექსპერტების სიებიდან და დავის მხარეებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან კონსულტაციის შემდეგ. ამგვარად დანიშნული წევრებს უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა მოქალაქეობა და არ შეიძლება იყვნენ დავის რომელიმე მხარის სამსახურში, ჩვეულებრივ მცხოვრებნი მათ ტერიტორიაზე ან მათი მოქალაქეები.

(f) ნებისმიერი ვაკანსია უნდა შეივსოს საწყისი დანიშვნისთვის დადგენილი წესით.

(g) ერთი და იმავე ინტერესების მქონე მხარეებმა შეთანხმებით ერთობლივად უნდა დანიშნონ ტრიბუნალის ორ წევრი. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მხარეს განსხვავებული ინტერესები აქვს ან თუ არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ერთი და იგივე ინტერესები, თითოეულმა მათგანმა უნდა დანიშნოს ტრიბუნალის ერთი წევრი.

(h) თუ დავაში მონაწილეობს ორზე მეტი მხარე, (a) – (f)-მდე ქვეპუნქტების დებულებები გამოიყენება მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-3-17/](https://legali.ge/law/7034431/muxli-3-17/)

---

## მუხლი 5. ფაქტების დადგენა

1. მხარეებს დავისა, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციის იმ დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან, რომლებიც ეხება (1) თევზჭერას, (2) ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას, (3) საზღვაო სამეცნიერო კვლევას ან (4) ნაოსნობას, მათ შორის, გემებიდან და ჩამარხვით დაბინძურებას, შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეთანხმდნენ, მოითხოვონ წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად შექმნილი სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რათა განახორციელოს მოკვლევა და დაადგინოს დავის გამომწვევი ფაქტები.

2. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, პირველი პუნქტის შესაბამისად მოქმედი სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გაკეთებული ფაქტობრივი მიგნებები მხარეთა შორის ჩაითვლება საბოლოოდ დადგენილად.

3. თუ დავის ყველა მხარე ამას მოითხოვს, სპეციალურ საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილების ძალა და რომლებიც ქმნის მხარეების მიერ მხოლოდ დავის გამომწვევი საკითხების გადახედვის საფუძველს.

4. მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, სპეციალურმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა იმოქმედოს წინამდებარე დანართის დებულებების შესაბამისად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

დანართი IX. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა

[https://legali.ge/law/7034431/muxli-5-17/](https://legali.ge/law/7034431/muxli-5-17/)

---

## მუხლი 1. ტერმინების გამოყენება

305-ე მუხლისა და წინამდებარე დანართის მიზნებისათვის, „საერთაშორისო ორგანიზაცია“ ნიშნავს სახელმწიფოების მიერ შექმნილ მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელსაც მისმა წევრმა სახელმწიფოებმა გადასცეს კომპეტენცია წინამდებარე კონვენციით მოწესრიგებულ საკითხებზე, მათ შორის, ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელშეკრულებების დადების კომპეტენცია.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-1-18/](https://legali.ge/law/7034431/muxli-1-18/)

---

## მუხლი 2. ხელმოწერა

საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია ხელი მოაწეროს წინამდებარე კონვენციას, თუ მისი წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არის წინამდებარე კონვენციის ხელმომწერი. ხელმოწერის დროს საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია წინამდებარე კონვენციით მოწესრიგებული საკითხები, რომლებზეც ამ ორგანიზაციას, მისი წევრი სახელმწიფოების მიერ, რომლებიც არიან ხელმომწერები, გადაეცა კომპეტენცია, და ამ კომპეტენციის ხასიათი და ფარგლები.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-2-17/](https://legali.ge/law/7034431/muxli-2-17/)

---

## მუხლი 3. ფორმალური დადასტურება და შეერთება

1. საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია ფორმალური დადასტურების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირება, თუ მისი წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ახორციელებს სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების დეპონირებას, ან განახორციელეს მათი დეპონირება.

2. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დეპონირებული დოკუმენტები უნდა შეიცავდეს წინამდებარე დანართის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და დეკლარაციებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-3-18/](https://legali.ge/law/7034431/muxli-3-18/)

---

## მუხლი 4. მონაწილეობის ფარგლები, უფლებები და ვალდებულებები

1. საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმალური დადასტურების ან შეერთების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვალდებულებას, რომ ორგანიზაცია აღიარებს სახელმწიფოების უფლებებსა და ვალდებულებებს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებთან დაკავშირებითაც მას მისი წევრი სახელმწიფოების მიერ, რომლებიც არიან წინამდებარე კონვენციის მხარეები, გადაეცა კომპეტენცია.

2. საერთაშორისო ორგანიზაცია არის წინამდებარე კონვენციის მხარე იმდენად, რამდენადაც მას აქვს კომპეტენცია წინამდებარე დანართის მე-5 მუხლში მითითებული დეკლარაციების, საინფორმაციო კომუნიკაციების ან შეტყობინებების შესაბამისად.

3. ასეთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს უფლებები და შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც მის წევრ, მხარე სახელმწიფოებს სხვაგვარად ექნებოდათ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებთან დაკავშირებითაც მას კომპეტენცია გადაეცა ამ წევრი სახელმწიფოების მიერ. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა განახორციელონ კომპეტენცია, რომელიც მათ ორგანიზაციას გადასცეს.

4. ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობა არანაირ შემთხვევაში არ იწვევს იმ წარმომადგენლობის, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების უფლებების ზრდას, რომელზეც სხვა შემთხვევაში უფლება ექნებოდათ მის წევრ მხარე სახელმწიფოებს,

5. ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ რაიმე უფლებებს არანაირ შემთხვევაში არ ანიჭებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები.

6. საერთაშორისო ორგანიზაციის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და ორგანიზაციის დამფუძნებელი შეთანხმებით ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტით გათვალისწინებულ მის ვალდებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-4-17/](https://legali.ge/law/7034431/muxli-4-17/)

---

## მუხლი 5. დეკლარაციები, შეტყობინებები და კომუნიკაციები

1. საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმალური დადასტურების ან შეერთების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დეკლარაციას, რომელიც აზუსტებს წინამდებარე კონვენციით მოწესრიგებულ საკითხებს, რომლებზეც ორგანიზაციას კომპეტენცია გადაეცა მისი წევრი სახელმწიფოების მიერ, რომლებიც არიან წინამდებარე კონვენციის მხარეები.

2. საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფომ, წინამდებარე კონვენციის რატიფიცირების ან მასთან შეერთების დროს ან ორგანიზაციის მიერ ფორმალური დადასტურების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების დროს, რომელიც უფრო გვიან მოხდება, უნდა გააკეთოს დეკლარაცია, რომელიც აზუსტებს წინამდებარე კონვენციით მოწესრიგებულ საკითხებს, რომლებზეც მან ორგანიზაციას კომპეტენცია გადასცა.

3. მხარე სახელმწიფოები, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც არიან წინამდებარე კონვენციის მხარე, ითვლება კომპეტენციის მქონედ წინამდებარე კონვენციით მოწესრიგებულ ყველა საკითხზე, რომელთა მიმართაც ორგანიზაციისთვის კომპეტენციის გადაცემა ამ სახელმწიფოების მიერ, წინამდებარე მუხლის შესაბამისად, არ არის კონკრეტულად მითითებული დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან კომუნიკაციაში.

4. საერთაშორისო ორგანიზაციამ და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც არიან მხარე სახელმწიფოები, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარს კომპეტენციის განაწილების ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, კომპეტენციის ახალი გადაცემის შესახებ, რომელიც მითითებულია პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დეკლარაციებში.

5. ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია მოსთხოვოს საერთაშორისო ორგანიზაციას და მის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც არიან მხარე სახელმწიფოები, მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელს აქვს კომპეტენცია ორგანიზაციასა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის წარმოშობილ ნებისმიერ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ და შესაბამისმა წევრმა სახელმწიფოებმა ეს ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ გონივრულ ვადაში. საერთაშორისო ორგანიზაციას და წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგინონ საკუთარი ინიციატივით.

6. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციები, შეტყობინებები და საინფორმაციო კომუნიკაციები უნდა აზუსტებდეს გადაცემული კომპეტენციის ხასიათს და ფარგლებს.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-5-18/](https://legali.ge/law/7034431/muxli-5-18/)

---

## მუხლი 6. ვალდებულება და პასუხისმგებლობა

1. მხარეები, რომლებსაც აქვთ კომპეტენცია წინამდებარე დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებელი არიან ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი სხვა დარღვევისთვის.

2. ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციისგან ან მისი წევრი მხარე სახელმწიფოებისგან მოითხოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ და შესაბამისმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ ეს ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარუდგენლობა ან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს ერთობლივ და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-6-15/](https://legali.ge/law/7034431/muxli-6-15/)

---

## მუხლი 7. დავების მოგვარება

1. ფორმალური დადასტურების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების დროს, ან შემდგომში ნებისმიერ დროს, საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს თავისუფლება, წერილობითი დეკლარაციის მეშვეობით, შეარჩიოს წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავების მოგვარების ერთი ან მეტი საშუალება, რომლებიც მითითებულია 287-ე მუხლის პირველი პუნქტის (a), (c) ან (d) ქვეპუნქტებში.

2. XV ნაწილი mutatis mutandis გამოიყენება ნებისმიერი დავის მიმართ წინამდებარე კონვენციის მხარეებს შორის, რომელთაგან ერთი ან მეტი საერთაშორისო ორგანიზაციაა.

3. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფო დავის ერთობლივი მხარეები ან საერთო ინტერესების მქონე მხარეები არიან, ჩაითვლება, რომ ორგანიზაცია დაეთანხმა დავების მოგვარების იმავე პროცედურებს, რასაც წევრი სახელმწიფოები; თუმცა, როდესაც წევრმა სახელმწიფომ 287-ე მუხლის შესაბამისად შეარჩია მხოლოდ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, ჩაითვლება, რომ ორგანიზაცია და შესაბამისი წევრი სახელმწიფო დაეთანხმნენ არბიტრაჟს VII დანართის შესაბამისად, თუ დავის მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-7-16/](https://legali.ge/law/7034431/muxli-7-16/)

---

## მუხლი 8. XVII ნაწილის გამოყენება

XVII ნაწილი mutatis mutandis გამოიყენება საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

(a) საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმალური დადასტურების ან შეერთების დოკუმენტი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული 308-ე მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებისას;

(b) (i) საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება 312-ე – 315-ე მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებით, იმ ფარგლებში, რამდენადაც მას აქვს კომპეტენცია წინამდებარე დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად ცვლილების მთელ საგანზე;

(ii) საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცვლილების ფორმალური დადასტურების ან მასთან შეერთების დოკუმენტი, მთელს საგანთან მიმართებით, რომელიც წინამდებარე დანართის მე-5 მუხლის მიხედვით, ექცევა საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში, 316-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გამოყენების მიზნებისათვის, ჩაითვლება მხარე სახელმწიფოებად მყოფი მისი თითოეული წევრი სახელმწიფოს სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელად;

(iii) საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმალური დადასტურების ან შეერთების დოკუმენტი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული 316-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ყველა სხვა ცვლილებასთან დაკავშირებით გამოყენებისას;

(c) (i) საერთაშორისო ორგანიზაციას არ შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსაცია 317-ე მუხლის შესაბამისად, თუ მისი რომელიმე წევრი სახელმწიფო არის მხარე სახელმწიფო და თუ ის კვლავ აკმაყოფილებს წინამდებარე დანართის პირველი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

(ii) საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია, როდესაც მისი არცერთი წევრი სახელმწიფო არ არის მხარე სახელმწიფო ან თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ აკმაყოფილებს წინამდებარე დანართის პირველი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასეთი დენონსაცია ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

[https://legali.ge/law/7034431/muxli-8-15/](https://legali.ge/law/7034431/muxli-8-15/)
