ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/405 |
|
2026 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
ქვეყანაში არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების თანამედროვე საჰაერო გეოფიზიკური კვლევებით შევსებისა და ერთიანი ეროვნული გეომეცნიერული სისტემის შექმნის მიზნით შეიქმნას ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის ხელშეწყობის კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. ინგა ფხალაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე. 2. მარგალიტა არაბიძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის წევრი. 3. გიორგი ჭელიძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი. 4. ვახუშტი ბაგრატიონი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 5. სიმონ ედიშერაშვილი – ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის წევრი. 6. დავით კუპატაძე – თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 7. თეიმურაზ მღებრიშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი. 8. თამარ ზოდელავა – იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 9. მარიამ ტაბატაძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი. 10. ალექსანდრე ხვთისიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 11. თამარ შარაშიძე – კულტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 12. ზვიად გაბისონია – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 13. ელენე ღუბიანური – სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი – კომისიის წევრი. 14. ნანა ზამთარაძე – სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი. 15. გიორგი ტატიშვილი – სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი – კომისიის წევრი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის დებულება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/405. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.22.024.016975.
- სად არის „ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“, №1-1/405, 30.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240010.22.024.016975 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7034580/