,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2026 წლის 30 ოქტომბერი დაბა მესტია |
„მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესი“.
„მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა) საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციიის საფასურის განსაზღვრის წესს.
2. წესის მიზანია:
ა) ცხოველთა კანონით დადგენილი კეთილდღეობის პრინციპების დაცვა;
გ) ცხოველთა პოპულაციის კონტროლი და არასასურველი, არაგეგმური ნაყარის პრევენცია;
დ) საშენებში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული სტანდარტებისა და პირობების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ვეტერინარული ნორმების დაცვა.“.
„3. ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში ან ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო 20 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს საშენის ადგილზე დათვალიერებას და ამოწმებს მის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.“.
„4. საშენის რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად და მოიცავს საშენის რეგისტრაციისა და ადგილზე დათვალიერების პროცედურასთან დაკავშირებულ ხარჯებს. საშენის ადგილზე დათვალიერებისთვის ცალკე საფასურის გადახდევინება დაუშვებელია.“.
„4. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზის ან ხარვეზების შესაბამის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საშენის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო უკვე რეგისტრირებული საშენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საშენის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ. ამ პუნქტის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი გარდამავალი დებულებები და არსებული საშენების რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები.“.
„1. საშენის რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება თითოეულ სანაშენე ცხოველზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.
2. საშენის რეგისტრაციის საფასურის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სანაშენე ცხოველის ჯიშისა და რეგისტრაციისა და ადგილზე დათვალიერების პროცედურასთან დაკავშირებული დასაბუთებული ფაქტობრივი ხარჯების გათვალისწინებით. ადგილზე დათვალიერებისთვის ცალკე საფასურის დაწესება დაუშვებელია.“.
„5. ახალი საშენის ფუნქციონირება დაუშვებელია საშენის რეგისტრაციის დასრულებამდე, რეგისტრაციის საფასურის სრულად გადახდამდე და რეგისტრაციის მოწმობის გაცემამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.10.2026. მიმღები ორგანო — მესტიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.103.016502.
- სად არის „,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №16, 30.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016502 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7034856/