„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.103.016503
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 30 ოქტომბერი

დაბა მესტია

 

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 02/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის, საშენების რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის სფეროში:

ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველების საშენების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და საშენის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) კონკრეტული სანაშენე ცხოველის ერთჯერადად გამრავლების უფლების მინიჭების საკითხის განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

დ) რეგისტრირებული საშენების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშენის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) ძაღლების მოშენებაზე მოქმედი მორატორიუმის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში;

ვ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და საშენების საქმიანობის სფეროში უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;

ზ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და საშენების საქმიანობის სფეროში კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2026.
როდის იქნა მიღებული „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.10.2026. მიმღები ორგანო — მესტიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.103.016503.
სად არის „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17, 30.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016503 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7034871/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება