„ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№513
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.026063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №513

2026 წლის 2 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2026, 010220020.10.003.025937) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 აგვისტოს №1252 განკარგულებით ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კომისიაში მონაწილეობის მიღება კომისიის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − კომისიის წევრი.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი.

7. საქართველოს კულტურის მინისტრი − კომისიის წევრი.

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი.

9. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − კომისიის წევრი.

10. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის წევრი.

11. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი.

12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი.

13. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კომისიაში მონაწილეობის მიღება − კომისიის წევრის სტატუსით.

14.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი − კომისიის წევრი.

15. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

16. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − კომისიის წევრი.

17. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.11.2026.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №513. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.026063.
სად არის „ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №513, 02.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.026063 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7036945/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება