„შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №515 |
|
2026 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №583 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2025, 040170020.10.003.025477) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები ხელშეკრულების ღირებულება აღემატება 50,000 ლარს, შემსყიდველის მიერ პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ამ წესის დანართის მომსახურების ცხრილის 34-ე და 35-ე პოზიციებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე.“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შემსყიდველი ორგანიზაციის სამუშაო სპეციფიკისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის უმაღლესი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების მომსახურების ეფექტიანად უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის დანართის მომსახურების ცხრილის 34-ე და 35-ე პოზიციებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილისგან (ბაზრის კვლევა) განსხვავებული პროცედურების საფუძველზე, როგორიცაა: ელფოსტის მეშვეობით ფასთა გამოკითხვა, წინადადების სხვა ალტერნატიული მეთოდებით მოკვლევა, მათ შორის, პოტენციურ მიმწოდებელთან/მიმწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკება. ამასთან, ამ წესის დანართის მომსახურების ცხრილის 35-ე პოზიციაში მითითებული მომსახურებ(ებ)ის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს არარეზიდენტი ფიზიკური ან/და იურიდიული პირ(ებ)ისგან.“. 3. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. ამ წესის დანართის მომსახურების ცხრილის 35-ე პოზიციაში მითითებული მომსახურებ(ებ)ის შესყიდვისას, თუ წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 50,000 ევროს, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.“. 4. დანართის − „მომსახურების“ ჩამონათვალს 34-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე გრაფა:
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №515. სარეგისტრაციო კოდი — 040170020.10.003.026065.
- სად არის „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №515, 02.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.026065 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7036975/