,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2026 წლის 2 ნოემბერი სოფ. წეროვანი |
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმება დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. პირს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება გაუუქმდეს, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.“.
2. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საპატიო მოქალაქისათვის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი კომისიის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე.“.
3. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს საზეიმო ვითარებაში გადასცემს ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელ სიგელს, ფულად ჯილდოს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გაცემა მოხდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „მუნიციპალიტეტის გამგეობა სხვა ხარჯების“ მუხლის (ორგანიზაციული კოდი 01 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 02.11.2026. მიმღები ორგანო — ახალგორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.150.016237.
- სად არის „,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №12, 02.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.150.016237 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7037803/