„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.126.016520
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64

2026 წლის 4 ნოემბერი

ქ. თერჯოლა

„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში (https://matsne.gov.ge/, 07/11/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.126.016286) „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარმატებული ახალგაზრდა – თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობდა სასწავლო-საგანმანათლებლო საერთაშორისო ოლიმპიადაში, საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით ან ინტელექტუალურ კონკურსში და მოიპოვა შესაბამისი კონკურსის/ოლიმპიადის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული, აგრეთვე ახალგაზრდა, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მიიღო მაქსიმალური   ქულა ერთ-ერთ საგანში მაინც.“

2. დადგენილების დანართის  მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. წარმატებული   ახალგაზრდის  დაჯილდოება

1. წარმატებული ახალგაზრდის ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის/ოლიმპიადის მთავარი პრიზის ან ტიტულის მოპოვებისთვის – 1500 ლარი;

ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, თითოეულ საგანში  მაქსიმალური  ქულის   მიღებისთვის  – 1000 ლარი. ერთზე მეტ საგანში მაქსიმალური ქულის მიღების შემთხვევაში, ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება თითოეულ საგანში მიღწეული შედეგის გათვალისწინებით, თითოეულ საგანზე  1000 ლარის ოდენობით.

2. წარმატებულმა ახალგაზრდამ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) კონკურსში/ოლიმპიადაში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მაქსიმალური   ქულის  მიღების შემთხვევაში – შესაბამისი ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო ჩაფიჩაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.11.2026.
როდის იქნა მიღებული „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.11.2026. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №64. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.126.016520.
სად არის „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №64, 04.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.126.016520 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7038505/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება