საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№526
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.026076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №526

2026 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეები, მომსახურების საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეები, მომსახურების საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის (შემდგომში – პოლიციის აკადემია) მიერ გასაწევი მომსახურების სახეებს, მომსახურების საფასურის ოდენობასა და მომსახურების პირობებს.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა შესაძლოა განახორციელოს სახელმწიფო ორგანომ, ასევე ფიზიკურმა პირმა, საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა (შემდგომში − შემსყიდველი).

3. ეს დადგენილება არ ვრცელდება სამინისტროს სისტემის დანაყოფებზე.

მუხლი 2. მომსახურების სახეები

1. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ჩაატაროს ტრენინგი ან/და სასწავლო კურსი/პროგრამა, მათ შორის, ელექტრონული ტრენინგი ან/და სასწავლო კურსი/პროგრამა, აგრეთვე განახორციელოს მისი ორგანიზება და ადმინისტრირება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის, პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების ფარგლებში ტრენინგი, სასწავლო კურსი და პროგრამა შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ სფეროებს:

ა) საცეცხლე მომზადება;

ბ) სპეციალური ტაქტიკური მომზადება და იძულების ღონისძიებები;

გ) პირველადი სამედიცინო დახმარება;

დ) სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო მართვა;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და მათზე რეაგირება;

ვ) ადმინისტრაციული საქმისწარმოება და სამართლებრივი პროცედურები;

ზ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;

თ) ბავშვთა უფლებები, უსაფრთხოება და ძალადობის პრევენცია;

ი) მოზარდთა ქცევა, სოციალიზაცია და თანამედროვე სუბკულტურები;

კ) კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა;

ლ) ოფიციალური დოკუმენტების ინსპექტირება და გაყალბების გამოვლენა;

მ) სწავლების მეთოდოლოგია ტრენერთათვის და მათი პროფესიული განვითარება;

ნ) ეფექტიანი კომუნიკაციის სტანდარტები;

ო) მომსახურების ხარისხი და სერვისის სტანდარტები;

პ) ინტერპერსონალური კონფლიქტის მართვის სტრატეგიები;

ჟ) მენეჯმენტის სწავლება;

რ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის სტანდარტი;

ს) საოფისე პროგრამები;

ტ) საქმისწარმოება და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა;

უ) ბიოლოგიური ნიმუშების აღება, მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშების აღების მეთოდოლოგია.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო მართვის მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ეტაპზე პროგრამით გათვალისწინებული საგზაო მანევრის განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალების მართვას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობისა თუ სხვა ქონების დაზიანება, აღნიშნული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ გამოიწვევს ადმინისტრაციულ  პასუხისმგებლობას.

მუხლი 3. მომსახურების საფასურები

1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გამოითვლება შესაბამისი კომპონენტების მიხედვით, ამავე დადგენილების დანართით განსაზღვრული ცხრილის შესაბამისად.

2. ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების გზით ან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. წინასწარი ანგარიშსწორების გზით გადახდის შემთხვევაში პოლიციის აკადემია თავისუფლდება წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის (საავანსო საბანკო გარანტიის) წარდგენის ვალდებულებისაგან.

3. ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული მომსახურების საფასურის ოდენობა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურების გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობები.

მუხლი 4. მომსახურების პირობები

1. შემსყიდველი ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა პოლიციის აკადემიას წარუდგინოს წერილობითი ფორმით. მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო, შეესაბამებოდეს პოლიციის აკადემიის საქმიანობის სფეროს და მასში ნათლად უნდა იყოს აღწერილი მიზანი და მომსახურების პირობა.

2. პოლიციის აკადემია შემსყიდველის მიერ წარდგენილ მოთხოვნას მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია:

ა) დააზუსტოს მომსახურების პირობები და ხანგრძლივობა;

ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან განმარტება, თუ წარდგენილი მოთხოვნა არ არის სრულყოფილი;

გ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ მოთხოვნა სცდება პოლიციის აკადემიის უფლებამოსილებას ან ტექნიკურ შესაძლებლობებს ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. პოლიციის აკადემიასა და შემსყიდველს შორის გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული დეტალური პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

4. ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის პოლიციის აკადემიის შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის გზით.

მუხლი 5. მომსახურების მიღების წესი

1. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დგება მიღება-ჩაბარების აქტი.

2. მიღება-ჩაბარების აქტი დგება წერილობითი ფორმით, რაც დასტურდება მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელის მოწერით.

მუხლი 6. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი

1. პოლიციის აკადემია გადახდილი მომსახურების საფასურს დაუბრუნებს შემსყიდველს, თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა.

2. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია, გადახდილი მომსახურების საფასური დაუბრუნოს შემსყიდველს, თუ:

ა) შემსყიდველმა ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიღებამდე წინასწარ, გონივრულ ვადაში, წერილობით უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;

ბ) მომსახურება არ განხორციელდა მხარეებისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო.

3. გადახდილი მომსახურების საფასური ბრუნდება შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი მომსახურების საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობის დასაბუთებას.

4. გადახდილი მომსახურების საფასური ბრუნდება პოლიციის აკადემიის მიერ შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

 

დანართი

მომსახურების საფასურების გამოთვლის ცხრილი

№

მომსახურების კომპონენტები

ერთეულის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

აუდიტორია (არაუმეტეს 22 პირისთვის)

დღე

480

 

2

დიდი აუდიტორია (არაუმეტეს 50 პირისთვის)

დღე

600

3

კომპიუტერული აუდიტორია 1 პირისთვის

დღე

60

 

4

ტრენერი/ინსტრუქტორი  (არ მოიცავს კვების ხარჯს)

საათი

120

 

5

ადმინისტრატორი/კოორდინატორი/დამკვირვებელი (არ მოიცავს კვების ხარჯს)

დღე

120

6

საკანცელარიო მასალა

მონაწილე

15

7

სახარჯი/სასწავლო მასალა

მონაწილე

54

8

მონაწილის/ტრენერის/ ინსტრუქტორის/ ადმინისტრატორის/ დამკვირვებლის/კოორდინატორის ყავა/ჩაი (ერთჯერადად)

პერსონა

25

9

მონაწილის/ტრენერის/ ინსტრუქტორის/ადმინისტრატორის/ დამკვირვებლის/კოორდინატორის ლანჩი (ერთჯერადად)

პერსონა

35

10

სერტიფიკატი

მონაწილე

6

 

 

11

ტრენინგისთვის ან/და სასწავლო კურსისთვის/პროგრამისთვის, მათ შორის, ელექტრონული ტრენინგისთვის ან/და სასწავლო კურსისთვის/პროგრამისთვის მოდულის შექმნა

 

 

მოდული

 

 

1200

 

 

12

ტრენინგისთვის ან/და სასწავლო კურსისთვის/პროგრამისთვის,

მათ შორის, ელექტრონული ტრენინგისთვის ან/და სასწავლო კურსისთვის/პროგრამისთვის მოდულის განახლება

 

 

მოდული

 

 

600

13

დახურული ან ნახევრად დახურული ტირით სარგებლობა

საათი

180

14

დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირისთვის გათვალისწინებული სახარჯი მასალა

მონაწილე

84

15

ელექტრონული სწავლება

მონაწილე

120

16

საერთო საცხოვრებელში განთავსება

დღე

60

17

აუზით სარგებლობა

საათი

180

 

შენიშვნა: მომსახურების კომპონენტის ღირებულებას ემატება ადმინისტრირების ხარჯი – მომსახურების საფასურის 30%-ის ოდენობით.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.11.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №526. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.026076.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“, №526, 06.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.026076 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7040682/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება