საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1260 |
|
2026 წლის 9 ნოემბერი ქ. თბილისი |
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის თანდართული ნიმუში და გამოყენების წესი. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუში და გამოყენების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა (დანართი №1) და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 2. სამსახურებრივი ფორმის ტარება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივ ფორმას ატარებს: ა) პრობაციის ოფიცერი; ბ) სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის მოსამსახურე; გ) სააგენტოს ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის მოსამსახურე; დ) სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც პირთა უშუალო მომსახურებას ახორციელებს. 2. სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს (შემდგომ – მოსამსახურე) სამსახურებრივი ფორმით უზრუნველყოფს სააგენტო.
მუხლი 3. სამსახურებრივი ფორმის ტარებისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები 1. მოსამსახურე სამსახურებრივ ფორმას ატარებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ოფიციალური შეხვედრებისა და ვიზიტების დროს. 2. მოსამსახურე ვალდებულია მოუფრთხილდეს სამსახურებრივ ფორმას და გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად. 3. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივ ფორმასთან ერთად საიუველირო ნაკეთობების ან სხვა სახის ხელოვნური მორთულობების თვალსაჩინოდ ტარება. დასაშვებია ერთად საქორწინო ბეჭდის, მაჯის საათისა და ოპტიკური სათვალის სამსახურებრივ ფორმასთან ტარება. 4. მოსამსახურის მიერ ამ წესის შეუსრულებლობა შესაძლებელია გახდეს დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 09.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1260. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.027.017741.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“, №1260, 09.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017741 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7040838/