„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№122
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017778
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №122

2026 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/11/2025, 140130000.22.034.017641) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:

1. 611 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელი შეიძლება განთავსდეს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილების) (შემდგომ − მიმღები ცენტრი) შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში, სადაც ფუნქციონირებს დროებითი განთავსების ცენტრი.

2. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში არსებულ დროებითი განთავსების ცენტრში უცხოელი თავსდება ამ წესით განსაზღვრული პროცედურის დაცვით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასა და ამ წესით გათვალისწინებული სხვა პროცედურის განხორციელებას უზრუნველყოფს მიმღები ცენტრი ამ წესის შესაბამისად.“.

2. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №3

უცხოელის დაკავების ოქმი

„____“ _________________ 20 __ წ. __________________________

/რიცხვი, თვე, წელი/ (ოქმის შედგენის ადგილი)

„_____“ საათი „____“ წუთი

(ოქმის შედგენის დრო)

__________________________________________________________________________________________________

(ოქმის შემდგენელის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა)

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

შევადგინე ეს ოქმი ქვემოთ მითითებული (მოინიშნება „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი):

ა) უცხოელის დაკავების შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI თავის შესაბამისად:

(„ა“ ქვეპუნქტის მონიშვნის შემთხვევაში ივსება მე-19 პუნქტი)

ბ) თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI1 თავის შესაბამისად:

(„ბ“ ქვეპუნქტის მონიშვნის შემთხვევაში ივსება მე-20 პუნქტი)

1. სახელი, გვარი: __________________________________________________________________________________

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): _________________________________________________________

3. სქესი: _________________________________________________________________________________________

4. დაბადების ადგილი: _____________________________________________________________________________

5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №, პირადი № (არსებობის შემთხვევაში): __________________________________________________________________________________________________

6. მოქალაქეობა: ___________________________________________________________________________________

7. მშობლიური ენა ან ენა, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს: __________________________________________________________________________________________________

8. ოჯახური მდგომარეობა: _________________________________________________________________________

9. სამუშაო ადგილი და თანამდებობა: _______________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________

10. რეგისტრაციის ადგილი: ________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________

11. საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ზუსტი მისამართი:____________________________

__________________________________________________________________________________________________

12. საკონტაქტო ტელეფონები (მისი, ოჯახის წევრების (ახლობლები), აგრეთვე სამსახურის და მობილური): __________________________________________________________________________________________________

13. ვინ განახორციელა ფაქტობრივი დაკავება:

__________________________________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი)

14. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილი: _________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________

(ქალაქი, სოფელი, დაბა, ქუჩა, დაწესებულება, სხვა ადგილი, სადაც განხორციელდა დაკავება)

15. ფაქტობრივი დაკავების დრო: 20__ წლის ,,___“_________ „___“ საათი და ,,___“ წუთი.

(წელი, რიცხვი, თვე)

16. რა ვითარებაში განხორციელდა დაკავება:

__________________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________

17. დამატებითი ინფორმაცია:

__________________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________

18. თუ დაკავების ოქმი ფაქტობრივი დაკავების ადგილზე არ ყოფილა შედგენილი, მიეთითოს მიზეზი: __________________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________

19. უცხოელის დაკავების სამართლებრივი საფუძველი/საფუძვლები:

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

__________________________________________________________________________________________________

დაკავებულის გვარი, სახელი

უცხოელი დაკავებულ იქნა, ვინაიდან:

ა) მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა;

ბ) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე;

გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები;

დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;

ე) იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

ვ) მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველსაყოფად;

ზ) მისი სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად;

თ) იგი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან;

ი) მას არ აქვს დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტები ან აღნიშნული დოკუმენტების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ან ტრანზიტის ქვეყნიდან მიღება გვიანდება, ან იგი უარს აცხადებს ან/და არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტების ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელებისთვის;

კ) სასჯელად ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დანიშნული უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსასრულებლად;

ლ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მან საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა;

მ) მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა;

ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომლითაც მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა.

20. საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის დაკავების სამართლებრივი საფუძველი/საფუძვლები:

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

__________________________________________________________________________________________________

(დაკავებულის გვარი, სახელი)

თავშესაფრის მაძიებელი დაკავებულ იქნა, ვინაიდან:

ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა;

ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;

გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები.

დაკავებულს უფლებამოსილი პირის _________________________________ მიერ დაუყოვნებლივ,

(სახელი, გვარი)

ფაქტობრივი დაკავების მომენტში მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე განემარტა:

ა) დაკავების საფუძველი;

ბ) ადვოკატის აყვანის უფლება;

გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება;

დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის/საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის უფლება;

ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება;

ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება.

დაკავების ოქმს გავეცანი _____________________________________________________ მიერ

(წავიკითხე პირადად, წამეკითხა ჩემთვის გასაგებ ენაზე)

ჩემი, როგორც დაკავებულის, უფლებები, რომლებიც ჩამოთვლილია ზემოთ, განმემარტა დაკავების მომენტში, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით:

დაკავებული: ______________________________ _________________________________

/ხელმოწერა/ /სახელი, გვარი/

დაკავებულის ადვოკატი/კანონიერი წარმომადგენელი: _____________________________________________ _________________________________________

(არსებობის შემთხვევაში) /ხელმოწერა/ /სახელი, გვარი/

თარჯიმანი: _______________________________ ____________________________

(არსებობის შემთხვევაში) /ხელმოწერა/ /სახელი, გვარი/

ოქმის შემდგენელი: _________________________ ____________________________

/ხელმოწერა/ /სახელი, გვარი/

დაკავების ოქმის ასლი მივიღე:

დაკავებული: _______________________________ ____________________________

/ხელმოწერა/ /სახელი, გვარი/

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.11.2026.
როდის იქნა მიღებული „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №122. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017778.
სად არის „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №122, 11.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017778 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7041242/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება