„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№402
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.010.274
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 01/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.274

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №402

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სის-წორის კონტროლის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2334) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემთა სისტემა“ მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე უკვე განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებებს და ჩამოყალიბდეს შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზის სტატისტიკური დამუშავების მედიანას პრინციპის გამოყენებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით და შესაძლო კორექტირების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

ბ) დანართი №3-ის შენიშვნის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მე-11 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია იმ წყაროს შესახებ, რომლის საფუძველზე განხორციელდა კორექტირება (მაგ., შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზიდან სსდ-ის ნომერი, გაფორმების საბაჟოს კოდი; სადაზღვევო და სატრანსპორტო ფასების მონაცემები და სხვა).“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.04.2007.
როდის იქნა მიღებული „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №402. სარეგისტრაციო კოდი — 200.250.000.22.033.010.274.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №402, 23.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.274 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70414/