„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№404
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.010.276
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 30/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.276

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №404

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1771 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2337) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი