„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№349
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.018076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №349

2026 წლის 12 ნოემბერი 

ქ. თბილისი

 

 


 


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო საწყობიდან ამავე საბაჟო საწყობის საკადასტრო კოდზე განთავსებულ და საბაჟო კონტროლის ზონად გამოცხადებულ სავაგონო სასწორამდე, აწონვის მიზნით, აგრეთვე აღნიშნული სავაგონო სასწორიდან იმავე საბაჟო საწყობში უკან, საბაჟო კონტროლის ზონად გამოცხადებული მისასვლელი ლიანდაგის გამოყენებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა;“.

2. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – ელექტრონული მოწმობა (დანართი №3–03)) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების (სარკინიგზო ვაგონი/კონტეინერი) საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ელექტრონული მოწმობა არ ივსება ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო საწყობიდან, ამავე საბაჟო საწყობის საკადასტრო კოდზე განთავსებულ და საბაჟო კონტროლის ზონად გამოცხადებულ სავაგონო სასწორამდე, აწონვის მიზნით, აგრეთვე აღნიშნული სავაგონო სასწორიდან იმავე საბაჟო საწყობში უკან, საბაჟო კონტროლის ზონად გამოცხადებული მისასვლელი ლიანდაგის გამოყენებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ მითითებულ მარშრუტზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე და არ ითვალისწინებს ამ მარშრუტის ფარგლებს გარეთ მათი გადაადგილებისას ელექტრონული მოწმობის შევსების ვალდებულებისგან გათავისუფლებას.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.11.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №349. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.018076.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №349, 12.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.018076 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7043125/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება