,,სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№405
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.010.277
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 30/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.277

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №405

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2319) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი