„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №81 |
|
2026 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.017316) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერის და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის შემუშავება და ამ მიზნით, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობის უზრუნველყოფა); გ) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით და სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევისათვის, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება და გამოცემა;“; ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჭიროების შემთხვევაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;“; ბ.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის ფარგლებში, ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელების მიზნებისთვის ინსტრუქციას და ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის ინსტრუქციას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.“. 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შესაბამისი რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტს, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, როგორც კომისიის მდივანი;“; ბ) „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) წარმოადგენს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მდივანს; ტ) ახორციელებს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №81. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.017515.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №81, 13.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017515 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7043272/