„იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№53/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.017246
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №53/ნ

2026 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 01/10/2014; 470230000.22.035.016296) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დამტკიცდეს „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განხილვისა და შეფასების მიზნით ადმინისტრაციისთვის მიმართვის ფორმა (№1 დანართი).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართის („იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი“):
ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებაში ამავე დაწესებულების ადმინისტრაციის ბრძანებით იქმნება ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია (შემდგომ – კომისია), დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით, არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც დაკომპლექტებულია მკურნალი ექიმ-ფსიქიატრით, დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრით, დაწესებულების ფსიქიატრიის დარგის მუშაკით და მოწვეული სპეციალისტით.“;

ბ) მე-3 პუნქტის: 
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ, შეაფასოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის  221 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ1 ქვეპუნქტი:

„ბ1) ყოველ 6 თვეში ერთხელ №1 დანართით განსაზღვრული „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განხილვისა და შეფასების მიზნით ადმინისტრაციისთვის მიმართვის ფორმის“ შესაბამისად, გადასცეს კომისიის დასკვნა ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას, რათა განხორციელდეს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ სასამართლოსათვის დაუყოვნებლივ მიმართვა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 4 წევრისა.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დასკვნას ხელს აწერს კომისიის დამსწრე ყველა წევრი.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება ადმინისტრაციას №1 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.“.

3. ბრძანებას დაემატოს №1 დანართი („იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განხილვისა და შეფასების მიზნით ადმინისტრაციისთვის მიმართვის ფორმა“) თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №1

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განხილვისა და შეფასების მიზნით ადმინისტრაციისთვის მიმართვის ფორმა

პაციენტის სახელი, გვარი ——————————————————————

საპასპორტო მონაცემები (დაბადების თარიღი რიცხვი/თვე/წელი და პირადი ნომერი) ან მითითება არაიდენტიფიცირებული პაციენტის შესახებ

———————————————————————————————————————

———————————————————————————————————————

მისამართი ——————————————————

სტაციონარში მოთავსების თარიღი, ზუსტი დრო————————————————

დიაგნოზი —————————————————————————————

———————————————————————————————————————

———————————————————————————————————————

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგი ორი საფუძვლის არსებობის დასაბუთება:

ა) ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე;

ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი.

———————————————————————————————————————————————————————————————-——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

კომისიის წევრების ხელმოწერა ————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————გამოკვლევის თარიღი და დრო ———————————————

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2026.
როდის იქნა მიღებული „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №53/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.017246.
სად არის „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №53/ნ, 13.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017246 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7044029/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება