„ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470080000.22.035.017247
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №54/ნ

2026 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის  №87/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 22/03/2007; 470.080.000.22.035.010.131) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის“:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველადი ჯანდაცვის ექიმის, ექიმ-ფსიქიატრის ან სხვა სამედიცინო დაწესებულების დასკვნის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იქნეს ვადით არაუმეტეს შვიდი დღისა) საფუძველზე;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მორიგე ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტს არ ესაჭიროება სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება, სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, საექიმო დასკვნით (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მომართვის შემთხვევაში კი უგზავნის დასაბუთებულ უარს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას 24 საათის განმავლობაში (არასამუშაო დღეების გარდა).“;

გ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასამართლოსადმი მიმართვის ფორმა ივსება აგრეთვე ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მიერ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების 6-თვიანი ვადის ამოწურვამდე, თუ პაციენტი საჭიროებს არანებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელებას.“;

დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არანებაყოფლობითი სტაციონირებისას ექიმ-ფსიქიატრთა კომისია ორ თვეში ერთხელ (აუცილებელ შემთხვევებში, უფრო მოკლე პერიოდშიც) განიხილავს არანებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელების, შეცვლის ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2026.
როდის იქნა მიღებული „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №54/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470080000.22.035.017247.
სად არის „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №54/ნ, 13.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 470080000.22.035.017247 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7044078/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება