„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.010.281
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №409
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2325) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოტივირებული განცხადების საფუძველზე დეკლარანტს დართოს ნება დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს საქონლის მიმღების ან იმპორტიორის შენახვის სხვა ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად“.
ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღვნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს“.
გ) მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს“.
დ) IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მფლობელობაში არსებული საბაჟო ან/და დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობება და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესი“
ე) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მფლობელობაში არსებული საბაჟო ან/და დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში (შემდგომში – საწყობი) შესაძლებელია განთავსდეს:
ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ბ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
გ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილ ორგანოსთვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
ე) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი, რომელზეც საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი, სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია და სხვა);
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;
ზ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში ან დროებით ინახება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
თ) უქმე ან დასვენების დღეების განმავლობაში სასაზღვრო საბაჟო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ამ ტერიტორიაზე განსახორციელებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ფორმების დასრულებიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილის მიმართულებით გადაადგილებამდე;
ი) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო;
კ) დროებითი დასაწყობების მიზნით საქონლის მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი შეინახოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე.
ლ) მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე“.
ვ) 27-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; შემოსავლების სამსახურის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი;“.
ზ) დანართი №1, №1-ა, №4 და №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი №
დამატებითი ფურცლების რაოდენობა:------------
| 1. საქონლის გამგზავნი, გამგზავნი ქვეყანა | 3. გადამზიდველი | |||
| 2. საქონლის მიმღები, დანიშნულების ქვეყანა | 4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალებებზე | |||
| 5. სატრანსპორტო დოკუმენტების ნომრები | 6. საქონლის დასახელება | 7. ადგილების რაოდენობა | 8. ბრუტო წონა (კგ) | 9. მონაცემები საიდენტიფიკაციო საშუალებებზე |
| 10. აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის) № და D ნომერი, დამატებითი მონაცემები | ||||
| 11. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა | 20 დღე 45 დღე | გაგრძელებულია | ||
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებლის: საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი (მისი წარმომადგენლის) – სახელი, გვარი ან დეკლარანტის სრული საფირმო სახელწოდება)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სახელი, გვარი | (ხელმოწერა) | (თარიღი), (თვე) (წელი) |
| 12. აყვანილია საბაჟო კონტროლზე პასუხისმგებელი პირი | გაფორმდა სხდ. №13. მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან |
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესი 1. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას მეორე გვერდზე, ამასთან, განაცხადის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ. 2. განაცხადის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია. 3. განაცხადი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) მეორე საწყობს; გ) მესამე უბრუნდება განმცხადებელს. 4. განმცხადებლის მიერ მიეთითება: 1-ლ და მე-2 გრაფაში – საქონლის გამგზავნისა და მიმღების რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი; გამგზავნი და მიმღები ქვეყნის დასახელება; მე-3 გრაფაში – გადამზიდველის სრული სახელწოდება მე-4 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი ან/და სატრან ს პორტო საშუალება გადაიზიდა საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები); მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო ზედდებულის, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტების ნომრები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება მისი გადაზიდვა; მე-6 გრაფაში მიეთითება საქონლის დასახელება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით; მე-7 გრაფაში – განცხადებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში; მე-8 გრაფაში – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის, შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს; მე-9 გრაფაში – მონაცემები პლომბის, ელექტრონული ლუქისა და ბეჭდის, ციფრობრივი, ასოებრივი ან სხვა მარკირების, საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და შტამპის, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების შესახებ; მე-10 გრაფაში – შესაბამისი განაცხადის №, აღრიცხვის მოწმობის № და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების № და გაფორმების თარიღი. 5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება: მე-11 გრაფაში – მიეთითება შენახვის ვადა; მე-12 გრაფაში – დაესმება დამღა ,,აყვანილია საბაჟო კონტროლზე” და პირადნომრიანი ბეჭედი, ხოლო მე-13 გრაფაში დროებით დასაწყობების ადგილიდან საქონლის გატანისას დაესმება დამღა ,,მოხსნილია კონტროლიდან” პირადნომრიანი ბეჭედი.განაცხადს საწყობის მფლობელის უფლებამოსილი პირის მიერ ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს საბაჟო საწყობის უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან |
| შენიშვნა: |
| 1. წინამდებარე ფორმა მოქმედებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რომლითაც განმცხადებელს უფლება ეძლევა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან მათ გაშვებამდე, ან, არსებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, პირის განკარგულებაში გადაცემამდე საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვისას წინამდებარე განაცხადის წარდგენა. 2. განაცხადი საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შევსებული განაცხადი ინახება 6 წლის განმავლობაში. |
დანართი №1-ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ
დროებითი შენახვის განაცხადი №
№----------------- დამატებითი ფურცელი № ------------------
| 1. საქონლის გამგზავნი, გამგზავნი ქვეყანა | 3. გადამზიდველი | ||||
| 2. საქონლის მიმღები, დანიშნულების ქვეყანა | 4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალებებზე | ||||
| 5. სატრანსპორტო დოკუმენტების ნომრები | 6. საქონლის დასახელება | 7. ადგილების რაოდენობა | 8. ბრუტო წონა (კგ) | 9. მონაცემები საიდენტიფიკაციო საშუალებებზე | |
| 10. აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის) №და D ნომერი. დამატებითი მონაცემები | |||||
| 11. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა | 20 დღე 45 დღე | გაგრძელებულია | |||
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებლის: საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი (მისი
წარმომადგენლის) – სახელი, გვარი ან დეკლარანტის სრული საფირმო სახელწოდება)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სახელი, გვარი |
| (ხელმოწერა) |
| (თარიღი), (თვე) (წელი) |
| 12. აყვანილია საბაჟო კონტროლზე პასუხისმგებელი პირი | გაფორმდა სხდ. № 13. მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან |
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესი 1. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას მეორე გვერდზე, ამასთან, განაცხადის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ. 2. განაცხადის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია. 3. განაცხადი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) მეორე საწყობს; გ) მესამე უბრუნდება განმცხადებელს. 4. განმცხადებლის მიერ მიეთითება: 1-ლ და მე-2 გრაფაში – საქონლის გამგზავნისა და მიმღების რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი; გამგზავნი და მიმღები ქვეყნის დასახელება; მე-3 გრაფაში – გადამზიდველის სრული სახელწოდება მე-4 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი ან/და სატრანპორტო საშუალება გადაიზიდა საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები); მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო ზედდებულის, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტების ნომრები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება მისი გადაზიდვა; მე-6 გრაფაში მიეთითება საქონლის დასახელება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით; მე-7 გრაფაში – განცხადებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში; მე-8 გრაფაში – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის, შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს; მე-9 გრაფაში – მონაცემები პლომბის, ელექტრონული ლუქისა და ბეჭდის, ციფრობრივი, ასოებრივი ან სხვა მარკირების, საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და შტამპის, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების შესახებ; მე-10 გრაფაში – შესაბამისი განაცხადის №, აღრიცხვის მოწმობის და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების N და გაფორმების თარიღი. 5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება: მე-11 გრაფაში – მიეთითება შენახვის ვადა; მე-12 გრაფაში – დაესმება დამღა ,,აყვანილია საბაჟო კონტროლზე” და პირადნომრიანი ბეჭედი, ხოლო მე-13 გრაფაში დროებით დასაწყობების ადგილიდან საქონლის გატანისას დაესმება დამღა ,,მოხსნილია კონტროლიდან” პირადნომრიანი ბეჭედი.განაცხადს საწყობის მფლობელის უფლებამოსილი პირის მიერ ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს საბაჟო საწყობის უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან |
| შენიშვნა: |
| 1. წინამდებარე ფორმა მოქმედებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რომლითაც განმცხადებელს უფლება ეძლევა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან მათ გაშვებამდე, ან, არსებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, პირის განკარგულებაში გადაცემამდე საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვისას წინამდებარე განაცხადის წარდგენა. 2. განაცხადი საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შევსებული განაცხადი ინახება 6 წლის განმავლობაში. |
დანართი №4
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
საბაჟო საწყობის (ღია ან დახურული) საქმიანობის სანებართვო მოწმობა 000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი ------------------------------------------------------------------------
(საწარმოს სრული დასახელება, მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი ---------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; საწყობის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)
საწყობის ტიპი ------------------------------------------------------------------------
სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის უფროსის
200..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი ........ ............................ 200 წ.
მოქმედების ვადა ........ ............................ 200 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ------------------------
ხელმოწერა ბ.ა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამამზადებელი: დამკვეთი სფს სფს რეგისტრაციის №
დანართი 5
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
დროებითი შენახვის (ღია ან დახურული) საწყობის საქმიანობის
სანებართვო მოწმობა 000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი ------------------------------------------------------------------------
(საწარმოს სრული დასახელება, მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი ---------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; დროებითი შენახვის საწყობის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს დროებითი შენახვის საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)
სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის უფროსის
200..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი ........ ............................ 200 წ.
მოქმედების ვადა ........ ............................ 200 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ------------------------
ხელმოწერა ბ.ა.
დამამზადებელი: დამკვეთი სფს სფს რეგისტრაციის №