„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№109
სარეგისტრაციო კოდი
040170050.57.069.016257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  –  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №109

2026 წლის 16 ნოემბერი 

ქ. თბილისი

 

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მას სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიღებული აქვს არანაკლებ სამი ცნობა, მის მიერ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა შეადგენდეს 50 000 ლარზე ნაკლებს – საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო 200 000 ლარზე ნაკლებს – სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში) ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შესახებ. ცნობა გაიცემა ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით, რომელიც დატანილი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ფორმის დაუცველად წარმოდგენილი ცნობა არ განიხილება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა გაცემული უნდა იყოს თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ მომართვის სააგენტოში წარდგენის დღემდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მას თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში არანაკლებ 200 000 ლარისა ან ჯეროვნად აქვს შესრულებული თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ  არანაკლებ 20  ხელშეკრულება, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში არანაკლებ 5 ხელშეკრულებისა. ამასთან, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“, ატვირთული უნდა იყოს შესრულებული ვალდებულებების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ასახული უნდა იყოს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ლაცაბიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.11.2026.
როდის იქნა მიღებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.11.2026. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №109. სარეგისტრაციო კოდი — 040170050.57.069.016257.
სად არის „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №109, 16.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016257 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7046232/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება