„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 2 ოქტომბრის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №19 |
|
2026 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ბ) ადმინისტრაციული სამსახური;
გ) ფინანსების მართვის სამსახური;
დ) ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური;
ე) იურიდიული სამსახური;
ვ) გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახური;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
თ) საერთაშორისო შესყიდვების სამსახური;
ი) დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური;
კ) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
ლ) საპროექტო სამსახური;
მ) საგზაო უსაფრთხოების სამსახური;
ნ) ნაპირდაცვის სამსახური;
ო) დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახური;
პ) აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახური;
ჟ) შრომის უსაფრთხოების სამსახური;
რ) ლოგისტიკის სამსახური;
ს) შიდა აუდიტის სამსახური;
ტ) ტექნიკური ნებართვების სამსახური;
უ) საგზაო სამართალდარღვევების ინსპექციის სამსახური.“.
2. მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის ამაღლებაზე, გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა;
ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება, მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;
გ) წინასწარ შერჩეულ მონაკვეთებზე დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
დ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტი და სამშენებლო/საზედამხედველო კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი;
ე) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალების შესაბამისად დაფიქსირებული დეფექტის გადამოწმება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში და ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის საჭირო ლაბორატორიული კვლევების შესახებ დასაბუთებული წინადადების წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის საგზაო ინფრასტრუქტურის ინსპექტირების სამმართველო;
ბ) „ა“-„ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს, ინსპექტირების შედეგების ტექნიკური და დოკუმენტური დამუშავებისა და შესაბამისობის შეფასების ნაწილში, ასრულებს ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისობის სამმართველო;
გ) „თ“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.“.
3. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახური
1. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;
ბ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველო.
3. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების, აგრეთვე საავტომობილო გზების (მათ შორის, ხიდებისა და საჭიროების შემთხვევაში, გვირაბების) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში:
ა) კომპეტენციის შესაბამისად სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;
ბ) შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების მონიტორინგი;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყების მონიტორინგი;
დ) შესაბამისი სამუშაოების შუალედური და საბოლოო მიღების მიზნით ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ე) შესაბამის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
ვ) სამუშაოების შესრულების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტებში, აგრეთვე საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბებისა და გარე განათების სისტემების (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში) გამართული ფუნქციონირებისათვის გაფორმებულ ხელშეკრულებებში აუცილებელი ცვლილებების განხორციელებისა და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შესაბამისი წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) ზედამხედველის მიერ შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეპარტამენტში წარდგენილი ანგარიშების განხილვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) დასრულებული შესაბამისი სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი;
კ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) შესაბამის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით, ხოლო იმ ხელშეკრულებების შემთხვევაში, რომლებიც არ ითვალისწინებენ საგარანტიო პერიოდს, მათი მოქმედების ვადით;
მ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ყოველი წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების დადგენა მომავალი წლის შესყიდვის გეგმის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წერილობითი დავალების შემთხვევაში შესაბამის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
პ) სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ჟ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან შესასრულებელ სამუშაოებზე დეპარტამენტში წარდგენილი გეგმა-პროგნოზის მიღება;
უ) საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში) საექსპლუატაციო მდგომარეობის მონიტორინგი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
ფ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე არსებული გვირაბების მართვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა, საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
ქ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა, ტექნიკური რეგლამენტით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
შ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ჩ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ამოცანებსა და კომპეტენციას ტერიტორიული პრინციპის შესაბამისად ახორციელებენ:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;
ბ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიებზე – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველო.“.
4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახური
1. აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) გზების, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო;
ბ) გვირაბებისა და გარე განათების სამმართველო.
3. აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების, აგრეთვე საავტომობილო გზების (მათ შორის, ხიდებისა და გვირაბების) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული გვირაბებისა და გარე განათების სისტემების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში:
ა) კომპეტენციის შესაბამისად სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;
ბ) შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების მონიტორინგი;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყების მონიტორინგი;
დ) შესაბამისი სამუშაოების შუალედური და საბოლოო მიღების მიზნით ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ე) შესაბამის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
ვ) სამუშაოების შესრულების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტებში, აგრეთვე საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბებისა და გარე განათების სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის გაფორმებულ ხელშეკრულებებში აუცილებელი ცვლილებების განხორციელებისა და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შესაბამისი წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) ზედამხედველის მიერ შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეპარტამენტში წარდგენილი ანგარიშების განხილვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) დასრულებული შესაბამისი სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი;
კ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) შესაბამის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით, ხოლო იმ ხელშეკრულებების შემთხვევაში, რომლებიც არ ითვალისწინებენ საგარანტიო პერიოდს, მათი მოქმედების ვადით;
მ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ყოველი წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების დადგენა მომავალი წლის შესყიდვის გეგმის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წერილობითი დავალების შემთხვევაში შესაბამის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
პ) სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ჟ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან შესასრულებელ სამუშაოებზე დეპარტამენტში წარდგენილი გეგმა-პროგნოზის მიღება;
უ) საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების საექსპლუატაციო მდგომარეობის მონიტორინგი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზებზე არსებული გვირაბების მართვა საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
ქ) გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
შ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ჩ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ამოცანებსა და კომპეტენციას:
ა) საავტომობილო გზების, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მიმართ ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახურის გზების, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო;
ბ) გვირაბებისა და გარე განათების მიმართ ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტების მართვის სამსახურის გვირაბებისა და გარე განათების სამმართველო.“.
5. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. საგზაო სამართალდარღვევების ინსპექციის სამსახური
1. საგზაო სამართალდარღვევების ინსპექციის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. საგზაო სამართალდარღვევების ინსპექციის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საგზაო ინსპექტირების სამმართველო;
ბ) ადმინისტრაციული წარმოებისა და აღსრულების სამმართველო.
3. საგზაო სამართალდარღვევების ინსპექციის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დეპარტამენტისთვის მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ) დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე ან/და მათ შემადგენელ ნაწილებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა და პრევენციის ღონისძიებების განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილზე შემოწმებების განხორციელება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მათ შორის, დადგენილებებისა და ელექტრონული დადგენილებების გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება და მათი აღსრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) სააღსრულებო ფურცლების მომზადება და გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და განმარტებების გამოთხოვა და მიღება სახელმწიფო უწყებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი მითითებების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგი;
კ) დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის, ნაგებობის განთავსების ან მათი შედეგების დემონტაჟის ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) დემონტაჟის, აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების განსაზღვრისა და ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე ინსპექტირება;
მ) საავტომობილო გზისთვის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის მიყენებული ზიანის გამოვლენა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) სამართალდარღვევების გამოვლენისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სპეციალური აღჭურვილობის, მათ შორის, ვიდეო-აუდიოჩაწერის საშუალებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემების აღრიცხვა, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი საინფორმაციო ბაზების წარმოება;
პ) სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება;
რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ბ“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო სამართალდარღვევების ინსპექციის სამსახურის საგზაო ინსპექტირების სამმართველო;
ბ) „დ“-„ზ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო სამართალდარღვევების ინსპექციის სამსახურის ადმინისტრაციული წარმოებისა და აღსრულების სამმართველო;
გ) „ა“, „თ“, „კ“-„ნ“ და „ჟ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო სამართალდარღვევების ინსპექციის სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 2 ოქტომბრის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 2 ოქტომბრის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 2 ოქტომბრის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 2 ოქტომბრის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.105.016019.
- სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 2 ოქტომბრის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 2 ოქტომბრის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №19, 16.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.105.016019 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7046309/