თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3176-20 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3176-20
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3176-20

 განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 2026 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ციკოლია

 

მოვალე – შპს „სამედიცინო ცენტრი იუნონა“

წარმომადგენელი (დირექტორი) – მერაბ ტატიშვილი

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი– ქრისტინე კუბლაშვილი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

კრედიტორები – სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოება

გამოარკვია:

2018 წლის 23 მაისს შპს. „სამედიცინო ცენტრი იუნონას“ დირექტორმა, მერაბ ტატიშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს შპს. „სამედიცინო ცენტრი იუნონას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და მეურვედ დანიშნულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. კრედიტორთა კრება დანიშნულ იქნა 2018 წლის 11 ივლისს, 12:00 საათზე თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N24-ე სხდომის დარბაზში.

აღნიშნულ სხდომაზე აღიარებულ იქნა სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მოთხოვნა შპს. „სამედიცინო ცენტრი იუნონას“ მიმართ 2 577 277 ლარის და 45 თეთრის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში ასახული იქნა მე-4 რიგის მოთხოვნად. ასევე, აღიარებული იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნა შპს. „სამედიცინო ცენტრი იუნონას“ მიმართ 24 977 ლარის და 21 თეთრის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში ასახული იქნა მე-6 რიგის მოთხოვნად. ამავე კრედიტორთა კრებაზე, შპს. „სამედიცინო ცენტრი იუნონას“ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო შპს. „სამედიცინო ცენტრი იუნონას“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს‘’ განცხადება უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა. შპს. „სამედიცინო ცენტრი იუნონას” კრედიტორთა რეესტრში შეტანილი იქნა ცვლილება და კრედიტორის - სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა - სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება 2026 წლის 24 აპრილს შპს „სამედიცინო ცენტრი იუნონას“ გადახდისუუნარობის საქმეზე საბოლოო ანგარიშის მოსმენის, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით.

 2025 წლის 24 აპრილს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე შპს სამედიცინო ცენტრი იუნონას გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოადგინა საბოლოო ანგარიში.

 სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად დარჩენილი თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი რიგის კრედიტორზე.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა 20 777.04 ლარი და 0,06 ევროს ექვივალენტი ლარში სრულად უნდა განაწილდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით  და ადგილზე თათბირით

 დაადგინა:

 1. დასრულდეს შპს „სამედიცინო ცენტრი იუნონას“ (ს/ნ 204420493) გაკოტრების საქმის წარმოება.

 2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „სამედიცინო ცენტრი იუნონას“ (ს/ნ 204420493) რეგისტრაცია გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე და განხორციელდეს სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა.

 3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge).

 4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე   ნანა ციკოლია

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3176-20 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3176-20 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2026.
როდის იქნა მიღებული „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3176-20 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“?
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3176-20 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 22.07.2026. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/3176-20.
სად არის „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3176-20 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3176-20 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“, №2/3176-20, 22.07.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7046494/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება