„სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1265
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.027.017746
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება
№1265

2026 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1

„სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016998) დამტკიცებული წესის №15 და №25 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია

📎 დანართები (1)
danarti-15.docx ⬇

დანართი №15

მომართვის ფორმა

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის თაობაზე

სოციალური მუშაკი: ______________________________________________________

(სახელი, გვარი)

შემთხვევის მმართველისთვის საქმის განსახილველად გადაცემის თარიღი: _____ / _____ / 20____ წ.

სავალდებულოდ შესავსები:

ბენეფიციარის სახელი, გვარი
პირადი ნომერი
სქესი
ასაკი; დაბადების თარიღი
საცხოვრებელი მისამართი
საკონტაქტო ტელეფონი
წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი
წარმომადგენლის საკონტაქტო ტელეფონი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
სასჯელის სახე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/ნაწილი)
პენიტენციური დაწესებულების სახელწოდება (საიდანაც პირი გათავისუფლდა ან სადაც შეივსო მომართვა)
პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ხანგრძლივობა
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დრო/საფუძველი
მომართვის ფორმის შევსების ადგილი

პენიტენციური დაწესებულება

პრობაციის ბიურო

სხვა ___________________________________________________________

საჭიროებები (არასავალდებულოდ შესავსები):

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

იურიდიული კონსულტაცია

განათლება/დასაქმების ხელშეწყობა

სხვა: _______________________

შენიშვნა:______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

„მომართვის ფორმაზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სოციალური მუშაკისგან მივიღე ინფორმაცია ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ. ასევე, განმემარტა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ (მათ შორის, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლების, მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლების, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების, მონაცემთა დაბლოკვის, გადატანის უფლების, თანხმობის გამოხმობის უფლების, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსთვის მიმართვის უფლების თაობაზე) აგრეთვე, მონაცემთა შენახვის ვადის თაობაზე ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვხატავ სურვილს, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის თაობაზე და თანახმა ვარ, სააგენტოს მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტისა და „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანების შესაბამისად, დამუშავდეს ჩემი პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მიზნით.“.

შენიშვნა: თუ ბენეფიციარი ფიზიკური ნაკლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს მომართვის ფორმას, ხელმოწერა შეიძლება განახორციელოს მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა, გარდა სსიპ –დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლისა. ხელმოწერა მოწმდება ნოტარიულად და ამ გარემოების შესახებ აღინიშნება სანოტარო აქტში.

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონი: 032 222 28 00; ელფოსტა: agency@prevention.gov.ge;

მისამართი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, №42

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:

საკონტაქტო მონაცემები:

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი:

____________________________ _________________________________

ბენეფიციარის ხელმოწერა სოციალური მუშაკის ხელმოწერა

___________________________

თარიღი

დანართი №25

ბენეფიციარის თანხმობის ფორმა

პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე

მე, __________________________________________________________________________, თანახმა ვარ, რომ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს, ჩემ შესახებ არსებული შემდეგი პერსონალური მონაცემები: ჩემ მიმართ გამოტანილი განაჩენებისა და გათავისუფლების ცნობების ასლები, რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმა, სასჯელის მოხდის პერიოდში სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე, აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, გადასცეს მას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ჩემი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აგრეთვე, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (ნასამართლობასთან, პატიმრობასთან და სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული მონაცემები).

სახელი, გვარი: __________________________________________________________________

პირადი ნომერი: _________________________________________

ხელმოწერა: __________________________________________________________________

თარიღი: _______ /_______/20_______ წ.

შენიშვნა: თუ ბენეფიციარი ფიზიკური ნაკლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს თანხმობას, ხელმოწერა შეიძლება განახორციელოს მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა, გარდა სსიპ – დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლისა. ხელმოწერა მოწმდება ნოტარიულად და ამ გარემოების შესახებ აღინიშნება სანოტარო აქტში.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2026.
როდის იქნა მიღებული „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1265. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.027.017746.
სად არის „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1265, 17.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017746 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7046687/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება