„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1263 |
|
2026 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320030.22.027.017072) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ყოფილი მოსამსახურე სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში აგრძელებს მუშაობას სამსახურიდან გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით, ხოლო თუ მას სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მიენიჭა წოდება სხვა სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, მოხდება წოდებათა გათანაბრება ამ წესის №3 დანართით განსაზღვრული შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების მიუხედავად.“; ბ) მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. მოსამსახურეს, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და დისციპლინური წარმოება მის მიერ დისციპლინური შესაძლო გადაცდომის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური სახდელის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან დისციპლინური წარმოების დასრულებამდე.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსული მოსამსახურისთვის „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან, ასევე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება ამ წესის №3 დანართით განსაზღვრული შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების მიუხედავად. თუ ამ პირის სპეციალური წოდება იმავე დანართით განსაზღვრული შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებაზე დაბალია, მისთვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა.“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების, როგორც დისციპლინური სახდელის, გამოყენების უფლება აქვს სამსახურის გენერალურ დირექტორს.“. 4. წესის №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1263. სარეგისტრაციო კოდი — 010320030.22.027.017744.
- სად არის „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1263, 17.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.017744 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7046725/