„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №541 |
|
2026 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დადგენილება ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე ამ დადგენილების მე-12 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ან/და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გაფორმებულ/გასაფორმებელ ხელშეკრულებებსა და გამოცხადებულ/გამოსაცხადებელ ტენდერებზე.“;
ბ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ან/და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამ დადგენილების მე-13 მუხლით გათვალისწინებულ პერიოდებში ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.“;
გ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ამ დადგენილების მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს შემსყიდველს, ხელშეკრულებაზე ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, დროებითი წესით გათვალისწინებული რეგულაციები მიმწოდებლის მიმართ არ ვრცელდება.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფასთა ინდექსაცია ხორციელდება მხოლოდ იმ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოების დაწყებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სამუშაოების პერიოდულად ან/და ცალკეული დავალებების საფუძველზე შესრულება და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიწოდების საერთო ვადა აღემატება 12 თვეს, ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ შესრულებულ სამუშაოებზე, მიუხედავად ცალკეული დავალების გაცემის თარიღისა ან/და პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანგრძლივობისა.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ან/და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამ მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად:
ა) მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში 2026 წლის პირველი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებზე;
ბ) 2026 წლის პირველი ივნისიდან 2027 წლის პირველ იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, გარდა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერებისა;
გ) მიმდინარე და 2026 წლის პირველ ივნისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №541. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.10.003.026091.
- სად არის „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №541, 17.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.026091 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7047466/