„აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №544 |
|
2026 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი პუნქტი − „მართვის გეგმის მიზანი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მართვის გეგმის მიზანი
წარმოდგენილი მართვის გეგმა აწესრიგებს საქმიანობას საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონებში:
1. აკვაკულტურისათვის გამოყოფილი (მოლუსკის) ზონა №5 (დანართი №2).
2. აკვაკულტურისათვის გამოყოფილი (მოლუსკის) ზონა №7 (დანართი №4).
3. აკვაკულტურისათვის გამოყოფილი (მოლუსკის) ზონა №8 (დანართი №5).
მართვის გეგმის დანართები განსაზღვრავს თითოეული ზემოაღნიშნული ზონის მახასიათებლებს. თუ მართვის გეგმის დანართში არ არსებობს სპეციალური მითითება, ყველა ზონისთვის დგინდება საქმიანობის საერთო წესები.
წარმოდგენილი მართვის გეგმის მიზანია:
● ზონის მართვის პრინციპების უზრუნველყოფა;
● მოლუსკების საზღვაო აკვაკულტურის მდგრადი განვითარება;
● აკვაკულტურის საქმიანობის მართვის ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული სისტემის შექმნა;
● მკაფიო და ეფექტური მონიტორინგის შეფასებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
● პროცედურების გაუმჯობესება, რომლებიც გამოიყენება ზონის მართვისთვის ადაპტური მართვის სტრატეგიის საშუალებით. ადაპტური მართვის მიდგომა უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ, განმეორებით პროცესს გადაწყვეტილების მიღებისათვის, როდესაც შეიძლება არსებობდეს დაურწმუნებლობა. ის ასევე იძლევა ახალი ცოდნის უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობას, როგორც კი ის ხელმისაწვდომი ხდება;
● უკეთ დააბალანსოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი მიზნები. ამასთან, გამიზნულია აკვაკულტურის უკეთესი ინტეგრაციის უზრუნველყოფა სხვა აქტივობებთან ერთად;
● მაქსიმალურად გაზარდოს აკვაკულტურის სასარგებლო ეფექტი გარემოზე გარემოს მიერ უზრუნველყოფილი ეკოლოგიური სერვისების გაძლიერებით. ჯანსაღი საზღვაო ეკოსისტემები უფრო პროდუქტიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი საზღვაო ეკონომიკისთვის;
● აკვაკულტურასა და გარემოს შორის ურთიერთობის გაღრმავება, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური კონფლიქტები სხვადასხვა დარგს შორის, უზრუნველყოს სოციალური ან/და ეკონომიკური უპირატესობები დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აკვაკულტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიების კულტურული ან ეკოლოგიური კომპონენტების დაცვა;
● ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოება, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
● ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების ერთ-ერთი ძირითადი პირობის – ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობის ხელშეწყობა ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესანარჩუნებლად;
● ეკოგანათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა. აკვაკულტურის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობასა და აკვაკულტურის საქმიანობას შორის ჰარმონიული თანაარსებობის ჩამოყალიბებას.
აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების მართვის გეგმის მიზანს ასევე წარმოადგენს საქართველოს სანაპიროზე აკვაკულტურის ოპერაციების შესაბამისობა აკვაკულტურაში ეკოსისტემურ მიდგომასთან, კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების პრინციპებთან.
წარმოდგენილი აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების მართვის გეგმა უზრუნველყოფს აკვაკულტურის მდგრად განვითარებას, გარემოს დაცვას, თავად აკვაკულტურის დაცვას სხვა აქტივობების მავნე ზემოქმედებისგან, სანაპირო ზონაში ან/და ღია ზღვაში.“.
2. დანართი №1 – „აკვაკულტურისათვის გამოყოფილი (მოლუსკის) ზონა №4“ ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 17.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №544. სარეგისტრაციო კოდი — 400060000.10.003.026094.
- სად არის „აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №544, 17.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 400060000.10.003.026094 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7047502/