|
№
|
მოთხოვნა
|
შენიშვნა
|
|
|
მოთხოვნები ცოცხალი დონორისგან ორგანოს გადანერგვის განსახორციელებლად
|
|
|
1
|
სამედიცინო დაწესებულება უნდა ფლობდეს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და სანებართვო დანართებს საქმიანობებში:
|
|
|
1.1
|
ქირურგიული მომსახურება
(II-III დონე)
|
ა) დაწესებულებაში უნდა იყოს არანაკლებ 1 საოპერაციო დარბაზი, რომელიც გამოიყენება გადანერგვის მიზნებისთვის (ბავშვთა და მოზრდილთა სერვისების მიწოდების შემთხვევაში, საოპერაციო სპეციალურად აღჭურვილი უნდა იყოს პედიატრიული ასაკის ბავშვთა სპეციფიკის გათვალისწინებით) და იძლევა ერთდროულად 2 ოპერაციის (დონორი და რეციპიენტი) ჩატარების საშუალებას. ასევე შესაძლებელია ერთი საოპერაციო ბლოკის გვერდიგვერდ მდებარე 2 საოპერაციო დარბაზის გამოყენება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტრანსპლანტატის დაუყოვნებელი და უსაფრთხო მიწოდება გადანერგვის საოპერაციო დარბაზში;
ბ) საოპერაციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს ვიზუალური გამოსახულების საშუალებებით და უზრუნველყოფდეს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ვიზუალური გამოსახულების თანხლებით
(ე. წ. „ჰიბრიდული“ საოპერაციო, რომელიც ერთდროულად მოიცავს ქირურგიასა და ვიზუალიზაციის სისტემას; ან საოპერაციოში უზრუნველყოფილია ინტრაოპერაციულად მინიმუმ ულტრაბგერითი (დოპლეროგრაფია) და რენტგენოლოგიური კვლევის ხელმისაწვდომობა);
გ) საოპერაციო დარბაზში ვენტილაციის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს: ლამინირებული ჰაერის ნაკადს, დადებითი ატმოსფერული წნევის შენარჩუნებას, ჰაერცვლას არანაკლებ 20-ჯერ საათში (რომელთაგან 3-ჯერ მაინც უნდა მოხდეს სუფთა ჰაერით ჩანაცვლება, როგორც რეცირკულირებული), სუფთა ჰაერის HEPA ფილტრაციას;
დ) კლინიკური პერფუზიის ოთახი, რომელიც განთავსებულია საოპერაციო დარბაზთან მაქსიმალურად ახლოს (სავალდებულო არ არის მხოლოდ თირკმლის ტრანსპლანტაციის სერვისისთვის)
|
|
1.2
|
რეანიმაციული მომსახურება
(II-III დონე)
|
ა) ბავშვთა სერვისის მიწოდების შემთხვევაში, აღჭურვილობა პედიატრიული პარამეტრების უზრუნველყოფის შესაძლებლობით;
ბ) იზოლირებული სათავსი რაბით (ჰაერის დადებითწნევიანი ოთახი, სადაც იმუნოკომპრომენტირებული პაციენტი დაცულია ჰაეროვანი გადაცემის ნებისმიერი ინფექციისგან), რომელიც გამოიყენება მხოლოდ ტრანსპლანტაციის შემდგომ, იმუნოკომპრომენტირებული პაციენტებისთვის, რომელიც აღჭურვილია ჰემოდიალიზის აპარატით
|
|
1.3
|
რადიოლოგიური საქმიანობა
|
ა) კომპიუტერული ტომოგრაფიული სერვისი (არანაკლებ 64-შრიანი);
ბ) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
გ) დოპლეროგრაფია
|
|
1.4
|
ლაბორატორიული მომსახურება
ა) კლინიკური დიაგნოსტიკა;
ბ) ბიოქიმიური დიაგნოსტიკა;
გ) იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა
|
ა) იმუნომოდულაციური პრეპარატების კონცენტრაციის მონიტორინგის მიზნით, ლაბორატორიული მომსახურების მუდმივი ხელმისაწვდომობა;
ბ) 2028 წლის 1 იანვრიდან დაწესებულებების ლაბორატორიებისთვის სავალდებულოა ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვება;
შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ
ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე
|
|
2
|
მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისის უზრუნველყოფა
|
HLA − ქსოვილოვანი ტიპირების ლაბორატორიის მომსახურების უზრუნველყოფა (2028 წლის 1 იანვრიდან მიმწოდებელი ლაბორატორიისთვის სავალდებულოა ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა);
შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ
ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე
|
|
3
|
მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა
|
შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ
ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე (2028 წლის 1 იანვრიდან მიმწოდებელი ლაბორატორიისთვის სავალდებულოა ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა)
|
|
4
|
პლაზმაფერეზის/TPE-ის ჩატარების შესაძლებლობა
|
|
|
5
|
პერსონალი:
|
|
|
5.1
|
თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში
|
ექიმ-სპეციალისტები პაციენტის ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად:
ა) ტრანსპლანტაციის განხორციელების უფლების მქონე, სულ მცირე,
1 უროლოგი/ბავშვთა უროლოგი/ტრანსპლანტოლოგი (სუბსპეციალობის მოწმობის მქონე), არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით და რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული თირკმლის, სულ მცირე, 10 ტრანსპლანტაციაში, აქედან მინიმუმ 5 − როგორც ოპერატორს;
ბ) ტრანსპლანტაციის განხორციელების უფლების მქონე, სულ მცირე, 1 უროლოგი/ბავშვთა უროლოგი/ტრანსპლანტოლოგი (სუბსპეციალობის მოწმობის მქონე), არანაკლებ, 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით და რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული თირკმლის, სულ მცირე, 10 ექსპლანტაციაში (ორგანოს ამოკვეთა/აღება), აქედან მინიმუმ 5 − როგორც ოპერატორს;
გ) სულ მცირე, 2 ნეფროლოგი/ბავშვთა ნეფროლოგი, არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებით, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ პაციენტების მართვის მიმართულებით (იმუნოსუპრესიული თერაპია, პაციენტების პრე და პოსტოპერაციული მართვა, ბიოფსიური მასალის ჰისტოპათოლოგიური დასკვნების ინტერპრეტაცია და სხვ.), რომელთაგან 1 დასაქმებულია მხოლოდ ამ დაწესებულებაში
|
|
5.2
|
ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში
|
ექიმ-სპეციალისტები პაციენტის ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად:
ა)ტრანსპლანტაციის განხორციელების უფლების მქონე, სულ მცირე,
1 ქირურგი/ბავშვთა ქირურგი/ტრანსპლანტოლოგი (სუბსპეციალობის მოწმობის მქონე), არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით და რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ღვიძლის, სულ მცირე, 10 ტრანსპლანტაციაში, აქედან მინიმუმ 5 − როგორც პირველ ქირურგს;
ბ) ტრანსპლანტაციის განხორციელების უფლების მქონე, სულ მცირე,
1 ქირურგი/ბავშვთა ქირურგი/ტრანსპლანტოლოგი (სუბსპეციალობის მოწმობის მქონე), არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით და რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ღვიძლის, სულ მცირე, 10 ექსპლანტაციაში (ორგანოს ამოკვეთა/აღება), აქედან მინიმუმ 5 − როგორც პირველ ქირურგს;
გ) სულ მცირე,
2 გასტროენტეროლოგი/
ბავშვთა გასტროენტეროლოგი, არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის/
ექსპლანტაციის შემდგომ პაციენტების მართვის მიმართულებით (იმუნოსუპრესიული თერაპია, პაციენტების პრე და პოსტოპერაციული მართვა, ბიოფსიური მასალის ჰისტოპათოლოგიური დასკვნების ინტერპრეტაცია და სხვ.), რომელთაგან 1 დასაქმებულია მხოლოდ ამ დაწესებულებაში
|
|
5.3
|
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
|
სულ მცირე, 2 ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ღვიძლის /თირკმლის ტრანსპლანტაციისას და ექსპლანტაციისას პაციენტის წინასაოპერაციო მომზადების, ოპერაციის დროს ანესთეზიისა და ტრანსპლანტაციის/
ექსპლანტაციის დროს სავარაუდო გართულებების მართვის გამოცდილებით
|
|
6
|
უნდა ჰქონდეს სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP)/პროტოკოლები, რომლებიც შესაბამისობაშია ეროვნულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის რეკომენდაციებთან
|
მათ შორის:
● დონორის იდენტურობის ვერიფიკაცია (დადასტურება);
● სათანადო თანხმობის არსებობის შემოწმება;
● ორგანოსა და დონორის მახასიათებლების დასრულებული შეფასების ვერიფიკაცია;
● ორგანოთა მოპოვება (ექსპლანტაცია);
● ორგანოთა განადგურების პროცესი;
● რეციპიენტთა სკრინინგი, ტრანსპლანტაციამდელი შეფასება, ცოცხალი დონორების შეფასება და გამოკვლევა ტრანსპლანტაციამდე;
● ტრანსპლანტაციის პროცედურა და იმუნოსუპრესიული მკურნალობა;
● დონორისა და რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი
|
|
7
|
დაწესებულებას აქვს ტრანსპლანტაციის/ექსპლანტაციის პროცედურებში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის (ექიმი, ექთანი) უწყვეტი პროფესიული განვითარების (მზადების/ტრენინგების) წლიური პროგრამა და სახეზეა განხორციელებული პროგრამების შესახებ ჩანაწერები (სატრენინგო მასალა, მონაწილეთა აღრიცხვა და ტესტირების შედეგები)
|
|
|
7.1
|
ყველა ექიმ-სპეციალისტი ვალდებულია მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 30 უსგ ქულას
|
შეფასებას ექვემდებარება 2028 წლის 1 იანვრიდან;
შემოწმდება წინა კალენდარული წლის განმავლობაში დაგროვილი უსგ ქულები
|
|
7.2
|
ყველა ექთანი, 2 წელიწადში ერთხელ, უნდა გადიოდეს მზადების კურსებს რეანიმაციული ღონისძიებების, ასევე ადგილზე გადაუდებელი დახმარების განხორციელების მიმართულებით, ტრანსპლანტაციის სერვისის სპეციფიკის გათვალისწინებით
|
სავალდებულოა 2027 წლის 1 იანვრიდან
|
|
8
|
გადანერგვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემთა ასახვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით
|
დაწესებულებაში ხელმისაწვდომია შესაბამისი ინსტრუქცია/სოპი ამ პროცედურის თაობაზე, პერსონალი იცნობს და იცავს მას
|
|
9
|
ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით
|
დაწესებულებაში ხელმისაწვდომია შესაბამისი ინსტრუქცია/სოპი ამ პროცედურების თაობაზე, პერსონალი იცნობს და იცავს მას
|
|
10
|
დონორის დახასიათებისა და ტესტირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით
|
დაწესებულებაში ხელმისაწვდომია შესაბამისი ინსტრუქცია/სოპი ამ პროცედურების თაობაზე, პერსონალი იცნობს და იცავს მას
|
|
11
|
ორგანოების გადანერგვის სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით
|
დაწესებულებაში ხელმისაწვდომია შესაბამისი ინსტრუქცია/სოპი ამ სტანდარტების თაობაზე, პერსონალი იცნობს და იცავს მას
|
|
12
|
მიკვლევადობისა და სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ დროულად შეტყობინების, ანგარიშგებისა და მართვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით
|
დაწესებულებაში ხელმისაწვდომია შესაბამისი ინსტრუქცია/სოპი ამ პროცედურების თაობაზე, პერსონალი იცნობს და იცავს მას
|
|
13
|
დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი გამოსავლების იდენტიფიცირებასა და გაზომვას, მონაცემთა შეგროვებასა და გამოსავლების მონიტორინგს, სიკვდილიანობისა და ავადობის მონიტორინგსა და გარჩევებს, წარუმატებელი შემთხვევების გარჩევასა და რისკების მართვას
|
|
|
14
|
ხარისხის ინდიკატორები − დაწესებულება უნდა აწარმოებდეს რეგულარულ სტატისტიკას შემდეგი მაჩვენებლების შესაბამისად
|
● ცოცხალი დონორის სიკვდილიანობა 30 და 90 დღის განმავლობაში;
● დონორის მძიმე პოსტოპერაციული გართულებები;
● დონორის დაუგეგმავი რეჰოსპიტალიზაცია 30 დღის განმავლობაში;
● დონორის განმეორებითი ოპერაცია 30 დღის განმავლობაში;
● რეციპიენტის მძიმე ქირურგიული გართულებები 30 დღის განმავლობაში;
● რეციპიენტის სიკვდილიანობა 30 დღისა და
1 წლის განმავლობაში;
● რეციპიენტში ტრანსპლანტატის (გრაფტის) პირველადი უფუნქციობა ან დაგვიანებული ფუნქციონირება;
● ტრანსპლანტატის (გრაფტის)
1, 3 და 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი;
● რეციპიენტის 1, 3 და
5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი.“.
|