,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის შესახებ“

მიღების თარიღი 30.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №164
სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.001.109
გამოქვეყნების წყარო სსმ, 109, 31/07/2008
matsne.gov.ge 1,051 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.0pt 55.3pt 45.0pt 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №164 2008 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის შესახებ 1. „საქართვლოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის“ 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ა) შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე კახა სეხნიაშვილი    – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი, საბჭოს სამდივნოს უფროსი; ბ) საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს: გიორგი ლალიაშვილს – საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსს; გ) დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო) იქმნება მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. 2. საბჭო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომავალი თაობების ფონდისათვის და სტაბილური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ფინანსური აქტივების გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში – მთავრობა) წინადადებების მომზადება; ბ) მომავალი თაობების ფონდის მმართველის (შემდგომში – მმართველი) კანდიდატურ(ებ)ის შერჩევის კრიტერიუმების შესახებ წინადადებების მომზადება; გ) მომავალი თაობების ფონდის აქტივების საპროგნოზო მოცულობის შესახებ წინადადებების მომზადება; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შერჩეული მმართველის კანდიდატურ(ებ)ის განხილვა და მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა; ე) „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მმართველის კანდიდატურ(ებ)ის შერჩევის ვადის თაობაზე მთავრობისათვის წინადადებების მომზადება; ვ) გენერალური საინვესტიციო მანდატის (შემდგომში – გენერალური მანდატი) პროექტის მომზადება; აგრეთვე, გენერალური მანდატის პირობების გადახედვის შესახებ მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა; ზ) გენერალური მანდატის გადაცემის ხელშეკრულების პროექტის განხილვა და აღნიშნულ პროექტის თაობაზე მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა; თ) სტაბილური განვითარების ფონდის მართვის უფლების პროექტის მომზადება. აგრეთვე, მართვის უფლების პირობების გადახედვის შესახებ მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა; ი) სტაბილური განვითარების ფონდის ფინანსური რესურსების სავალუტო კომპოზიციის შესახებ მთავრობისათვის წინადადებების მომზადება; კ) მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაციის შესახებ მთავრობისათვის წინადადებების მომზადება; ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისათვის შეთავაზებული მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაციის გეგმის განხილვა და წინადადებების მთავრობისათვის წარდგენა; მ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისათვის წარდგენილი მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის წლიური საფინანსო ანგარიშების განხილვა და წინადადებების მთავრობისთვის წარდგენა; ნ) „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის დადგენის შესახებ წინადადებების მთავრობისათვის წარდგენა; ო) მთავრობის დავალებით მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.     მუხლი 3🔗. საბჭოს დაკომპლექტების წესი, ხელმძღვანელობა და სხდომა 1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი. საბჭოს წევრები, მათი თანხმობით, შესაძლებელია ასევე იყვნენ სხვა პირები, მათ შორის, ექსპერტები და სპეციალისტები. 2. საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც: ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას; ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს სამდივნოს უფროსი. 4. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სამდივნოს უფროსის გადაწყვეტილებით. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საჭოს სხდომის მოწვევა. 5. საბჭოს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც. 6. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც უნდა ასახავდეს სხდომაზე განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.     მუხლი 4🔗. საბჭოს სამდივნო 1. საბჭოს აქვს სამდივნო, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად. 2. საბჭოს სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო) ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი – სამდივნოს უფროსი. 3. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე სამდივნოს უფროსის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საჯარო მოსამსახურეებიდან. 4. სამდივნო ვალდებულია შეასრულოს საბჭოს თავმჯდომარისა და სამდივნოს უფროსის დავალებები. 5. სამდივნო ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების მომზადებას და გამართვას. სამდივნო პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 6. სამდივნოს კომპეტენციაა ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომელიც აუცილებელია საბჭოს ფუნქციონირებისათვის.     მუხლი 5🔗. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე. 2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. 4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.     მუხლი 6🔗. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი საბჭოს დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.