„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№360
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.018081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №360

2026 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, №159, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 134 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 12 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ გადასახადის გადამხდელის მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, მიმდინარეობს სასამართლოში სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე, საკითხზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემოსავლების სამსახურისთვის ჩაბარებამდე, ჩერდება ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით, 136 მუხლის პირველი ან/და 136 მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დინება, რის თაობაზეც გადასახადის გადამხდელს ეცნობება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.“.

2. 135 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. პირს, რომელიც აღიარებულია გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად და გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული ან რომლის გადახდევინება გადავადებულია, არ უბრუნდება:

ა) გადასახადის გადამხდელის დავალიანების (რომელიც არ არის აღიარებული ან რომლის გადახდევინება გადავადებულია) შესაბამისი ოდენობის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ცრუმაგიერ პირად აღიარების ფარგლების შესაბამისი ოდენობის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა, თუ აღნიშნული ფარგლები მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ „მოთხოვნაში“ მითითებული თანხა აღემატება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად, პირს უბრუნდება სხვაობა „მოთხოვნაში“ მითითებულ თანხასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას შორის.“.

3. 136 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ინსტრუქციის 134 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების (გარდა 11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებისა) დასრულების შემდეგ საგადასახადო ორგანო „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადისა, ამზადებს დასკვნას „მოთხოვნის“ სისწორეზე ან შესაგებელს (დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით) „მოთხოვნაზე“, რომელიც უნდა დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ. მიღებული  გადაწყვეტილება („მოთხოვნის“ დაკმაყოფილების შესახებ ან შესაგებელი) გადასახადის გადამხდელს ეგზავნება არაუგვიანეს ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნული პროცედურა არ ვრცელდება საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი პირის მიერ ფორმა №2-ის  წარმოდგენის შემთხვევაში.“.

4. 137 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „მოთხოვნის“ წარდგენიდან არაუგვიანეს ამავე ინსტრუქციის 134  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის მომდევნო სამუშაო დღისა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.11.2026.
როდის იქნა მიღებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №360. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.018081.
სად არის „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №360, 20.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.018081 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7049799/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება