1. მიწისქვეშა გაზოგენერატორების ოპერატორი, გაზოგენერატორებზე პარამეტრების მზომავი.
2. გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნახშირის და ფიქალის გამოხდის პროდუქტების, ნავთობის გადამუშავების პროდუქტების ანალიზზე, ქიმპროდუქტების ჭურჭლის რეცხვაზე დასაქმებული:
ა) ინჟინერი;
ბ) ტექნიკოსი;
გ) ქიმიური ანალიზის ლაბორანტი;
დ) ლაბორატორიისა და საცდელი დანადგარების ოსტატი;
ე) მუშა.
3. იგივე პროფესიები, დასაქმებულნი არომატული, უჯერი, ციკლოპენტანური, ციკლოგექსანური ნახშირწყალბადების, ანილინის, ნიტრონაერთების, აქროლადი მჟავების, ნახშირბადის ოქსიდის და გოგირდშემცველი გაზების სინთეზისა და გამოკვლევების სამუშაოებზე;
4. ქიმიური ანალიზის ლაბორანტი, უშუალოდ დასაქმებული სელექტიური გამხსნელებით ზეთების გასუფთავებასა და დეპარაფინიზაციაზე, ქიმიური ანალიზის ლაბორანტი, რომელიც დასაქმებულია ეთილის სითხის ანალიზზე;
5. სინჯის ამღები;
6. ქიმიური ანალიზის ქიმიკოსი და ლაბორანტი, მუდმივად დასაქმებული სხვადასხვა კატალიზატორების ანალიზზე;
7. ქიმიური ანალიზის ქიმიკოსი და ლაბორანტი, დანარჩენი კატალიზატორების ანალიზზე;
8. გოგირდოვან ნავთობზე, გოგირდოვანი გაზოკონდენსატისა და გოგირდოვანი ნავთობის შემცველ გაზზე, თავისუფალი გოგირდწყალბადის გამოყოფისას დასაქმებული:
ა) ქიმიკოსი;
ბ) ტექნიკოსი;
გ) ქიმიური ანალიზის ლაბორანტი;
დ) სინჯების ამღები