1. ჭაბურღილის მბურღავი, დასაქმებულები:

ა) ბურღვის სამუშაოებზე, სარტყამ-საბაგირო, მბრუნავ და საღარავ ჩარხზე;

ბ) მშრალი წესით ბურღვისას, პნევმატიკური ინსტრუმენტების გამოყენებით;

გ) კვარცისა და კვარციტის გადამუშავებაზე.

2. შპურების მბურღავი, დასაქმებული:

ა) კვარცისა და კვარციტის გადამუშავებაზე;

ბ) პნევმატიკური ინსტრუმენტებით და მშრალი მეთოდით ბურღვაზე.

3. ამფეთქებელი.

4. დამტვირთავის მძღოლი, დასაქმებული ტრაქტორისა და ავტომობილის სატვირთზე მთის მასის გადატვირთვაზე.

5. ქვების ამომრჩეველ-ჩამწყობი.

6. ნაყარის ამომტვირთავი.

7. ჰიდრომონიტორის მუშა.

8. ასაფეთქებელი მასალების მიმწოდებელი.

9. მესანგრე, დასაქმებული:

ა) ქვის ტეხვაზე;

ბ) ბურღვა-აფეთქების წესით კვარცისა და კვარციტის დამუშავებაზე.

10. მლესავი,დასაქმებული ბურღისა და ბურღის გვირგვინის ალესვაზე.

11. ზუმფის მუშა, დასაქმებული ჰიდროდანადგარის მომსახურებაზე.

12. ფილებისა და ბლოკების დამხვრეტი.

13. მენათურე, დასაქმებული აკუმულატორის ნათურების დამუხტვაზე.

14. სალუკე.

15. მიწისსაწოვი დანადგარის მემანქანე.

16. ბულდოზერის მემანქანე, დასაქმებული კარიერებზე.

17. ელმავლის მემანქანე.

18. მოტომავლის მემანქანე.

19. მიწის საწოვ, მოტივტივე, არათვითმავალი ჭურვების მექანიკური დანადგარების მემანქანე.

20. ექსკავატორის მემანქანე:

ა) ორთქლის შიგა წვის ძრავაზე;

ბ) ელექტროძრავაზე.

21. დასატვირთი მანქანის მემანქანე, დასაქმებული მთის მასის ჩატვირთვაზე.

22. გზაზე გადასაადგილებელის მემანქანე.

23. ქვის საჭრელი მანქანის მემანქანე.

24. ამწე მანქანის მემანქანე, დასაქმებული ვერტიკალურ და დახრილ ჭაურზე.

25. სკრეპერის ჯალამბრის მემანქანე, დასაქმებული ჯალამბრის და ტრაქტორის სკრეპერზე მუშაობით.

26. ამომრჩეველი.

27. გადამგორებელი, დასაქმებული შახტის ჭაურისაგან ქანების გადაგორებაზე.

28. გვირაბგამყვანი.

29. გზის მუშა, დასაქმებული კარიერებსა და ნაყარზე გზის ფენილებსა და რემონტზე.

30. მონალექის რუქის მუშა, დასაქმებული ქვიშის სამუშაოებზე.

31. მუშა, დასაქმებული შლაკის ნაყარის გადამუშავებაზე.

32. ყველა პროფესიის მუშები და ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები, მუდმივად დასაქმებულები კარიერებში 100 მეტრზე მეტ სიღრმის სამუშაოებზე.

33. ასაფეთქებელი მასალების დამრიგებელი.

34. ქვის მჭრელი.

35. მესიგნალე-მესახელურე, დასაქმებული შახტის შიდა სამუშაოებზე.

36. ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მექანიზმების ზეინკალ-მემონტაჟე, დასაქმებული ჰიდრომექანიზაციის წესით ტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟზე.

37. ზეინკალ-შემკეთებელი, კარიერებზე სამთო მოწყობილობების მომსახურებაზე.

38. ჭაურის მუშა.

39. მოძრავი შემადგენლობის გადამბმელ-კონდუქტორი, დასაქმებული მატარებლის შედგენით.

40. მონტაჟის მეტაკელაჟე, დასაქმებული ჰიდრომექანიზაციის მოწყობილობების მონტაჟზე.

41. ელექტროდანადგარების მომსახურე ელექტრომონტიორი, დასაქმებული კარიერებში სამთო მიწყობილობების მომსახურებაზ