1. ბაკელიტის ფირების წარმოების მეაპარატე.

2. ჰიდრავლიკური წნეხის მევინტილე.

3. დამჭრელი მანქანის მემანქანე, დასაქმებული სინთეტიკური ფისით შეწებებული ფანერის ნარჩენების დაჭრაზე.

4. ფანერისა და შპონების შემკეთებელი, დასაქმებული ფორმალინის, ფენოლის ფორმალდეჰიდის შემცველი სინთეტიკური წებოთი შეწებებული მილის რგოლების შეკეთებაზე.

5. წვრილფილის წნეხის მწნეხავი, დასაქმებული ფანერის დატენიანებაზე.

6. დახერხილი მერქნის მასალებისა და ნაკეთობის მჟღენთავი, დასაქმებული წნევის ქვეშ ლაქით ფანერის მილების გაჟღენთვაზე.

7. შპონის მჟღენთავი.

8. ბაკელიტისა და შარდოვანა-მელამინის ფირის გამომჭრელი ამწყობი, დასაქმებული ფისოვანი წებოსაგან შუასადების გაწმენდაზე.

9. ფანერის მილების ამწყობი, დასაქმებული სინთეტიკური წებოს გამოყენებაზე, რომლებიც შეიცავენ: ფენოლს, ფორმალინს, ფორმალდეჰიდს და შარდოვანას.

10. ფანერის მილების მწებავი, დასაქმებული ავტოკლავებში ფენოლის, ფორმალინის, ფორმალდეჰიდის და შარდოვანას შემცველი სინთეტიკური წებოს გამოყენებით, მილების რგოლის შეწებებაზე.

11. შპონებისა და ფანერების დამხარისხებელი, დასაქმებული ფენოლის, ფორმალინის, ფორმალდეჰიდის და შარდოვანას შემცველი სინთეტიკური წებოთი დაწებებული ფანერების დახარისხებაზე.

12. დამხვევ დაზგაზე მომუშავე, დასაქმებული ფენოლის, ფორმალინის, ფორმალდეჰიდის და შარდოვანას შემცველი სინთეტიკური წებოთი შეწებებაზე და მილის რგოლის დახვევაზე.

13. სახარატე დაზგაზე მომუშავე, დასაქმებული ფენოლის, ფორმალინის, ფორმალდეჰიდის და შარდოვანას შემცველი სინთეტიკური წებოთი დაწებებული ფანერის მილის დამუშავებაზე.

14. ჩამწყობ-შემფუთავი, დასაქმებული სინთეტიკური წებოთი (ფენოლი, ფორმალინი, ფორმალდეჰიდი და შარდოვანას შემცველი), დაწებებული ფანერების ჩაწყობა-შეფუთვაზე.

15. მერქნის ნაკეთობის, დეტალების, დახერხილი მასალების ჩამწყობი, დასაქმებული სინთეტიკური წებოთი (ფენოლი, ფორმალინი, ფორმალდეჰიდი და შარდოვანას შემცველი), დაწებებული ფანერების განლაგებაზე.

16. მეტრანსპორტიორე, დასაქმებული:

ა) სინთეტიკურ ფისზე ფანერის ნარჩენების მეტრანსპორტიორე;

ბ) სინთეტიკური წებოს გამოყენებით (ფენოლი, ფორმალინი, ფორმალდეჰიდი და შარდოვანას შემცველი) საამქროებში დეტალებისა და ნაკეთობების გადამტან