_ კინოსტუდია, კინოლენტის პირის გადამღები წარმოება, კინოფიკაცია, კინოგაქირავება, ტელევიზია, რადიომაუწყებლობა და თეატრალური სანახაობის საწარმოები
1. ქიმიური ხსნარების დამამზადებელი მეაპარატე, დასაქმებული ფიქსირებული და გასამჟღავნებელი ნარევის დამზადებაზე, ინჟინერ-ქიმიკოსები.
2. აეროგრაფისტი.
3. დეკორატორი-ბუტაფორისტი, დასაქმებული უშუალოდ ისეთ სამუშაოებზე, სადაც გამოიყენება ნიტროსაღებავები, მანათობელი და სხვა ანალოგიური საღებავები.
4. საკაბელო ნაწარმის მევულკანიზატორე, დასაქმებული ცხელი ვულკანიზაციის დროს კაბელის დაბოლოებებზე და შედუღებაზე.
5. ჰიდრომღებავი.
6. უთოზე მომუშავე, დასაქმებული მსახიობების კოსტუმების და თეთრეულის დაუთოებით.
7. გრიმიორი, დასაქმებული გრიმების დამზადებით.
8. გრიმიორი, დასაქმებული პლასტიკური გრიმების დამზადებაზე ცხელი ვულკანიზაციის გამოყენებით.
9. დეზინფექტორი.
10. სინათლის მგრძნობიარე ლენტების დამმუხტველი, გამნათებელი.
11. კინომექანიკოსი და უფროსი კინომექანიკოსი, დასაქმებული სტაციონალურ დანადგარზე, ზუსტი და რთული აპარატურის რთული კინოტექნიკის მექანიკოსი, რთული აპარატურის ტექნიკი.
12. მეკუჭნავე, დასაქმებული ქიმიკატების საწყობში.
13. კოლორისტი, საღებავის მწმენდავი და სხვა მუშები, რომლებიც უშუალოდ დასაქმებულნი არიან საღებავის დამზადებაზე მულტიპლიკაციისათვის, ტყვიის კრონის გამოყენებით.
14. ფილმის ასლების დამკომპლექტებელი.
15. ნეგატიური მასალების კონტროლიორი, დასაქმებული კინოფირების კონტროლზე, ნეგატივის მემონტაჟე.
16. მასიური პოზიტივის კონტროლიორი.
17. ფირებისა და გამხსნელის კონტროლიორი, დასაქმებული:
ა) ფერად ფირებზე და ფერად გამხსნელზე;
ბ) სხვა სამუშაოებზე.
18. კინოფირის ასლის გადამღები.
19. კოსტუმების (ტანსაცმლის) ჩამზომი (კოსტუმერი), სისტემატიურად დასაქმებული ტანსაცმლის საწყობში, რეკვიზიტორები.
20. თეატრალური მაკეტების დამამზადებელი, რომელიც იყენებს ნიტროსაღებავებს, მანათობელ და სხვა ანალოგიურ საღებავებს.
21. მღებავი-დეკორატორი, მშენებელი-მღებავი, რომელიც დასაქმებულია შენობაში და იყენებს ნიტროსაღებავებს, მანათობელ და სხვა ანალოგიურ საღებავებს.
22. კომპრესორული დანადგარების მემანქანე, დასაქმებული ამიაკის კომპრესორზე.
23. მექანიკი, რომელიც ემსახურება კინოსატელევიზიო დანადგარებს.
24. ნეგატივის, პოზიტივის და ფილმების ასლების, აგრეთვე გადაცემის მონტაჟორი:
ა) კინოსტუდიაში და ტელევიზიაში;
ბ) კინოპირის გადამღებ ფაბრიკებში, სუბტიტრების სახელოსნოში, კინობაზებში, განყოფილებებში, კინოგაქირავებაში.
25. ჩამოსასხმელი და საწნეხი ნაკეთობების დამმუშავებელი, დასაქმებული ცელულოიდის გაპრიალებაზე, ცელულოიდის დამბეჭდავი.
26. კინოდანადგარის პულტის მართვის ოპერატორი, დასაქმებული მაყურებელთა დარბაზში 6 საათის განმავლობაში.
27. გამნათებელი, დასაქმებული კინოგადაღების და ტელეგადაცემის დროს.
28. მეპასპორტე.
29. ფირებისა და ფოტოქაღალდების მაპერფორირებელი, დასაქმებული კინოფირის პერფორაციაზე.
30. სუბტიტრების მბეჭდავი.
31. პირომექანიკოსი-მეიარაღე, დასაქმებული პიროტექნიკური ნაკეთობების დამზადებაზე და პიროტექნიკური სამუშაოების შესრულებაზე.
32. საწყისი მასალების დამამზადებელი, დასაქმებული:
ა) კინოსტუდიაში და ტელევიზიაში;
ბ) კინოპირის გადამღებ ფაბრიკებში.
33. ფირების დამამზადებელი.
34. დამხმარე მუშა, დასაქმებული ფერადი ფირებისა და შემადგენლობითი ხსნარის დამზადებაზე ფირების ფერადი დამუშავებისათვის.
35. შავ-თეთრი ფირების დამუშავებაზე, შემადგენლობით ხსნარზე, ქიმიკატების და ფირების საწყობში, ლაბორატორიებში, სუბტიტრების სახელოსნოში დასაქმებული დამხმარე მუშა.
36. მაგნიტური გზაკვალის მომრწყველი.
37. კინოფირის გამამჟღავნებელი, დასაქმებული შავ-თეთრი ფილმების პოზიტივის და ნეგატივის დამუშავებით.
38. კინოფირის გამომმჟღავნებელი, დასაქმებული ფერადი ფილმების დამუშავებით.
39. მუშები, დასაქმებული სუბტიტრების სახელოსნოში.
40. მუშები, დასაქმებულნი პავილიონებში სანათებისათვის სიმაღლეზე ჩამოსაკიდებელი ხარაჩოების აწყობაზე.
41. მუშები, დასაქმებულნი ქაღალდის ნარჩენებისაგან საქაღალდის დამზადებაზე.
42. ფაზების მღებავი, ფილმების ასლების რესტავრატორი (აღმდგენი).
43. კინოფოტოფირების, ფოტოქაღალდების, ტექფირების დამჭრელი.
44. სუბტიტრების კლიშეს მჭრელი, დასაქმებული მოთუთიავებული კლიშეს დაჭრაზე და გაპრიალებაზე.
45. რეტუში დასაქმებული:
ა) ფერად და შავ ნეგატივზე;
ბ) შავ-თეთრ ნეგატივზე და პოზიტივზე.
46. ზეინკალ-შემკეთებელი დასაქმებული გასამჟღავნებელ მანქანაზე, ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე და კომუნიკაციებზე დამმუშავებელ საამქროში.
47. საკონტროლო-გამოთვლითი ხელსაწყოების და ავტომატიკის ზეინკალი, დასაქმებული ზუსტი გამოთვლითი აპარატურის შეკეთებაზე დამმუშავებელ საამქროში:
ა) ფერად ფირებზე;
ბ) შავ-თეთრ ფირებზე.
48. მულტიპლიკაციური სინჯის გადამღები, დიაპოზიტიური ფილმების გადამღები.
49. ფილმის ასლების ჩამწყობ-შემფუთავი.
50. დეკორაციის დამდგმელი, დასაქმებული პავილიონებში სიმაღლეზე.
51. ფერისა და სინათლის დამყენებელი, დასაქმებული კინოფირის დამუშავებაზე.
52. შუქის დამყენებელი ტელეგადაცემის დროს.
53. ფილმის შემმოწმებელი, დასაქმებული:
ა) კინოსტუდიაში და ტელევიზიაში;
ბ) კინოპირის გადამღებ ფაბრიკებში, სუბტიტრებულ სახელოსნოებში, კინობაზაში, კინოგაქირავების განყოფილებაში.
54. ფოტოლაბორანტი, დასაქმებული:
ა) ფერადი მასალის დამუშავებაზე;
ბ) შავ-თეთრი ნეგატივის და პოზიტივის დამუშავებაზე.
55. ელექტრომაკოპირებელი.
56. მეელექტროლიზე, დასაქმებული ვერცხლის რეგენერაციაზე (აღდგენაზე) გოგირდოვანი ნატრიუმის გამოყენებით.
57. ცეცხლიკებზე დამონტაჟებულ ელექტრომოწყობილობების მომსახურებაზე დასაქმებული ელექტრომონტიორი პავილიონებში და ფირის დამმუშავებელ საამქროებში.
58. მთავარი ინჟინერი, ინჟინერი, უფროსი ელექტრომექანიკოსი, ელექტრომექანიკოსი, უფროსი ტექნიკი, ტექნიკი, მექანიკოსი დასაქმებულები კინო-სატელევიზიო მოწყობილობების მომსახურებაზე, ვიდეომაგნიტური ჩანაწერების ოპერატორი, რომელიც დასაქმებულია საექსპლუატაციო-ტექნიკური მომსახურებით სტუდიის სააპარატო კომპლექსზე, რადიოცენტრების მოძრავ სატელევიზიო სადგურებზე, აგრეთვე ტექნიკური კონტროლის ჯგუფის მუშაკები, რომლებიც დასაქმებულნი არიან ეკრანზე ვიზუალური დაკვირვებით.
59. მუშაკები უშუალოდ დასაქმებულნი სასმენი აპარატის კონტროლით, რადიოგადაცემების დროს ტელეცენტრებში, რადიოცენტრებში და ტელევიზიისა და რადიოს საწარმოებსა და დაწესებულებებში.
60. ქიმიკატების საწყობის გამგე.
61. კოსტიუმების შესანახი საწყობის გამგე.
62. ინჟინერ-ოპტიკოსი.
63. ინჟინერი, უფროსი ტექნიკი, ტექნიკი, უფროსი ლაბორანტი, საამქროს ლაბორანტი, რომლებიც ამზადებენ საღებავებს საამქროში და აკონტროლებენ ამ საამქროს ლაბორატორიას.
64. ეკრანზე ფილმების მაკონტროლებელი.
65. უფროსი, უფროსის მოადგილე, ტექნოლოგი, ცვლის უფროსი, უფროსი მაკონტროლებელი ოსტატი, მაკონტროლებელი ოსტატი, მაკონტროლებელი – ამწყობი საამქროს უბნის უფროსი, მაკონტროლებელი ამწყობ საამქროში ფერისა და სიმკვრივის მიხედვით.
66. პიროტექნიკით შეიარაღებული საამქროს უფროსი.
67. ფილმის პირების სარესტავრაციო უბნის უფროსი.
68. ხსნარის დამამზადებელი უბნის უფროსი.
69. ვერცხლის რეგენერაციის უბნის უფროსი გოგირდოვანი ნატრიუმის გამოყენებით.
70. უფროსი ინჟინერი, ინჟინერი, ტექნოლოგი, ცვლის უფროსი, უფროსი ოსტატი, ოსტატი, საამქროს უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე, ფირის დამმუშავებელი.
71. უფროსი ინჟინერი, ინჟინერი, ინჟინერ-ტექნოლოგი, უფროსი ტექნიკი, ტექნიკი, უფროსი ლაბორანტი, სინთეტიკური მასალების ლაბორატორიის ლაბორანტი, დასაქმებული ოპერატიული საამქროს საკონტროლო-გამოსაცდელი ლაბორატორიის ლაბორანტი, საამქროს საკონტროლო-გამოსაცდელი ლაბორატორიაში ფირის დამუშავებისას ოპერატიული გადაღებების დროს.
72. ტექნიკი, რომელიც ემსახურება გადასაღებ ტექნიკას ტრიუკის მანქანაზე და დეზასამორფირებელ მანქანაზ