1. ქიმწყალწმენდაზე, ქიმრეაგენტების მომზადება-
ჩატვირთვაზე დასაქმებული მეაპარატე.
2. ქიმწყალწმენდის (მორიგე) მეაპარატე, დასაქმებული:
ა) ქლორირების პროცესზე;
ბ) სხვა სამუშაოებზე.
3. მებუნკერე, დასაქმებული ბუნკერის წინა ქვაბების, შნეკის ავტოჩაფენის მომსახურებაზე.
4. მყარი საწვავის, სამრეწველო ნარჩენებისა და ალმადანის ჩამტვირთავ-გადმომტვირთავი.
5. თბოელექტროსადგურების დახურულ ნაგებობებში, ეკიბასტუზური ნახშირის მუდმივად ჩამტვირთავ-გადმომტვირთავი.
6. თბოგამტარებისა და ქვაბების თბოიზოლაციის შემომკრავი მეთუნუქე, თბოელექტროსადგურებსა და თბოქსელებში.
7. მენაცრე, დაკავებული ნაცრისა და წიდის ხელით გამოცალკევებაზე.
8. ლოკომობილისაგან ნაცრისა და წიდის გამწმენდი.
9. გამხოლოებელი თერმოიზოლაციაზე (თერმო გამხოლოებელი), დასაქმებული თბოელექტროსადგურებსა და თბოქსელებში თერმოიზოლაციაზე.
10. ქვაბის მწმენდავი, დასაქმებული ქვაბების წმენდაზე.
11. თბოგადმომტვირთავის მემანქანე.
12. ნაცრის მომცილებლის მემანქანე-შემომვლელი (დარაჯი), დასაქმებული ჰიდრონაცარმოცილებაზე.
13. ორთქლის მანქანისა და ლოკომობილის მემანქანე.
14. ამწეს მემანქანე, დასაქმებული საქვაბე ტურბინების და საქვაბე საამქროებში (საქვაბეებში), ტურბინების განყოფილებაში თბოელექტროსადგურის დახურულ საწყობში.
15. სათბობის საფქვავი წისქვილის მემანქანე, დასაქმებული თბოელექტროსადგურის მტვერმოსამზადებელ საამქროში.
16. აგრეგატის მართვის ბლოკური სისტემის (საქვაბეტურბინა) მემანქანე.
17. აირტურბინის დანადგარის მემანქანე.
18. საქვაბე აღჭურვილობის მემანქანე-შემომვლელი.
19. ტურბოდანადგარის მემანქანე-შემომვლელი.
20. დამხმარე ტურბოდანადგარის მემანქანე-შემომვლელი.
21. მკვებავი ტურბოების და დეაერატორის მემანქანე: საბოილერო აღჭურვილობის თბოქსელების მემანქანე, რომელიც განთავსებულია უშუალოდ ტურბინების საამქროში.
22. შენობაში დამონტაჟებული ვენტილაციისა და კვამლგამწოვის მემანქანე.
23. საშრობის მემანქანე, მტვრის მოსამზადებელ საამქროში.
24. მტვრის მოსამზადებელ საამქროში, მტვრის ტუმბოების მემანქანე.
25. სანაოსნო დანადგარის მემანქანე, რომელიც დასაქმებულია მაზუთისა და სხვა ნავთობ-პროდუქტების გადატუმბვაზე.
26. წყალმიმღების სანაპირო ტუმბოს მემანქანე, რომელიც დასაქმებულია უშუალოდ ტურბოების განყოფილებაში განლაგებული დანადგარებისა და აღჭურვილობების მომსახურებაზე.
27. საქვაბე-დანადგარების მემანქანე-შემომვლელი (დარაჯი), საქვაბის უფროსის მემანქანე და მემანქანე, რომელიც დასაქმებულია სათბობის ხელით ჩაყრაზე.
28. საქვაბის, ტურბოსაქვაბეების უფროსი მემანქანე და მემანქანე საწვავის მექანიკური მიწოდების პირობებში, აირზე და მყარ საწვავზე მომუშავე საქვაბის უფროსი მემანქანე.
29. ტურბოების განყოფილებაში (საამქროში), ორთქლის ტურბოების უფროსი მემანქანე.
30. ენერგობლოკის მემანქანე, რომელიც ემსახურება 150ათ. კვტ-
ის და მეტი სიმძლავრის ცალკეულ ენერგობლოკებს.
31. ნაცრის მომცილებელ-მემანქანე-შემომვლელი, საქვაბეს ამწეკრანის მემანქანე, რომელიც დასაქმებულია საქვაბე ტურბოებზე, ტურბინებსა და საქვაბეებში ყველა, ვინც მუშაობს, ესტონური ფიქალის გამოსაწვავ თბოელექტროსადგურებში.
32. ტურბინებისა და საქვაბეების დამხმარე ტურბოდანადგარების მემანქანე-შემომვლელი, დასაქმებულნი საქვაბე ტურბინების და ტურბინების საამქროში და ქვაბების ზედაპირიდან მტვრისა და ნაცრის მოცილებაზე, აგრეთვე ესტონური ფიქალის გამომწველი თბოელექტროსადგურებში.
33. შიდა წვის ძრავის მემანქანე, რომელიც ემსახურება დიზელზე მომუშავე ელექტრო-
სადგურების დანადგარებს.
34. ელექტროსადგურებში, დანადგარების ზედაპირის მექანიზირებული წმენდის მოტორისტი, რომელიც დასაქმებულია საქვაბე ტურბინების და საქვაბე საამქროებში სათბობის მიწოდებაზე.
35. მიწიხაპია ტურბოების მოტორისტი.
36. მოტორისტი სათბობის მიწოდებაზე, რომელიც დასაქმებულია:
ა) თბოელექტროსადგურებში ნახშირის მიმწოდებლად;
ბ) სხვა თბოელექტროსადგურებში.
37. ქვაბების შემომქრევ-განწიდნავი (განწიდვა).
38. თბოქსელებსა და თბოელექტროსადგურებში, თბოგაყვანილობისა და ქვაბების შემოკირვაზე დასაქმებული ცეცხლფარეში.
39. დურგალი, რომელიც დაკავებულია თბოელექტროსადგურებში ქვაბების სარემონტო სამუშაოებისთვის ხარაჩოების დამზადებით.
40. მიწისქვეშა თბოელექტროსადგურების დანადგარების შეკეთებაზე დასაქმებული მუშები.
41. დამხმარე მუშა (ტრანსპორტის), რომელიც დაკავებულია თბომაიზოლირებელ სამუშაოებზე.
42. ხის მერქნის ანტისეპტირებაზე და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენის შეღებვაზე დასაქმებული მუშები ქვანახშირის და ბითუმის საღებავებით.
43. ელექტროსადგურებში, ნაცრის გადარჩევაზე, დაფასოებაზე და ჩამოტვირთვაზე დაკავებული მუშები.
44. ელექტროსადგურებსა და ელექტრო ქვესადგურების ღია გამანაწილებელ მოწყობილობებში, იზოლატორების დასუფთავებაზე დასაქმებული მუშები.
45. ჰიდროტექნიკურ ნაგებობის სავაზნეებში და სხვა შენობებში ბეტონის აღჭურვილობის ცემენტაციაზე დასაქმებული მუშები.
46. ელექტროსადგურების აირტურბინების მოტივტივე აღჭურვილობის შეკეთებაზე და მომსახურებაზე დასაქმებული მუშები.
47. მუშები, რომლებიც დასაქმებულნი არიან მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურის დანადგარებისა და კაშხალის შუაგულში ჩაყენებული დანადგარების შეკეთებასა და მომსახურებაზე.
48. ჰიდროელექტროსადგურის შენობის წყალქვეშა ნაწილში განლაგებული, დაშლილი ვერცხლის წყლის გამმართველების შეკეთებასა და მომსახურებაზე უშუალოდ და მუდმივად დასაქმებული მუშები.
49. ჰიდროელექტროსადგურების მუშაკები, რომლებიც მუდმივად და უშუალოდ არიან დასაქმებული, დედამიწის ზედაპირიდან 47 მ-ის სიღრმეში განლაგებული აღჭურვილობის შეკეთებასა და მომსახურებაზე.
50. თბოელექტროსადგურებში სათბობისა და ნავთობპროდუქტების დახურული საწყობების დანადგარების, ამასთან, ელექტროსადგურების და თბოქსელების გვირაბებისა და კამერების დანადგარების შემკეთებლები და ზეინკალ-რემონტიორები.
51. საქვაბეების და მტვერმომამზადებელი საამქროს დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი.
52. სათბობის მიმწოდებელი აღჭურვილობის შემკეთებელი ზეინკალი დასაქმებული:
ა) ეკობასტიზურ ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში;
ბ) სხვა დანარჩენ თბოელექტროსადგურებში.
53. თბოელექტროსადგურების სამანქანო საამქროში დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი.
54. საქვაბესა და მტვრის მოსამზადებელ საამქროს დანადგარების ზეინკალ შემკეთებელი, რომელიც დასაქმებულია თბოელექტროსადგურის ორთქლის ქვაბების შეკეთებაზე.
55. უშუალოდ საქვაბესა და ტუმბოსაქვაბეს მომსახურე (მორიგე) ზეინკალი.
56. ტუმბოსაამქროს (განყოფილების) სათბობის დახურული საწყობის ნავთობმეურნეობის, მტვრის მომზადების დანადგარების მომსახურებაზე უშუალოდ დასაქმებული (მორიგე) ზეინკალი.
57. სათბობის მიმწოდებელი (მორიგე) ზეინკალი, რომელიც დაკავებულია დანადგარების მომსახურებაზე;
58. თბოქსელებისა და თბოგამტარი აღჭურვილობის შემკეთებელი ზეინკალ-რემონტიორი.
59. მიწისქვეშა თბოგამტარი და თბოქსელების აღჭურვილობის მომსახურე ზეინკალი.
60. თბოქსელებში დასაქმებული ზეინკალი.
61. ტაკელაჟის მუშა, რომელიც ემსახურება მოქმედ თბოტურბინებს, საქვაბე საამქროში (საქვაბეში), ასევე ტურბოების (საამქროში) განყოფილებაში მტვრის მომამზადებელ და თბოელექტროსადგურებში, თბომიწოდებაზე.
62. საწარმოო შენობის დამლაგებელი საქვაბე, ტურბოსაქვაბეებსა და მტვერწარმომქმნელ თბოელექტროსაგურებში.
63. თბოსატრანსპორტო საამქროსა და თბომიწოდებაზე დასაქმებული შორნიკი.
64. ბუნკერებში და საქვაბეს ცხაურაში სათბობის მომრევი.
65. ელექტროქსელებში დასაქმებული მეკაბელე ელმონტიორი, რომელიც არემონტებს ტყვიის ქუროს გარსზე კაბელგამტარებს.
66. მეკაბელე-ელმონტიორი დასაქმებული ელექტროქსელებში, ტყვიის გარსცმიდან კაბელის განცალკევებაზე.
67. (მორიგე) ელექტროზეინკალი და (მორიგე) ელმონტიორი დასაქმებული თბოელექტროსადგურების ნავთობმეურნეობისა და სათბობ-სატრანსპორტო საამქროების დახურულ შენობებში, ელექტროტექნიკური დანადგარების მომსახურებაზე, სარეალო დაცვის საშუალებებზე ტურბოსაქვაბეებსა და ტურბინების საამქროებში, ავტომატიკისა და გამშვებმარეგულირებელი აპარატურის კონტროლზე, ასევე თბომიმწოდებლისა და მტვერწარმომქმნელის საამქროსა და განყოფილებაში აპარატურის მომსახურებაზე.
68. ელმონტიორი, რომელიც დასაქმებულია, საჰაერო, ელექტროგადამცემი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაზე.
69. ელექტროსადგურის მართვის მთავარი ფარის ელმონტიორი, რომელიც დასაქმებულია თბოელექტროსადგურის, ტურბინების საამქროში (განყოფილებაში) განლაგებულ ფართან მორიგეობით.
70. ელექტრომანქანების შემკეთებელი ელექტროზეინკალი და სარელეო დაცვის აპარატურისა და ავტომატიკის შემკეთებელი ელექტრომონტიორი, რომელიც დასაქმებულია ელექტროტექნიკური დანადგარების, სარელეო დაცვის საშუალებების, გამშვებ-მარეგულირებელი აპარატურის შეკეთებაზე, ტურბოსაქვაბეების ხელსაწყოების და ავტომატიკის კონტროლზე საქვაბესა და ტურბოსაქვაბეების (განყოფილებაში) საამქროებში, სათბობის მიმწოდებელ და მტვრის მოსამზადებელ საამქროებში, თბოელექტროსადგურების და ნავთობმეურნეობის, სათბობსატრანსპორტო სამსახურის დახურულ შენობაში.
71. ელმონტიორი, რომელიც დასაქმებულია ელექტროქსელებში 500 ათასი და მეტი ვოლტი ძაბვის გამოცდასა და გაზომვაზე.
72. ქვესადგურის მომსახურე და ელექტროდანადგარების შემკეთებელი ელმონტიორი, რომელიც დასაქმებულია 500 ათასი და მეტი ვოლტი ძაბვის პირობებში ელექტროქვესადგურებში, დანადგარების მომსახურებაზე.
73. ხეტყის წაქცევის, დაცურების, ტრანსპორტირების და პირველადი დამუშავების სამუშაოებისა და ტოტების გასხეპვისას ელექტროგადამცემი ხაზების გაწმენდაზე დასაქმებული მუშები.
74. ჭუჭალების მომსახურებაზე წნევის ქვეშ დასაქმებული მუშები.
75. ტყვიის აკუმულატორების დამუხტვაზე, შეკეთებასა და ელექტროლიტის მომზადებაზე დასაქმებული მუშები.
76. გადამმუშავებელი ზეთის რეგენერაციის სამუშაოებზე დასაქმებული მუშები.
77. ტვირთამწე მანქანებსა და მექანიზმებზე მეამწედ, მემანქანედ, ჩამბმელად დასაქმებული მუშები.
78. პნევმატური ინსტრუმენტებითა და სამშენებლო სამონტაჟო პისტოლეტით დასაქმებული.
79. ბიოსუბტრაქტის მომზადებაზე და ჩატვირთვაზე დასაქმებული მეაპარატე.
80. ბიოგაზის დანადგარის ოპერატორი.
81. გადამუშავებული ბიომასის გადამტანი მუშა.
82. ბიოგაზის გამწმენდი.
83. ქარისა და მზის ელექტროსადგურების მუშაკები, რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებულნი მიწის ზედაპირიდან 20 მ-დე მეტ სიმაღლეზე.
84. ქარისა და მზის ელექტროსადგურების მაღლივი კონსტრუქციების შეღებვაზე დასაქმებული მუშები.
85. სატუმბი დანადგარების მემანქანე, დასაქმებული გეოთერმული წყლის ტუმბვაზე.
86. თბომცვლელების უფროსი მემანქანე და მემანქანე.
87. ტურბინების განყოფილების უფროსი მემანქანე და მემანქანე.
თავი III
გეოლოგიურ-სადაზვერვო და გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული სამუშაოებ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 11.11.2020
მუხლი 9. ელექტროენერგეტიკული მრეწველობა
თავი II — ნახშირისა და ფიქალის მრეწველობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ვერცხლისწყლის მადნის მოპოვება მიწისქვეშა მეთოდით
- მუხლი 3. ნიობიუმის მადნის მოპოვება მიწისქვეშა მეთოდით
- მუხლი 4. საექსპლუატაციო და მშენებარე კარიერების, ასევე სამთო მაღაროს ზედაპირის და გეოლოგიური დაზვერვის სამთო გახსნა
- მუხლი 5. მიწისქვეშა სამუშაოები
- მუხლი 6. მიწისქვეშა უბნების ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და სპეციალისტები
- მუხლი 7. შახტის ზედაპირზე მომუშავე მუშები
- მუხლი 15. შავი მეტალურგია
- მუხლი 16. დინასის წარმოება (კვარცისა და კვარციტების მოპოვება, გამდიდრება და გადამუშავება)
- მუხლი 17. ბრძმედის წარმოება
- მუხლი 19. ფოლადსადნობი წარმოება
- მუხლი 21. წიდის საფქვავი განყოფილება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 9, №147/ნ, 03.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.318 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70600/muxli-9/