საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.05.2007
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.39.036.010.326
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 11/05/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2007 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| № | მოთხოვ-ნილი საჯარო ინფორ-მაციის არსი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.39.036.010.326
საქართველოს გენერალური
პროკურორის ბრძანება №18
2007 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდართული ფორმა.
2. საქართველოს პროკურატურის საჯარო რეესტრის წარმოება დაევალოს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის წარმოების ჯგუფს.
3. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და ასლის გაცემა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36–38-ე და მე-40 მუხლებით დადგენილი წესით.
4. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი ანაზღაურება განხორციელდეს ინფორმაციის მომთხოვნი პირის ხარჯზე.
5. დაუშვებელია საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა, გარდა კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით პირდაპირ გათვალისწინებული, ასევე ამ წესის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის არარსებობის პირობებში, წინასწარი გამოძიების დაწყების, შეწყვეტის და დასრულების შესახებ ინფორმაცია ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ამ წესის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.
7. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის არსებობის პირობებში, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის და დასრულების შესახებ ინფორმაცია ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ამ წესის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.
8. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გენერალური პროკურორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) თანხმობით, რაც შედის მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დასაშვებია ისეთი ინფორმაციის გაცემა, რომელზეც ვრცელდება ამ წესის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ასევე სხვა ინფორმაციის, რომელიც სცილდება ამ წესის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის დასაიდუმლოების პრინციპებს.
9. დაუშვებელია საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით დადგენილი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული ინფორმაციის გაცემა.
10. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, დაცული საქართველოს პროკურატურაში, დაკავშირებული მისი კანონით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების, მათ შორის, ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან, ან ამ საქმიანობის შედეგად მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს ნ. გვარამიას.
12. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საჯარო რეესტრი
№
მოთხოვ-ნილი
საჯარო ინფორ-მაციის არსი
პირი, რომელმაც მოითხოვა ან/და რომელსაც გაეგზავნა საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმა-ციის რეესტრში შეტანის თარიღი
საჯარო ინფორ-მაციის მოთხოვ-ნის თარიღი
საჯარო ინფორმა-ციის გაცემის ვადა
საჯარო ინფორ-მაციის გაცემის თარიღი
საჯარო ინფორმა-ციის გაცემაზე პასუხის-მეგებელი პირი
შენიშვ-ნა
1
2
3
4
5
6
7
8
9