უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 170.010.000.22.027.010.344
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 16/05/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2007 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:11.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.4pt 56.7pt 28.4pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.010.000.22.027.010.344
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №134
2007 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის „ჟ.ა“ ქვეპუნქტის შესასრულებლად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება ,,უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 8 ოქტომბრის №304 ბრძანება ,,უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
დებულება
უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება ადგენს უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის წესს.
2. ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია ერთი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, ან რომელთა შედგენაშიც მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული, მეორე სახელმწიფოს მიერ განსახილველად მიიღება ამ ქვეყნის ორგანოების მიერ დადგენილი წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული დოკუმენტები ლეგალიზებულია, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ქვეყნების შიდა კანონმდებლობით, ან ლეგალიზაციის გაუქმების ან გამარტივების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილენიც არიან ეს სახელმწიფოები.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) ლეგალიზაცის დროს ხდება ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ხელმოწერისა და გერბიანი ბეჭდის ნამდვილობის დადასტურება ამ დოკუმენტების სხვა სახელმწიფოში გამოყენების მიზნით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
4. დოკუმენტების ლეგალიზაცია ხორციელდება დოკუმენტის მესაკუთრის ან სხვა ნებისმიერი პირის მომართვის საფუძველზე.
5. დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარმომდგენი პირი ავსებს განცხადების სპეციალურ ფორმას (დანართი №1). დადგენილი წესით შევსებული განცხადება სალეგალიზაციო დოკუმენტთან და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად ბარდება სამინისტროს დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
6. სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ დოკუმენტთა ლეგალიზაციას ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტი.
7. საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტებს ლეგალიზაციისათვის ამზადებს ნოტარიუსი, რომელიც ხელმძღვანელობს ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
8. დოკუმენტების ლეგალიზაციაზე სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირის უარი გასაჩივრდება ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
ლეგალიზაციის წესი და პირობები
9. დოკუმენტის ლეგალიზაცია რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) სალეგალიზაციო დოკუმენტის წარმომდგენი პირის ვინაობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;
ბ) დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ შევსებული განცხადების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
გ) დოკუმენტის დასახელება და რეკვიზიტები;
დ) სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის სახელი, გვარი;
ე) ლეგალიზაციის რიგითი ნომერი და თარიღი;
ვ) ლეგალიზაციის მთხოვნელი პირის ხელმოწერა;
ზ) ლეგალიზებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო.
10. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
11. იუსტიციის სამინისტრო ახდენს საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით შედგენილი და საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციას, რომლის დროსაც დოკუმენტზე სრულდება დადგენილი ფორმის სალეგალიზაციო წარწერა და დაესმება ბეჭედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დამადასტურებელი წარწერის შტამპისა და გერბიანი, ორენოვანი ბეჭდის ნიმუშის მიხედვით.
12. ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული, ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, სამუშაო დღის ბოლოს სალეგალიზაციო შტამპი და სარეგისტრაციო ჟურნალი გადასცეს ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსს.
13. სალეგალიზაციო შტამპი, ბეჭედი და სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას (ლითონის სეიფში).
14. სალეგალიზაციო შტამპის, ბეჭდისა და სარეგისტრაციო ჟურნალის გამოყენებასა და წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსს.
15. საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაცია წარმოებს როგორც ორიგინალში, ასევე ქსეროასლებში, ქსეროასლების დამოწმება ლეგალიზაციისათვის ხდება ნოტარიუსის მიერ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.
16. იუსტიციის სამინისტრო ლეგალიზაციის პროცესში ხელმძღვანელობს ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საქართველოს ნოტარიუსთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში მოცემული ნოტარიუსთა ხელმოწერისა და გერბიანი ბეჭდის ნიმუშებით.
17. ლეგალიზაციას არ საჭიროებენ დსთ-ის ქვეყნებში წარსადგენი დოკუმენტები, მინსკის 1993 წლის კონვენციის შესაბამისად.
18. თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირს გაუჩნდა ეჭვი, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები ყალბია, ან შესრულებულია დადგენილი წესების დარღვევით ან არაუფლებამოსილი ნოტარიუსის მიერ, მაშინ იგი არ ახდენს დოკუმენტების ლეგალიზაციას და ატარებს გადაუდებელ ღონისძიებებს აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობის დასადგენად.
19. იუსტიციის სამინისტრო ლეგალიზაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტებს ლეგალიზაციას უკეთებს წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
თავი III
დოკუმენტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ლეგალიზაციას
20. ლეგალიზაციას არ ექვემდებარება დოკუმენტი, რომელიც ეწინაღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ან რომელიც არ არის სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული, ან გაფორმებულია ოფიციალური დოკუმენტისათვის წაყენებული მოთხოვნების დარღვევით.
21. ლეგალიზაციას არ ექვემდებარება დოკუმენტი, რომელიც არ მოწმდება სანოტარო წესით, აგრეთვე დოკუმენტი, რომლის გადაგზავნა ან გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
თავი IV
სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტების მიმართ წაყენებული მოთხოვნები. სალეგალიზაციო წარწერის შესრულების წესი
22. სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული. ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭდის გამოსახულება სრულდება გარკვევით.
23. დოკუმენტებში შესწორებებისა და მინაწერების გაკეთება ხდება ნოტარიუსის მიერ სათანადო წარწერის გაკეთებამდე. შესწორებები და მინაწერები კეთდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს თავდაპირველად შეცდომით დაწერილის, შემდგომ გადახაზულისა და შესწორებულის წაკითხვა.
24. მას შემდეგ, რაც ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი დარწმუნდება, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები შესრულებულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადახდილია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ბაჟი, ახდენს დოკუმენტის ლეგალიზაციას.
25. სალეგალიზაციო წარწერაში შესწორებებისა და დამატებების შეტანა დაუშვებელია. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სალეგალიზაციო წარწერაში შეტანილია შესწორებები და დამატებები, ამის შესახებ შენიშვნას აკეთებს და შემდეგ ხელს აწერს მხოლოდ ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
26. სალეგალიზაციო წარწერა სრულდება შტამპის დასმით. თუ დოკუმენტზე სალეგალიზაციო წარწერისათვის არ არის ადგილი, მაშინ სალეგალიზაციო წარწერა შესრულდება ცალკე ფურცელზე, რომელიც თან დაერთვის დოკუმენტს, გაეყრება ზონარი და დამოწმდება ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
27. ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევით ლეგალიზებულ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია.
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
ნოტარიატის დეპარტამენტს
მოქალაქე ------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
I. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:
ა) დოკუმენტის წარმომდგენი პირი __________________________________
სახელი, გვარი
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები __________________________
გ) საკონტაქტო ტელეფონი ____________________________________
II. სალეგალიზაციო დოკუმენტი (დოკუმენტები), მისი რაოდენობა და რეკვიზიტები
(დოკუმენტის სახე, ნომერი, ხელმომწერი პირის სტატუსი):
1) ________________________________________
2) ________________________________________
3) ________________________________________
4) ________________________________________
5) ________________________________________
6) ________________________________________
7) ________________________________________
8) ________________________________________
9) ________________________________________
10) ________________________________________
III. ლეგალიზებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო:
___________________________
IV. დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:
___________________________ (ლარი)
განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა დოკუმენტის მიმღები პირის ხელმოწერა
_________________________________________________ ________________________________________________
შემოტანის თარიღი ნოტარიატის დეპარტამენტის
,,--------“----------------“ 200 წ. უფროსი/მრჩეველი