საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.05.2007
ძალის დაკარგვა 03.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №731
სარეგისტრაციო კოდი 030.020.000.22.034.010.359
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 21/05/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 მაისის №731 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.05.2017
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 030.020.000.22.034.010.359
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №731
2007 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ“ (დანართი №1).
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ეს ინსტრუქცია აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) დისციპლინური გადაცდომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა (შემდგომში – სამხედრო მოსამსახურე) ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილებში (შემდგომში – ჰაუპტვახტი) ყოფნის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
1. ინსტრუქციის მიზანია სახელმწიფო მმართველობის მიერ დადგენილი წესის, სახელმწიფო-საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის გამყარება.
2. ინსტრუქცია ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მუხლი 3🔗.
1. სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას, სამართალსუბიექტობას. სამხედრო მოსამსახურეს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვა არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მხოლოდ იმისათვის, რომ პირი განიმსჭვალოს წესრიგის დაცვისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გრძნობით.
2. ჰაუპტვახტში სამხედრო მოსამსახურის განთავსების ადგილის პირობები უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო-ტექნიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფდეს ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვას, პიროვნების ხელშეუხებლობას, პირის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, მისი ინტერესების დაცვის უნარს.
3. სამხედრო მოსამსახურის მიმართ სასტიკი მოპყრობა, მისთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის მიყენება დაუშვებელია.
თავი II
ჰაუპტვახტის ფუნქციონირება
მუხლი 4🔗.
1. ჰაუპტვახტი ფუნქციონირებს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველოს) სტრუქტურაში.
2. ჰაუპტვახტში საკმარისი ადგილების უქონლობის ან სხვა მიზეზების გამო, მისი არაფუნქციონირების შემთხვევაში, მთავარი სამმართველოს უფროსთან ან მის მოადგილესთან შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურეებს განათავსებენ სხვა ყველაზე ახლოს განთავსებულ ჰაუპტვახტში.
3. ტერიტორიულად სხვა ჰაუპტვახტში სამხედრო მოსამსახურეთა გადაგზავნისას, მათი გადაყვანის ორგანიზებას უზრუნველყოფს დანაყოფი, რომელშიც მსახურობს სამხედრო მოსამსახურე.
მუხლი 5🔗.
ჰაუპტვახტში ცალკე ათავსებენ:
ა) ქალებს;
ბ) სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც ჩადენილი აქვთ დისციპლინური გადაცდომა;
გ) სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც ჩადენილი აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
თავი III
სამხედრო მოსამსახურის ჰაუპტვახტში გადაყვანა და მოთავსება
მუხლი 6🔗.
ჰაუპტვახტში მოთავსდებიან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული სამხედრო მოსამსახურეები არა უმეტეს 30 დღე-ღამემდე ვადით.
მუხლი 7🔗.
1. სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანა ჰაუპტვახტში ან/და სასამართლოში ხორციელდება საშტატო იარაღით (საჭიროების შემთხვევაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით) შეიარაღებული გუშაგების თანხლებით.
2. გუშაგები ვალდებულნი არიან იარაღი გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დისციპლინური წესით პატიმრობაშეფარდებული სამხედრო მოსამსახურეების ოთხ კაცზე მეტის ქვეითად ჰაუპტვახტში გაგზავნა აკრძალულია. სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს რიგში მიჰყვებიან. მათ გასაგზავნად ინიშნება ერთი (ან ორი) გუშაგი, რომელიც მიჰყვება რიგს 2-3 ნაბიჯით უკან მარცხნივ ან მარჯვნივ.
4. სამხედრო მოსამსახურეთა ფეხით გადაყვანისას ქალაქების, მსხვილი დასახლებული პუნქტების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გადაკვეთა, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა აკრძალულია.
5. საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეთა გასაგზავნად გამოიყოფა სპეციალური ტრანსპორტი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ოპერატიული ავტომანქანა. მგზავრობის დროს სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიდაგანათებისა და კონდენცირების საშუალებებით. გადაადგილების დროს სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ საკვებით და სასმელი წყლით.
მუხლი 8🔗.
1. ჰაუპტვახტში მიყვანილ სამხედრო მოსამსახურეს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მიიღებს ჰაუპტვახტის უფროსი ან მისი მოადგილე და ჰაუპტვახტში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა წიგნში აფიქსირებენ მათ სამსახურებრივ მონაცემებს.
2. ჰაუპტვახტში მიღების დროს სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაიაროს სამედიცინო კონტროლი, რომელსაც ატარებს ექიმი და ახდენს სამედიცინო შემოწმების შედეგების დეტალურად აღწერას და აღნიშვნას შესაბამის ჟურნალში შეტანით.
3. ჰაუპტვახტის უფროსი ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ გააცნობს სამხედრო მოსამსახურეს მის უფლებებსა და მოვალეობებს, ჰაუპტვახტის შინაგანაწესს.
4. ჰაუპტვახტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახდენს სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით აკრძალული ნივთების ჩამორთმევას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს.
5. სამხედრო მოსამსახურეების მიღებისას წარმოებს მათი პირადი შემოწმება. პირადი შემოწმება შეუძლია აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა, იმავე სქესის ორი პირის თანდასწრებით. შემოწმებისას ხდება სამხედრო მოსამსახურის სხეულის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დათვალიერება. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო სამსახურის მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. სამხედრო მოსამსახურეს დარჩება მხოლოდ ის ნივთები, რომელთა შენახვის უფლებაც მათ გააჩნიათ ჰაუპტვახტის შინაგანაწესით. დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საკნის ბარათში.
6. პირადი შემოწმებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება, დაუშვებელია პირის დამცირება.
7. პირადი შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც თან ერთვის აქტი ნივთების ჩამორთმევის თაობაზე. ოქმს ხელს აწერს სამხედრო მოსამსახურე და ჰაუპტვახტის უფლებამოსილი პირი, რომელიც აწარმოებდა შემოწმებას.
8. ჰაუპტვახტში მიმღებ პასუხისმგებელ პირს, მიღებული და ამოღებული ნივთების სია, დოკუმენტები და ფულის რაოდენობის მონაცემები სამხედრო მოსამსახურეთა წიგნში შეაქვს სამხედრო მოსამსახურის თანდასწრებით და აძლევს მას ხელწერილს მათ მიღებაზე, რის შემდეგაც სამხედრო მოსამსახურეს საკანში მოსავთასებლად აგზავნის ჰაუპტვახტის შესაბამის უფლებამოსილ პირთან, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა წიგნში მითითებული მონაცემების მიხედვით, გუშაგების მეშვეობით, ათავსებს შესაბამის საკანში.
თავი IV
ჰაუპტვახტში სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა
მუხლი 9🔗.
1. საკნებს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას. საცხოვრებელი ფართობის ნორმა ერთ სამხედრო მოსამსახურეზე არ უნდა იყოს 3 კვ.მ-ზე ნაკლები.
2. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი არიან კვებით – კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო მოსამსახურის ძირითადი ულუფით.
3. ჰაუპტვახში მოთავსებული პატიმრებისთვის ძილისათვის დღე-ღამის განმავლობაში 7 (შვიდი) საათია გათვალისწინებული.
4. დღე-ღამის განმავლობაში, გარდა სამუშაოს შესრულების, სამწყობრო მომზადებისა და სეირნობის დროისა, სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან ბოქლომზე დაკეტილ საკნებში.
5. ჰაუპტვახტის საკნებისთვის ბოქლომების თითო გასაღები ინახება ჰაუპტვახტის უფლებამოსილ პირთან, ხოლო ორი გასაღები – ჰაუპტვახტის უფროსის ოთახში არსებულ სეიფში.
თავი V
სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 10🔗.
სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს კვებით, ტანსაცმლითა და შრომის უსაფრთხოებით; სამედიცინო დახმარებით (საჭიროების შემთხვევაში უტარდება გადაუდებელი მკურნალობა);
ბ) ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიეცეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი და ფიზიოლოგიური მოთხოვნები და შესაძლებლობა ჰქონდეს, დაიცვას პირადი ჰიგიენა;
გ) ჰაუპტვახტის უფროსის ან უფლებამოსილი პირის ნებართვით შეინახოს და გამოიყენონ ჰაუპტვახტის შინაგანაწესით განსაზღვრული ნივთები;
დ) შეიტანოს საჩივარი ჰაუპტვახტის მოსამსახურეთა, სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედებაზე;
ე) მოითხოვოს დამცველთან შეხვედრა შეუზღუდავად;
ვ) განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსის ნებართვით ერთხელ შეხვდეს ოჯახის წევრებს;
ზ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
მუხლი 11🔗.
სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას შინაგანაწესი;
ბ) შეასრულოს ჰაუპტვახტის ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;
გ) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები;
დ) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები;
ე) გაუფრთხილდეს ჰაუპტვახტის ქონებას;
ვ) დაასუფთაოს საკანი და სხვა სათავსოები რიგითობის დაცვით;
ზ) არ განახორციელოს ჰაუპტვახტის მოსამსახურეთა და სხვა პირთა ღირესების დამამცირებელი მოქმედებები;
თ) არ გაუწიოს წინააღმდეგობა ჰაუპტვახტის მოსამსახურეებსა და სხვა პირებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას;
ი) არ ჩაიდინოს განზრახი ქმედებები, რომელიც ემუქრება მისი ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
კ) დაიცვას დღის წესრიგი;
ლ) ზრდილობიანად მოეპყროს ჰაუპტვახტის მოსამსახურეებსა და სხვა პირებს;
მ) ჰაუპტვახტის მოსამსახურეთა, აგრეთვე სხვა უფლებამოსილ პირთა მოთხოვნით აცნობოს მათ თავისი ვინაობა;
ნ) დაიცვას სიჩუმე;
ო) იმორიგეოს საკანში რიგის დაცვით;
პ) განახორციელოს ჰაუპტვახტის ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი სხვა ქმედებები.
მუხლი 12🔗.
სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) იქონიოს, მიიღოს, შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) იქონიოს მიმოწერა, ისაუბროს ან გადასცეს რაიმე საგნები სხვა საკნებში მყოფ პირებს, დაუკავშირდეს მათ კაკუნის საშუალებით;
გ) დააბინძუროს საკნის სანიტარიული კვანძი;
დ) საკნის კედლებიდან ჩამოხსნას ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
ე) დააბინძუროს ან დააზიანოს საკნის კედლები ან/და ინვენტარი;
ვ) იხმაუროს ან სხვაგვარად დაარღვიოს სიჩუმე;
ზ) განახორციელოს ჰაუპტვახტის ხელმძღვანელობის მიერ აკრძალული სხვა ქმედებები.
მუხლი 13🔗.
1. ჰაუპტვახტში სამხედრო მოსამსახურეების დღის განრიგს ადგენს ჰაუპტვახტის უფროსი და ამტკიცებს მთავარი სამმართველოს უფროსი.
2. ჰაუპტვახტის საერთო საკნებში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეები, ჰაუპტვახტში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად, დღე-ღამეში შეიძლება 9 საათით ჰაუპტვახტის ტერიტორიაზე გაყვანილ იქნენ სამუშაოდ, რომელთაც ხელმძღვანელობს ჰაუპტვახტის უფლებამოსილი პირი.
3. ჰაუპტვახტში მოთავსებულ სამხედრო მოსამსახურეებს, თუ ისინი სამუშაოზე არ გაჰყავთ, შეიძლება ყოველდღიურად ჩაუტარდეთ 4-საათიანი მეცადინეობა სამწყობრო მომზადებაში და წესდებების შესასწავლად.
4. ჰაუპტვახტის საკნებში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ყოველდღიური დილისა და საღამოს გამოძახება ტარდება ჰაუპტვახტის უფლებამოსილი პირების მიერ სახელობითი სიის მიხედვით.
მუხლი 14🔗.
1. პატიმრებს, ყოველდღიურად 1 (ერთი) საათით გუშაგის თანხლებით, გამოიყვანენ სასეირნოდ ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული განცალკევების პრინციპით.
2. ყოველ დილით და საღამოს პირადი ჰიგიენის მოწესრიგებისათვის, სამხედრო მოსამსახურეები გუშაგის თანხლებით გამოჰყავთ საკნების მიხედვით.
3. ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სამხედრო მოსამსახურეები საკნებიდან გამოჰყავთ გუშაგის თანხლებით, თითო-
თითოდ ან ხუთკაციან ჯგუფად.
მუხლი 15🔗.
1. ჰაუპტვახტის გარეთ აბანოში, სამედიცინო დაწესებულებაში გასვლისას სამხედრო მოსამსახურეები უნდა იყვნენ ფორმით.
2. სამხედრო მოსამსახურეები ჰაუპტვახტის გარეთ გასვლისას, ჰაუპტვახტის განლაგებაში მიემართებიან მწყობრით, ჰაუპტვახტის უფლებამოსილი პირის თანხლებით.
3. საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების ჰაუპტვახტის გარეთ გაყვანისას, მთავარი სამმართველოს უფროსის განკარგულებით, გამოიყოფა სპეციალური ან ოპერატიული ტრანსპორტი.
4. ჰაუპტვახტის გარეთ სამხედრო მოსამსახურეების თანხლებისათვის გუშაგები განწესის შემადგენლობიდან გამოიყოფიან. როდესაც აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ ინიშნება დამატებითი განწესი.
მუხლი 16🔗.
1. სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ თეთრეული, ლეიბები, საბნები, ხოლო საკანში +18 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის დროს ეძლევათ დათბილული ქურთუკიც.
2. საკნები უნდა განიავდეს ყოველდღიურად, იმ დროს, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან სასეირნოდ, სამუშაოზე ან აბანოში.
3. ჰაუპტვახტის შენობის დეზინფექცია ტარდება თვეში ერთხელ, ხოლო საპირფარეშოებისა – კვირაში ერთხელ.
4. სამხედრო მოსამსახურეები აბანოში უნდა იბანდნენ კვირაში ერთხელ მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ დადგენილ დღეებსა და საათებში. ამავე დღეებში ტარდება სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმებაც.
5. ჰაუპტვახტიდან სამკურნალო დაწესებულებაში გაგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს ამ დაწესებულებაში ყოფნის ვადა ეთვლებათ სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში. გამოჯანმრთელების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნისას შეუსრულდათ მოსამართლის მიერ დადგენილი პატიმრობის სრული ვადა, ბრუნდებიან თავიანთ სამხედრო დანაყოფებში.
მუხლი 17🔗.
1. თუ ჰაუპტვახტის სასადილოში სამზარეულო არ ფუნქციონირებს (არ მზადდება საჭმელი), ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფა, ჰაუპტვახტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, ხორციელდება უახლოესი სამხედრო დანაყოფიდან.
2. სამხედრო მოსამსახურეების კვება ხორციელდება საკნებში ან ჰაუპტვახტის სასადილო ოთახში, რომლის დროსაც საჭმელი გაიცემა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურეების განცალკევების პრინციპით.
თავი VI
სამხედრო მოსამსახურეების ჰაუპტვახტიდან გათავისუფლება
მუხლი 18🔗.
1. მოსამართლის ბრძანებით დადგენილი პატიმრობის ვადის (დასვენებისა და უქმე დღეების ჩათვლით) დამთავრებისას, ჰაუპტვახტიდან სამხედრო მოსამსახურეები თავისუფლდებიან ჰაუპტვახტის უფროსის მიერ.
2. მოსამართლის ბრძანებით დადგენილი პატიმრობის ვადის გასვლისას, ჰაუპტვახტის უფროსი ჰაუპტვახტის უფლებამოსილ პირს უგზავნის ბარათს სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლების თაობაზე და სამხედრო მოსამსახურის ქვედანაყოფის უფროსს ერთი დღით ადრე ატყობინებს წარმომადგენლის გამოგზავნის საჭიროების შესახებ.
3. ჰაუპტვახტის უფლებამოსილი პირი, სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლების ბარათის მიღებისთანავე, ჩანაწერში მითითებულ ვადაში ათავისუფლებს სამხედრო მოსამსახურეს და აგზავნის ჰაუპტვახტის უფროსთან, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა წიგნში და სახელობით სიაში აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს და გათავისუფლებულს ხელწერილით გადასცემს პირად ნივთებს, აგრეთვე მისი ქვედანაყოფის უფროსთან წარსადგენად – მიწერილობას გათავისუფლებაზე (ადრე გაცემული ხელწერილი მისგან ნივთების, ფულისა და დოკუმენტების მიღების თაობაზე ნადგურდება).
თავი VII
ჰაუპტვახტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 19🔗.
1. ჰაუპტვახტს ხელმძღვანელობს ჰაუპტვახტის უფროსი. ჰაუპტვახტის უფროსი პასუხს აგებს ჰაუპტვახტში წესრიგზე. უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.
2. ჰაუპტვახტის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან დაიცვან კანონმდებლობა და არ დაარღვიონ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები.
3. ჰაუპტვახტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.