,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№702
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.010.360
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 21/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.360

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №702

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებით (სსმ III, 31.08.2005, №102, მუხ.1139) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 4.

საუბნო სამსახურის ამოცანებია:

ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების მოხმარების აღკვეთა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა;

გ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.“

2. ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“, ,,ი“, ,,მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ოპერატიულად ფლობდეს ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ადგილების შესახებ, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და გაატაროს საქართველოს კანონ-მდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ი) მოპარული ნივთებისა და მათი გასაღების სავარაუდო ადგილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, ამასთან გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

მ) ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგინოს სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში.“.

3. ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1“ ქვეპუნქტი:

,,ლ1) გამოავლინოს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მათი აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით;“.

4. ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი.

5. ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტი.

6. ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უბნის ინსპექტორი მოვალეა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.“.

7. ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უბნის ინსპექტორი მოვალეა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.“.

8. ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-17 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი.

9. ინსტრუქციის 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.05.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 16.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №702. სარეგისტრაციო კოდი — 140.130.000.22.034.010.360.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №702, 16.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.360 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70714/