„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№559
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.023.010.371
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 23/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.010.371

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №559

2007 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებაში (სსმ III, 02.02.2007 წ., №15, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა“.

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარის მოადგილეებისა და რეგიონალური სატყეო სამმართველოების უფროსების კანდიდატურებს.“.

გ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 61. სამსახურის უფროსი

1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამსახურის უფროსები.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებსა და მითითებებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;

დ) თავმჯდომარეს წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

ე) მოქმედებს სამსახურის სახელით დეპარტამენტის, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას.

ე) დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას სახელმწიფო წარმომადგენლობის გაწევა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში.“

ვ) დებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შინაარსის განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათზე რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.05.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №559. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.22.023.010.371.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №559, 17.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.010.371 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70774/