1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადმოცემული სახსრები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) შემოწირულობები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

3. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელება