,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.010.397
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №602
2007 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებით (სსმ III, 12.12.2005წ., №144, მუხ. 1603) დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში
1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:
ა) ხაკისფერი კეპი;
ბ) ხაკისფერი კომბინირებული ქურთუკი/მოსახსნელი დასათბუნებლით;
გ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;
დ) ნაცრისფერი პერანგი (ზაფხულის და ზამთრის);
ე) ხაკისფერი შარვალი (ზაფხულის და ზამთრის);
ვ) ხაკისფერი ჟილეტი.
2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასონიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“ აბრევიატურა), ხოლო მარცხენა ჯიბის ზევით ამოტვიფრულია სიტყვები ,,გარემოს დაცვის დაცვის ინსპექცია“.
3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ჟილეტის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასონიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“ აბრევიატურა), ხოლო მარცხენა მხარეს მკერდზე ამოტვიფრულია სიტყვები ,,გარემოს დაცვის დაცვის ინსპექცია“.
4. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის სახელოს, ასევე ჟილეტსა და კეპს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე დ. ჩანტლაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 25.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №602. სარეგისტრაციო კოდი — 360.160.000.22.023.010.397.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №602, 25.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.010.397 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70918/