„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.401
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №164/ნ
2007 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №43, მუხ. 488) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №3-ში (პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი;
ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 41, 400.0 ლარს.“;
გ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამბულატორიული მომსახურების პაკეტი მოიცავს შემდეგ სერვისებს:
ა) ექიმთან ვიზიტი;
ბ) ექთანთან ვიზიტი;
გ) სამედიცინო მომსახურების ახალი მომხმარებლის/პაციენტის რეგისტრაცია და შეფასება შემდგომი მეთვალყურეობის დაწესების მიზნით;
დ) ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ შემდეგი კატეგორიის პაციენტებისათვის:
დ.ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
დ.ბ) მათთან გათანაბრებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები;
დ.გ) მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებული) პირები.
ე) ონკოინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ნებისმიერი გამოძახება ხდება უფასოდ უბნის ექიმისა და ონკოლოგის მიერ განსაზღვრული საჭიროების შესაბამისად;
ვ) ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში (დანართი №31);
ზ) ექიმის მიერ მედიკამენტების გამოწერა (დანიშნულების მიცემა);
თ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა ,,ექიმის ჩანთიდან“ (დანართი №32);
ი) ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა (დანართი №31) ;
კ) ქრონიკული დაავადებების მართვა (ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ონკოინკურაბელური პაციენტები – IV კლინიკური ჯგუფი);
ლ) ჰიპერტონული დაავადების გამოვლენა და რეგისტრაცია;
მ) იმუნიზაცია და ვაქცინაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა;
ნ) ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, ორსულობის ტესტი, ჰემოგლობინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და სხვა;
ო) დიაგნოსტიკური გამოკვლევები: არტერიული წნევის გაზომვა, ანთროპომეტრია;
პ) რეფერალი კონტრაქტირებულ სპეციალისტებთან (იხ. პუნქტი 4); ექიმის რეფერალის გარეშე სპეციალისტების კონსულტაცია ანაზღაურდება პაციენტის მიერ;
ჟ) ლაბორატორიული გამოკვლევები (კონტრაქტირებულ შესაფერისი შესაძლებლობების ლაბორატორიაში); ექიმის რეფერალის გარეშე ლაბორატორიული გამოკვლევები ანაზღაურდება პაციენტის მიერ;
რ) ორსულების, ფთიზიატრიული და ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში.
ს) ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა.“;
დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ოჯახის ექიმის მომსახურების პაკეტი მოიცავს შემდეგ სერვისებს:
ა) ექიმთან ვიზიტი;
ბ) ექთანთან ვიზიტი;
გ) სამედიცინო მომსახურების ახალი მომხმარებლის/პაციენტის რეგისტრაცია და შეფასება შემდგომი მეთვალყურეობის დაწესების მიზნით;
დ) ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე საჭიროების შემთხვევაში;
ე) ექიმის მიერ მედიკამენტების გამოწერა (დანიშნულების მიცემა);
ვ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა ,,ექიმის ჩანთიდან“ (დანართი №32);
ზ) ორსულების, ფთიზიატრიული და ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტის გამოვლენა და რეფერალი;
თ) ორსულთა და მელოგინეთა მეთვალყურეობა პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში (დანართი №33);
ი) ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული მომსახურება (დანართი №34);
კ) ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა (დანართი №31);
ლ) ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა;
მ) მოსახლეობის სკრინინგული შემოწმება სპეციფიკური პრობლემების გამოვლენის მიზნით;
ნ) გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვა;
ო) იმუნიზაცია და ვაქცინაცია ქვეყნის ეროვნული იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა;
პ) ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, ჰემოგლობინი, ორსულობის დასადგენი ტესტი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და სხვა;
ჟ) დიაგნოსტიკური გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, ოტოსკოპია, ოფთალმოსკოპია, პიკფლუომეტრია, არტერიული წნევის გაზომვა, ანთროპომეტრია;
რ) რეფერალი კონტრაქტირებულ სპეციალისტებთან (ოჯახის ექიმის რეფერალის გარეშე სპეციალისტების კონსულტაცია ანაზღაურდება პაციენტის მიერ);
ს) ლაბორატორიული გამოკვლევები (კონტრაქტირებულ შესაფერისი შესაძლებლობების ლაბორატორიაში); ოჯახის ექიმის რეფერალის გარეშე ლაბორატორიული გამოკვლევები ანაზღაურდება პაციენტის მიერ.“;
ე) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლი;
ვ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სპეციალიზებულ ქსელში თვითდინებით მისული ან რეფერალით გაგზავნილი ტუბერკულოზის ყველა საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა მოიცავს შემდეგ სერვისებს:
ა) ფთიზიატრის კონსულტაცია;
ბ) კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები (რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევების დიაგნოზირებისათვის შეიძლება პაციენტი მიმართულ იქნეს სტაციონარში):
ბ.ა) ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (3-ჯერადი ბაქტერიოსკოპია, კულტურალური გამოკვლევა, წამლებისადმი მდგრადობის განსაზღვრა ჩვენების მიხედვით);
ბ.ბ) რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
ბ.გ) სისხლის საერთო ანალიზი;
გ) ორკვირიანი კურსი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, დიფერენციალური დიაგნოზისთვის.“;
ზ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ფილტვის აქტიური ბაქტერიაგამოყოფით მიმდინარე მგბ(+) ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირების მოძიება და მათი გამოკვლევა.“;
თ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ფსიქიატრიული დახმარება ითვალისწინებს მომსახურების შემდეგ პაკეტებს:
ა) ოჯახის ექიმის/ზოგადი პროფილის ექიმის მიმართვით გადაგზავნილი პაციენტების მომსახურება;
ბ) აღრიცხვაზე აყვანილი პაციენტების მომსახურება;
გ) იძულებით ამბულატორიულ ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მომსახურება;
დ) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია;
ე) მოზრდილთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.“;
ი) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) პაციენტის განმეორებითი ვიზიტები;
ე) აღრიცხვაზე მყოფი პაციენტების უზრუნველყოფა (ნეიროლეფსიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები, პარკისონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ნოოტროპული საშუალებები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ადრენობლოკატორები, ვიტამინები) მედიკამენტებით მკურნალი ექიმი – ფსიქიატრის დანიშნულების მიხედვით;
ვ) დინამიკური მეთვალყურეობისა და მკურნალობს შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრა;
,,ი) პირველადი სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება.“;
კ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდების ჩატარება (სოციალურ უნარ-ჩვევათა აღდგენა/გავარჯიშება, ინტეგრირებული ფსიქოლოგიური თერაპია).“;
ლ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ანტენატალური ზედამხედველობის მოცულობა განისაზღვრება 4 ანტენატალური ვიზიტით.“;
მ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ლაბორატორიული ანალიზები (დანართი 31)“;
ნ) მე-15 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ ბავშვთა ყოველთვიური მონიტორინგი და ამბულატორიული დახმარება.“;
ო) ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი;
პ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მომსახურების პაკეტი
სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოიცავს შემდეგ ძირითად სერვისებს:
ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის (ექიმი, ექთანი) ვიზიტი პაციენტთან ბინაზე საჭიროების მიხედვით;
ბ) მდგომარეობის კუპირებისათვის პაციენტის უზრუნველყოფა გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტებით, ექიმის ჩანთიდან;
გ) ჰოსპიტალიზაცია, საჭიროების შემთხვევაში;
დ) პატრიოტთა ბანაკების უზრუნველყოფა სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით.“;
ჟ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამინისტრო ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ფონდს აწვდის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების სიას (იქ, სადაც ხელშეკრულებები ფორმდება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით). ამის შემდეგ ფონდი აფორმებს დაწესებულებებთან ხელშეკრულებას ერთი თვის განმავლობაში. სამედიცინო მომსახურების მომწოდებელთან ხელშეკრულება დაიდება სამედიცინო ჯგუფების იმ რაოდენობაზე, რომელიც განსაზღვრულია კომპონენტით. კერძოდ, 2500-მდე მოსახლეზე ზოგადი პროფილის 1 სამედიცინო ჯგუფი, 2500 – 4500 მოსახლეზე – 2, 4500 – 6500 მოსახლეზე – 3, 6500 – 8000 მოსახლეზე – 4 და ა.შ. 8000-ის შემდეგ ყოველ 2000 კაცზე ერთი სამედიცინო ჯგუფი; ერთი პედიატრიული ჯგუფი – 800 ბავშვზე. მაღალმთიან რაიონებში, კონფლიქტურ და სასაზღვრო ზონებში განსხვავებული იქნება სამედიცინო ჯგუფის რაოდენობის დათვლის პრინციპი, გეოგრაფიული თავისებურებებისა და მდებარეობის გათვალისწინებით. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში შედის 1 ექიმი და 1 ექთანი (მაღალმთიან რეგიონებში, ცალკეულ შემთხვევაში სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია დამატებითი ექთნის ფუნქციონირება). ვინაიდან ქვეკომპონენტის ფორმატით გათვალისწინებულია ბავშვთა კონტინგენტის სამედიცინო დახმარება, რეკომენდებულია სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში დამატებით პედიატრის და მედდის ფუნქციონერება.“;
რ) მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამოქმედო არეალზე საოჯახო მედიცინის გუნდების რაოდენობის განსაზღვრა ხდება შემდეგი პრინციპის საფუძველზე: ერთი ოჯახის ექიმისა და ექთნისაგან შემდგარი გუნდი საშუალოდ 2000 მოსახლეზე (საშუალო ნორმატიული) გადაანგარიშებით. გამონაკლისები დაშვებულია შემდეგ შემთხვევებში: მაღალმთიან და რთულად მისადგომ სოფლებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არ შეესაბამება საშუალო ნორმატიულს; დაწესებულებასთან კონტრაქტის გაფორმება მოხდება მხოლოდ სრულად დაკომპლექტებული საოჯახო მედიცინის გუნდების რაოდენობის შესაბამისად.“;
ს) 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 41 400,0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| 1. პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა | კომპონენტები | ბიუჯეტი |
| 1.1. მოსახლეობის (მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის) ამბულატორიული დახმარების კომპონენტი |
| 21 300.0 |
| 1. ოჯახის ექიმის მომსახურების ქვეკომპონენტი | 4 000.0 | |
| 2. ზოგადი ამბულატორიული დახმარების ქვეკომპონენტი | 17 090.0 | |
| 3. პროგრამის მართვა | 140.0 | |
| 5. ინკურაბელური პაციენტების პალიატიური მზრუნველობა | 70.0 | |
| 1.2 . სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი |
| 5 920.0 |
| 1. ფსიქიატრიული მომსახურება | 2 050.0 | |
| 1.1. ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება | 2 000.0 | |
| 1.2 ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია | 50.0 | |
| 2. ფთიზიატრიული მომსახურება | 1 200.0 | |
| 3. ანტენატალური დახმარება | 2 596.0 | |
| 3.1 . ფენილკეტონურიაზე ახალშობილთა სკრინინგი და ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ პაციენტთა ამბულატორიული დახმარება | 160.0 | |
| 4. პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი | 74.0 | |
| 1.3 . დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის კომპონენტი |
| 450.0 |
| 1.4 . გადაუდებელი სასწრაფო დახმარების კომპონენტი |
| 13 730.00 |
|
|
| |
| სულ |
| 41 400.0 |
ტ) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ბიუჯეტი შეადგენს 17 090 ათას ლარს. პროგრამის დაფინანსების წყაროა ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახსრები;“;
,,კ) ქ. თბილისში ზოგადი პროფილის სამედიცინო ჯგუფის ხარჯთაღრიცხვის გათვლა განხორციელდება ზოგადი სამედიცინო ჯგუფების ხარჯთაღრიცხვაზე 1,2 კოეფიციენტის მიყენებით“;
უ) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,დ1” ქვეპუნქტი:
,,დ1) საოჯახო მედიცინის გუნდის ხარჯების სახელფასო ფონდში გათვალისწინებულია გუნდში შემავალი ექიმის, ექთნის, მენეჯერისა (1 გუნდი – 0,1 შტატი) და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;“;
ფ) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საოჯახო მედიცინის გუნდში შემავალი ექიმის დარიცხული ხელფასი არ უნდა იყოს 280 ლარზე და ექთნის 170 ლარზე ნაკლები;
ვ) მაღალმთიან რაიონებში მდებარე საოჯახო მედიცინის გუნდების ბიუჯეტის გათვლა განხორციელდება ზოგადი სამედიცინო ჯგუფების ხარჯთაღრიცხვაზე 1,2 კოეფიციენტის მიყენებით“;
ქ) 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სპეციალიზებული სამედიცინო ჯგუფის დაკომპლექტება განხორციელდება შესაბამის სპეციალობაში სერტიფიცირებული სამედიცინო პერსონალით, რაიონული/რეგიონული/საქალაქო დონის დაწესებულებებში. ანაზღაურება განხორციელდება სპეციალისტების სახელფასო ფონდიდან, რომელიც შეადგენს 1000 ლარს. აღნიშნული სახელფასო ფონდიდან ასევე განხორციელდება სპეციალისტთა გუნდზე მიმაგრებული საშუალო სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება. ქ. თბილისის იმ პოლიკლინიკებისათვის, რომელთა კონტინგენტი აღემატება 45 000-სს და ემსახურებიან როგორც მოზრდილ ასევე ბავშვთა კონტიგენტს, გამოყოფილი იქნება გაორმაგებული სახელფასო ფონდი სპეციალისტებისათვის (2000 ლარის ოდენობით), კომპონენტის ფარგლებში სავალდებულოა მოხდეს პროგრამით განსაზღვრული ყველა სპეციალისტის კონტრაქტირება. კონტრაქტირებული სპეციალისტების ანაზღაურების წესი განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ“;
ღ) ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი;
ყ) ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
შ) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შრომის ანაზღაურება განხორციელდება დანართი 31-ში მოცემული ანტანატალური დახმარების მოცულობის მიხედვით შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ერთი ორსულის მართვის ღირებულება განისაზღვრება 55 ლარის ოდენობით, შემდეგი სქემით: 1 ვიზიტი – 32 ლარი, II ვიზიტი – 9 ლარი, III ვი-ზიტი – 7 ლარი, IV ვიზიტი – 7 ლარი;
გ) ფენილკეტონურიაზე ახალშობილთა სკრინინგი და ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ პაციენტთა ამბულატორიული დახმარების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით“;
ჩ) 22-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 13 730,0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| № | ღონისძიება | თანხა |
| 1 | გადაუდებელი სასწრაფო დახმარების კომპონენტი | 13730000 |
| 1.1. | სასწრაფო სამედიცინო დახმარება | 13552000 |
| 1.2. | პროგრამის მართვა დაინფორმირება | 48000 |
| 1.3. | კავშირგაბმულობისა და სატელიტური სისტემის უზრუნველყოფის ხარჯები | 100000 |
| 1.4. | პატრიოტთა ბანაკების უზრუნველყოფა სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით | 30000 |
“.
ც) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
,,121. პატრიოტთა ბანაკების უზრუნველყოფა სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით განხორცილედება შემდეგ რაიონებში: ლაგოდეხი, საგარეჯო, დუშეთი, ზუგდიდი, ბაღდათი, წალენჯიხა, ლანჩხუთი. ერთი ექიმის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება დღეში 20,5 ლარით.“.
ძ) პირველადი ჯანდაცვის 2007 წლის სახელმწიფო პროგრამის დანართები: 31, 32, 36, 310 და 311 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართების შესაბამისად: (დანართი 31, 32, 36, 310 და 311).
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი 31
| 1. | 0–15 წლის ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა | ||
| 1.1 . | 0-1 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა | ||
| 0-1 წლამდე ასაკში საპატრონაჟო ვიზიტების რაოდენობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ისთივეა, როგორც საქართველოში და შეადგენს 7. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პედიატრთან ერთი დამატებითი ვიზიტი ტარდება ორსულობის III ტრიმესტრში, რომლის დროსაც მშობლებს აწვდიან ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: | ●( უსაფრთხოების წესები (ბავშვის ავეჯის შერჩევა; გათბობის სისტემა და სხვა) ●(ბავშვის კვება (ძუძუთი კვების უპირატესობა, კანით-კანთან კონტაქტი, ხსენის მნიშვნელობა, კვების ტექნიკა და სხვა) ●(ყოველდღიური მოვლის პრინციპები სოციალური და სამედიცინო დახმარების სახეები სამშობიარო სახლში ახალშობილთან ჩასატარებელი პროცედურები (იმუნიზაციის ჩათვლით), ექიმთან სამეთვა ლ ყურეო ვიზიტების რაოდენობა და იმუნიზაციის კალენდარი. |
| |
| ექიმის 1 ვიზიტი ბინაზე და 6 ვიზიტი ექიმთან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, მათ შორის, 3 ვიზიტი იმუნიზაციისთვის: | ●(ექიმისIვიზიტი ბინაზე უნდა შედგეს სამშობიაროდან გამოწერის (აღრიცხვაზე აყვანის შემდეგ) შემდეგ. ფასდება: - პრე/ინტრა/პოსტნატალური ანამნეზი; - ტემპერატურა; - ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა – ზოგადი მდგომარეობა, სხეულის პოზა; მოძრაობა; კანი; ძვალსახსროვანი სისტემა – თავის ფორმა, ყიფლიბანდი; კუნთთა ტონუსი; თვალები; პირის რრუ; გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა; მუცელი; გენიტალია; ნერვული სისტემა; ახალშობილთა რეფლექსები; დიურეზი; დეფეკაცია); - ახალშობილთა ფიზიოლოგიური მდგომარეობების შეფასება – ფიზიოლოგიური სიყვითლე და წონის კლება, სამშობიარო სიმსივნე, ორსულობის რეაქციები, შარდმჟავა ინფარქტი და სხვა; - კვების რეჟიმი, ტექნიკა და პრინციპები; - მოვლის პროცესი (ჭიპის დამუშავება, კანის, თავლის, ყურის, ცხვირის ტუალეტი და სხვა).
|
| |
| I ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია: | - უსაფრთხოების წესები (ბავშვის ავეჯის შერჩევა; გათბობის სისტემა, პოზიცია ძილის დროს და სხვა); - კვების ტექნიკა და პრინციპები; - ყოველდღიური მოვლა(ჭიპის დამუშავება, კანის, თვალის, ყურის, ცხვირის ტუალეტი, დაბანა და სხვა); - ტირილი და მისი მიზეზები; - საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი (არ იღებს საკვებს, აქვს ხშირი ღებინება, ცხელება და სხვა); ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი). |
| |
| II ვიზიტი | - ანამნეზი; - ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა); - ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა); - ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება; - კვებითი სტატუსი. |
| |
| IIვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია: | - კვების ტექნიკა და პრინციპები; - განვითარების ხელშეწყობა;- საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი; - იმუნიზაცია; - ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი). |
| |
| IIIვიზიტი პოლიკლინიკაში – სასურველია ვიზიტები დაემთხვეს იმუნიზაციის კალენდარს. აცრის ჩატარებამდე აუცილებლად უნდა გაიზომოს ბავშვის სხეულის ტემპერატურა. ვიზიტის დროს ფასდება: | - ანამნეზი; - ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა); - ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა); - ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება; - კვებითი სტატუსი. |
| |
| IIIვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია: | - კვების ტექნიკა და პრინციპები; - განვითარების ხელშეწყობა; - იმუნიზაცია; - ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი). |
| |
| IV, V, VI ვიზიტი პოლიკლინიკაში. ვიზიტის დროს ფასდება: | - ანამნეზი; - ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა); - ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა); - ბავშვის ფსიქომოტორული გან-ვითარება (მოტორიკა, მხედველო-ბითი და სმენითი რეაქცია, ემოცია, მეტყველება და სხვა); - კვება. |
| |
| ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია: | - უსაფრთხოების წესები (სათამაშო, მგზავრობა და სხვა); - კვების ტექნიკა, დამატებითი კვება; - ყოველდღიური მოვლა; - განვითარების ხელშეწყობა; - თამაში; - იმუნიზაცია; - ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი). |
| |
| VII ვიზიტი პოლიკლინიკაში უნდა შედგეს 12 თვის ასაკში. სასურველია დაემთხვეს წითელა/წითურა/ყბა-ყურის აცრას. ვიზიტის დროს ფასდება: | - ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების ყველა მახასიათებელი; - ანამნეზი; - ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა); - ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა); |
| |
| ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია: | - პირის ღრუს მოვლა; - უსაფრთხოების წესები; - კვება; - ტუალეტის ჩვევის გამომუშავება; - განვითარების ხელშეწყობა, თამაში; - საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი; - ექიმთან შემდგომი ვიზიტი. |
| |
|
| პირველი წლის განმავლობაში 1 თვის ასაკში ბავშვს უნდა ჩაუ-ტარდეს ორთოპედის, 2-3 თვის ასაკში ნევროპათოლოგის კონსულტაცია. თუმცა ნევროპათოლოგის კონსულტაციის ვადები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, რასაც საზღვრავს პედიატრი. 1 წლამდე ასაკში უნდა ჩატარდეს მხედველობისა და სმენის სკრინინგი პრობლემების დროულად გამოვლენისათვის. |
| |
|
| პირველი წლის განმავლობაში პედიატრი გადაწყვეტილებით ტარდება სისხლის საერთო ანალიზი. სხვა გამოკვლევები (შარდის და განავლის საერთო ანალიზი, რენტგენოგრამა) საჭიროების შემთხვევაში კეთდება პედიატრის ან სხვა სპეციალისტის გადაწყვეტილებით. |
| |
| პირველი წლის განმავლობაში დაგეგმილია ექთნის 10 ვიზიტი. თითოეული ამ ვიზიტის დროს საჭიროა ანამნეზის შეგროვება, ანთროპომეტრული მონაცემების შეგროვება, კვების და იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ოჯახში ბავშვის გარემოს უსაფრთხოების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება შემდეგ თემებზე: | - კვების პრინციპები - ბავშვის მოვლა, დღის რეჟიმი - ტირილი, მისი მიზეზები და მართვა - დამატებითი კვების პრინციპები - უსაფრთხო გარემოს შექმნა - იმუნიზაცია - განვითარების ხელშეწყობა - თამაში |
| |
|
|
|
| |
|
| 1.2 1 – 2 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა | ||
| 2 ვიზიტი ექიმთან (15 თვე, 18 თვე) და ორი ვიზიტი ექთანთან. |
|
| |
| 15 თვის ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება: | – ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება – კვებისა და ძილის რეჟიმი – ანთროპომეტრული მონაცემები – ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა); |
| |
| საკონსულტაციო თემები: | – უსაფრთხო გარემოს შექმნა – ჯანსაღი კვება – თამაში და განვითარების ხელშეწყობა – ტუალეტის ჩვევის გამომუშავება – დისციპლინის ჩამოუყალიბების პრინციპები – ურთიერთობა ბავშვთან. |
| |
| 18 თვის ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება: | – ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება – ანთროპომეტრული მონაცემები – ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა); |
| |
| საკონსულტაციო თემები: | – უსაფრთხო გარემოს შექმნა – ჯანსაღი კვება, კვების ჩვევები, – პირის ღრუს ჰიგიენა – თამაში და განვითარების ხელშეწყობა – ტუალეტის ჩვევის გამომუშავება – იმუნიზაცია – დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები, მარტივი აკრძალვები – ურთიერთობა თანატოლებთან. |
| |
|
| 1.3 2-3 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა | ||
| 2 ვიზიტი ექიმთან (24 თვე, 36 თვე) და ორი ვიზიტი ექთანთან. |
|
| |
| 24 თვის (2 წლის) ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება: | – ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება – ანთროპომეტრული მონაცემები – ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა); – სმენისა (სუბიექტური) და მხედველობის (სინცევის ტაბულა) სკრინინგი |
| |
| საკონსულტაციო თემებია: | – უსაფრთხო გარემოს შექმნა – კვების ჩვევები, – პირის ღრუს ჰიგიენა – თამაში და განვითარების ხელშეწყობა – დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები |
| |
| 36 თვე (3 წელი) ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება: | – ბავშვის ზრდა-განვითარება – ანთროპომეტრული მონაცემები, – არტერიული წნევის განსაზღვრა – ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა); – მხედველობის და სმენის სკრინინგი – მავნე ჩვევები |
| |
| საკონსუტაციო თემებია: | – უსაფრთხო გარემოს შექმნა – ჯანსაღი კვება, – სოციალიზაციის მნიშვნელობა (საბავშვო ბაღი და სხვ) – თამაში და განვითარების ხელშეწყობა – დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები – 3 წლის კრიზისი – მავნე ჩვევები |
| |
| 1-3 წლის ასაკში ექთნის ვიზიტის დროს ფასდება ბავშვის გარემოს უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობები, სოციალური ურთიერთობები. საკონსულტაციო თემები ექთნისათვის: | - ჯანსაღი კვების პრინციპები და კვებითი ჩვევის გამომუშავება - დღის რეჟიმი - ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები - თამაში - დისციპლინის ჩამოყალიბების მეთოდები (მარტივი აკრძალვები, ტაიმ-აუტი, ლიმიტირებული არჩევანი). სისხლის, შარდის და განავლის საერთო ანალიზი, სხვა გამოკვლევები და სპეციალისტების კონსულტაცია ტარდება პედიატრის შეხედულებისამებრ საჭიროების დროს. |
| |
|
| 1.4 3 - 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა | ||
| საჭიროების დროს ყოველწლიურად ექიმის 1 ვიზიტი ბინაზე, 1 ვიზიტი ექიმთან და ორი ვიზიტი ექთანთან. ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება: | - ანამნეზი (სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები) - კვებითი სტატუსი - დიეტა - ფსიქომოტორული განვითარება- ბავშვის ქცევა - მავნე ჩვევები - ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა) - სქესობრივი მომწიფების ნიშნები - იმუნიზაციის სტატუსი - ანთროპომეტრული მონაცემები, - არტერიული წნევის განსაზღვრა - სმენის და მხედველობის სკრინინგი - სქოლიოზის არსებობა |
| |
| საკონსულტაციო თემებია: | - უსაფრთხოების წესები და ტრავმატიზმის თავიდან აცილება - ჯანსაღი კვება (კვების პირამიდა) - ფიზიკური აქტივობა - ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება - პირის ღრუს ჰიგიენა - ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები - მავნე ჩვევები - დამოუკიდებლობის ხელშეწყობა - კონფლიქტების მოგვარება ექთნის ვიზიტის დროს საკონსულტაციო თემები იგივეა. |
| |
|
| 2. დინამიური მეთვალყურეობა 15 – 65 ასაკის მოსახლეობაზე: | ||
| პრევენციული ვიზიტი:
| – ანთროპრომეტრია; – მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა; – სმენის სიმახვილის განსაზღვრა; – არტერიული წნევის გაზომვა; – ანამნეზის შეკრება; – ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებიდან ერთ-ერთი; – გასინჯვა ჩივილების დონეზე; – წინასწარი დიაგნოზი /დასკვნა; რეკომენდაციები/. – რეკომენდაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების შესახებ.
|
| |
|
| 3. ხანდაზმულთა რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა | ||
| ხანდაზმულთა ფუნქციონალური მდგომარეობის შეფასების მიზნით, 65 წლის ზემოთ ასაკის პირებში – წელიწადში ერთხელ საჭიროა მოხდეს: | - ზოგადი ფუნქციონალური შეფასება; - მობილურობის შეფასება;- ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება; - მხედველობისა და სმენის სიმახვილის განსაზღვრა; - მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციონირების შეფასება; - სოციალური ფუნქციების შეფასება (ცხოვრების წესი, ურთიერთობები); - სამკურნალო-პროფილაქტიკური განათლება ხანდაზმულებისა და მათი მომვლელებისათვის. - სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა; გავრცელებული ქრონიკული პრობლემების მართვა; - ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე ლაბორატორიული კვლევები; - არტერიული წნევის კონტროლი. |
| |
| ამბულატორიული მომსახურების პაკეტი მოიცავს აგრეთვე:
| |||
| 1 | 1.დროებითი შრომისუუნარობის ფურცლების გაცემის პროცედურას; 2.სამედიცინო დაწესებულებაში (რეფერალი) საკონსულტაციოდ გაგზავნის მიზნით დოკუმენტაციის წარმოებას; 3.სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებიდან მომართვის საფუძველზე გაცემული ცნობებს; შენიშვნა: ყველა სხვა ცნობა (ცნობა და/ან ამონაწერი ისტორიიდან პაციენტის, მეურვის, გარდაცვლილის მემკვიდრის მოთხოვნით) არის ფასიანი. | ||
| 1.1. | რეკომენდებულია სამიზნე მოსახლეობაში ორსულთა გამოვლენა ორსულობის 13 კვირამდე (I ვიზიტი ქალთა კონსულტაციაში შესრულებული უნდა იქნეს 13 კვ. ვადამდე). |
|
|
| 1.1.1 . | I ვიზიტის ღირებულება ანაზღაურდება დადგენილ ვადაში II ვიზიტის შესრულების შემდეგ; |
|
|
| 1.2. | ორსულობის ვადებისა და მიმდინარეობის თავისებურებების განსაზღვრა (ორსულობის განმავლობაში 4-ჯერ, სარეკომენდაციო ვადები - მე-13 კვირამდე, 20-22 კვირაზე, 30-32 კვირაზე, 36-ე კვირაზე); |
|
|
| 1.2.1. | პირველი ვიზიტი 13 კვირის ორსულობის ვადაზე: | ●( მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია ●( თერაპევტის კონსულტაცია ●( სისხლის საერთო ანალიზი ●( შარდის საერთო ანალიზი ●( სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი მარტივი მეთოდით ●( ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლი, შრატი, პლაზმა) სწრაფი მარტივი მეთოდით ●( აივ ანტისხეულების დიაგნოსტიკა(სისხლი, შრატი, პლაზმა) სწრაფი მარტივი მეთოდით ●( სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა ●( საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა |
|
| 1.2.2. | მეორე ვიზიტი ორსულობის 20-22 კვირაზე: | ●( მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ●( მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია; |
|
| 1.2.3. | მესამე ვიზიტი ორსულობის 30-32 კვირაზე: | ●( მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ( შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა; ●( სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა; |
|
| 1.2.4. | მეოთხე ვიზიტი ორსულობის 36-ე კვირაზე: | ●( მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ●( შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა; ●( სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა; |
|
| 1.2.5. | ანამნეზის შეგროვება: | ●( დამატებითი მეთვალყურეობის საჭიროების ორსულთა გამოვლენა; ●( სკრინინგი ალკოჰოლის გამოყენებაზე (ინფორმაცია, რჩევები); ●( სკრინინგი თამბაქოს მოხმარებაზე ●(ინფორმაცია, რჩევები); ●( სკრინინგი ოჯახურ ძალადობაზე ●(ინფორმაცია, რჩევები); ●( სკრინინგი ნარკომანიაზე ● (ინფორმაცია , რჩევები ); ● ( არტერიული წნევის გაზომვა ; ● ( საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის გაზომვა (II ვიზიტიდან ); ● ( ნაყოფის გულისცემის მოსმენა (II ვიზიტიდან ); ● ( ლაქტაციაზე და კონტრაცეპციაზე რეკომენდაციები (II ვიზიტიდან ); ● ( წონის განსაზღვრა (I ვიზიტიდან ); ● ( მშობიარობის გეგმის შედგენა (III ვიზიტიდან ); ●( წინამდებარე ნაწილის განსაზღვრა (36-ე კვირაზე IV ვიზიტი) და პროფილაქტიკური მობრუნება თავით; ფიზიკური ვარჯიშები ორსულობის დროს ●(რეკომენდაციები); ●( რეკომენდაციები გადაუდებელ დახმარებაზე; ●( რკინის პრეპარატის დამატება 28-ე კვირიდან (ანემიის გამოვლენის შემთხვევაში); ●( ანტირეზუს გამაგლობულინის გადასხმა რეზუსუარყოფითი პაციენტებისათვის (28 კვირა); ●( სარძევე ჯირკვლების მდგომარეობის შეფასება. |
|
| 1.2.6. | ორსულობის მიმდინარეობის დადგენა (რისკის ჯგუფის გამოვლენა); |
|
|
| 1.2.7. | ორსულის ზოგადი გარეგანი გასინჯვა; ფილტვების, გულის მოსმენა, არტერიული წნევის გაზომვა; |
|
|
| 1.2.8. | ორსულობის გარეგანი სამეანო გასინჯვა - მენჯის გაზომვა, საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის და მუცლის გარშემოწერილობის განსაზღვრა, ორსულობის მეორე ნახევარში – ნაყოფის მდებარეობის, მისი წინამდებარე ნაწილის განსაზღვრა, ნაყოფის გულისცემის მოსმენა. |
|
|
| 1.2.9. | სისხლის საერთო ანალიზი. |
|
|
| 1.3. | ორსულის გაგზავნა რაიონულ საავადმყოფოში, მეან-გინეკოლოგთან. |
|
|
| 1.4. | გართულებული მშობიარობის მიღება ბინაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა: | ●( მშობიარობა დაწყებულია; ●( ტრანსპორტირება შეუძლებელია. |
|
დანართი №32
ექიმის ჩანთა
| დასახელება საბითუმო ბაზარზე არსებული დოზირებითა და რაოდენობით | დოზა |
| დიაზეპამი 5ml/N24 | 10mg/2ml |
| ადრენალინის ჰიდროქლორიდის საინექციო ხსნარი | 1mg/1ml |
| კეტოროლაკი (კეტოლონგი) | 3% 1ml |
| პარაცეტამოლი | 500mg |
| Acetysalicylic acid | 100mg |
| ამინოფილინი საინექციო | 250mg/10 ml |
| სალბუტამოლი საინჰალაციო 1 ფლაკონი |
|
| მეტოპროლოლი | 50მგ |
| ნიფედიპინი | 10მგ |
| ჰიდროქლორთიაზიდი | 25მგ |
| ინსულინი (ხანმოკლე მოქმედების) | 40ს.ე-10მლ |
| გლუკოზა | 40%-20მლ |
| ფუროსემიდი 10 amp | 20mg/2ml |
| პრედნიზოლონი | 1mg/ ml |
| იოდინი 50 ml | 25% ხსნარი |
| სპირტი (100 ml) | 96% |
| წყალბადის ზეჟანგი | 3%/40ml |
| პენიცილინი G (საინექციო) | 5 მლნ |
| საინექციო წყალი 10 amp | 2 ml |
| რეჰიდრონი (ფხვნილი) |
|
| გააქტივებული ნახშირი | 250მგ |
| ლეიკოპლასტირი 5*500 |
|
| სტერილური ბინტი 10X10; 100% |
|
| ბამბა 50 გრ |
|
| ხელთათმანი სტერილური |
|
| 2 გრ ერთჯერადი შპრიცი |
|
| 5 გრ ერთჯერადი შპრიცი |
|
| 10 გრ ერთჯერადი შპრიცი |
|
| თერმომეტრი |
|
| წნევის აპარატი |
|
| შპადელი |
|
| სკარიფიკატორი |
|
| ნიღაბი |
|
დანართი №36
ზოგადი პროფილის სამედიცინო ჯგუფების ხარჯები
| № | სამედიცინო ჯგუფების რაოდენობა | სულ ბიუჯეტი თვეში | თვის ბიუჯეტი 1 ჯგუფზე |
| 1 | 1 ჯგუფიანი | 555.57 | 555.57 |
| 2 | 2 ჯგუფიანი | 1060.14 | 530.07 |
| 3 | 3 ჯგუფიანი | 1564.71 | 521.57 |
| 4 | 4 ჯგუფიანი | 2069.28 | 517.32 |
| 5 | 5 ჯგუფიანი | 2573.85 | 514.77 |
| 6 | 6 ჯგუფიანი | 3086.42 | 514.40 |
| 7 | 7 ჯგუფიანი | 3590.99 | 513.00 |
| 8 | 8 ჯგუფიანი | 4095.56 | 511.95 |
| 9 | 9 ჯგუფიანი | 4600.13 | 511.13 |
| 10 | 10 ჯგუფიანი | 5104.70 | 510.47 |
| 11 | 11 ჯგუფიანი | 5617.27 | 510.66 |
| 12 | 12 ჯგუფიანი | 6121.84 | 510.15 |
| 13 | 13 ჯგუფიანი | 6626.41 | 509.72 |
| 14 | 14 ჯგუფიანი | 7130.98 | 509.36 |
| 15 | 15 ჯგუფიანი | 7635.55 | 509.04 |
| 16 | 16 ჯგუფიანი | 8148.12 | 509.26 |
| 17 | 17 ჯგუფიანი | 8652.69 | 508.98 |
| 18 | 18 ჯგუფიანი | 9157.26 | 508.74 |
| 19 | 19 ჯგუფიანი | 9661.83 | 508.52 |
| 20 | 20 ჯგუფიანი | 10166.40 | 508.32 |
| 21 | 21 ჯგუფიანი | 10678.97 | 508.52 |
| 22 | 22 ჯგუფიანი | 11183.54 | 508.34 |
| 23 | 23 ჯგუფიანი | 11688.11 | 508.18 |
| 24 | 24 ჯგუფიანი | 12192.68 | 508.03 |
| 25 | 25 ჯგუფიანი | 12697.25 | 507.89 |
| 26 | 26 ჯგუფიანი | 13201.82 | 507.76 |
| 27 | 27 ჯგუფიანი | 13706.39 | 507.64 |
| 28 | 28 ჯგუფიანი | 14210.96 | 507.53 |
| 29 | 29 ჯგუფიანი | 14715.53 | 507.43 |
| 30 | 30 ჯგუფიანი | 15220.10 | 507.34 |
| 31 | 31 ჯგუფიანი | 15732.67 | 507.51 |
| 32 | 32 ჯგუფიანი | 16237.24 | 507.41 |
| 33 | 33 ჯგუფიანი | 16741.81 | 507.33 |
| 34 | 34 ჯგუფიანი | 17246.38 | 507.25 |
| 35 | 35 ჯგუფიანი | 17750.95 | 507.17 |
| 36 | 36 ჯგუფიანი | 18255.52 | 507.10 |
| 37 | 37 ჯგუფიანი | 18760.09 | 507.03 |
| 38 | 38 ჯგუფიანი | 19264.66 | 506.96 |
| 39 | 39 ჯგუფიანი | 19769.23 | 506.90 |
| 40 | 40 ჯგუფიანი | 20273.80 | 506.85 |
| 41 | 41 ჯგუფიანი | 20786.37 | 506.98 |
| 42 | 42 ჯგუფიანი | 21290.94 | 506.93 |
| 43 | 43 ჯგუფიანი | 21795.51 | 506.87 |
| 44 | 44 ჯგუფიანი | 22300.08 | 506.82 |
| 45 | 45 ჯგუფიანი | 22804.65 | 506.77 |
| 46 | 46 ჯგუფიანი | 23309.22 | 506.72 |
| 47 | 47 ჯგუფიანი | 23813.79 | 506.68 |
| 48 | 48 ჯგუფიანი | 24318.36 | 506.63 |
| 49 | 49 ჯგუფიანი | 24822.93 | 506.59 |
| 50 | 50 ჯგუფიანი | 25327.50 | 506.55 |
დანართი №310
ფსიქიატრიული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი
| რეგიონის დასახელება | თვის ლიმიტი(ლარი) |
| აჭარის ა/რ | 11 518 |
| ქ. თბილისი | 47 372 |
| კახეთი | 13 937 |
| იმერეთი | 31 620 |
| სამეგრელო | 20 391 |
| შიდა ქართლი | 9 354 |
| ქვემო ქართლი | 14 351 |
| გურია | 9 491 |
| სამცხე-ჯავახეთი | 4 882 |
| მცხეთა-მთიანეთი | 3 573 |
| საქართველო | 166 489 |
დანართი №311
ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების კომპონენტში
|
| თვითმმართველი ქალაქი/მუნიციპალიტეტი | მ.შ. კომუნალური, საოფისე მასალებისა და კომუნიკაციის ხარჯები | თვის ბიუჯეტი |
| 1 | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი | 42 | 203 |
| 2 | ლენტეხის მუნიციპალიტეტი | 42 | 460 |
| 3 | ასპინძის მუნიციპალიტეტი | 52 | 463 |
| 4 | ონის მუნიციპალიტეტი | 46 | 415 |
| 5 | თიანეთის მუნიციპალიტეტი | 54 | 419 |
| 6 | ადიგენის მუნიციპალიტეტი | 57 | 568 |
| 7 | ცაგერის მუნიციპალიტეტი | 59 | 432 |
| 8 | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | 59 | 474 |
| 9 | მესტიის მუნიციპალიტეტი | 56 | 481 |
| 10 | ახალგორის მუნიციპალიტეტი | 50 | 431 |
| 11 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | 76 | 590 |
| 12 | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | 60 | 471 |
| 13 | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი | 76 | 501 |
| 14 | დმანისის მუნიციპალიტეტი | 72 | 446 |
| 15 | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | 69 | 460 |
| 16 | ახალციხის მუნიციპალიტეტი | 80 | 563 |
| 17 | დუშეთის მუნიციპალიტეტი | 69 | 610 |
| 18 | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი | 68 | 626 |
| 19 | ქედის მუნიციპალიტეტი | 53 | 502 |
| 20 | ტყიბულის მუნიციპალიტეტი | 68 | 520 |
| 21 | ბაღდათის მუნიციპალიტეტი | 82 | 558 |
| 22 | ვანის მუნიციპალიტეტი | 76 | 532 |
| 23 | აბაშის მუნიციპალიტეტი | 72 | 507 |
| 24 | ხონის მუნიციპალიტეტი | 82 | 620 |
| 25 | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 76 | 597 |
| 26 | წალკის მუნიციპალიტეტი | 72 | 518 |
| 27 | ქარელის მუნიციპალიტეტი | 82 | 697 |
| 28 | ხულოს მუნიციპალიტეტი | 68 | 693 |
| 29 | ახმეტის მუნიციპალიტეტი | 78 | 861 |
| 30 | სიღნაღის მუნიციპალიტეტი | 94 | 649 |
| 31 | ყვარლის მუნიციპალიტეტი | 94 | 584 |
| 32 | ბორჯომის მუნიციპალიტეტი | 74 | 478 |
| 33 | თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 76 | 504 |
| 34 | საჩხერეს მუნიციპალიტეტი | 86 | 593 |
| 35 | ხობის მუნიციპალიტეტი | 77 | 635 |
| 36 | კასპის მუნიციპალიტეტი | 110 | 776 |
| 37 | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | 70 | 469 |
| 38 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | 110 | 773 |
| 39 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | 82 | 596 |
| 40 | მარტვილის მუნიციპალიტეტი | 74 | 574 |
| 41 | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | 92 | 640 |
| 42 | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი | 100 | 698 |
| 43 | ხაშურის მუნიციპალიტეტი | 110 | 756 |
| 44 | სენაკის მუნიციპალიტეტი | 110 | 756 |
| 45 | მცხეთის მუნიციპალიტეტი | 116 | 823 |
| 46 | თელავის მუნიციპალიტეტი | 114 | 773 |
| 47 | გარდაბნის მუნიციპალიტეტი | 114 | 739 |
| 48 | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 160 | 943 |
| 49 | შუახევის რ-ნი | 312 | 1054 |
| 50 | ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 321 | 1086 |
| 51 | ფოთი | 1635 | 3451 |
| 52 | სამტრედიის მუნიციპალიტეტი | 435 | 1470 |
| 53 | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | 419 | 1416 |
| 54 | მარნეულის მუნიციპალიტეტი | 522 | 1764 |
| 55 | ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 450 | 1523 |
| 56 | ლანჩხუთის აიონი | 524 | 1770 |
| 57 | გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 1133 | 2391 |
| 58 | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 1100 | 2323 |
| 59 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 1370 | 2893 |
| 60 | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | 1569 | 5304 |
| 61 | ქ. ბათუმი | 1104 | 3734 |
| 62 | გორის მუნიციპალიტეტი | 2114 | 4463 |
| 63 | ქ. ქუთაისი | 1561 | 5276 |
| 64 | ადიგენის მუნიციპალიტეტი | 486 | 1644 |
| 65 | ქ. რუსთავი | 2971 | 6273 |
| 66 | ქ. თბილისი | 2167 | 24208 |
| 67 | სულ |
| 100022 |