,,საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.404
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №159
2007 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №3, მუხ. 29) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. რედაქციაში არსებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანილი აქტების) ელექტრონული ვერსიების დამუშავება, გავრცელება და დაცვა; ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფა; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით რედაქციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდის შექმნა, მუდმივი სრულყოფა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.“.
2. დებულებას მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ აღწერილობა
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ გამოდის ოთხ ნაწილად:
1. ნაწილი I – საქართველოს კანონები;
2. ნაწილი II – საერთაშორისო ხელშეკრულებები;
3. ნაწილი III – საქართველოს ნორმატიული აქტები;
4. ნაწილი IV – საინფორმაციო ნაწილი (ლიცენზიები და ნებართვები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რეაბილიტაცია, საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიცისტური სტატიების, ნაშრომების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გამოქვეყნება).“.
3. დებულებას მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32მუხლები:
„მუხლი 31. გამოსაქვეყნებელი მასალის რედაქციაში წარმოდგენის წესი
1. ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად მასალის წარმოდგენას უზრუნველყოფს დაინტერესებული უწყება ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.
2. სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის წარმოდგენას უზრუნველყოფს დაინტერესებული უწყება ან პირი.
მუხლი 32. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემის წესი
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნომერი გამოიცემა არა უმეტეს დღეში ერთხელ, გარდა საქართველოს კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
4. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
„ე) „იურიდიული ლიტერატურა“ – რეალიზაციის პუნქტი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 04.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №159. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.027.010.404.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, №159, 04.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.404 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70954/