,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.406
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №591
2007 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 27.04.06 წ., №58, მუხ. 761) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციისათვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „სააგენტოს“ დაფინანსებიდან“.
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ანგარიშგება
1. „სააგენტო“ ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტლის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (დანართი №1).
2. კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა „სააგენტომ“ უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა არაკლასიფიცირებული არასაგადასახადო შემოსავლების“ ნაწილში (სახაზინო კოდი 3168)“.
გ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის
შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება”
200 _ წლის __ კვარტალის მდგომარეობით
|
| დასახელება | საანგარიშო კვარტალი | წლის დასაწყისიდან |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1 | ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/-) |
|
|
| 2 | ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა |
|
|
| 3 | „სააგენტოს” დაფინანსება ამონაგები თანხიდან |
|
|
| 4 | საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი |
|
|
| 5 | გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში) |
|
|
| 6 | დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4) (თანხა ლარებში) |
|
|
| 7 | ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (6+1-5) (თანხა ლარებში) |
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 01.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №591. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.22.033.010.406.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №591, 01.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.406 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70966/