მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/134
სარეგისტრაციო კოდი
450.090.060.22.028.010.409
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 08/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.090.060.22.028.010.409

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის

მინისტრის ბრძანება №3/134

2007 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და ფორმის    დამტკიცების შესახებ

,,მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი და ფორმა (თანდართულ დანართებთან ერთად).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

დანართი №1

მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი ადგენს ყველა ტიპის (მიუხედავად კუთვნილებისა) და კატეგორიის მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში აღრიცხვის წესს.

2. მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სისტემატიზაცია.

3. მუზეუმების სახელმწიფო რეესტრი ხელმიწავდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის და მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო გასცემს სათანადო საბუთს _ რეესტრიდან ამონაწერს.

    მუხლი 2. მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი

1. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მუზეუმი, დაფუძნებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, ვალდებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმოუდგინოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისთვის აუცილებელი შემდეგი მონაცემები:

ა) მუზეუმის სახელწოდება;

ბ) მუზეუმის ტიპი (კატეგორია);

გ) მუზეუმის (მათ შორის, მისი განყოფილების ან ფილიალის) იურიდიული მისამართი;

დ) მუზეუმის დაფუძნების აქტი (თარიღი, რეგისტრაციის ნომერი, დამფუძნებელთა ვინაობა);

ე) მუზეუმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (კონტროლის განმახორციელებელი ორგანო);

ვ) მუზეუმის დაფინანსების წყაროები;

ზ) ინფორმაცია მუზეუმის შენობის შესახებ (საერთო ფართობი და ფონდსაცავის ფართობი, აგების თარიღი, წარმოადგენს თუ არა კულტურის ძეგლს);

თ) მუზეუმის ფონდების საერთო რაოდენობა;

ი) კოლექციების ჩამონათვალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუზეუმის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში ყოველი ცვლილების შესახებ, მუზეუმის ხელმძღვანელობა ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში სათანადო ცვლილებების შესატანად.

3. მუზეუმების მიერ მოწოდებული მონაცემები ფიქსირდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოებულ სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში რიგითობის ნომრის მითითებით და სამინისტროს კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში.

    მუხლი 3. დასკვნითი დებულებანი

წინამდებარე მუზეუმების რეესტრის წარმოების წესში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.


დანართი №2

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის ფორმა  

 

 

რიგითი

 

 

 

 

მუზეუმის სახელწოდება

 

მუზეუმის ტიპი (კატეგორია)

მუზეუმის (მათ შორის, მისი განყოფილების ან ფილიალის) იურიდიული მისამართი (ადგილმდებარეობა)

დაფუძნების

აქტი (თარიღი, რეგისტრაციის ნომერი, დამფუძნებელთა ვინაობა)

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (კონტროლის განმახორციელებელი ორგანო)

დაფინანსების

წყაროები

ინფორმაცია მუზეუმის შენობის შესახებ, აგების თარიღი, სერთო ფართობის და ფონდსაცავის ფართობი (მისი მდგომარეობა)

 

ფონდების საერთო   რაოდენობა

 

 

 

კოლექციე-ის ჩამონათ-ვალი

 

 

შენიშვნა