,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.010.437
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №150
2007 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-15 და მე-18 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის“ (სსმ III, 15.09.2006 წ., №127, მუხ. 1682) მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ფილიალისა და განყოფილების დაარსებისთვის აუცილებელი პირობები
1. კომერციულ ბანკს უფლება აქვს დააარსოს ფილიალი ან განყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკში ჩატარებული ბოლო შემოწმების შედეგად ბანკს მინიჭებული აქვს CAMEL-ის რეიტინგის მიხედვით პირველი, მეორე ან მესამე კატეგორია;
ბ) ფილიალს ან/და განყოფილებას აქვს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ჰყავს კვალიფიციური კადრები და მზადაა კლიენტებსა და სათავო ბანკთან (ფილიალთან) დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განსახორციელებლად;
გ) მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობა ფილიალის ან/და განყოფილების შექმნის თაობაზე.
2. კომერციული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფილიალის ან/და განყოფილების დაარსებისთვის თანხმობის მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. თუ კომერციული ბანკი ვერ აკმაყოფილებს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი არ მისცემს თანხმობას კომერციულ ბანკს ფილიალისა ან/და განყოფილების შექმნის თაობაზე. ცალკეულ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს CAMEL-ის სისტემის მიხედვით არა აქვს მიღებული პირველი, მეორე ან მესამე კატეგორია, მაგრამ მისი ბოლო შემოწმების პერიოდიდან მკვეთრად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა, რაც უწყვეტად დასტურდება ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე მომზადებული გარესაბანკო ზედამხედველობის დასკვნებით მიცემული შეფასებებით (მე-2 ან მე-3 კატეგორია), ეროვნული ბანკი განიხილავს მისთვის შესაბამისად, ფილიალის ან/და განყოფილების შექმნის თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““?
- „,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““ მიღებულია 08.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №150. სარეგისტრაციო კოდი — 220.020.000.18.011.010.437.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““, №150, 08.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.010.437 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71122/