„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
220.010.080.11.004.010.443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 14/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 220.010.080.11.004.010.443

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №18

2007 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე, 59-ე მუხლების შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესში“ (სსმ III, 2007 წ., №65, მუხ. 734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1) პირველ მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა ეროვნული ვალუტით ხდება ერთეულ ლარებში (თეთრების გარეშე). თანხები 50 თეთრამდე მხედველობაში არ მიიღება, 50 და მეტი თეთრი დამრგვალდება ერთ ლარამდე. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა აშშ დოლარით ხდება ერთეულ დოლარებში (ცენტების გარეშე). თანხები 50 ცენტამდე მხედველობაში არ მიიღება, 50 და მეტი ცენტი დამრგვალდება ერთ დოლარამდე.“.

2) მესამე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის, შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს საკორესპოდენტო ანგარიშზე, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე.“.

3) მეექვსე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების შესაბამისი, ეროვნულ ბანკში მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ეროვნული ვალუტის, აშშ დოლარით ჩანაცვლება ბანკმა განახორციელოს ეტაპობრივად, ამ მუხლის პუნქტი 4-ის მიხედვით. უცხოური ვალუტის ეროვნული ვალუტით ჩანაცვლება დაუშვებელია.“.

,,5. ამ წესის შესაბამისად:

 მინიმალური რეზერვების პირველ დასაცავ პერიოდს წარმოადგენს 2007 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 13 ივნისის ჩათვლით პერიოდი და მისთვის გაანგარიშების პერიოდად გამოიყენება 2007 წლის 1 მაისიდან 2007 წლის 14 მაისის ჩათვლით პერიოდი.

 მინიმალური რეზერვების დასაცავ მეორე პერიოდს წარმოადგენს 2007 წლის 14 ივნისიდან 2007 წლის 27 ივნისის ჩათვლით პერიოდი და მისთვის გაანგარიშების პერიოდად გამოიყენება 2007 წლის 15 მაისიდან 2007 წლის 28 მაისის ჩათვლით პერიოდი.

 მინიმალური რეზერვების დასაცავ მესამე პერიოდს წარმოადგენს 2007 წლის 28 ივნისიდან 2007 წლის 11 ივლისის ჩათვლით პერიოდი და მისთვის გაანგარიშების პერიოდად გამოიყენება 2007 წლის 29 მაისიდან 2007 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდი.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 11 ივნისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე           რ. გოცირიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.06.2007.
როდის იქნა მიღებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 220.010.080.11.004.010.443.
რამდენი მუხლისგან შედგება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №18, 11.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 220.010.080.11.004.010.443 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71158/