,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№431
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.010.468
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 22/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.468

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №431

2007 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში (სსმ III, 27.03.2006, №41, მუხ. 476) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულება“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) იქმნება უმაღლესი, პროფესიული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნით.

2. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. ცენტრი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი 0102, უზნაძის ქ. №68.“;

ე) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი. 2 ცენტრის მიზნები

ცენტრის მიზანია:

ა) საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების/საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენა;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და სამინისტროს მიერ დადგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დასაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება;

გ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან, პროფესიულ სტანდარტთან, ხოლო პროფესიული სწავლების ცენტრში აგრეთვე – სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადასტურება;

დ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა, სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.“;

ვ) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები

ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ცენტრი:

ა) ახორციელებს უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;

ბ) კონტროლს უწევს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას, რომლის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია გააუქმოს მინიჭებული აკრედიტაცია;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით;

დ) შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს აკრედიტაციის დებულებას და აკრედიტაციის საფასურის ზღვრულ ოდენობას, საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტურობის დადგენის წესს, აგრეთვე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესს;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაციაციების ან/და დაინტერესებული ორგანიზაციების და მხარეების მონაწილეობით, შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) დასამტკიცებლად წარუდგენს რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პირობებს და წესს;

ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს თვითშეფასების კითხვარის, თვითშეფასების ანგარიშისა და აკრედიტაციის მოწმობის ფორმებს;

ზ) ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფებს;

თ) თანამშრომლობს უმაღლეს, ზოგადსაგანამანათლებლო და პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებებთან;

ი) სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრს;“;

კ) კონსულტაციას უწევს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს აკრედიტაციის საკითხებზე;

ლ) აწყობს ტრენინგ-სემინარებს, ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებს ხარისხის მართვასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

მ) ახორციელებს ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესაბამის კვლევებს;

ნ) თანამშრომლობს საერთაშორისო და უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან;

ო) უზრუნველყოფს აკრედიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭირვალობას და ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას;

პ) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას;

ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ზ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარისის ,, ი1“ ქვეპუნქტი:

,,ი1) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ ცნობას (აღიარებას) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენას;“;

თ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. ცენტრის მართვა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი.

2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი, რის შესახებაც ეცნობება მინისტრს.“;

ი) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები

1. ცენტრის დირექტორი:

ა) წარმოადგენს ცენტრს და პასუხს აგებს ცენტრის საქმიანობის კანონიერად წარმართვაზე;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომის ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს. აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ე) ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია მოიწვიოს სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი სპეციალისტებიც, კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ვ) უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;

თ) ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის კრიტერიუმებს, ამტკიცებს აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსს;

ი) შეისწავლის აკრედიტაციის ექსპერტთა მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და შესაბამის მოსაზრებებს წარუდგენს აკრედიტაციის საბჭოს;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს;

მ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს და საქმისწარმოების წესს;

ნ) მინისტრს წარუდგენს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებებსა და შესაბამის პროექტს;

ო) მინისტრს წარუდგენს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;

პ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების განკარგვაზე.“;

კ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის საშტატო განრიგით.

2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელიც მტკიცდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.“;

ლ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-7 მუხლი;

მ) დებულებას დაემატოს III1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III1

აკრედიტაციის საბჭო

    მუხლი 71. აკრედიტაციის საბჭო

1. ცენტრთან იქმნება შემდეგი სახის აკრედიტაციის საბჭოები:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო.

2. აკრედიტაციის საბჭოს მიზანია საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლება, რისთვისაც შეისწავლის საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.  3. აკრედიტაციის საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. აკრედიტაციის საბჭო საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

    მუხლი 72. აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციებია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, აკადემიური უმაღლესი და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების განხილვა და მათ საფუძველზე აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციებია:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების შესწავლა და ცენტრის დირექტორისათვის აკრედიტაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის წარდგენა.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციებია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება:

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების შესწავლა და ცენტრის დირექტორისათვის აკრედიტაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის წარდგენა.

4. აკრედიტაციასთან დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭო იღებს შემდეგი სახის ერთერთ გადაწყვეტილებას ან რეკომენდაციას:

ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის საბჭო არ ეთანხმება აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნას ან/და ცენტრის დირექტორის მოსაზრებებს ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

    მუხლი 73. აკრედიტაციის საბჭოს რეგლამენტი

1. აკრედიტაციის თითოეული საბჭოს სხდომა მოიწვევა სამ თვეში ერთხელ მაინც. აკრედიტაციის საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით, ცენტრის დირექტორის მოთხოვნის შემთხვევაში ან/და საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წერილობითი მოთხოვნით.

2. აკრედიტაციის საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, წევრებს აცნობს სხდომის დღის წესრიგს.

3. აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

4. აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლია ცენტრის დირექტორს, ცენტრის თანამშრომლებსა და აკრედიტაციის ექსპერტებს, ასევე ნებისმიერ პირს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება აკრედიტაციის საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6. სხდომის დროს წარმოებს ოქმი. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა აკრედიტაციის საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

7. მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს აკრედიტაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

    მუხლი 74. აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა

1. აკრედიტაციის თითოეული საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 3 წლით. აკრედიტაციის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, მათ შორის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს, მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. აკრედიტაციის თითოეული საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;

დ) ექვსი თვის განმავლობაში სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია აკრედიტაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;

ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

3. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“;

ნ) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. ცენტრის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს სახელმწიფოს მიერ გადაეცემა ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ო) დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9. ცენტრის ფინანსები და ანგარიშგება;

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციისთვის დადგენილი აკრედიტაციის საფასურიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

დ) მიზნობრივი გრანტები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს მის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“;

პ) დებულების მე-10 მუხლის:

პ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე“;

პ.ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცენტრის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრი სამინისტროს თანხმობით უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:“;

პ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი კონტროლის განსახორციელებლად უფლებამოსილია ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.“;

ჟ) დებულების V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 11. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია